სახის ენა და ბიზნესი

მზია ქირთბაია
სახე ყველაზე ხმამაღლა მოლაპარაკეა”. სამყაროში უთვალავი ამოუცნობი მოვლენაა, მაგრამ ადამიანს ყველაზე მეტად მის არსებაში დაფარული ათასგვარი საიდუმლო აინტერესებს… მითუმეტეს, ცხოვრებაში სასურველს რომ მიაღწიო, უმნიშვნელოვანესია შეგეძლოს ადამიანების ცნობა. უპირველესად, პირველივე შეხედვით შეაფასო უცნობი და უფრო კარგად შეიცნო უკვე ნაცნობი.
ადამიანის გარეგნობა ხშირად შინაგანი სამყაროს გამოვლენაა და რადგან გასაოცრად რთულია ეს შინაგანი მე”, ძნელია ადამიანის ხასიათის კომპლექსური შესწავლაც.
ერთ-ერთი ცნობილი ადამიანთმცოდნე შენიშნავს, რომ უფრო ადვილია მთელი შენი მსოფლმხედველობის შესწავლა, ვიდრე ინდივიდუალური ჟესტის – კოვზის პირთან მიტანის შეცვლა.
თუმცა ხშირად გარეგნობაზე დაკვირვება ამ აზრს გვაცვლევინებს.
კონან-დოილის შერლოკ ჰოლმსის პროტოტიპი იყო ცნობილი ქირურგი ჟოზეფ ბელი, რომელიც ავტორს ასწავლიდა ედინბერგის უნივერსიტეტში. იგი გასაოცარი სიზუსტით ახასიათებდა თავის პაციენტებს. უმეტეს შემთხვევაში მისი პროგნოზები იყო გამაოგნებელი.
ფიზიოგნომიკას, როგორც ხელოვნებას სახის ნაკვთების მიხედვით ადამიანის ხასიათის შეცნობის შესახებ, საფუძველი ჩაეყარა უძველეს წარსულში.
მის სამშობლოდ თვლიან ჩინეთსა და იაპონიას. მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა ჩეზარე ლომბროზოს შრომებმა, სადაც სახის ნაკვთების ანალიზის საფუძველზეა გაკეთებული დასკვნები, ადამიანის სოციალური ტიპების შესახებ (მრგვალი, ოვალური, სამკუთხედი, კვადრატული, ტრაპეციული).
ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელი შეგეძლოს ადამიანების შეცნობა. რ. უაიტსაიდი წიგნში – რაზე მეტყველებს სახე” გვაწვდის მდიდარ მასალას, თუ როგორ წავიკითხოთ გარშემომყოფთა გამომეტყველება.
ჩვენი ემოციები სახეზე ისახება და სახეა ყველაზე ხმამაღლა მოლაპარაკეც. იგი ჩვენი სულის სარკეა. ზოგჯერ ჩავიხედოთ ამ სარკეში იმისთვისაც, რომ განვსაზღვროთ, ვინ ვართ, როგორი ვართ, როგორ შთაბეჭდილებას ვახდენთ ადამიანებზე…
ამ კითხვებზე პასუხს სწორედ ფიზიოგნომიკა იძლევა. დაგროვილია მსოფლიოს ხალხთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება და ამიტომაც შეიძლება ვენდოთ მის რეკომენდაციებს, რომ დაგვეხმაროს უკეთესად შევიცნოთ საკუთარი თავი, ახლობლები, ნაცნობები და არ მოვთხოვოთ ადამიანებს მათთვის შეუძლებელი.
გამოცდილი ფიზიოგნომისტი მაშინვე განსაზღვრავს არათუ ადამიანის ხასიათს, არამედ მის ბედსაც.
საინტერესო ცდებია ლეონარდო და ვინჩთანაც. მისი სურათები, მოხუცები ნაოჭებით, შეცვლილი სახით, მათ გადატანილ გრძნობებზე, მწუხარებასა და უბედურებაზე მიუთითებს.
რაც მეტ ემოციებს აქვს ადგილი ჩვენს ცნობიერებაში, მით მეტ კვალს ვტოვებთ ჩვენს სახეზე, ნაოჭების სახით. გოეთე წერს: არაფერია შიგნით, არაფერი გამოდის იქიდან, რადგანაც ყველაფერი, რაც შიგნითაა, არის გარეთ.
ჰიუგოს აზრითაც, ადამიანის სახე ასხივებს მის სინდისსა და ცხოვრების გზას, დარჩენილ კვალს…”.
შეხვედრიდან პირველი 30 წამი ქმნის შთაბეჭდილებას ადამიანზე. ჩვენ ჩვენს აზრებსა და გრძნობებს გამოვხატავთ არა მარტო სიტყვებით, არამედ ყველაფერი აისახება ჩვენს სახეზეც.
