შემოსავალი დემოკრატიის განვითარების შედეგად
რედაქციისაგან
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სპეციალურად შეიქმნა, რათა დახმარებოდა სოციალისტურ ქვეყნებს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში და მართლაც, საკმაოდ ეფექტური ინვესტორი აღმოჩნდა.
რა სიდიდის წლიური შემოსავლის მოტანა შეუძლია დაბანდებას ეკონომიკურ პროგრესსა და კერძო სამეწარმეო ინიციატივაში? თუ ფიქრობთ, რომ არცთუ ისე ბევრის, საკმაოდ ცდებით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გამოცდილებამ, რომელიც 1990 წელს შეიქმნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, აჩვენა, რომ ალტრუიზმმაც კი შეიძლება კარგი შემოსავალი მოიტანოს. ჯერ მხოლოდ 2006 წელს საკრედიტო დაწესებულებამ წმინდა შემოსავლის სახით მიიღო 2.6 მლრდ ევრო, ხოლო მისი საქმიანობის რენტაბელობამ კი 12.5%-ს მიაღწია. რამდენად რეალურია,EBRD-ის პრაქტიკის შესწავლის შემდეგ, ასეთივე წარმატებულ ინვესტორად გახდომა?
სულის გაშიშვლება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 15-წლიანი არსებობის მანძილზე იცვლებოდა მისი მიზნები იმ ქვეყნებში, სიტუაციის ცვლილებიდან გამომდინარე, სადაც იგი მუშაობდა. თუმცა, EBRD-ის პრეზიდენტმა ჟან ლემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციისთვის პირველხარისხოვანი ამოცანა შემოსავლების მიღება არ არის, მაგრამ იმავდროულად ბანკი არ უნდა დაზარალდეს. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის დროს EBRD სამი მარტივი კრიტერიუმით ხელმძღვანელობს: პირველ რიგში, ისინი ხელს უნდა უწყობდნენ საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას, მეორე – ეხმარებოდნენ დემოკრატიული პროცესების განვითარებას და მესამეც – არ უნდა მიაყენოს ზიანი გარემოს. თუმცა ეს მეტწილად რიტორიკაა. “ცენტრ ინვესტ” ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ოლეგ პრექსინის განცხადებით, რომელიც 1992-1996 წლებში EBRD-ის მმართველობის წევრი და ბანკის დირექტორი იყო რუსეთის, ბელორუსიისა და ტაჯიკეთის მხრიდან, ბიზნესში ეს საფინანსო ინსტიტუტი ე.წ. საღ საბანკო პრინციპებს ემხრობა: ჩადებული ფული დაგეგმილ ვადაში უნდა დაბრუნდეს, ხოლო ორგანიზაცია იღებდეს სამართლიან გასამრჯელოს თავისი სამუშაოსთვის. “თუ მოცემულია საკრედიტო რესურსები, მაშინ EBRD საშუალო საბაზრო განაკვეთებით მუშაობს, ხოლო თუ ლაპარაკია პირდაპირ ინვესტიციებზე, მაშინ ძალაში შედის საინვესტიციო ბანკის სტანდარტული სამუშაო წესები: ბიზნეს-გეგმის მომზადება, შესაძლო ვადების დადგენა, პროექტიდან გასვლის პირობები და ა.შ.”, – განმარტავს ოლეგ პრექსინი. EBRD-ის საქმიანობის საფუძველია კლასიკური დაკრედიტება საკუთარი სახსრების ხარჯზე და დასავლური ბანკების პულით (დაბანდებების დაახლოებით 80%) სესხების სუბორდინაცია. დარჩენილი 20% პირდაპირ ინვესტიციებზე მოდის, რომლებსაც მისი სახელით მის მიერ დაწესებული ფონდები private equity ახორციელებენ.
