ცვლილებები მსოფლიო ბანკში – პოლ ვოლფოვიჩი
რედაქციისაგან
პოლიტიკური ქარცეცხლი, რომელმაც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ პოლ ვოლფოვიჩს სამსახური დააკარგვინა, მისი მეგობარი ქალის გამო რისკზე წასვლისთვის დაინთო. მაგრამ სამსახურიდან განთავისუფლებამდე ფონი 2005 წლიდან – მისი პირველი სამუშაო დღიდან მუქდებოდა, როდესაც მან გლობალური სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის 60-წლიანი ინსტიტუციონალური მენეჯმენტის შეცვლის მისია იტვირთა.
ბრუკინგის ინსტიტუტის მეცნიერთა მთავარი წარმომადგენელის ინფორმაციის თანახმად, ყოველივე ეს იმას მიანიშნებს, რომ მდგომარეობის სირთულე მხოლოდ იმ შიდაპოლიტიკური ომით არ შემოიფარგლება, რომელიც ვოლფოვიჩს, თეთრ სახლსა და ბანკის ძლიერ ევროპელ მმართველებს შორის მიმდინარეობდა, რის შედეგადაც იგი საბოლოოდ გააძევეს.
მსოფლიო ბანკის ეკონომისტი აცხადებს, რომ მთავარ რისკს მსოფლიო ბანკში არსებული რთული მდგომარეობა წარმოადგენს, სადაც ქვეყნები მთელი მსოფლიოდანაა წარმოდგენილი. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, თუ სად აპირებს მსოფლიო ბანკი სიღარიბესთან ბრძოლას, ან მასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა ვალები, ვაჭრობა, ჯანმრთველობა, გარემოს დაცვის საკითხები, რაც გავლენას ახდენს სიღარიბეზე.
მსოფლიო ბანკი და მისი შვილობილი საერთაშორისო სავალუტო ფონდი II მსოფლიო ომის დასასრულს ომის შედეგად განადგურებული ეკონომიკების აღორძინების მიზნით შეიქმნა. ომში გამარჯვებული მოკავშირეების გადაწყვიტილებით, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აშშ-ს უნდა აერჩია, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლიდერს კი ევროპის მმართველები დანიშნავდნენ.
როგორც ბანკის უმსხვილესი დონორი და 17%-იანი აქციათა პაკეტის მფლობელი, აშშ ბანკის პოლიტიკას აკონტროლებს და ვეტოს უფლებითაც სარგებლობს. მსოფლიო ბანკის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ამის გამო მსოფლიო ბანკი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
ვოლფოვიჩის წინააღმდეგ აგორებულმა უარყოფითმა ტალღამ ხელახლა წამოჭრა ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი.
ამასთან გაიზარდა თეთრ სახლზე ზეწოლა – მოითხოვენ აშშ-მ დაასახელოს პრეზიდენტის ისეთი კანდიდატურა, რომელიც ყველა წევრ ქვეყანასთან შეთანხმებული იქნება.
პ. ვოლფოვიჩი მსოფლიო ბანკს ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ის ერაყის ომში ბუშის მთავარ არქიტექტორად გვევლინებოდა. სწორედ ამიტომ ადანაშაულებდნენ მას მსოფლიო ბანკის ბაღდადში გადატანის მცდელობაში, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე კორუფციულ ადგილად მოიხსენიებენ. “ეს იმ დროს ხდება, როდესაც ვოლფოვიჩი თავის მთავარ პრინციპად ანტიკორუფციას ასახელებს”, – აცხადებენ კრიტიკოსები.
მისი მომხრეები კი განვითარებად ქვეყნებში პრეზიდენტის ანტიკორუფციულ კამპანიას მაღალ შეფასებას არ აძლევენ. არავინ დავობს, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის გამოყოფილი თანხა კორუფციაში ჩაფლული პოლიტიკური ლიდერების ანგარიშზე არ უნდა მოხვდეს, მაგრამ ვოლფოვიჩი ამ საკითხს წინამორბედებისგან განსხვავებულად მიუდგა – მკაცრად შეამცირა იმ ღარიბი ქვეყნებისთვის გამოყოფილი თანხები, რომლებზედაც მსოფლიო ბანკის ანტიკორუფციული კამპანია დადებითად არ აისახა. რესპუბლიკელთა პარტიის პოლიტიკური კონსულტანტი სწორედ ამ ნაბიჯს მიაწერს ვოლფოვიჩის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი მავანთა ფეოდალურ საკუთრებას ემუქრებოდა, რომლებმაც “ქონი კორუფციის წყალობით გაისქელეს”.
დებატები მსოფლიო ბანკის გრანტებსა და სესხებზე, რომელიც ხშირად კორუფციის წყარო ხდება, არახალია. მაგრამ მთავარია ის ფაქტი, რომ ვოლფოვიჩის ანტიკორუფციულმა მიდგომამ შედეგი გამოიღო. გასულ თვეში ბანკის დადგენილების თანახმად, ღარიბი ქვეყნებისთვის გამოყოფილი გრანტი წელიწადში დაახლოებით 800 მლრდ დოლარი უნდა ყოფილიყო. ვოლფოვიჩი კორუფციონერი ლიდერებისგან მოპარული აქტივების დაბრუნებას ცდილობდა.
ვოლფოვიჩი მსოფლიო ბანკს მართვის სტილითაც დაამახსოვრდება. კრიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ მისმა მენეჯმენტმა კრახი განიცადა, რადგან მან ბანკის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსს ვერ მიაღწია. “მას სწამს, რომ ის ყველა სტანდარტსა და წესზე მაღლა დგას, ის ვერ ხედავდა მოკავშირეებთან თანამშრომლობის საჭიროებას და მიიჩნევდა, რომ შეეძლო ნებისმიერი სურვილის აღსრულება”, – აცხადებენ მისი ოპონენტები და გამოსავალს ხედავენ მხოლოდ ახალ პრეზიდენტში, რომელსაც მართვის ცალმხრივი მართვის დანერგვის სურვილი არ ექნება.
ზოგიერთი აქტიურად სვამს კითხვას -არის თუ არა კიდევ საჭირო მსოფლიო ბანკის არსებობა, მაშინ, როდესაც გლობალური ეკონომიკა განვითარებად ქვეყნებს ისეთ კერძო ინვესტიციებს სთავაზობს, რომლის მსგავსსაც მსოფლიო ბანკის დამფუძვნებლები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ. უკანასკნელ დეკადაში მოხდა უზარმაზარი კერძო კაპიტალის შედინება ისეთ სწრაფად განვითარებად ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი, ბრაზილია და ჩინეთი, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.
მაგრამ არ უნდა აგვერიოს კერძო ინვესტორთა მისია სწრაფად განვითარებად ბაზრებში – ისინი კაპიტალის დაბრუნებასა და სარგებელს ელიან. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მსოფლიო ბანკის მისია მაშინ ამოიწურა, როდესაც ბევრ ქვეყანაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის მკვეთრი საზღვარი გაჩნდა.