მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები
მოამზადა ეკა წირღვავამ
სტაგნაცია აშშ-ის ეკონომიკაში, მსოფლიო ეკონომიკა ახალ ფაზაში შედის და ზრდის ტემპი მცირდება. მაგრამ 10 წლის წინანდელ საფინანსო კრიზისისგან განსხვავებით 2008-2009 წლების ვარდნა განსხვავებული იქნება. რა ხდებოდა თებერვალში წამყვანი ქვეყნების ეკონომიკაში?
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა
მიმდინარე განაკვეთები: Fed funds = 3.00%
ბოლო ცვლილებები : 30.01.2008, -0.50%
სავარაუდო მონაცემები 2008 წლის ბოლოსათვის 2.25%/2.00%
კომენტარი: 2008 წლის იანვრის ორ სხდომაზე ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბაზო განაკვეთი 1.25%-ით, ანუ 3.00%-მდე შეამცირა. ეს ნაბიჯი აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საფინანსო ბაზრის მდგომარეობის გაუარესებისა და აშშ-ის ეკონომიკის ზრდის შენელების საპასუხოდ გადადგა. 2007 წლის აგვისტოს შემდეგ საბაზო განაკვეთი უკვე 2.25%-ითაა შემცირებული.
სავარაუდოდ, მარტის სხდომაზე საბაზო განაკვეთი 0.50%-ით, ანუ 2.5%-მდე შეცირდება. 2008 წელს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საბაზო განაკვეთის 2.00%-მდე შემცირებას აპირებს, რამაც შესაძლოა დოლარზე ზეწოლის ახალი ტალღა ააგოროს.
აშშ-ის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი
სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2008 წლის იანვარში 0.4%-ით, ანუ 4.35-მდე გაიზარდა, რაც 2005 წლის სექტემბრის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია. ინფლაციის ბაზურო მაჩვენებელი (Core CPI) იანვარში 0,3%-ით, ანუ 2.5%-მდე გაიზარდა.
ღია ბაზრების ოპერაციების კომიტეტის (FOMC) წევრები აღიარებენ, რომ შედარებით დაბალი ბაზური განაკვეთი (Federal funds rate) დროებით ადექვატური ზომაა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შემცირდება უახლოესი თვეების მანძილზე განაკვეთი, ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლები მზად არიან ეკონომიკის აღდგენის პირველი ნიშნებისთანავე გაზარდონ განაკვეთი, რაც ინფლაციის შესუსტებას შეუწყობს ხელს.
იაპონია – იაპონიის ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: Oვერნიგჰტ რატე = 0.50%
ბოლო ცვლილებები : 21.00.2007, +0.25%
სავარაუდო მონაცემები 2008 წლის ბოლოსათვის
0.50% / 0.75%
კომენტარი: 2008 წლის თებერვალში იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა “ოვერნაითის განაკვეთი ცვლილების გარეშე – 0,50%-ის დონეზე დატოვა. ბაზარი 2008 წლის II ნახევარში იაპონიის საბაზო განაკვეთის 0.25%-ით, ანუ 0.75%-მდე გაზრდას ელოდება.
ევროზონა – ევროპის ცენტრალური ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: ღეფი რატე = 4.00%
ბოლო ცვლილებები : 06.06.2007, +0.25%
სავარაუდო მონაცემები 2008 წლის ბოლოსათვის
3.75% / 3.50%
კომენტარი: 2008 წლის თებერვლის სხდომაზე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საბაზო განაკვეთი ცვლილების გარეშე – 4.00%-ის დონეზე დატოვა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა საბაზო განაკვეთი მარტის სხდომაზეც უცვლელად დატოვოს, ხოლო შემდეგ კი (ფინანსური კრიზისის ევროზონის ქვეყნების ეკონომიკაზე ზეგავლენის გაფართოების გამო) 2008 წლის II კვარტალში მისი შემცირება დაიწყოს. განაკვეთის შემცირებამ შეიძლება სავალუტო ბაზარზე ევროზე დიდი ზეწოლა მოახდინოს. მიუხედავად ამისა, ევროპის ცენტრალური ბანკი ბევრ რეგიონში ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების გამო 2008 წელს მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების მომხრეა.
ევროზონის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი
ევროზონის ეკონომიკაში სიახლეები მთლიანად მრავალი მიმართულებით აღინიშნება, კერძოდ, ერთის მხრივ, გერმანიის გაძლიერებული ინფლაციური რისკი, ასევე მომსახურების სექტორში საქმიანი აქტივობის ზრდის განახლება, მეორეს მხრივ, სამრეწველო შეკვეთების მკვეთრი შემცირება. გარდა ამისა, გამოქვეყნდა ზოგიერთი ევროპული ბანკის 2007 წლის საფინანსო საქმიანობის შესახებ მონაცემები.
2007 წლის შედეგებით, უმსხვილესი ფრანგული ბანკის ” BNP Paribas-ის მოგება 7%-ით გაიზარდა და 7,8 მლრდ ევროზე მეტი (11 მლრდ აშშ დოლარზე მეტი) შეადგინა. 2007 წლის IV კვარტალში ბანკის წმინდა მოგება 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,72 მლრდ ევროდან 1,0 მლრდ ევრომდე შემცირდა.