გახსნილობის მიუხედავად, EBRD-ში არ უყვართ საუბარი საკუთარი ინვესტიციების შემოსავლიანობაზე. “მარჟის, რომელსაც ბანკი იღებს მსესხებლებისთვის მიცემული კრედიტებიდან, დათვლის ნებისმიერი მცდელობა არაზუსტი იქნება იმ უბრალო მიზეზით, რომ იგი არასდროს არ ახმაურებს მოცემულ ოპერაციებთან დაკავშირებულ ციფრებს”, – ამბობს EBRD-ის მოსკოვის ოფისის წამყვანი ბანკირი ვიქტორ მარჩენკო. მიუხედავად ამისა, ირიბი შეფასების გაკეთება მაინც შესაძლებელია. ასე, 2007 წლის თებერვალში MDM ბანკმა EBRD-ისგან საერთო ჯამში აიღო 300 მლნ დოლარის კრედიტი, რომელიც ორი ტრანშისგან შედგებოდა. 100 მლნ მოცულობის A ტრანში 5 წლის ვადით თავად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ იყო წარმოდგენილი. მის ღირებულებას MDM ბანკი არ აცხადებს, მაგრამ თუ ოლეგ პრექსინის მტკიცებულებას დავეყრდნობით, მაშინ მისი განაკვეთი საბაზრო უნდა იყოს. 200 მლნ დოლარის სიდიდის B ტრანში უცხოური ბანკების სინდიკატისგან (EBRD-ის მონაწილეობით) იყო მიღებული 3 წლის ვადით. MDM ბანკის საერთაშორისო ბანკთაშორისი დაფინსების სამმართელოს უფროსის თენგიზ კალაძის თქმით, ეს კომერციული კრედიტია და მის შესახებ ინფორმაცია გახსნილია: იგი მოცემულია LIBOR + 0.9% განაკვეთით. თუ ორიენტირებას ავიღებთ მოცემულ წელს LIBOR განაკვეთის მერყეობაზე 5.15-5.5%-ის ფარგლებში, მაშინ რუსეთის ბანკს მოცემული სესხი უჯდება არანაკლებ 6%.
EBRD-ის 2006 წლის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბანკის აშშ დოლარებში გაცემული კრედიტების საშუალო განაკვეთია 7.4%, ხოლო საკუთარ სესხებზე ამერიკულ ვალუტაში ბანკი იხდიდა დაახლოებით 5%-იანი განაკვეთის მიხედვით. გამოდის, რომ საპროცენტო 240 პუნქტის სხვაობას უნდა მოეტანა არანაკლებ 50 მლნ დოლარისა მხოლოდ იმ 2 მლრდ დოლარიდან, რაც კრედიტის სახით მან გასცა 2006 წელს (წინა წლებში გაცემული ყველა მოქმედი კრედიტის საპროცენტო შემოსავლების საერთო მოცულობას შეიძლება 100-150 მლნ დოლარამდეც მიეღწია). იმავდროულად, EBRD-ის ჯამურმა შემოსავალმა ჯერ მარტო რუსეთში გასულ წელს გატარებული ოპერაციებიდან 410 მლნ დოლარი შეადგინა. რის ხარჯზე?
ინვესტიციები მომავალში
როგორც გაირკვა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უდიდეს შემოსავალს არა კლასიკური საბანკო ოპერაციებიდან იღებს, არამედ როგორც პრივატე ექუიტყ-ის საფონდო ჯგუფის მმართველი კომპანია. რუსეთში ამგვარი ფონდების რაოდენობა 10-მდეა, ამასთან იგი აქტიურად აბანდებს სახსრებს კერძო ფონდებში. აუდიტორულ-კონსალტინგური კომპანიის Dელოიტტე-ს მონაცემებით, პრივატე ექუიტყ-ის ფონდების, რომლებიც პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებენ რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში, სახსრების საერთო სიდიდე, 2006 წლის საბოლოო შედეგების მიხედვით 6 მლრდ დოლარია. ყველაზე უმსხვილესად Dელოიტტე ასახელებს Bარინგ Vოსტოკ ჩაპიტალ Pარტნერს (BVCP, ინვესტიციების მოცულობა – 1.2 მლრდ დოლარი), თროიკა ჩაპიტალ Pარტნერს (1 მლრდ დოლარი) და Delta Private Equity (350 მლნ დოლარი), თუმცა რუსეთის ბაზრის ლიდერი არა BVCP უნდა იყოს, არამედ სწორედ EBRD, რომლის შესაბამისი დაბანდებები უახლოვდება 1.5 მლრდ ევროს. იმის გათვალისწინებით კი, რომ ბანკს BVCP-ში ეკუთვნის 32%-იანი წილი, ეს თანხა გაცილებით მეტი გამოდის.