ფიზიოგნომიკა სწავლობს კავშირს სახის ნაკვთებსა და ადამიანის ხასიათს შორის მაგალითად, ჩინელები მამაკაცურ სახედ თვლიან: ფართო ნიკაპს, შედარებით თხელ ტუჩებს, სქელ წარბებს და ღრმად ჩამჯდარ თვალებს. მათი აზრით:
მამაკაცი მოგრძო სახით ინტელექტუალურია, მგრძნობიარე, გაწონასწორებული;
დიდი შუბლითა და პატარა ნიკაპით – განსაკუთრებით ნიჭიერი და მოხერხებული;
კვადრატული სახით – უემოციო, მკაცრი და სასტიკი;
მრგვალი – დიდსულოვანი, რბილი, კეთილსინდისიერი;
ღრმად ჩამჯდარი თვალებითა და ამობურცული შუბლით – ბევრს ფიქრობენ და ცოტას მოქმედებენ.
&ლოწასტ; &ლოწასტ; &ლოწასტ;
კლასიკურ ჰარმონიულ სახეებში სამივე ზონა თანაბრადაა განვითარებული და პროპორციული. მათი სიდიდის მიხედვით არჩევენ სახის ხუთ მახასიათებელსაც:
სწორკუთხოვანი, ოვალური, სამკუთხედი, მრგვალი, ტრაპეციული.
სწორკუთხოვანი სახე ლიდერის თვისებებით ხასიათდება, საუკეთესო სახელმწიფო მოღვაწე, ავტორიტეტი. მაგრამ ჯიუტი, ვერ იტანს საკუთარ შეცდომებს, არასოდეს აღიარებს მათ. მიდრეკილია, დიდხანს იფიქროს პრობლემებზე, ამიტომაც ზოგჯერ გონებაშეზღუდულის შთაბეჭდილებასაც ტოვებს.
ოვალური – გაწონასწორებული, სამართლიანი, განათლებული, შეუძლია თავის მართვა, აქვს ცივად განსჯის უნარი. კმაყოფილდება მხოლოდ ცხოვრების არჩეულ გზაზე გამარჯვებით. ახასიათებს ზოგჯერ უკიდურესობაც. არის დაბადებით ბიზნესმენი. პარტნიორებს ირჩევს არა გულით, არამედ პრაქტიკული მოსაზრებით. ამიტომაც იშვიათად უხვევს სწორი გზიდან.
სამკუთხედი – გამოირჩევა არაჩვეულებრივი პატიოსნებით. გრძნობებსა და ემოციებს აძლევს თავისუფლებას, ამიტომაც ხშირად ცდება პარტნიორის არჩევისას. დიდ ყურადღებას უთმობს ბედის გამოვლენის გარეგნულ ნიშნებს. აღმოსავლეთში ღვთიურით დაჯილდოვებულებს უწოდებენ.
მრგვალი – კეთილი, რბილი უკონფლიქტო, ზარმაცი, უყვარს პომპეზურობა, საკუთარი ადგილის შესანარჩუნებლად ყველაფერს იყენებს. პატივმოყვარე, მიდრეკილია აგრესიისკენ. არის შურისმაძიებელიც. ზოგჯერ თამაშობს კეთილშობილებას და შეცდომაში შეჰყავს ადამიანები, განსაკუთრებით ქალები.
ტრაპეციული – ინტელიგენტი, არტისტული, მგრძნობიარე.
არაბმა ფიზიოგნომისტმა აბულ-ფარაჯმაც წიგნში თავშესაქცევი ისტორიები” ჩამოაყალიბა ადამიანის ხასიათის რამდენიმე ტიპი:
ძლიერი, გამბედავი – ოდნავ ჩამოგრძელებული სახე, ღრმად ჩამჯდარი თვალები, დიდი შუბლი, არწივისებური” ცხვირი, ხშირი წარბები, თხელი ტუჩები;
მხდალი, სუსტი – მრგვალი სახე, რბილი თმები, მეჩხერი წარბები, ცისფერი ან ძალზე ღია ფერის თვალები, სქელი ტუჩები;
სიბრძნის მოყვარული – ლამაზი, სხივოსანი, შინაგანი შუქით გაბრწყინებული თვალები, თხელი ტუჩები
ბრიყვი – მრგვალი სახე, სქელი ტუჩები, უფრო სქელი ზედა ტუჩი, რომელიც ქვედას ფარავს;
მოხერხებული – ღრმად ჩამჯდარი თვალები, პატარა ყურები;
უსაქმური – ზემოთ აპრეხილი ცხვირის წვერი;
ტირანი – პატარა თვალები, გრძელი წამწამები, მაღალი შუბლი, ფართო პირი, ხუჭუჭა თმები (ზოგჯერ მელოტიც);
გულისხმიერი – თმიანი შუბლი.
ძველი ფიზიოგნომისტები სახის ნაკვთებიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თვალებს, უფრო ზუსტად მზერას
თვალი სარკმელია, თვალი სანთელია…
თუ შენი თვალი სუფთაა, შენი სხეულიც ნათელი იქნება, ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება” (მათე, 6, 22, 23). ადამიანისგან კი ენერგია მოდის ყველაზე მეტად თითის წვერებიდან და თვალებიდან.
