მსოფლიოს ეკონომიკის ყველაზე შავი წელიწადი
მოამზადა ნატალია ბიკაშვილმა Reuters-ის, FT-ის, Standard and Poor’s-ის, RBK-ის, ამერიკის შრომის სამინისტროსა და EUROSTAT-ის მასალებზე დაყრდნ
ჯერ იყო და, ობამას ფიცის ტექსტი შეეშალა, შემდგომ თეთრ სახლში, როცა ოვალური კაბინეტისაკენ მიდიოდა, თურმე კარის მაგივრად ფანჯარა გამოაღო. ერთი მხრივ, მან წინამორბედის დაგროვილი ვალი 850 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რათა Bank of America-მ კიდევ ახალი ბანკი იყიდოს.
ხოლო მეორე მხრივ, თეთრმა სახლმა თანამშრომლებს ხელფასები გაუყინა, თითქოს ეს გადაარჩენდა აშშ-ს მოსალოდნელი კრიზისისგან და ახალ გუნდს სასწაულების შექმნა მოსთხოვა, რათა მსოფლიო ეკონომიკის მეხუთედი და სამყაროს ლიდერის სიძლიერე შეინარჩუნოს. მიუხედავად ამისა, იანვარში უკვე ორი ბანკი გაკოტრდა აშშ-ში. მართალია, ეს ჯერ მხოლოდ პატარა ბანკებია, მაგრამ ეს ტალღა უკვე აგორდა და საშინელი სისწრაფით უახლოვდება ევროპას. მშენებლობები გაჩერებულია და აქტივებზე ფასები ეცემა. კოტრდებიან მწარმოებლები და შეიკვეცა ვაჭრობა, უმუშევრობის არნახულმა ტალღამ მსოფლიოს გადაუარა. ყველა ობამას შესცქერის. შეძლებს კი ის მსოფლიო ბაზრის გადარჩენას, რას უმზადებს 20 აპრილის დიდ შეხვედრაზე მსოფლიოს ახალი პრეზიდენტი და რა თამაშის წესების ჩამოყალიბებას უნდა ველოდოთ მსოფლიოში. მსოფლიოს არც ერთი წამყვანი ექსპერტის წინასწარმეტყველება არ ახდა, გარდა ალან გრინსპენისა, ამ მოხუცი ჯადოქრისა, მაგრამ მაინც რა ხდება დღეს
მსოფლიო ეკონომიკაში.
ყველაზე მთავარი მაინც აშშ-ის ახალი პრეზიდენტი და მისი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯებია, როგორც ჩანს, მან კარგად გააცნობიერა ის, რომ რუზველტის მსგავსად, თავის თავს ხშირად (ყოველდღე თუ არა) უნდა გაუმეოროს ხოლმე, რომ თუ ქვეყანას გამოიყვანს ფინანსური კრიზისიდან, მაშინ აშშ-ის უდიდესი პრეზიდენტი გახდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – უკანასკნელი. აპოკალიფსის მოახლოების ეს შეგრძნება, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდ ზეწოლას მოახდენს, როგორც თავად ობამაზე, ისე მასთან დაახლოებულ პირებზეც. ახალმა პრეზიდენტმა უკვე ფილოსოფიურად აღნიშნა, რომ რაღაცის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ყველაფერი სერიოზულად და საბოლოოდ გაუარესდება, რითაც აშკარად მიანიშნა, რომ ეკონომიკის სწრაფ რენესანსს არ უნდა ველოდოთ. ამ განცხადების კვალდაკვალ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა აშშ-ში იმაზე უფრო უარესია, ვიდრე ფიქრობდნენ და დღითიდღე კიდევ უარესდება. თუმცა აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია დიდ იმედებს ამყარებს ეროვნული ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე, რომელიც ბარაკ ობამას საპრეზიდენტო პროგრამის მთავარი იდეა გახდა.
ჯოზეფ ბაიდენის თქმით, მთავრობას უკვე აქვს ეკონომიკური გეგმის ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში. მიუხედავად ამისა, კანონპროექტში, რომელსაც სენატი მიიღებს, მოცემული იქნება ისეთი ელემენტები, რომლებიც დამაკმაყოფილებელი (ან არადამაკმაყოფილებელი) იქნება, როგორც რესპუბლიკელებისთვის, ისე დემოკრატებისთვის.
სტაბილიზაციისთვის განკუთვნილი 700 მლრდ დოლარის პაკეტის მეორე ნახევარზე საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამ სახსრების გადანაწილება უფრო რაციონალური, გააზრებული და გამჭვირვალე იქნება. აშშ-ის წინა ადმინისტრაცია პროგრამა TARP-ის ანტიკრიზისული ფონდების სახსრებს, ძირითადად, ბანკების რეკაპიტალიზაციაზე ხარჯავდა, რის გამოც დიდ კრიტიკას წააწყდა, რადგან ამგვარი ქმედება საზოგადოებისთვის ყოველთვის არ იყო გასაგები.
დღეისათვის ანალიტიკოსები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ობამამ მრჩევლებად ეკონომიკური გენიები უნდა აიყვანოს იმისათვის, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის სცილასა და ჰარიბდას შორის წარმატებით გამოატაროს. არიან ასეთი ადამიანები ადმინისტრაციაში? თუკი ისინი არსებობენ, მაშინ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოიღონ ხმა. ამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკაში საოცრად დიდი რაოდენობით იყო ჩადებული ფული, ობლიგაციების ბაზარზე წარმოუდგენელი ზომის ბუშტი გაიზარდა. მისი გასკდომის შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ტკბილად მოსაგონებელი გაგვიხდება ჯორჯ ბუშ-უმცროსი, რომელიც მართალია ცდილობდა დახურულ კარებში გასვლას და კინაღამ მტრის ფეხსაცმლისგან დაიღუპა, მაგრამ მაინც გადაურჩა ერთ დროს ზესახელმწიფოს უკანასკნელი პრეზიდენტის სახელს.
პირველი ნაბიჯების დროს, ეკონომიკის საბიუჯეტო სტიმულირების 825 მლრდ დოლარის ოდენობის პაკეტის რიგი დადგა. ეს გეგმა ქვეყნის ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 500 მლრდ დოლარის ინექციას ითვალისწინებს, რაც საბოლოო ჯამში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და შესაბამისად, სამომხმარებლო სექტორის დახმარების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, აქ ერთი მინუსიც არსებობს. გეგმის რეალიზაცია გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომ დადებით ეფექტს მხოლოდ 2009 წლის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდოთ. ამასობაში კი, აშშ-ს სტატისტიკური მონაცემები ისედაც პესიმისტურ პროგნოზებს აჭარბებს.
