სახელმწიფო ბიუჯეტი 2008 წელს თვისობრივად იცვლება
რედაქციისაგან
საქართველოში საბიუჯეტო პროცესი სერიოზულ ცვლილებებს განიცდის, რაც დაკავშირებულია არა მარტო დეფიციტის საკანონმდებლო სახით აკრძალვასთან, არამედ 2008 წლიდან სოციალური გადასახადის გაუქმებასთან.
სახელდობრ – თუ 2007 წელს სოციალური გადასახადიდან ბიუჯეტში შევიდა (გეგმით) 700 მილიონზე მეტი და 2006 წელს 500 მილიონი ლარი, 2008 წელს ეს მუხლი ამოღებულია და მის კომპენსირებას მთავრობა ცდილობს გაზრდილი საშემოსავლო გადასახადიდან, რომლის ოდენობაა 25%.
მეორე თავისებურებაა სერიოზულად გაზრდილი საგადასახადო შემოსავლები 3 მილიარდიდიან 4.5 მილიარდამდე შემცირდა საერთო საბიუჯეტო მაჩვენებლის ზრდის ტემპი, თუ ის 2006 წლის 3,2 მილიარდიდან 2007 წელს 4,2 მილიარდამდე გაიზარდა, 2008 წლის პროექტში 4.98 მილიარდამდე ზრდაა დაგეგმილი, ანუ ზრდის ტემპი წლიური მილიარდიდან ახლა ჩამოვიდა 800 მილიონამდე. მაგრამ მომავალი წლის ბიუჯეტში ყველაზე გაზრდილი ხარჯების ნაწილიში არის შრომის ანაზღაურება, რამაც წინა წელთან შედარებით 200 მილიონით მოიმატა. ეს ორჯერ მეტია ვიდრე 2006 წლის მაჩვენებელი, ასევე 150 მილიონით მოიმატა სოციალურმა ხარჯებმა.
მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, 2007 წელს რეალური მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა 14.5%-ს და ნომინალური ზრდა 24.3%-ს შეადგენს და ნომინალურ გამოხატულებაში 17 მილიარდ ლარს გადაჭარბებს.
პროგნოზული შეფასებით, 2008 წელს რეალური შიდა პროდუქტი 10.0%-ით გაიზრდება და ნომინალურ გამოხატულებაში 20.4 მილიარდ ლარს გადაჭარბებს”. ეს არის მთავრობის ოფიციალური გათვლები, რაც საფუძვლად უდევს ბიუჯეტის პროექტში საგადასახადო შემოსავლების არნახულ ზრდას, მაგრამ რამდენად არის აქ გათვალისწინებული ინფლაცია და მსოფლიო ბაზარზე თითქმის ყველა საქონელზე ფასების ზრდა, საერთოდ ბიზნესის მოსალოდნელი სტაგნაცია და ასევე ის, რომ ეს წელი საქართველოში არჩევნების წელია, ამაზე ჯერჯერობით ძნელია მსჯელობა.