თვალები ის ადგილია, სადაც სული ყველაზე უფრო მარტივად ცხადდება.
თუ თვალები ავი თვისებებით არის აღსავსე, მათ ძალუძთ თურმე გარემომცველ ჰაერსაც ავი თვისება მიანიჭონ.
თვალის გამოსხივება ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის… მზერით შეიძლება გააჩერო ძაღლების ხროვა (შეუძლია მსახიობ სტივენ სიგალს), შთააგონო ხვად ლომს, თავს დაესხას ძუ ლომს. მზერას კაცი მოუკლავს (პლინიუსი). ეს მაგიური მზერა” ცნობილია ქვეწარმავლებშიც. კოდალას მიჩერებული გველი მიწაზე ანარცხებს მკვდარ კოდალას.
სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის მზერაც ხშირად შეიცავს კოლოსალურ ემოციურ ძალას, რომელსაც შეუძლია ზიანის მიყენება. ამიტომაც უხვევენ თვალებს სიკვდილმისჯილებს, უხუჭავენ თვალებს მიცვალებულებს…
აღმოსავლეთში არსებობს მეცნიერება, რომელიც მზერის თავისებურებას სწავლობს. მისი რჩევაა: თუ ვინმეზე გულმოსული ხარ, დახუჭე თვალი და დაიოკე ემოციები… მზერა ხუმრობა არ არის…
მაგრამ საოცრად კეთილმოქმედია კეთილი მზერა. მას შეუძლია გააყუჩოს ტკივილი, ფეხზე დააყენოს თვალნაკრავი…
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ურთიერთობის დროს ჩვენ შეგვიძლია აქტიური ყურებით გავლენა ვიქონიოთ მოსაუბრეზე. ამისათვის აუცილებელია საუბრისას შევინარჩუნოთ მხედველობითი კონტაქტი (არ ვიყუროთ აქეთ-იქით და არ მოვაშოროთ თვალი).
ეცადეთ იღიმებოდეთ, არ იყუროთ გაბრაზებით, ახამხამეთ თვალი ბუნებრივად. თუ ერთი მეტრის დაშორებით ზიხართ, წინ მსუბუქად გადახრილად ესაუბრეთ. თუ მეტი მანძილით ხართ დაშორებული, იჯექით სწორად, თვალები ბუნებრივად უნდა იყოს…
ტვინი პრაქტიკულად არ იღლება. მას შეუძლია იმუშაოს 8-12 საათის შემდეგაც, როგორც დასაწყისში… აქ თვალები აკონტროლებენ ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ენერგიის ერთ მეოთხედს. მარკუს ავრელიუსი წერს: კეთილგანწყობილი, გულწრფელი და კარგი კაცი თვალებითაც იცნობა”.
ორი სხვადასხვა ფერის თვალი! ეს არ არის დაავადება. ალექსანდრე მაკედონელს ჰქონდა ასეთი თვალები. მას ჰეტეროქრომიას უწოდებენ და მისტიკისაკენ, რელიგიურობისაკენ მიდრეკილებით ხსნიან.
ჯეიმს ჯოისის დაკვირვებით: და მაინც არის რაღაც, რაც ადამიანის ხასიათს წარმოგვიჩენს, ესაა თვალი, ერთადერთი გამცემი, რომელსაც დემონური ბოროტმოქმედის უპირატესი განზრახვაც კი ვერ დათრგუნავს. თვალი უჩვენებს ადამიანის ცოდვასა და უმანკოებას, ნაკლსა და ღირსებას სულისას…”.
ცნობილი ფრანგი ქირურგი იგონებს, რომ იგი კონსულტაციისათვის მოიწვიეს მარშალ ფოშთან. გასინჯვის შემდეგ მან ურჩია ოპერაცია. მარშალმა უთხრა: მე მივმართე მედიცინის ბევრ მუშაკს, მნათობებს, მათაც მირჩიეს ოპერაცია, მაგრამ არ დავთანხმდი. ახლა კი მინდა, რომ ეს ოპერაცია თქვენ გამიკეთოთ, რადგან თქვენ პირველი ხართ, ვინც ლაპარაკობდა ჩემთან და პირდაპირ თვალებში მიყურებდა… მე თქვენი მჯერა!”.
გახსოვდეთ, ბიზნესშიც, როცა თვალს არიდებენ წამიერად, ეს არის სიმპტომი იმისა, რომ თქვენი წინადადება არ მოეწონათ და მოსალოდნელია უარი.
მიაქციეთ ყურადღება ერთ შტრიხსაც: სათვალიანი ადამიანები სხვებს მართავენ, რადგან მათი მზერის დაჭერა შეუძლებელია (მინის ანარეკლი გვატყუებს, ეს კი დროს აგებინებთ მათ!).