ამერიკაში სიტუაციის გაუარესების დემონსტრირებას, პირველ რიგში, შრომის ბაზრის მონაცემები ახდენენ. აშშ-ს შრომის სამინისტროს განცხადებით, უმუშევართა დახმარებისთვის პირველადი განაცხადების რაოდენობა 17 იანვარსათვის, 62 ათასით გაიზარდა და 589 ათასი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1982 წლის ნოემბრის შემდეგ. ეკონომისტები აღნიშნული მაჩვენებლის მხოლოდ 26 ათასით ზრდას ვარაუდობდნენ. ასევე გაიზარდა მეორეადი მიმართვების რიცხვიც და 4.51 მლნ ადამიანიდან 4.6 მლნ ადამიანამდე გაიზარდა იანვრის პირველი კვირის განმავლობაში. ჯერ კიდევ გასულ წელს, 2.6 მლნ ადამიანმა დაკარგა სამუშაო აშშ-ში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ამრიგად, ამერიკის შრომით ბაზარზე სიტუაცია ნამვილად კრიტიკულია. უმუშევრობა თვიდან თვემდე სულ უფრო სწრაფად იზრდება. მიმდინარე ფინანსური კრიზისი აიძულებს კომპანიებს, რომ მათ კიდევ უფრო მეტად შეამცირონ სამუშაო ადგილები. ანალოგიური ტენდენციაა რეალურ სექტორშიც.
გასაკვირიც არ არის, რომ ხალხმა შეამცირა ფულის ხარჯვა. უფრო მეტიც, მათ კრედიტების დაფარვაც კი არ შეუძლიათ ან მათი რეფინანსირება. ეს ეხება იპოთეკასაც. უმუშევრობის ზრდასთან ერთად ძალიან იზრდება ამერიკელი მოსახლეობის დავალიანება იპოთეკურ კრედიტებზე.
ფინანსური მომსახურების მმართველობის (FSA), კერძო სექტორის იპოთეკური დავალიანება 2008 წლის მესამე კვარტალში თითქმის 25%-ით გაიზარდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და 339-700 შეადგინა. 2008 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, იპოთეკური დავალიანება 9,8 %-ით გაიზარდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დავალიანების ზრდის ტემპი არ აღემატებოდა 4 %-ს. გასული წლის მესამე კვარტალში, 13 ათასამდე დაგირავებული ბინა გადავიდა კრედიტორების ხელში, რაც 92 %-ით აღემატება იმავე მაჩვენებელს ერთი წლით ადრე. საერთო ჯამში, 2008 წლის პირველ კვარტალში ასეთი ბინების რიცხვი 33,4 ათასამდე გაიზარდა, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით მეტია.
გასაკვირი არ არის, რომ საცხოვრებელი ბინების მშენებელთა ოპტიმიზმი რეკორდულად დაბალ დონეზეა. National Association of Home Builders (NAHB)/Wells Fargo ინდექსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში 8 საბაზისო პუნქტამდე დაეცა, მშენებლობის სფეროში რაიმე წინსვლები არ აღინიშნებოდა. ამ მაჩვენებლის ერთ-ერთი შემადგენელი, რომელიც მიმდინარე გაყიდვებს ასახავს, 2 პუნქტით 6 პუნქტამდე დაეცა. იმავდროულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი, რომელიც გამოხატავს ბინების გაყიდვის მოცულობას ექვსი თვის შემდეგ, 17 საბაზისო პუნქტამდე გაიზარდა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს არ არის მაჩვენებელი. ინდექსის ნებისმიერი მნიშვნელობა, რომელიც 50 პუნქტზე ნაკლებია, უარყოფითი მოლოდინის ზრდაზე მეტყველებს, რასაც ვხედავთ კიდეც აშშ-ს საცხოვრებელი ბინების ბაზარზე.
გაუარესდა მშენებლობის მონაცემებიც. ახალი მშენებლობების რიცხვი 2008 წლის დეკემბერში 15.5%-ით დაეცა და 550 ათასი შეადგინა. აქედან ძირითადად მრავალბინიანი სახლების მშენებლობის შემცირება შეიმჩნეოდა (-20.4%). ერთ ოჯახზე გათვალისწინებული სახლების მშენებლობა შედარებით ნაკლებად – 13.5%-ით დაეცა 2008 წლის ნოემბრის თვის მონაცემებთან შედარებით. ასევე 10.7%-ით – 549 ათასამდე შემცირდა ნებართვების რიცხვიც მშენებლობაზე. აქ სიტუაცია პირიქითაა: ერთი ოჯახის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ნებართვების რაოდენობა 12.3%-ით შემცირდა, ხოლო მრავალბინიანი სახლებისა კი – 7.5%-ით.
მიუხედავად მშენებლობის დაცემისა, მზა სახლების რეზერვი მაინც საკმაოდ დიდია. საცხოვრებელი სახლების ბაზარზე მიწოდება ბევრად აღემატება მოთხოვნას. ამ ფონზე კი გრძელდება ფასების ვარდნა. ფასები საცხოვრებელ ფართზე ნოემბერში 1.8%-ით დაეცა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 1991 წლის შემდეგ. ეს მაჩვენებლები 2007 წლის აპრილში დაფიქსირებულ მაქსიმალურ ფასებთან შედარებით 11%-ით უფრო ნაკლებია.
მაშასადამე, სახლები ფაქტიურად არ იყიდება, ფასები ეცემა, ხოლო ახალი ბინების მშენებლობის მაჩვენებელი კი უკეთესის სურვილს ტოვებს. რა თქმა უნდა, ეს არ იწვევს ოპტიმიზმის საბაბს. მიუხედავად იმისა, რომ ვარდნის ტემპმა საცხოვრებელი სახლების ბაზარზე იკლო, სამშენებლო კომპანიები ძლიერი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, ცდილობდნენ რა, რომ აშენებული ბინების რეალიზება და ფულადი ნაკადების გენერირება მოეხდინათ. დაფინანსების არქონის გამო მრავალი მათგანი უკვე გაკოტრდა ან შეწყვიტა მშენებელობის პროცესი.