თუმცა ინვესტიციების მოცულობა არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ EBRD-ის დაბანდებების მნიშვნელობა დიდია და საკმაოდ წარმატებულიც. მაგალითად, 2001 წელს იყიდა ქსელის აქციათა პაკეტი (ხელშეკრულების ზუსტ სიდიდეს არ ამხელს არც ერთი, არც მეორე მხარე), ბანკმა იგი 4 წლის შემდეგ უკანვე მიჰყიდა კომპანიას 4-ჯერ უფრო ძვირად. ამგვარი პროექტები EBRD-ს საკმარისად აქვს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური დაბანდებები ყოველთვის პერსპექტიულია. მან იცის ბიზნესის იმ სფეროების სწორად შერჩევა, რომლებიც სწრაფ და საკმაოდ ეფექტურ უკუგებას იძლევიან. ნაწილობრივ ამაში წილი მიუძღვის ეკონომიკისა და მოსახლეობის შემოსავლების მკვეთრ ზრდას, მაგრამ უნდა აღინიშნოს ინვესტირების კარგად გათვლილი სტრატეგიაც. EBRD სცილდება კაპიტალისტური ეკონომიკის კლასიკურ სქემას, რომლის თანახმად, ჯერ ვითარდება მსუბუქი და კვების მრეწველობა და მომსახურების სფერო, ამიტომ 1990-იანი წლების ბოლოს იგი სახსრებს აბანდებდა ლუდსახარშ “ბალტიკასა” და “ეფესში”, Dანონე-ის რუსეთის ქარხანაში და ხორცკომბინატ “ჩერკიზოვსკში”. ამის შემდეგ დადგა საბანკო სექტორის რიგი – მოსახლეობის სამომხმარებლო დაკრედიტების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით. ბანკებში სახსრების ინვესტირებას ვახდენთ 4-დან 6 წლამდე ვადით და ამ დაბანდებების 20%-იან შემოსავლიანობაზე ვიღებთ ორიენტაციას, – ამბობს ვიქტორ მარჩენკო. – იგი შეიძლება ამ ნიშნულის ზევით ან ქვევით იყოს, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ მონაწილესა და ბაზარზე მის მდგომარეობაზე”.
ამჟამად EBRD ყიდულობს უპირატესად რეგიონალური საფინანსო დაწესებულებების პაკეტებს, რომელთა აქციებით ბირჟაზე არ ვაჭრობენ და მათი შემოსავლიანობის შეფასება ჯერ-ჯერობით რთულია. 2007 წლის ივლისში ბანკმა გაყიდა მოსკოვის საერთაშორისო ბანკის აქციათა 10%, რომლის კაპიტალში იგი 2000 წელს შევიდა. 7 წლის მანძილზე საშუალო შემოსავლიანობამ შეადგინა წლიური 117%! დღეისათვის EBღD ფლობს ნოვოსიბირსკის ბანკის აქციათა პაკეტის 13.8%-ს, რომელიც მან 2004-2005 წლებში შეიძინა 20 მლნ ევროდ. თუ იგი ამ პაკეტს დღეს გაყიდის, მიიღებს დაახლოებით 450 მლნ დოლარს.