მიაქციეთ ყურადღება, მშვიდ ატმოსფეროში ადამიანი თურმე თვალს ახამხამებს 32-ჯერ წუთში, ნერვიულობისას – 50-60-ჯერ წუთში.
ტოლსტოი აღწერს დაახლოებით 85 გამოხედვას (ეშმაკური, სულელური, ცივი, მოწყენილი…).
ვაჭრები საქონელს აფასებენ მომხმარებლის თვალებში შეხედვით…
თუ გუგა ფართოვდება, შეიძლება ფასის მომატება, მომხმარებელი დაინტერესებულია საქონლით.
შულერებიც – მუქი სათვალეებით თამაშობენ, რადგან კარგი კარტის შემთხვევაში გუგები ფართოვდება და მოწინაღმდეგე იგებს.
მაკ-კლოიმ გამოიგონა სიყვარულის ფორმულაც – ეს არის თვალის ბრწყინვა, ჩანს როგორ უყვარს ერთს-მეორე!…
საუბრისას თუ ჭაბუკს თვალები გაურბის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ეშინია სიმართლის გამხელის.
თუ თვალები 60-70%-ით ხვდება ერთმანეთს, ეს საუკეთესო ურთიერთობის ნიშანია.
ჩქარი, ნაუცბათევი, განმეორებადი ხედვა-კონტაქტის დამყარების სიგნალია…
ქვევით ყურება – დამორჩილების სურვილი
გვერდზე ყურება – დაუკმაყოფილებულობა
სათვალის მოხსნა, გაწმენდა – დროის მოგება, დამატებითი ინფორმაციის მიღება.

შუა საუკუნეებში გულწრფელობის ნიშანი იყო თვალებში ყურება, მაგრამ დღეს შეიძლება თვალებში გიყურებდეს უტიფრად და გატყუებდეს. ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ სხვა ნიშნებსაც:
როცა ადამიანი ტყუილს იწყებს, უწევს ხმის ტონს.
თვალის გუგები ან ძალიან ეკუმშება ან უფართოვდება.
ზის, ფეხი ფეხზე აქვს შემოდებული და შეუცნობლად ათამაშებს თითების წვერს.
აქვს უნებლიე მოძრაობები (ეხება ცხვირის ნესტოს, ბაგეს, თმებს), პირს ხელით იფარავს.
ცდილობს გაშალოს ხელის თითები და დამალოს დიდი თითი. სწორედ ამ ჟესტით ატყუებდნენ ადრე ვაჭრები მყიდველებს (მალავდნენ დიდ თითს ჟილეტის ჯიბეში).
ყველაზე მეტად ტყუიან თურმე ცეცხლის ნიშნით დაბადებულები, ყველაზე ნაკლებად – მიწის ნიშნით (ისინი თქმას გაჩუმებას არჩევენ).
ფიზიოგნომისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თვალების ფერით ხასიათის განსაზღვრასაც.
ქალები
თეთრი, შავი თვალებით (ძალიან იშვიათია) – მერყევი ხასიათი, სუსტი ნებისყოფა და დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ადვილად ბრაზდება, მაგრამ მალე გაუვლის.
თეთრი, ცისფრი თვალებით – დაყრდნობა ძნელია, ჭკვიანი, მხოლოდ საკუთარი თავისათვის. ადვილად გამოხატავს უარყოფით ემოციას (შური, სიძულვილი), არის ირონიული და უყვარს ინტრიგები. ადვილად ხიბლავს კაცებს. უყვარს ფული და ფუფუნება.
თეთრი, მწვანე თვალებით – საოცრად მომხიბვლელი, მიმზიდველი. სიკეთისა და სიმშვიდის განსახიერება. არის გულუბრყვილო, მაგრამ დიდი ჭკუით ვერ დაიკვეხნის.
თეთრი, თაფლისფერი თვალებით – ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, არც არაფერს აშავებს. საშუალო ადგილი უჭირავს საზოგადოებაში.
ხორბლისფერი, თავლისფერი თვალებით – ყველაზე პრაქტიკული, უბრალო და მოწესრიგებული, მომთმენი, საქმისათვის დაბადებული. ახარებს სითბოს ზედმეტად გაცემა. უყვარს ხუმრობა, არის ძალიან ემოციური, ხშირად ვარდება დეპრესიაში. პატარა სიხარულიც მისთვის დიდი ბედნიერებაა.
შავგრემანი, შავი თვალებით – ვაჟკაცური ბუნების, შეუძლია კარგი მეგობრობა. არის ჭკვიანი, მაგრამ ძირითადად დაფიქრებული და დაუდევარი. სხვის ხარჯზე ცდილობს საკუთარი პრობლემების მოწესრიგებას. ადვილად შეუძლია ოჯახის დანგრევა. ნუ გააბოროტებ, არ დაგინდობს!