ასეთი სიტუაცია კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება. გადამწყვეტი აქ შეიძლება ობამას გეგმის განხორციელება გახდეს, იქიდან გამომდინარე, რომ საცხოვრებელი ფართის ბაზარი გამოხატავს ვარდნას შრომის ბაზარზე, სადაც ჯერ მხოლოდ მეოთხე კვარტალში 1.5 მლრდ ადამიანი დარჩა უმუშევრი. იპოთეკური განაკვეთების შემცირებამაც კი ვერ მოგვიტანა ამ ნეგატიური მოვლენის თავიდან აცილება. ამიტომაც, ამ პრობლემის გადაჭრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ხელისუფლება მოახერხებს სამომხმარებლო სექტორის მხარდაჭერას და უზრუნველყოფს ხალხს სამსახურით, რითაც სტიმულს მისცემს დანახარჯებსა და საკრედიტო გადახდებს, შესაძლებელი იქნება სიტუაციის გამოსწორება ეკონომიკაში. ეს მხოლოდ დროის საკითხია.
ევროპის ეკონომიკის ვარდნის თემა ყველა რეკორდს ამყარებს. პროგნოზები მიმდინარე 2009 წლისთვის სულ უფრო პესიმისტური ხდება. ხოლო იმაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ევროპის ქვეყნების რეცესია მეროე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ღრმა და ხანგრძლივი იქნება. მცირდება მოთხოვნა ევროპული წარმოების პროდუქციაზე, იზრდება უმუშევრობა, მცირდება სამომხმარებლო დანახარჯები. ეს ჯერ კიდევ არ არის იმ ეკონომიკური პრობლემების სრული ჩამონათვალი, რომელიც როგორც ევროპის ხელისუფალთა, ისე ჩვეულებრივი მოსახლეობის წინაშე დგება.
ევროპის რეგიონში ეკონომიკური აქტივობის შემცირებაზე მონაცემები გასულ კვირაში გამოქვეყნდა. კერძოდ, ხუთშაბათს ევროპის სტატისტიკურმა ბიურომ ლუქსემბურგში გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ ევროპულ სამრეწველო საქონელზე მოთხოვნის კლებამ რეკორდულად შეამცირა სამრეწველო დაკვეთების მოცულობის რიცხვი. ნოემბერში სამრეწველო შეკვეთები (სეზონური მდგენელის გათვალისწინებით) ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 4.5%-ით შემცირდა (პროგნოზირებით ეს მონაცემი 5% უნდა ყოფილიყო). წლიური გამოხატულებით კი ეს მაჩვენებელი 26.2%-ით დაეცა, მაშინ როცა მის 20%-იან კლებას ვარაუდობდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ღრმა რეცესიამ, რომელიც ამჟამად ევროპის ეკონომიკაში მიმდინარეობს, მრეწველობის თითქმის ყველა დარგის პარალიზება მოახდინა. უძრავი ქონების ბაზრის გაყინვის გარდა, პრობლემები შეექმნათ ავტომწარმოებლებსაც. როგორც ჩანს, სამრეწველო საქონლის გასაღების პრობლემები კიდევ უფრო მოიმატებს უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში და ეკონომიკის სულ უფრო მეტ დარგს მოიცავს.
იანვრის ბოლოს მონაცემებით, გრძელდება აქტივობის კლება გადამამუშავებელ მრეწველობაში და მომსახურების სფეროში, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ისე ევროს მიმოქცევის ზონაში მთლიანად. ევროზონის ქვეყნებში გამოქვეყნებულმა მონაცემებმა გადამამუშავებელ მრეწველობასა (PMI Manufacturing) და მომსახურების სფეროში (PMI Services), შესყიდვების განხორციელებაზე მენეჯერების მოლოდინის ინდექსის მიხედვით აჩვენა, რომ კრიზისის პირობებში ევროპულ სამრეწველო პროდუქციაზე მოთხოვნის ვარდნა და სამომხმარებლო დანახარჯების შემცირება რეგიონში ხელს უწყობს აქტივობის შემცირებას გადამამუშავებელ სექტორსა და მომსახურების სფეროში. კომპანიები კვეცავენ თავიანთი წარმოების მოცულობას და ამცირებენ სამუშაო ადგილებს და როგორც ჩანს, ეს ტენდენცია სულ მცირე, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ევროპის რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზები საკმაოდ პესიმისტურია: ევროკომისიის აზრით რეგიონის მშპ 2009 წელს, შეიძლება 1.9%-ით დაეცეს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ იანვარში მიმდინარე PMI ინდექსების კლება ორივე სფეროში მხოლოდ გერმანიაში აღინიშნებოდა, ხოლო საფრანგეთსა და ევროზონის სხვა ქვეყნებში ამ ინდექსების უმნიშვნელო ზრდაც კი შეიმჩნეოდა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ინდექსის 50-ს ქვემოთ ნიშნულზე დაწევა აქტივობის შემცირებაზე მიუთითებს. მაშასადამე, გერმანიაში ინდექსი PMI Manufacturing ინავარში 32 პუნქტამდე შემცირდა (დეკემბერში იგი 32.7 იყო), ხოლო საფრანგეთში კი ინდექსი PMI Manufacturing 38.1 პუნქტამდე გაიზარდა (დეკემბერში იგი 34.9 იყო). გაიზარდა ევროზონის PMI Manufacturing ინდექსიც – წინა თვის 33.9 პუნქტიდან 34.5 პუნქტამდე. მომსახურების სფეროში (PMI Services) შესყიდვების განხორციელებაზე მენეჯერების მოლოდინის ინდექსი გერმანიაში 45.4 პუნქტამდე დავარდა წინა თვის 46.6 პუნქტთან შედარებით. საფრანგეთში PMI Services ინდექსი დეკემბრის 40.6 პუნქტიდან 42.9 პუნქტამდე გაიზარდა, ხოლო ევროზონაში კი იგივე ინდექსმა 42.5 პუნქტიან მაჩვენებელს მიაღწია (წინა თვეში იგი 42.1 პუნქტი იყო).
რეცესიის გაღრმავების შესაბამისად, ევროპის ქვეყნების საქმიან წრეებში სულ უფრო მეტად დათრგუნული განწყობაა. პირველი თვე არაა, რაც ფრანგი მწარმოებლების თავდაჯერებულობა ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების შესახებ საკმაოდ დაბალია. ასეთი ინფორმაცია წარადგინა პარასკევს ეროვნულმა სტატისტიკურმა ბიურომ Insee-მ. იმ პირობებში, როდესაც ევროპის სიდიდით მესამე ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ღრმა რეცესიის სტადიაში შევიდა, 4000 გამოკითხული მწარმოებელი ძალიან პესიმისტურად არის განწყობილი: იანვარში დაფიქსირდა საქმიანი ნდობის ინდექსის (Business Confidence Indicator) ისტორიულად მინიმალური მაჩვენებელი – 73 პუნქტი. წარმოების მოსალოდნელი მოცულობის მაჩვენებელი (Production Outlook Indicator) იანვარში 75 პუნქტამდე შემცირდა, რაც წინა თვის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 2 პუნქტით ნაკლებია. თავად კომპანიების მიერ მოსალოდნელი წარმოების მოცულობის მაჩვენებელმა (Own-Company Production Outlook) 39 პუნქტი შეადგინა (წინა თვის მონაცემთან შედარებით 1 პუნქტით ნაკლები).
