გაქვთ თუ არა შანსი გახდეთ მილიონერი
რედაქციისაგან
ეს ტესტი კაპიტალის დასაგროვებლად თქვენი მიზნობრივი ორიენტაციების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
1. ფულის შოვნა რა ხერხითაა ყველაზე იოლი?
ა) ბევრი მუშაობა; კარგად იყო ინფორმირებული; გაწიო რისკი და რა თქმა უნდა, საქმეში ფულის ჩადება;
ბ) “მამიკოს” მემკვიდრეობის იმედზე ყოფნა; ბედის ცდა ლატარეაში;
გ) კარიერის თანდათან კეთება ყველა საფეხურის გავლით, ან პოლიტიკაში წასვლა.
2. უოლტ დისნეის რომელი პერსონაჟი იწვევს თქვენში მეტ ღიმილს?
ა) დონალდ დაკი;
ბ) გუსტავ განსი;
გ) დოგობერტ დაკი.
3. თქვენი აზრით, რა მოცულობის მოგება უბიძგებს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს გარიგების დადებისკენ?
ა) მულტიმილიონიდან მილიონამდე;
ბ) 10 მილიონამდე;
გ) ათეული მილიონები და მეტი.
4. ამ გამონათქვემებიდან რომელს ეთანხმებით?
ა) რაც მეტია ფული, მეტია სიამოვნება;
ბ) ფული ძალაუფლებაა;
გ) ფული ბევრ შურს იწვევს.
5. ნაცნობია თუ არა თქვენთვის ეგრეთწოდებული “წერილობით” თამაში? თქვენ დებთ კონვერტში მცირე თანხას, ეძებთ მსხვერპლს, რომელიც ასევე ამატებს ამ თანხას და ასე გრძელდება, ბოლოს თქვენი თანხა რამდენჯერმე გაზრდილი გიბრუნდებათ. რა როლს ითამაშებდით ამ თამაშში?
ა) არ მივიღებდი მონაწილეობას;
ბ) მივიღებდი მონაწილეობას და ფულსაც ვიშოვიდი;
გ) ვიქნებოდი თამაშის ინიციატორი.
6. მიაქცევდით თუ არა ყურადღებას იმას, რომ სხვადასხვა გაზეთში “ელიტარულ ნაწილში” მოგიხსენიებენ?
ა) მოხარული ვიქნებოდი;
ბ) არ ვაქცევ ყურადღებას;
გ) ჩემზე ისედაც ბევრს წერენ.
7. როგორ უნდა მოიგოთ ჯირითზე?
ა) მაღალი ფსონებით გავრისკავდი;
ბ) ფულის ეკონომიას გავაკეთებდი და მხოლოდ დასწრებით შემოვიფარგლებოდი;
გ) მოგებულის ცხენს ვიყიდდი.
8. თქვენი აზრით, ვის აქვს ყველაზე სწრაფად გამდიდრების შანსი?
ა) რეჟისორს, მსახიობს, მწერალს, მხატვარს, რეკორდსმენ სპორტსმენს;
ბ) ადვოკატს, ექიმს, მაკლერს, პოლიტიკოსს;
გ) ფირმის ხელმძღვანელს, გამომცემელს.
9. რა აზრის ხართ ახლობლების საერთო ბიზნესზე?
ა) მე თანახმა ვარ დავეხმარო ახლობლებს ფულით, ოდესმე ისინიც დამეხმარებიან;
ბ) ფული და მეგობრობა ერთად შეუძლებელია;
გ) თანახმა ვარ მეგობრებს ფული ვესესხო, მაგრამ არ ვასესხებ.
10. იყავით გულწრფელი! თუ მილიონერი გახდით, ისიამოვნებდით თუ არა ამით?
ა) რა თქმა უნდა;
ბ) მე ამის დემონსტრირებას მოვახდენდი ყველასთან, ვინც კი არ მენდობოდა ან ზემოდან მიყურებდა;
გ) არა.
11. სად ჩადებდით თქვენ მილიონებს?
ა) უძრავ ქონებაში, ხელოვნების ნიმუშების შეძენაში;
ბ) აქციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებში;
გ) მოვიქცევი ისე, როგორც ჩემი მეუღლე მირჩევს.
12. თუ გაქვთ რამდენიმე მილიონი, გექნებათ თუ არა მეტის შოვნისკენ მისწრაფება?
ა) მცირე თანხის შოვნის არა, მაგრამ Dდიდ თანხაზე უარს არ ვიტყოდი;
ბ) რა თქმა უნდა;
გ) არა, რაც მაქვს ისიც მეყოფა.
პასუხის ყველა ვარიანტს გარკვეული ქულა შეესაბამება:
1. ა) – 6; ბ) – 0; გ) – 3.
2. ა) – 3; ბ) – 0; გ) – 6.
3. ა) – 0; ბ) – 3; გ) – 6.
4. ა) – 6; ბ) – 3; გ) – 0.
5. ა) – 3; ბ) – 0; გ) – 6.
6. ა) – 0; ბ) – 6; გ) – 3.
7. ა) – 0; ბ) – 3; გ) – 6.
8. ა) – 0; ბ) – 3; გ) – 6.
9. ა) – 3; ბ) – 6; გ) – 0.
10. ა) – 0; ბ) – 3; გ) – 6.
11. ა) – 3; ბ) – 6; გ) – 0.
12. ა) – 3; ბ) – 6; გ) – 0.
შეაჯამეთ ქულები.
თუ თქვენ მოაგროვეთ:
0-დან 23-მდე ქულა, ეს იმას ნიშნავს, რომ პირადად თქვენთვის გამდიდრების საუკეთესო მეთოდია ან იღბლიანი ქორწინება, ან მემკვიდრეობის მიღება, ან ლატარეის თამაში.
24-დან 48-მდე ქულა – სიმდიდრე თქვენთვის შრომასთანაა დაკავშირებული. თავი აარიდეთ ფინანსურ სპეკულაციებს. უმჯობესია გაიკეთოთ კარიერა, თუ ეს თქვენთვის საოცნებო მილიონებს არ მოგიტანთ, თქვენი ცხოვრება მაინც უზრუნველყოფილი იქნება მატერიალურად.
49-დან 72-მდე ქულა – თქვენ მილიონერად გახდომის საუკეთესო შანსი გაქვთ. თქვენ კომერციული საქმიანობის ალღო გაქვთ, შეგიძლიათ მეგობრობისა და ფულის გარჩევა. არ აპირებთ თქვენი სიმდიდრით თავის მოწონებას, არამედ კიდევ მეტი მილიონის შოვნის ინტერესი გაქვთ.