ხორბლისფერი, მწვანე თვალებით – სერიოზული, სიტყვაძუნწი, ამბიციური. უყვარს საკუთარი თავი. ამიტომ მისთვის კარიერა ყველაფერია. თუ გარეგნობაც ხელს უწყობს, უკან არაფერზე დაიხევს. არის ნაკლებად პრეტენზიული.
მამაკაცები
შავგვრემანი, მუქი (შავი ან ყავისფერი) თვალებით – უკმეხი, ეჭვიანი, კონსერვატორი. ადვილად გამოდის მოთმინებიდან. აქვს ძველმოდური შეხედულება ცხოვრებაზე. ბოლომდე არ ენდობა ყველაზე ახლობელსაც კი. საქმეში ერთგული და პატიოსანი.
შავგვრემანი, ცისფერი თვალებით – ქალთა უმეტესობა ჭკუას კარგავს, მშვიდი, გულგრილი ხასიათის. იტაცებს მსუბუქი საქმე, ერთგულება მისთვის უცხოა. უყვარს თავის გამოჩენა და წარმატებასაც აღწევს.
ქერა, თაფლისფერი თვალებით – სერიოზული, ენერგიული, დინჯი, მომთმენი, შინაგანად მოწესრიგებული; თბილი, აქვს იუმორის იშვიათი გრძნობა. არის პრაქტიკული, ჭკვიანი და გააჩნია საოცარი ლოგიკის უნარი. შეუძლია იშვიათი სიყვარული. აქვს მახვილი სმენა, “ფაქიზი სული და ძლიერი მკლავები”.
ხორბლისფერი, ცისფერი თვალებით – ჭკუამხიარული, მომლხენი. არც წინ უსწრებს ცხოვრებას, არც ჩამორჩება. იცის სიყვარულის ფასი. ფულის კეთებით მაინცდამაინც არ იწუხებს თავს. ქალის ხარჯზეც კარგად ცხოვრობს.
ხორბლისფერი, მუქი (შავი, ყავისფერი) თვალებით – გამჭრიახი, ჭკვიანი, ცოტა უხეში, მაგრამ ყველაზე მამაკაცური. ადვილად პოულობს გამოსავალს ნებისმიერ სიტუაციაში. მისთვის უცხოა დეპრესია. შეუძლია ფულის კეთება. იცის, როგორ მოხიბლოს ქალი. საქმეში შეუდარებელია. კარგ პარტნიორთან მილიონებზეც შეუძლია ფიქრი.
ინგლისელი ფსიქოლოგი – ლაურა როუზიტრაი ამტკიცებს, რომ მამაკაცის ცხვირის, ყურებისა და თვალების ფორმაც მისი ხასიათის შესახებ გაცილებით მეტს გვეუბნება, ვიდრე ნებისმიერი კომპიუტერული ანალიზი.

ვ აბა, დავაკვირდეთ:
თვალი
ღრმად ჩამჯდარი – თავმდაბალი, პატიოსანი
მოუსვენარი – სიყვარულის თავისუფლებისაკენ მიდრეკილი
ერთმანეთთან ახლოს – დაკვირვებული, არაფერი გამოეპარება
ფართოდ ჩამჯდარი – ხელგაშლილი და შემწყნარებელი
ცხვირი
იდეალური – დაცულია პროპორცია. ცხვირი სახის ზუსტად ერთ მესამედს შეადგენს და შუბლის სიმაღლის ტოლია (სახის ნაწილების პროპორციულობა პატრონის შინაგანი ბალანსის სიმბოლოა და მოწმობს მის სამართლიანობაზე, პატიოსნებაზე)
ზედმეტად სრული – გულთბილი, ოპტიმისტი
თხელი, მკვრივი – ბედის ნებიერი
არასაკმარისად მასიური – პესიმისტი
გრძელი – სნობისტი, გადაჭარბებული სიამაყე, სძულს ერთფეროვნება
ქვემოთ დაშვებული – მარტოსულობის გამომხატველი
მოგრძო და განიერი ნესტო – ნებისყოფიანი, ძლიერი ინტელექტით
მოკლე – ჰარმონიული, თავისუფლებისმოყვარე
ბრტყელი, მიჭყლეტილი – ნაკლებ თვითდაჯერებული, პატივმოყვარე
კეხიანი – იდუმალებით მოცული, ელეგანტური
პატარა – მიმნდობი, ტრაბახა
პირი
მსხვილი ტუჩები – მგრძნობიარე, პირველობისკენ მისწრაფება
თხელი – თავშეკავებული, ცივი
განიერი ქვედა ტუჩი – აქტიური, ძლიერი. იგი ადამიანებს აქცევს თავის ორბიტაში
დიდი პირი – არასაიმედოობა
ზედა ბაგე წინწამოწეული – გადაუწყვეტელი, მერყევი
პატარა ბაგე – გულუბრყვილობამდე დასული პატიოსნება
დიდი პირი – სამსახურებრივი კარიერა და არა ოჯახური ბედნიერების ნიშანი (უფრო ქალისთვის)
მკვეთრად გამოხატული პირი – ძალაუფლების მოყვარეობა, ყოველთვის აღწევს მიზანს
ფართო – ავხორცი
წარბები
მიუთითებს საზოგადოებასთან და ინდივიდებთან ჰარმონიულ ურთიერთობაზე.