მიუხედავად ბაზრის მონაწილეთა პესიმიზმისა, რომლებიც ევროპის ეკონომიკაში ახორციელებენ ინვესტირებას, მათ განწყობაში მაინც შეიმჩნევა ოპტიმიზმი რეგიონში ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით უახლოესი ექვსი თვის პერსპექტივაში. ასე მაგალითად, გასულ სამშაბათს გამოქვეყნებულ იქნა ევროპული ეკონომიკის კვლევის ცენტრის ZEW-ის შედეგები. კვლევის შედეგები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ განვითარებაში ინვესტორთა და ანალიტიკოსთა თავდაჯერებულობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. ZEW Survey (Economic Sentiment) მაჩვენებელი – ინვესტორებისა და ანალიტიკოსების მიერ ეკონომიკური განვითარების მოლოდინის ინდიკატორი უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში – დეკემბრის -45.2 პუნქტიდან იანვარში – 31 პუნქტამდე გაიზარდა მაშინ, როდესაც პროგნოზით მისი უმნიშვნელო ზრდა იყო გათვალისწინებული – მხოლოდ – 43.1 პუნქტამდე. გერმანიაში მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის მაჩვენებელი ZEW Survey (Current Situation) იანვარში პირიქით, დაეცა წინა თვის – 64.5 პუნტთან შედარებით იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ამას ელოდებოდნენ: – 77.1 პუნქტამდე (პროგნოზით ეს მაჩვენეებლი – 77.5 უნდა ყოფილიყო). არანაკლებ დამაჯერებელი ზრდა აჩვენა ევროზონის ZEW Survey (Economic Sentiment) მაჩვენეებლმაც, რომელიც დეკემბრის -41.6 პუნქტიდან იანვარში – 30.8 პუნქტამდე აიწია. უეჭველია, რომ საქმიან წრეებში თავდაჯერებულობის ზრდა ევროპის რეგიონში ეკონომიკური სიტუაციის შემდგომ განვითარებასთან მიმართებით, პირველ რიგში დაკავშირებულია გაერთიანებული ძალისხმევის რწმენასთან, რომელსაც ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობა და მონეტარული ხელისუფლება მიმართავენ. მით უმეტეს, რომ ინფლაციის ზემოქმედების შესუსტება ევროპის ქვეყნებში იძლევა იმის მეტ შანსს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი გააგრძელებს საპროცენტო განაკვეთების შემცირების პოლიტიკას. გასულ კვირას ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ტრიშემ მიანიშნა, რომ ბანკის მმართველობითი საბჭოს შემდგომ სხდომაზე განაკვეთი შეიძლება კვლავ შემცირდეს, თუ ინფლაციური რისკები კიდევ ერთხელ მისცემენ შესაძლებლობას, რომ მხარი დაუჭირონ ევროპის რეგიონის რეცესიაში გარდამავალ ეკონომიკას. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ევროზონაში ინფლაციამ თავის მინიმალურ მნიშვნელობას მიაღწია უკანასკნელი ორი წლის მანძილზე – 1.6%-ს.
რიტანეთის ეკონომიკა ყველაზე სერიოზულ პრობლემებს წააწყდა გასული საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. ეკონომიკური ზრდის ტემპის ისეთი შემცირება, როგორიც 2008 წლის ბოლო კვარტალში მოხდა, იყო ყველაზე ძლიერი 1980 წლის შემდეგ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ დასასრული არაა. ევროკომისიის პროგნოზების თანახმად, ბრიტანული ეკონომიკის ვარდნამ მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით შეიძლება 2.8% შეადგინოს. დიდი ბრიტანეთის მეკროეკონომიკური მონაცემები, რომლებიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, მიზეზს იძლევა იმისთვის, რომ ევროკომისიის ნაწინასწარმეტყველებ პესიმისტურ სცენარს ველოდოთ.
შრომის ბაზართან დაკავშირებით წინა სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად ბრიტანეთში საკმაოდ სწრაფად იზრდება უმუშევრობის დონე, რადგან მიმდინარეობს სამუშაო ადგილების სწრაფი შემცირება ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში – საცალო ვაჭრობით დაწყებული ავტოწარმოებით დამთავრებული. უმუშევართა დახმარებისთვის მიმართვების რიცხვი დეკემბერში 77900-ით გაიზარდა და 1.16 მლნ შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2000 წლის იანვრის შემდეგ. უმუშევართა დახმარებისთვის მიმართვების რიცხვი, რომელიც ILOსტანდარტებით არის გათვლილი, შემოდგომის გასული სამი თვის განმავლობაში 131000-ით გაიზარდა თავის მაქსიმალურ დონემდე 1997 წლის შემდეგ – 1.92 მლნ-მდე. ლონდონში ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მიერ წარმოდგენილი ნოემბერში დასრულებული კვარტლის მონაცემების მიხედვით ხელფასების დონე ბონუსების გათვალისწინებით (Avg. Earnings inc. Bonus) 3.1%-ით გაიზარდა (მოსალოდნელი იყო 3.3%-იანი ზრდა), ხოლო ხელასების დონე ბონუსების გამოკლებით (Avg. Earnings ex. Bonus) იმავე კვარტალში გაიზარდა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო – 3.6%-ით. ILO სტანდარტებით გამოთვლილი უმუშევრობის დონე იმავე პერიოდში 6.0%-დან 6.1%-მდე გაიზარდა. უმუშევრობის ასეთმა მაღალმა დონემ შეიძლება საკმაოდ ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს ბრიტანეთის მონეტარული ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე საბაზისო განაკვეთის კიდევ ერთხელ შემცირებასთან დაკავშირებით.