ფრანგული ბანკის “შოციეტე Gენერალე-ის ზარალმა 2007 წლის IV კვარტალში 3,35 მლრდ ევრო შეადგინა, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკს 1,18 მლრდ ევრო წმინდა მოგება ჰქონდა. ბანკის აქტივების მართვის განყოფილების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2008 წლის I კვარტლის მონაცემებზე ზეგავლენას დამატებითი ჩამოწერები მოახდენს.
შვეიცარია – შვეიცარიის ნაციონალური ბანკი
მიმდინარე განაკვეთები:
თარგეტ 3მ Lიბორ რატე = 2.75%
ბოლო ცვლილებები : 13.09.2007, +0.25%
სავარაუდო მონაცემები 2008 წლის ბოლოსათვის
3.00% / 3.00%
კომენტარი: 2007 წლის დეკემბერში შვეიცარიის ნაციონალურმა ბანკმა საბაზო განაკვეთი ცვლილების გარეშე – 2,75%-ის დონეზე დატოვა. ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ საფინანსო ბაზრებზე ლიკვიდურობის გლობალური კრიზისის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული. შვეიცარიის ნაციონალური ბანკის გადაწყვეტილებამ ზეგავლენა მოახდინა შვეიცარიულ ფრანკზე და ის 2007 წლის ბოლოს აშშ დოლართან და სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შესუსტდა. მიუხედავად ამისა, შვეიცარიის ნაციონალური ბანკი, მზარდი ინფლაციის გამო, 2008 წელსაც გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლს. სავარაუდოდ, 2008 წელს განაკვეთი მხოლოდ ერთხელ 0.25%-ით მარტში ან ივნისში გაიზრდება და ეს შვეიცარიულ ფრანკს უფრო მიმზიდველს გახდის დოლართან მიმართებაში.
დიდი ბრიტანეთი – ინგლისის ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: ღეპო რატე = 5.25%
ბოლო ცვლილებები : 07.02.2008, -0.25%
სავარაუდო მონაცემები 2008 წლის ბოლოსათვის
5.00% / 4.75%
კომენტარი: 2008 წლის თებერვლის სხდომაზე ინგლისის ბანკმა ბაზური განაკვეთი 0.25%-ით, ანუ 5.25%-მდე შეამცირა. ბაზარიც ამ გადაწყვეტილების მოლოდინში იყო. ინგლისის ბანკის ბაზური განაკვეთი შეიძლება მთელი წლის მანძილზე 4.75 %-მდე შემცირდეს. განაკვეთის შემდგომი შემცირება შესაძლებელია 2008 წლის აპრილში ან მაისში მოხდეს.
დიდი ბრიტანეთის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი
თებერვლის ბოლოსწინა კვირა ბრიტანული ფუნტის გამყარებისთვის არც ისე ხელსაყრელი იყო:
– 18 თებერვალს იპოთეკური ბანკის “Northern Rock-ის აქციების ვაჭრობა შეჩერდა. ინვესტორები არ იყვნენ მზად ინგლისის ბანკის მიერ წამოყენებული პირობებით მისი ყიდვისათვის, რაც გვაფიქრებინებს თუ რამდენად მიმზიდველია საერთოდ ბრიტანული ბანკები უცხოელი ინვესტორებისათვის.
– დიდი ბრიტანეთის საბანკო ჯგუფმა “Barclays PLC-მა განაცხადა 2007 წელს წმინდა მოგების 3,4%-ით შემცირების შესახებ, რაც გამოიწვია სუბპრიმე-ის კლასის იპოთეკაში ჩადებულ ინვესტიციებთან დაკავშირებულმა ჩამოწერებმა – პირველად დასახელებული 1,3 მლრდ ფუნტიდან 1,64 მლრდ ფუნტამდე.
– 2008 წლის 7 თებერვლის სხდომაზე ბაზური განაკვეთის 25 ბაზური პუნქტით, ანუ 5,25%-მდე შემცირებას სხდომის ცხრა წევრიდან მხარი შვიდმა დაუჭირა, ამასთან დევიდ ბლენჩფლაუერმა განაკვეთის 50 ბაზური პუნქტით შემცირებას მისცა ხმა. მან პრევენციული ზომის მიზნით, განაცხადა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდის მკვეთრი შენელების მაღალი რისკის არსებობის შესახებ.
ბრიტანელებისთვის პოზიტიური ფაქტორი იანვრის საცალო ვაჭრობის შესახებ მონაცემები გახდა, რომელიც ერთ თვეში 0,8%-ით, ხოლო წლიური გაანგარიშებით მოსალოდნელი 4,7%-ის ნაცვლად 5,6%-ით გაიზარდა.
საცალო გაყიდვების შესახებ ასეთი მაღალი მაჩვენებლები ბრიტანელი მომხმარებლების აქტივობაზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ განაკვეთების შემცირება ბრიტანეთში შედარებით ნელა მოხდება, ვიდრე იყო ნავარაუდევი.
ბრიტანული ვალუტის შემდგომი ვარდნის მიზეზი შეიძლება გახდეს უძრავი ქონების ბაზრის მონაცემები იმის შესახებ, რომ კორექცია სავარაუდოდ გაგრძელდება.