მაღლა მიმართული – მიზანდასახული
მოძრავი (ლაპარაკის დროს) – ტრაბახა
ბოლოში დახრილი – მორცხვი
დაბანჯგვლული – სულის უბრალოების მიმანიშნებელი
მოკლე და წვრილი – კეთილგონიერი, ზომიერი
ქერადაკრული – ეშმაკი
გრძელი – მხიარული, გულღია
მეჩხერი – მშვიდი
ყური
თუ მისი ზედა ნაწილი წარბს ზემოთაა, ადამიანი მაღალი ინტელექტისაა და მიაღწევს დიდ წარმატებებს.
თუ ზედა ნაწილი თვალს ზემოთაა, წარბამდე, მიუთითებს ნაკლები მასშტაბის წარმატებაზე.
პატარა ყური – ჭკვიანი და გამგები
უსწორმასწორო – ავისმქმნელი
დიდი ყურები – წარმატების უტყუარი ნიშანი. თუ მეორე ზონაშია, წარმატება მთელი ცხოვრების მანძილზე, თუ ზემოთაა, ცხოვრება დაიწყება წარმატებით, თუ ქვევით – წარმატება მოვა ცხოვრების მეორე ნახევარში.
ბრტყელი, ყვრიმალებზე მიკრული – კარიერისტი, სიყვარულში არათან-მიმდევრული
ჩაზნექილი – ზანტი, მოსაწყენი
შუბლი
პროპორციული მიუთითებს მაღალ ინტელექტზე და თავმოყვარეობაზე
მაღალი და ფართო – მოხერხებული, გაბედული
დაბალი და ვიწრო – ცუდი ორგანიზატორი, გაუბედავი
ვიწრო, მაგრამ მაღალი – პასიური, ადვილად დასამორჩილებელი
ფართო და ვიწრო – დამოკიდებული, გადაუწყვეტელი
&ლოწასტ; &ლოწასტ; &ლოწასტ;
ხომ გვქონია შემთხვევა, როცა რამდენიმე მეტრის იქით შეგვინიშნავს ადამიანი, რომლის სახეს ვერ ვხედავთ, მაგრამ იმწამსვე შეგვიცვნია იგი? იმდენად დამახასიათებელია მისი სიარული. თითოეული ჩვენგანი თავისებურად დადის. სიარული ტემპერამენტზე, სოციალურ მდგომარეობაზეც კი არის დამოკიდებული.
აქტიური, მიზანმიმართული ადამიანები დადიან სწრაფად, ხელების ქნევით.
მოზომილი ნაბიჯებით – თავის თავში დარწმუნებული, გაწონასწორებული ადამიანები.
არათანაბარი ნაბიჯები, ერთგვარი დაყოვნებით – თავის თავში ნაკლებად დარწმუნებული.
ფართო ნაბიჯით – გულგახსნილი.
ცუნცულით მოსიარულე – თავის თავში ჩაკეტილი
კრიტიკულად განწყობილი – ზამთარ-ზაფხულ ჯიბეებში ხელჩაწყობილი
დიდი ნაბიჯები – ამპარტავანი, იბრძვის ისეთი მიზნის მისაღწევად, მარტო მან რომ იცის მხოლოდ.

როგორ დგახართ?
ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ ჩვენი პოზა შეიძლება მიუთითებდეს ჩვენი ხასიათის გარკვეულ ნიშანზეც…
გიყვართ ცალფეხზე სიმძიმის გადატანა და ისე დგომა? ე.ი. გიყვართ საზოგადოებაში ყოფნა, მეგობრები. მაგრამ ხშირად ცდილობთ თქვენი აზრების სხვებისთვის თავზე მოხვევას. იქნებ ეს შირმაცაა, საკუთარი თავის ურწმუნობის დასაძლევად?
გიყვართ ფეხების გადაჯვარედინება და ისე სიმძიმის გადატანა ცალფეხზე? – სიფრთხილე, საკუთარი თავის მიმართ, გიჭირთ ურთიერთობები სახლშიც, გარეთ.
ფეხები მიწყობილად – უბრალოებაზე მიუთითებს.
სპორტული დგომა (ერთი ფეხი წინ, მეორე უკან…) – გულგრილობა, ყველაფერი სულერთია…
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქალის ხასიათს ნაწილობრივ ხსნის ჯდომის მანერაც…
ფეხები მხრების სიგანეზე, მუხლები ერთად – თვითდაჯერებული ტიპი. აქვს მძიმე წუთებში იუმორის გრძნობა. მხიარული, კონტაქტური… მასთან არასოდეს მოიწყენ, საზოგადოების სული და გული.