შრომის ბაზრის შესახებ სტატისტიკური მონაცემების გარდა, ბრიტანეთში საკმაოდ სუსტი მონაცემებია სახლემწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებითაც. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ფულადი აგრეგატი 4 დეკემბერს 1.7%-ით გაიზარდა (მოსალოდნელი იყო 0.9%-იანი ზრდა), მოიმატა რა წლიური გამოთვლებით 16.6%-ით (მოსალოდნელი 16.0%-ის ნაცვლად). სახელმწიფო სექტორის მოთხოვნა ფულად ნაკადებზე (PSNCR) წინა თვესთან შედარებით დეკემბერში 44.2 მლრდ ფუნტი-სტერლინგით გაიზარდა (მოსალოდნელი იყო 18 მლრდ ფუნტი სტერლინგი ზრდა), ხოლო სახელმწიფო სექტორის წმინდა სესხები კი (Public Sector Net Borrowing) 14.9 მლრდ ფუნტი-სტერლინგით გაიზარდა მოსალოდნელი 10.5 მლრდ-ის ნაცვლად. ბრიტანეთის ბიუჯეტის ეს დეფიციტი სიდიდით მეორე ადგილზეა ისტორიის მანძილზე 1993 წლიდან. 2008 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტმა გაერთინებულ სამეფოში 71.2 მლრდ ფუნტი სტერლინგი შეადგინა მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდში 37 მლრდ იყო. ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტმა 2008 წლის ბოლოსთვის შეიძლება 77.6 მლრდ ფუნტი სტერლინგი შეადგინოს, ხოლო 2010 წელს კი – 118 მლრდ.
კლებადი მაკროეკონომიკური მონაცემების ფონზე, ექსპერტები 2008 წლის ბოლო კვარტალში ეკონომიკის საკმაოდ სერიოზულ შენელებას ვარაუდობდნენ. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსების ვარაუდი ნაკლებად პესიმისტური აღმოჩნდა, ვიდრე ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მიერ წარმოდგენილი რეალური მონაცემები. წინასწარი მონაცემებით, 2008 წლის IV კვარტალში ქვეყნის მშპ 1.5%-ით შემცირდა, წინა კვარტლის მონაცემებთან შედარებით და 1.8%-ით შემცირდა 2007 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ეს ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდის ყველაზე დიდი შემცირება იყო 1980 წლის შემდეგ. მშპ იმაზე გაცილებით უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ექსპერტები ამ მაჩვენებლის შემცირებას 1.2%-ით ვარაუდობდნენ III კვარტალთან შედარებით და წლიურ 1.4%-იან ზრდას.
ამასობაში კი ბრიტანეთის მთავრობა და მონეტარული ხელისუფლება აგრძელებენ ზომების მიღებას ქვეყნის რეცესიიდან გამოსაყვანისათვის. კერძოდ, ფინანსთა მინისტრმა ალისტერ დარლინგმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა ქვეყნის ფინანსურ სისტემას დამატებითი ფულადი ნაკადების ინექციის ხარჯზე, რაც უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ბრიტანული მთავრობა გეგმავს, რომ გაზარდოს თავისი აქციების წილიRoyal Bank of Scotland Group Plc-ში და ასევე გამოისყიდოს არასანდო სესხები. საერთო ჯამში ინვესტიციების მოცულობამ 100 მლრდ ფუნტისტერლინგი უნდა შეადგინოს ოქტომბერში პრემიერ მინისტრის – ორდონ ბრაუნის მიერ შეპირებული 250 მლრდ ფუნტი სტერლინგის ინვესტიციების ფარგლებში. სხვათა შორის, გორდონ ბრაუნმა მინისტრთა კაბინეტის ფინანსური სექტორის მხარდაჭერის ფარგლებში უპრეცედენტო უფლება მისცა ინგლისის ბანკს შეეძინა ცუდი აქტივები. ინგლისის ბანკის პრეზიდენტმა – Mervin კინგმა უკვე განაცხადა იმის შესახებ, რომ მისი უწყება უახლოეს კვირებში დაიწყებს აქტივების გამოსყიდვას ანუ იმ ზომების განხორციელებას, რომლებიც გათვალისწინებულია ქვეყნის რეცესიიდან გამოყვანის მიზნით მიღებულ პროგმარამაში. ამავდროულად, გორდონ ბრაუნმა 100000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პირობა დადო.
ასეა თუ ისე, რეალური დადებითი ეფექტის მიღება იმ ზომებიდან, რომელთა განხორციელებასაც გაერთიანებული ძალისხმევით ცდილობენ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი და მონეტარული ხელისუფლება, ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. ბევრს სჯერა, ან ყოველ შემთხვევაში უნდათ, რომ სჯეროდეთ ბრიტანეთში ეკონომიკის რეცესიიდან გამოყვანის მიზნით მიღებული ზომების წარმატებისა, მაგრამ იზრდება სკეპტიკოსების რიცხვიც, რომელთა აზრით, კიდევ ერთი-ორი 2008 წლის IV კვარტალის მსგავსი კვარტლის განმეორება და საუბარი მოუწევთ უკვე ბრიტანული ეკონომიკის არა რეცესიაზე, არამედ დეპრესიაზე.
გასულ კვირაში დოლარმა 1%-ით მოიმატა ევროსთან მიმართებით, ხოლო ფუნტ სტერლინგთან მიმართებაში კი – 2%. ევროპის საბანკო სექტორის სიახლეებმა და ევროს ზონის მაკროეკონომიკის შესახებ მიღებულმა დამთრგუნველმა ინფორმაციამ არ შემატა ინვესტორებს ოპტიმიზმი.
ევროკომისიის მიერ ორშაბათს წარმოდგენილი ანგარიშგების მიხედვით, 2009 წელს ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპი 1.9%-ით შემცირდება, რაც ერთიანი ვალუტის მიმოქცევაში შემოღების შემდეგ პირველი უარყოფითი მაჩვენებელი გახდება. 2010 წელს რეგიონის ეკონომიკის ზრდა 0.4%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონე 2009 წელს 9.3%-ით გაიზრდება, ხოლო 2010 წელს კი – 10.2%-ით. ამასთან, ინფლაციური წნეხი შემსუბუქდება. სამომხამრებლო ფასების ზრდის ტემპი 2009 წელს 1% იქნება, ხოლო 2010 წელს კი – 1.8%. ევროკომისიის ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ მთავრობებმა და ცენტრალური ბაკების ხელმძღვანელებმა ყველა ძალა იღონეს სისტემატური ვარდნის შესაჩერებლად, ამასთან, ზოგიერთ სექტორში სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა საერთო ჯამში იგი მაინც არასტაბილურია.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან უმსხვილესი ბანკებისთვის დახმარების მოცულობის გაზრდის შესახებ ცნობის შემდეგ ბრიტანული ფუნტი გაიაფდა დოლართან მიმართებაში, ამასთან, ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დავიდა. ვაჭრობის მონაწილეები შიშობენ, რომ ქვეყნის მთავრობას მოუწევს Royal Bank of Scotland Group Plc-ზე სრული კონტროლის აღება, რომელმაც ახლახანს განცხადება გააკეთა რეკორდული დანაკარგების შესაძლებლობის შესახებ.
