მიხეილ გორბაჩოვმა ჯორჯ ბუშს ვლადიმერ პუტინისაგან “რაღაც” გადასცა
თარგმნა ია ბაკურაძემ
გემი გაემგზავრება ორწლიან კრუიზში მსოფლიოს გარშემო, რომლის დროსაც დასრულდება ხომალდის საბოლოო მშენებლობა, ასევე დამონტაჟდება უახლესი ტექნოლოგიების საკომუნიკაციო სისტემები და სხვა ფუფუნებანი. რაც შეეხება ბინების გაყიდვას, ეს პროცესი უკვე დაიწყო. ყველაზე იაფი ბინა, დაბალ სართულებზე, 180 ათასი დოლარი ღირს. რაც მაღალია სართული, მით ძვირია მისი ფასი. ზოგიერთ მსურველს თავად შეუძლია შეუკვეთოს ბინის ფართი და დიზაინი. უფრო მეტიც, ულტრამილიონერებს იმის საშუალებაც მიეცემათ, შეიძინონ სამოსახლო ნაკვეთები ოკეანის ხედით, მინი-აეროპორტით და სხვა პირობებით. ყველაზე ძვირფას აგარაკებს კომპანია ჯერჯერობით არ აქვეყნებს და საუკეთესო ლუკმად იტოვებს. რაც შეეხება შედარებით იაფ ბინებს, მათზე სურვილი 2700 ადამიანმა გამოთქვა.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ხომალდი ტერორისტული აქტებისა და სხვა სახის საფრთხისგან აბსოლუტურად დაცულია, მაგრამ უსაფრთხოების პრობლემა ჯერჯერობით ბოლომდე მოხსნილი არაა. Aახალი გემი უახლესი ტექნოლოგიებითაა შეიარაღებული.24 აპრილს სსრკ-ის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი, ვაშინგტონში შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დაარწმუნა საბჭოთა კავშირის ექს-ლიდერი, რომ შტატები ამ ორ ქვეყანას შორის “კარგი, მეგობრული ურთიერთობების დამყარებისაკენ” ისწრაფვის. მიხეილ გორბაჩოვმა მადლობა გადაუხადა ჯორჯ ბუშს მხარდაჭერისათვის, ვლადიმერ პუტინისაგან მოკითხვა და “კიდევ რაღაც” გადასცა.
მიხეილ გორბაჩოვი თეთრ სახლს ფორმალურად ეწვია, რათა ჯერ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, კოლინ პაუელს (ჩოლინ Pოწელლ) შეხვედროდა, შემდეგ კი თვით პრეზიდენტის დამხმარეს, ეროვნული უშიშროების საკითხებში – კონდოლიზა რაისს (ჩონდოლეეზზა ღიცე). მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება, ამ დროს რაისთან კაბინეტში, “სრულიად შემთხვევით”, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შემოვიდა. მათ შორის საუბარი გაიმართა.
მიხეილ გორბაჩოვის თქმით, საუბარი, ძირითადად, აშშ-რუსეთის ურთიერთობებს შეეხებოდა. სსრკ-ის ექს-პრეზიდენტმა ბუშს აგრძნობინა, რომ დიდ დიპლომატიურ გამარჯვებას მიაღწია: მისი განცხადებით, ჯორჯ ბუშმა უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. როგორც ცნობილია, ადრე აშშ-ის პრეზიდენტი არ ჩქარობდა ასეთი შეხვედრის დაგეგმვას: იგი ივლისში, გენუაში “დიდი რვა სახელმწიფოს” სამიტისას იყო დაგეგმილი.
მიხეილ გორბაჩოვმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბუში ვერ ხედავს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გადაუჭრელ პრობლემებს, და დაამშვიდა რუსი მოსახლეობა, რომ რუსეთ-ამერიკის ამჟამინდელ ურთიერთობებს თუ “კლინტონ-ელცინის პერიოდის” დროინდელს შევადარებთ, საგანგაშო არაფერია. უბრალოდ, თეთრ სახლში დემოკრატები რესპუბლიკელებმა შეცვალეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა მიხეილ გორბაჩოვთან 45 წუთიანი საუბრის დროს სსრკ-ის ექს-პრეზიდენტი იმაშიც დაარწმუნა, რომ “პრეზიდენტ ბუშსა და მის ადმინისტრაციას განზრახული აქვს, კარგი, ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთან”.
ამერიკის უმაღლეს ხელისუფლებასთან შეხვედრებმა უფრო მეტად შეავსეს მიხეილ გორბაჩოვის ისედაც გადატვირთული 10 დღიანი ვიზიტის პროგრამა. პრეზიდენტთან შეხვედრამდე მან მისი მამის – უფროსი ჯორჯ ბუშის მონახულება და მისგან “საზოგადოებრივი მოღვაწეობის” პრემიის მიღება მოასწრო. ამასთან, სსრკ-ის ექს-პრეზიდენტი ჟურნალისტის როლშიც გამოვიდა და თავის ყოფილ პარტნიორს ინტერვიუც ჩამოართვა.
ფილმი აშშ-ის 41-ე პრეზიდენტზე 14 ნაწილისაგან შემდგარ სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების ციკლში – “ხელისუფლების საიდუმლოებანი”, შევა. ამას გარდა, თავისი ვიზიტის დროს მიხეილ გორბაჩოვმა ბავშვთა დახმარების ფონდისთვის, ლეიკემიით დაავადებულთათვის და რაისა გორბაჩოვას სახელობის საერთაშორისო მემორიალური ფონდისათვის სახსრები შეაგროვა.
ამ ვიზიტამდე სსრკ-ის ექს-პრეზიდენტმა, რომელიც IOA-ს ძველ სახალხო საბჭოს თავმჯდომარეობდა, განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების დროს, იგი მათ ტელეკომპანიის მხარდაჭერას სთხოვდა. შეასრულა თუ არა დანაპირები მიხაილ გორბაჩოვმა, ცნობილი არ არის. თუმცა, კრემლის დანაბარები მან ნამდვილად შეასრულა – პრეზიდენტ ბუშს ვლადიმერ პუტინისაგან მოკითხვა და, როგორც თვითონ აღნიშნა, “კიდევ რაღაც” გადასცა. სსრკ-ის ექს-ლიდერმა უარი თქვა განემარტა, თუ რა იგულისხმა ამ სიტყვებში.