მუხლები მიჯრით, გადაჯვარედინებული – ოჯახის დიასახლისი. სრულყოფილი, ყველაფერი ყოველთვის თავის ადგილზე აქვს. ნებისმიერი საქმე მიყავს ბოლომდე.
წინგაშვერილი ფეხები, გადაჯვარედინებული – ეგოისტი.
ხელები მუხლებზე – თვითდაჯერებული, ცდილობს ყურადღების მიქცევას და თუ ვერ მოახერხებს, აგრესიული ხდება, ძალიან ცნობისმოყვარე.
წინ გაშვერილი ფეხები, (ერთი ოდნავ წინ) – მიაჩნია, რომ ყველაფერი იცის. იშვიათად აღიარებს შეცდომებს. ჯიუტად ამტკიცებს თავის სიმართლეს, მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტები არა აქვს….

დაიმახსოვრეთ:
თუ გინდათ, მოსაუბრე ქალმა მიიღოს თქვენი ნათქვამი მეტად ემოციურად, დაჯექით მისგან მარცხნივ (ქალის მარცხენა ყური თავის ქალის ემოციური ნაწილია, მარჯვენა – ლოგიკური).
ხელები გადააჯვარედინეთ და, თუ ზემოთ მოხვდება მარცხენა ხელის დიდი თითი, თქვენ ემოციური ხართ, თუ მარჯვენის – ანალიტიკოსი.
გულხელი დაიკრიფეთ: თუ მარჯვენაა ზევით, უბრალო და კეთილი ხართ, თუ მარცხენა – კეკლუცი.
თუ ტაშს მარჯვენათი უკრავთ, გაბედული და მტკიცე ხართ!
თუ მარცხენა ხელით – მერყევი.

ღიმილი ადამიანის ყველაზე მიმზიდველი თვისებაა. იგი ორი ტიპისაა, ნამდვილი და ხელოვნური.
თუ ღიმილი გულწრფელი და ნამდვილია, მოდის თანაგრძნობიდან და ალტრუიზმიდან, იგი გვეხმარება დავმშვიდდეთ.
ვისაც ღიმილი არ შეუძლია, ის ვერ გახსნის მაღაზიას”, – გვმოძღვრავს ძველი ჩინური სიბრძნე. ღიმილის დროს სახის ნაკვთებიც ნაკლებად იღლება თურმე.

უნდა გვახსოვდეს
რომ ღიმილი უფასოა, მაგრამ ძვირი ღირს…
რაც მეტს გასცემ, მეტს მიიღებ
ბედნიერება შეაქვს ოჯახში
ვერ იპოვით მდიდარს, უიმისობა შეეძლოს, ვერც ღარიბს, რომელსაც ის არ გაამდიდრებს
შვებაა დაქანცულისთვის, სულით დაცემულისთვის, წამალია განსაკურნავად.
ვერ იყიდი, ვერც თხოვნით მოიპოვებ, ვერ ისესხებ, ვერ მოიპარავ!
თუ დაღლილ გამყიდველს დაეკარგა, შენ აჩუქე იგი.
ამბობენ, ვინც ხშირად იღიმება, მეტ წარმატებასაც აღწევსო… უხასიათობა ათეროსკლეროზს ავითარებს, უარყოფითი ემოციები, სტრესი – ინსულტს.
ყველაზე მეტად სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს. გულწრფელი ღიმილის დროს 7 ნაოჭი უჩნდება მას თვალის არეში. ეს შინაგანი ღიმილი პირდაპირ თილისმაა ადამიანისათვის. ღიმილი თბილი, ფართო, გულწრფელი ცვლის განწყობას. მას დუჩენის (ფრანგი ნევროლოგი, XX ს. 20-იან წლები) ღიმილს უწოდებენ. მან პირველმა შეისწავლა სახის ნაკვთებზე ღიმილის გავლენა…
გულიანი სიცილი (დღეში სამჯერ მაინც) ხსნის თურმე ტკივილებს და დაძაბულობას კუნთებში.
მანერების სპეციალისტები სიცილს ყოფენ რამდენიმე კატეგორიად.
გიყვართ ცენტრში ყოფნა, თუ სიცილისას ნეკით ეხებით ბაგეს.
თუ სიცილის დროს ცხვირი გეკუჭებათ – ადვილად ექცევით ნაჩქარევი გადაწყვეტილების გავლენის ქვეშ.
თვალებს იჭმუჭნით? ჭკვიანი, თვითდარწმუნებული, გაწონასწორებული ხართ.
სიცილისას ნიკაპს ეყრდნობით? – ძალიან ბავშვური ხართ.
ხელით ეხებით სახეს? – მეოცნებე, ფანტაზიორი.
პირს იფარავთ ხელებით? – ხასიათში შიშია, თვითკრიტი-კული ხართ, მაგრამ ხშირად იბნევით.
სიცილისას თავს ხრით – მიმნდობი, თქვენი საქციელი ხშირად მოულოდნელია. კეთილი ხართ, პატიოსნება ჭარბობს, ურთიერთობა ირგვლივ მყოფებთან არ გიჭირთ.