20 იანვრის დილას დოლარმა გაანგრძო პოზიციების გამყარება. ევრო/დოლარის გაცვლითი კურსი 1.2985 ნიშნულის ირგვლივ ტრიალებდა. ბრიტანული ფუნტი დაახლოებით 1.4195 დოლარი ღირდა. დოლარი/იენის წყვილის კოტირება დაახლოებით 90.44-ს შეადგენდა. შემდეგ Fორეხ-ზე შეიმჩნეოდა დოლარის მნიშვნელოვნად გამყარება ძირითად ვალუტებთან მიმართებაში. კერძოდ, ევრო მის მიმართ 1.6%-ით შემცირდა. წყვილმა ევრო/დოლარი მინიმალურ დონეს მიაღწია უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციათა კოტირების ვარდნის ფონზე მსოფლიო ბაზარზე. სავალუტო წყვილის კურსი 1.29-ზე დაბლაც იყო ჩამოსული.
ოთხშაბათს დილით სიტუაცია მსოფლიო სავალუტო ბაზარზე არაერთგვაროვანი იყო. ევრო/დოლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 1.2923-ზე იყო. ბრიტანული ფუნტი დაახლოებით 1.3877 ღირდა. დოლარი/იენის წყვილის კოტირება კი 89.85-ის ფარგლებში იყო.
შემდეგ დოლარმა 23 წლიან მაქსიმუმს მიაღწია ბრიტანული ფუნტის მიმართ, ხოლო იაპონური იენის მიმართ კი აშშ-ს ვალუტა 13 წლიან მინიმუმამდე შემცირდა. ბაზრის მონაწილეები აგრძელებდნენ თვალყურის მიდევნებას კორპორატიულ სიახლეებზე, რაც თავის ასახვას პოულობდა ვალუტების კურსების დინამიკაში.
ინვესტორებმა ოპტიმიზმით მიიღეს ცნობა იმის შესახებ, რომ Bანკ ოფ Aმერიცა-ს ხელმძღვანელობა თავისი ბანკის აქციათა პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილის შესყიდვას აპირებს, რის შედეგადაც მისი ფასიანი ქაღალდები 31%-ით გაძვირდა და ფინანსური სექტორის სხვა კომპანიების კოტირების გაუმჯობესებას შეეწყო ხელი. დამატებითი დადებითი ფაქტორებმა ბაზრის მონაწილეებს იმედი მისცა, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია უახლოეს ხანებში შეიმუშავებს ქვეყნის ბანკების მხარდაჭერის პროგრამას. ამერიკის საბანკო სისტემის გადაარჩენის გეგმა შეიძლება რეალიზებულ იქნას, როგორც ეკონომიკის სტიმულირების მიზნით მიღებული ზომების ხელშეწყობა.
ბრიტანეთის საბანკო სექტორთან დაკავშირებით არსებული საშიშროებისა და ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივების ფონზე ფუნტი სტერლინგი გაიაფდა. ასე, მაგალითად, ბრიტანული bank Barclays Plc-ის (რომელმაც გასულ წელს უარყო მთავრობის მხრიდან დახმარების მიღება) აქციების ფასი 11%-ით დაეცა. ამასთან, შემცირება ზედიზედ მნიშვნელოვანი ჩამოწერის მეშვიდე დღეს მოხდა. Aმის დამატებითი მიზეზი გახდა ფინანსური დაწესებულების ნაციონალიზაციის შესახებაც გავრცელებული ხმები. სიტუაცია არასახარბიელოა ევროპის სხვა ბანკებთან დაკავშირებითაც.
ევროპის მაკროეკონომიკური ფონიც უკეთესის სურვილს ტოვებს. გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმად ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპები 2009 წელს შეიძლება 2.25%-ით შემცირდეს. ეს ყველაზე ცუდი შედეგი იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ხუთშაბათს, 22 იანვარს სავალუტო კურსების ცვლილება უმნიშვნელო იყო. ევრო/დოლარის წყვილის კოტირება 1.2990-ს ფარგლებში იყო. ბრიტანული ფუნტი დაახლოებით 1.3863 ღირდა, დოლარი/იენის წყვილის კოტირება კი დაახლოებით 89.23 იყო. დღის განმავლობაში დოლარი განაგრძობდა ზრდას ძირითადი კონკურენტების მიმართ აშშ-ს ეკონომიკის არადამაიმედებელი პერსპექტივების ფონზეც კი. მაღალშემოსავლიან ვალუტებზე ზეწოლამ მსოფლიო საფონდო ბირჟებზე მოვლენათა არცთუ ისე სასურველი განვითარება გამოიწვია. ბაზრის მონაწილეებს იმედი გაუცრუვდათ, როგორც მაკროეკონომიკური მონაცემების, ისე კორპორატიული ანგარიშგებების მხრივ.
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, ახალი სახლების მშენებლობა 2008 წლის დეკემბერში რეკორდულ მინიმუმამდე დავიდა, შემცირდა რა წინა თვის მონაცემთან შედარებით 15.5%-ით, 550 ათას ერთეულამდე. წლიური გამოთვლების მიხედვით კი შედეგები ძალიან სავალალო აღმოჩნდა: 2007 წლის მონაცემებთან შედარებით ეს მაჩვენებელი 45%-ით დაეცა.
აშშ-ში უმუშევრობის შესახებ მონაცემები ასევე მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებენ. აშშ-ს შრომის სამინისტროს ცნობით, უმუშევართა დახმარებისთვის თავდაპირველი მიმართვების რაოდენობა, 2009 წლის 17 იანვარის დასრულებული კვირის შედეგებით, 62 ათასით გაიზარდა წინა კვირის რიცხოვნობასთან შედარებით და 589 ათასი შეადგინა.
მიუხედავად სესხების შემცირებული ღირებულებისა, ახალი იპოთეკური განაცხადების რაოდენობა 9.8%-მდე შემცირდა.