EBRD-ის კვალდაკვალ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსურ სფეროში განხორციელებული წარმატებული დაბანდებები შეუმჩნეველი არ დარჩა. მის კვალდაკვალ წავიდა ამერიკული Firebird Management: 2004 წელს მან შეიძინა როსტოვის ბანკის – “ცენტრ-ინვესტის” წილი, რომლის თანამფლობელი იმ მომენტისთვის EBRD უკვე იყო, ხოლო მოგვიანებით კი ბანკის პაკეტიც. საერთოდ, კომერციული ინვესტორები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს EBRD-ის საქმიანობას და ხშირად იმავე პროექტებში მიმართავენ თავიანთ თანხებს, სადაც EBRD-ია, რისი წყალობითაც დღეისათვის საკმაოდ დიდი შემოსავლის მფლობელნი არიან.
გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აქტიურად გამოდიოდა იმ ყოფილი სოციალისტური ქვეყნების პროექტებიდან, რომლებიც დღეისათვის ევროკავშირის წევრნი გახდნენ, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მისი რეკორდული მოგება. სად იქნება ინვესტირებული ეს სახსრები? ოლეგ პრექსინი ვარაუდობს, რომ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში განთავსდება, თუმცა ბანკმა დაბანდებებისთვის ახალი სექტორები უნდა ეძებოს, შეიძლება უფრო რისკიანი და ნაკლებ შემოსავლიანიც.
განვითარების ისტორია
EBRD – რეგიონალური სახელმწიფოთაშორისი ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების გრძელვადიანი დაკრედიტებისთვის. იგი შეიქმნა 1990 წელს (ოპერაციები 1991 წელს დაიწყო). მისი შტაბ-ბინა ლონდონში მდებარეობს. ბანკის საწესდებო კაპიტალი 20 მლრდ ევროა. EBRD-ის აქციონერი 40 ქვეყანაა, მათ შორის რუსეთიც, მაგრამ საკონტროლო პაკეტი დიდი რვიანის წევრებს ეკუთვნის. ამჟამად ბანკი პროექტებს ახორციელებს მსოფლიოს 29 ქვეყანაში, მათგან ყველაზე მასშტაბური რუსეთშია, რომლის წილად ყოველწლიური დაბანდებების 25-30% მოდის.
რა სარგებლობა მოაქვს EBRD-თან თანამშრომლობას?
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობას გარკვეული უპირატესობები აქვს, თუმცა ეს გარკვეულ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული. ასეთ შემთხევაში კომპანია-ბენეფიციარი არა მხოლოდ ფულს, არამედ საიმიჯო კაპიტალსაც იღებს, კორპორატიული მმართველობის გამოცდილებას, ასევე მომავალში რესურსების შედარებით დაბალი განაკვეთებით მიღების შესაძლებლობას. როგორც MDM ბანკის საერთაშორისო ბანკთაშორისი დაფინანსების სამმართველოს უფროსი თენგიზ კალაძე აღნიშნავს, ისინი ანალოგიურ კრედიტებს დაახლოებით იმავე განაკვეთით იღებდნენ, მაგრამ მაქსიმალური ვადით – 18 თვით. შეთანხმებაში EBRD-ის მონაწილეობამ მათ საშუალება მისცა ფული 3 წლის ვადით მიეღოთ. ამასთან EBRD-ში კრედიტის მიღება იმაზე უფრო მეტად რთული არ არის, ვიდრე, ვთქვათ, რუსეთის ბანკში. იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთაც იგი მსესხებლისგან ითხოვს, მცირეოდენით თუ განსხვავდება სხვა ბანკების მიერ წამოყენებული პირობებისგან. ჩვეულებრივ, აქ ლაპარაკია ხოლმე ფინანსურ ანგარიშებზე, აუდიტორულ ანგარიშგებაზე, ბიზნეს-გეგმებზე, მსესხებლის იურიდიულ დოკუმენტებზე, გირაოს დოკუმენტებზე. ჩვეულებრივი მოვლენაა მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმება კლიენტისადმი წარდგენილ მონაცემთა კონფედენციალობის შესახებ.