იცინით ხმამაღლა – ძლიერი ტემპერატმენტი, საჭიროა ისწავლოთ თავის მართვა. საუბარი შეგიძლიათ, მაგრამ მოსმენა არა.
დაკვირვებით შეიძლება პიროვნული თვისებების ამოცნობაც:
გულკეთილი – გახსნილი სახე, გახსნილი გამოხედვა, გამბედავი, მაღალი ხმა, ფართო შუბლი.
ბოროტი – მოჭუტული თვალები, ბრტყელი შუბლი, ფართო პირი, წვრილი, უფერული ტუჩები, თხელი ყურები… ბოროტი იშვიათადაა მსუქანი. ზომაზე მეტად გამხდარი, ფერმკრთალი, მოყვითალო… მოხრილად დადის, საუბრისას ხშირად იცქირება აქეთ-იქით, წვრილი ხმა. იგი ეჭვიანია… ნებისმიერში მტერს ხედავს!
სამართლიანი – მზერა მშვიდი, თავდაჯერებული, წარბები შეჭმუხნილი, შუბლგაშლილი. ოდნავ წინ წამოწევით სიარული.
მატყუარა – წვრილი თვალები. პატარა თავი. დანაოჭებული შუბლი. იშვიათად მსუქანი. სიარული არათანაბარი. გამოხედვა ნერვიული.
სულელი – მოკლე და სქელი კისერი, ფართო სახე, პირი ოდნავ დაღებული. მსუქანი ხელ-ფეხი. სიარული არათანაბარი. ირხევა, აქეთ-იქით იცქირება.
გონიერი – მაღალი ყელი, დიდი მრგვალი თვალები, სქელი და სწორი თმა. სუფთა, ხავერდოვანი ხმა, თავდაჯერებული სიარული. სიცილის ნაკლებმოყვარული. არასოდეს დასცინის სხვებს. საზოგადოებას იგი უყვარს. ცდილობენ მასთან დაახლოებას. სასიამოვნო მოსაუბარე.
უშიშარი – მკვეთრი, ჭკვიანი ცოცხალი გამოხედვა. ჯანსაღი კბილები, მასიური ყბა, ფართო მხრები, ძლიერი მკვლავები.
მორცხვი – ფერმკრთალი სახე, არაფრისმეტყველი თვალები, წვრილი ფეხები და ხორციანი მკლავები.
ძუნწი – ვიწრო, დანაოჭებული სახე, წვრილი თვალები, ხმელ-ხმელი, ნაკლებგანვითარებული მკერდი. ვიწრო თეძოები. სწორი, მოძრავი სიარული, მოუსვენარი, ეჭვიანი, მუდმივად შეწუხებული.

დაიმახსოვრეთ:
თუ ქალს თავი ოდნავ უკან აქვს გადახრილი, თითქოს თმას ისწორებსო, იგი აგრძნობინებს მამაკაცს, რომ მზადაა მიიღოს მისი გამოწვევა.
მსუბუქი თავის დაკვრა და თითების ტუჩებთან თამაში ნიშნავს თითქოს ქალი გრძნობის შეკავებას ცდილობდეს (ეს მამაკაცის ინტერესს უფრო ზრდის).
ოდნავ გვერდით გადახრილი თავი, როცა ღაწვი თითქმის ეხება მხარს, იმისი მაჩვენებელია, რომ ქალი მზადაა სასურველი თამაშის დასაწყებად.
თუ ქალს თავი დაყრდნობილი აქვს ხელის მტევანზე, საჩვენებელ თითს კი ზედა ტუჩს ზემოთ ამოძრავებს, მას უჭირს აშკარად გამოხატოს თავისი გრძნობები და საკმაოდ დაკომპლექსებულია.
&ლოწასტ; &ლოწასტ; &ლოწასტ;
ადვილია ერთმანეთის შეცნობა, თუ ერთხელ კიდევ კარგად დავაკვირდებით:
თვალები შორიშორს – ტოლერანტობა, შემწყნარებლობაა
ქვევით მიმართული თვალის გარეგანი კუთხე – კრიტიკულობა
ოდნავ დაშვებული ზედა ქუთუთო – ანალიტიკურობა
წარბები თვალებთან ახლოს – გულითადობა
წარბები თვალებთან შორს – ფორმალურობისაკენ მიდრეკილება
მაღალი, გამოწეული ყვრიმალი – ავანტურიზმი
რკალისებური წარბები – თეატრალურობა
სქელი ტუჩები – გულუხვობა
მახვილისებური ნიკაპი (ჩიტისებური)- ჯიუტობა
ფართო და ბრტყელი ნიკაპი – მოჩხუბარი.
დააკვირდით საკუთარ თავს, ვისწავლოთ სახის ენა, რადგან იგი, როგორც ჩანს, ყველაზე ხმამაღლა მოლაპარაკეა!