23 იანვარს სიტუაცია სავალუტო ბაზარზე უცვლელი რჩებოდა. ევრო/დოლარის კურსი 1.2927 ნიშნულის ირგვლივ ტრიალებდა. ბრიტანული ფუნტი სტერლინგი დაახლოებით 1.3756 ღირდა. დოლარი/იენი წყვილის კოტირება კი 88.575-ის ფარგლებში მერყეობდა. შემდეგ Forex-ის ბაზარზე ვაჭრობა ვალუტების განსხვავებული მიმართულებით მოძრაობით აღინიშნა. დღის პირველ ნახევარში ბრიტანული ფუნტმა, მაკროეკონომიკური სიახლეების ზეგავლენის შედეგად, 23 წლიან მინიმუმს მიაღწია დოლართან მიმართებაში, თუმცა ვაჭრობის დროს სიტუაცია აშშ-ში დოლარის სასარგებლოდ არ ჩამოყალიბდა.
დიდი ბრიტანეთიდან მიღებულმა ახალმა ამბებმა აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე სიტუაციაშია. 2008 წლის IV კვარტალის შემდეგ ბრიტანეთის მშპ 1.5%-ით შემცირდა. თუმცა ექსპერტებისთის გასაკვირი არ იყო, რომ ფინანსურმა კრიზისმა ასეთი სერიოზული გავლენა იქონია ნისლიანი ალბიონის ეკონომიკაზე: ქვეყანა ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს. მოცემული მომენტისთვის უკვე გამოვლინდა უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კოლაფსის, ზრდადი უმუშევრობისა და შესაბამისად, შემცირებული მოთხოვნის შედეგები. კიდევ ერთ ნეგატიურ ფაქტორად იქცა ბრიტანეთიდან საქონლის ექსპორტზე მოთხოვნის კლება.
საკრედიტო კრიზისის ნეგატიური შედეგები მთელ ევროპაში გავრცელდა. შედეგად, Fორეხ-ის ბაზრის მონაწილეები მტკიცედ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საპროცენტო განაკვეთები როგორც ევროზონაში, ისე ინგლისშიც მინიმალურ დონემდე შემცირდება.
ბაზრის მონაწილეები ოპტიმიზმით უყურებენ აშშ-ის ახალი მთავრობის გეგმას ეკონომიკის სტიმულირებასთან დაკავშირებით. ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მთავარმა მრჩეველმა ეკონომიკის დარგში ლორენს სამმერსმა ახლახანს აღნიშნა, რომ აშშ-ს გაცილებით უფრო მეტი სახსრები დასჭიდება საბანკო სიტემის სტაბილიზაციისთვის, ვიდრე ვარაუდობდნენ.
გარდა ამისა, ბაზრის მოთამაშეები იმედოვნებენ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა გამოაცხადებს საკრედიტო ბაზრების გამოცოცხლებასთან დაკავშირებით ალტერნატიული ზომების შემუშავების შესახებ. ამასთან, ბაზრის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ იგი უცვლელად დატოვებს საკრედიტო განაკვეთებს.
ახალი შემცირებით დასრულდა სავაჭრო დღე ნავთობის ბაზარზე გასული კვირის დასაწყისში. კოტირებების ვარდნის მიზეზი გახდა რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული გაზის ხანგრძლივი კონფლიქტის ნანატრი დასასრული და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა. ფასებზე ზეწოლას ახდენდა იმის საშიშროებაც, რომ ეკონომიკური ვარდნა გამოიწვევდა ნავთობზე მოთხოვნის შემდგომ შემცირებას.
ორშაბათის, 19 იანვრის შედეგებით, ლონდონში, Inter Continental Exchange ბაზარზე მარტის კონტრაქტი ნავთობზე Brent Crude გაიაფდა 1.97 დოლარით, დაიხურა რა ნიშნულზე 44.60 დოლარი/ბარელი. მარტინ ლუთერ კინგის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით New York Mercantile Exchange-ზე ვაჭრობა არ იყო. ელექტრონულ ვაჭრობაში ფიუჩერსული კონტრაქტის ფასი WTI მარკის ნავთობზე, თებერვალში მიწოდებით 33.89 დოლარამდე ჩამოდიოდა 1 ბარელზე, სანამ 34 დოლარზე მეტი ფასისკენ აიწევდა. თებერვლის კონტრაქტის ვადა 20 იანვარს ამოიწურა. მარტის კონტრაქტი, რომლითაც ვაჭრობა უფრო აქტიურად მიმდინარეობდა, 1.67 დოლარით გაიაფდა და ბარელზე 40.90 დოალრი შეადგინა.
ამასობაში კი ახალმა ამბებმა გაზის მიწოდების განახლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ხელი შეუწყეს ნავთობის ფასების დაღმავალი გზით მოძრაობას. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, დღემდე ოპეკის მცდელობა, რომ აღედგინა ბალანსი შავი ოქროს ბაზარზე, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ნავთობის მოპოვების ტემპების შემცირება ვერ ეწევა მოხმარების ვარდნის ტემპებს.
მიუხედავად ამისა, მრავალი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ნავთობის ბაზარმა უკვე მიაღწია ფსკერს და ახლა ისინი ზრდის მოლოდინში არიან. მაგალითად, Goldman Sach-ის ანალიტიკოსის – ჯეფრი კარის აზრით ნავთობის კოტირებებმა თავიანთ მინიმუმს მიაღწიეს. გასულ კვირას მან იწინასწარმეტყველა ფასების მკვეთრი და ძლიერი ნახტომი წლის მეორე ნახევარში, რის შედეგადაც წლის ბოლოს ნავთობის ღირებულება 65 დოლარამდე აიწევს 1 ბარელზე.
სამშაბათს ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე ვაჭრობა მნიშვნელოვანი ზრდით დასრულდა. კოტირებების ამაღლების მიზეზი ინვესტორების სურვილი გახდა, რომ WTI მარკის ნავთობის თებერვლის კონტრაქტის მოქმედების ბოლო დღეს დაეხურათ მოკლე პოზიციები. ამასობაში მარტის ფიუჩერსები WTI და Brent-ზე დღე მინუსში დახურეს.
20 იანვრის შედეგებით, New York Mercantile Exchange-ზე ფიუჩერსული კონტრაქტის ფასი თებერვალში მისაწოდებელ ჭთI მარკის ნავთობზე 2.23 დოლარით გაიზარდა, 38.74 დოლარამდე 1 ბარელ ნავთობზე. სამშაბათს ამ კონტრაქტის ვადა ამოიწურა. მარტის კონტრქტი გაიაფდა 1.73 დოლარით 40.84 დოალრამდე 1 ბარელზე. ლონდონშიInter Continental Exchange-ზე Brent Crude ნავთობის მარტის კონტრაქტი 0.88 დოლარით გაიაფდა, 43.626 დოლარამდე 1 ბარელ ნავთობზე.
