დოქტორ კეინსის ჩინელი პაციენტი
რედაქციისაგან
კითხვაზე, თუ რითი აპირებს ჩინეთი მსოფლიოს კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროს, მისი ოფიციალური წარმომადგენლები შაბლონურ პასუხს იძლევიან – თავისი “უდიდესი დაბანდებებით” ქვეყანა ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ჩინეთი მსოფლიოს კრიზისისგან განთავისუფლების თავისეულ გამოსავალს ორი არგუმენტით ხსნის: პირველი – ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის გაგრძელება განვითარებულ ქვეყნებში რეცესიის შემსუბუქებას შეუწყობს ხელს, მეორე – ნოემბრის დასაწყისში ხელისუფლების მიერ ფისკალური სტიმულირებისთვის ზომების მიღების შესახებ გაკეთებული განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აპირებს ყველა ნაბიჯის გადადგმას იმისთვის, რომ სტაბილური ეკონომიკა შეინარჩუნოს.
ზომების ამ პაკეტის მოცულობა, რომელიც ორ წელიწადზეა გათვლილი, შესაძლოა გახმაურებულ 4 ტრლნ იუანზე (586 მლრდ დოლარზე) ნაკლები აღმოჩნდეს. ეს თანხა ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 14%-ს შეადგენს. ხელისუფლების განცხადებაში მითითებული ასიგნებები ბიუჯეტის მიერ უკვე გამოყოფილ თანხებსაც მოიცავს. განცხადებაში ჩამოთვლილი პრიორიტეტები თითქმის ყველა სფეროს მოიცავს : მარცვლეულის შესასყიდი ფასების ზრდა, დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირება, დაბანდებები ინფრასტრუქტურაში, მიწისძვრისგან დაზარალებული რაიონების აღდგენა, ინვესტიციები ჯანდაცვაში, განათლებასა და გარემოს დაცვაში.
მიუხედავად იმისა, რომ მოცემული სია უფრო თოვლის ბაბუასთვის გაგზავნილ ნაციონალურ წერილს გავს, ეს პაკეტი მაინც სწორი მიმართულებით გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთის ლიდერებს გააზრებული აქვთ არსებული საფრთხეები და მათ თავიდან ასაცილებლად ფისკალური და საკრედიტო პოლიტიკის ზომებს იღებენ. ამით დანარჩენ მსოფლიოს მზადყოფნის სიგნალს უგზავნიან. ჩინეთში უკვე შეინიშნება ეკონომიკური ზრდის შენელება, რომელიც მომავალ წელს შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით რამდენიმე წლიანი ზრდის შემდეგ 6%-იანი მატება ჩინეთისთვის “უხეში დაშვების” ტოლფასი იქნება, რაც ქვეყანაში სოციალურ დაძაბულობას გაზრდის.
ჩინეთის ლიდერებმა იციან, რომ უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად მშპ-ის მინიმალური ზრდა 8% უნდა იყოს. ხელისუფლება სწორად თვლის, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და შიდა მოხმარების სტიმულირებაში ჩადებული სახსრები ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად გადადგმული ყველაზე ეფექტური ნაბიჯია. ჩინეთი 1990-იანი წლების იაპონია არ არის, სადაც იმავე მიზნით ფული უსარგებლო ობიექტებზე იხარჯებოდა. ჩინეთში ჯერ კიდევ გასაფართოებელია სარკინიგზო ქსელები და ცენტრალური სატრანსპორტო გზები და ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ფული მდიდრული დარბაზებისა და ადგილობრივი კორუმპირებული ჩინოვნიკების ძეგლების დასადგმელად არ უნდა იხარჯებიდეს. უფრო მეტიც, თუ თანხებს გამოუყოფენ მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილ ფენას ჯანდაცვისა და განათლებისათვის, ხელისუფლების პაკეტი გლობალურ პარადოქსს თავიდან აიცილებს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ღარიბი ჩინელი გლეხების დანაზოგების სუბსიდირებას დასავლეთის ქვეყნების ჭარბი მოთხოვნა ახორციელებს.
თუ სოფლად მცხოვრები 800 მლნ ჩინელი ფულის შენახვას მის ხარჯვას ამჯობინებს, შიდა მომხარების ზრდა ეკონომიკის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. ხელისუფლება როგორც ჩანს, ასეთ სტრუქტურულ ძვრას ენთუზიაზმის გარეშე უყურებს. ამიტომაც ჩინელებს ფულის ხარჯვის სურვული არ აქვთ და ისინი იმაზე ფიქრობენ, როგორ გადაიხადონ სამედიცინო მომსახურების ხარჯები, როგორ მისცენ საკუთარ შვილებს კარგი განათლება და როგორ იცხოვრონ სიბერეში. ჩინეთში ძალიან დაბალია ჯანდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ხარჯები, ის მშპ-ის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.
ხელისუფლების მიერ მიღებულ პაკეტში არაფერია თქმული ისეთ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელსაც შეეძლო გადამწყვეტი როლი ეთამაშა სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში. საუბარია გლეხებისათვის ყველაზე ძვირადღირებულ აქტივზე – მიწაზე დიდი უფლებების მინიჭების თაობაზე. მოკლევადიანი არენდის გამო (საერთოდ 30-წლიანია) სოფლის მცხოვრებლებს არ აქვთ უსაფრთხოებისა და თავდაჯერებულობის განცდა, არ შეუძლიათ სახსრების ასაღებად თავიანთი ნაკვეთები ჩადონ. ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მიწის მფლობელობაზე ახალი ინიციატივა შეიმუშავა, მაგრამ მასში არაფერი კონსტრუქცუილი არ არის. გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ხელისუფლებას ამ სფეროში უფრო გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა უნდა აიძულოს.