ბაზრის მონაწილეთა მიერ მოკლე პოზიციების დახურვის სურვილმა შესყიდვების მაღალი აქტივობა გამოიწვია, რამაც თებერვლის კოტრაქტზე ფასების ზრდა გამოიწვია. ანალიტიკოსების აზრით, 20 იანვრის შედეგებისთვის სხვა მიზეზი არ არსებობდა.
ნავთობზე ფასებს მხარი დაუჭირდა აგრეთვე ოპტიმიზმმა, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტის საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკას გამოიყვანს კრიზისული მდგომარეობიდან. დღის დასაწყისში დახმარება მოვიდა ამერიკული ვალუტის მხრიდანაც, რომლის კურსიც ევროს მიმართ დროებით დაეცა.
ხუთშაბათი ნავთობის ბაზარზე კვლავ პოზიტიურ ნოტაზე დაიხურა. ნავთობისა და ნავთობროდუქტებზე მარაგების დარჩენილი საკმაოდ მცირე რაოდენობის შესახებ ცნობის მიუხედავად, რომელიც გავლენას ახდენდა ფასებზე დღის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, დღის ბოლოს შავმა ოქრომ შეძლო დანაკარგების ანაზღაურება. ზრდის მიზეზი ინვესტორების იმედი გახდა, რომ ამერიკის მთავრობა მალე მიიღებდა ზომებს ეკონომიკის სტიმულირების მიზნით.
22 იანვრის შედეგებით New York Mercantile Exchange-ზე WTI მარკის ნავთობის ფიუჩერსული კონტრაქტის ფასი (მარტში მიწოდების პირობით) 0.12 დოლარით გაიზარდა – 43.67 დოლარამდე 1 ბარელზე. ლონდონში Inter Continental Exchange-ზე Brent Crude ნავთობის მარტის კონტრაქტი 0.37 დოლარით გაძვირდა 45.39 დოლარამდე 1 ბარელ ნავთობზე.
ნავთობზე ფასების ვარდნა დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს (EIA) ანაგარიშგების თანახმად ქვეყანაში ნავთობნედლეულის მარაგის ნამატი მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა. EIA-ის მონაცემებით, 16 იანვარს დასრულებული კვირის შედეგების თანახმად შავი ოქროს მარაგები 6.1 მლნ ბარელით გაიზარდა 332.7 მლნ ბარელამდე (მოსალოდნელი იყო მარაგების 1.4 მლნ ბარელით მომატება). ეს 2007 წლის აგვისტოს შემდეგ აშშ-ს განკარგულებაში არსებული ნავთობის უდიდესი მარაგია. ამასთან, ოკლაჰომას შტატში მდებარე საცავშიCushing (სადაც ინახება ის ნავთობი, რომლითაც შემდეგ NYMEX-ზე ვაჭრობენ) მარაგები 0.7%-ით გაიზარდა და 2004 წლის აპრილის შემდეგ მაქსიმალურ დონეს მიაღწია – 33.2 მლნ ბარელი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ბენზინის მარაგებიც – 6.5 მლნ ბარელით – 220 მლნ-მდე. დისტილატორების მარაგი გაიზარდა 0.8 მლნ ბარელით – 145 მლნ ბარელამდე. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგების ზრდა აშშ-ს საცავებში გრძელდება მოთხოვნის კლების გამო, რაც თავის მხრივ, ეკონმიკური ვარდნით არის გამოწვეული. EIA-ის მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი თვის განმავლობაში სათბობის მოხმარება აშშ-ში წინა წელთან შედარებით 4.7%-ით შემცირდა და საშუალოდ დღეში 19.4 მლნ ბარელი შეადგინა. ამავე პერიოდში მოთხოვნა ბენზინზე 1.6%-ით შემცირდა 8.9 მლნ ბარელამდე დღეში.
ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ბარაკ ობამას თანამდებობაზე დანიშვნა ხელს შეუწყობდა ინვესტორების განწყობის ამაღლებას. მათი აზრით, ის ფაქტი, რომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგების შესახებ უარყოფითი მონაცემების მიუხედავად ფასები მაინც შენარჩუნდა, წარმოადგენს ნიშანს იმისა რომ მალე კვლავ დაიწყება ფასების ზრდა ჯერ საფონდო ბაზრებზე, ხოლო შემდეგ კი ნავთობის ბაზარზეც.
გასული კვირის ბოლო დღეს ნავთობზე ფასებმა 6%-ზე მეტად მოიმატეს ინვესტორების ოპტიმისტური განწყობიდან გამომდინარე ოპეკის მიერ ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირების ფონზე.
პარასკევის, 23 იანვრის სავაჭრო შედეგების მიხედვით, New York Mercantile Exchange-ზე WTI მარკის ნავთობის ფიუჩერსული კონტრაქტის ფასი (მარტში მიწოდების პირობით) 2.8 დოლარით გაიზარდა 46.47 დოლარამდე 1 ბარელზე. ლონდონში Inter Continental Exchange-ზე Brent Crude ნავთობის მარტის კონტრაქტი 2.98 დოლარით გაძვირდა 48.37 დოლარამდე 1 ბარელ ნავთობზე.
ნავთობის ბაზარზე ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნათლად გამოჩნდა ოპეკის წევრების მიერ თავიანთ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულების ფაქტი (შავი ოქროს წარმოების მოცულობის შეკვეცა). კონსალტინგური კომოპანია Petro Logistics Ltd.-ის შეფასებით, იანვარში კარტელი შეამცირებს მოპოვებას 1.55 მლნ ბარელით დღეში. ამრიგად, ოპეკის 11 წევრის მიერ საერთო ჯამში მოპოვებული ნავთობის მოცულობა დღეში შეადგენს 26.15 მლნ ბარელს. მოსალოდნელია, რომ ოპეკის წევრთაგან ნავთობის ყველაზე მსხვილი მომპოვებელი – საუდის არაბეთი ამ პერიოდში შეამცირებს მოპოვებას 8.6 მლნ-დან 8.05 მლნ ბარელამდე დღეში, რაც შეესაბამება ამ ქვეყნისთვის 1 იანვარს დაწესებულ ქვოტას. შეგახსენებთ, რომ ოპეკი ამცირებს ნავთობის მოპოვებას დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად, სადაც წერია, რომ მან უნდა შეამციროს მოპოვების ყოველდღიური მოცულობა 2.2 მლნ ბარელით. ორგანიზაციის მიზანია ბალანსის აღდგენა ნავთობის ბაზარზე და კოტირებების დაბრუნება 70-80 დოლარი/ბარელის ნიშნულზე.