ფიშერი წავიდა და დახმარებაც წაიღო
მოამზადა ია ბაკურაძემ
საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებას მეტ-ნაკლებად IMF-თან ურთიერთობა განაპირობებს და, ამდენად, მნიშვნელოვანია იქ მიმდინარე ყველა მოვლენა, მით უმეტეს, ისეთი უმნიშვნელოვანესი, როგორიცაა, სტენლი ფიშერის გადადგომა. რატომღაც ერთმანეთს დაემთხვა სტენლი ფიშერის მოსვლა სავალუტი ფონდში დაnIMF-ის პოლიტიკის გააქტიურება საქართველოში. ასევე ნიშანდობლივია, რომ მისი წასვლის შემდეგ IMF-მა გაამკაცრა მიდგომა განვითარებად ქვეყნების მიმართ და აპრილ-მაისში განკუთვნილ ფულს საქართველო, უკეთეს შემთხვევაში, შემოდგომაზე, ან საერთოდ ვერ მიიღებს.
საინტერესოა, ფიშერის, განვითარებად ქვეყნების ბანჯგვლიან-კოჟრიან ფეხებისთვის გაპიწკინებული დასავლეთის სტანდარტების ფეხსაცმლის ჩაცმის იდეოლოგიის წასვლა, უბრალოდ დაღლა და სხვაგან მუშაობის სურვილი იყო, თუ კამდესიუს შემდგომ, აღმასრულებელი დირექტორის ერთ-ერთი პრეტენდენტი ვერ შეეგუა ან არ იგუა გერმანელმა ბანკირმა. იქნებ იდეოლოგიამ არ გაამართლა არც თურქეთში, არც არგენტინაში, არც…
იქნებ, ყველა ქვეყანა ინდივიდუალურია და ძნელია ერთი სტილის მაკროეკონომიკის სახელმძღვანელოთი ყველას უკარნახო ცხოვრების წესი. ერთი ცხადია, IMF იცვლის მიდგომას და პრინციპებს განვითარებადი ქვეყნების მიმართ, ამკაცრებს და, ალბათ, სასიკეთოდაც, რადგან გაჭირვება ამ ქვეყნებს გაქცევას (პრობლემის მოგვარებას) ასწავლის. და მაინც, ვინ იყო სტენლი ფიშერი?
სტენლი ფიშერი სსფ-ის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილეა. ეს თანამდებობა მან 1994 წლის სექტემბერში დაიკავა.
სავალუტო ფონდში ამ თანამდებობის მიღებამდე ფიშერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (მტი) პროფესორი და ეკონომიკის კათედრის გამგე გახლდათ. 1988 წლის იანვრიდან 1990 წლის აგვისტომდე მას მსოფლიო ბანკში ვიცე-პრეზიდენტის და მთავარი ეკონომისტის თანამდებობა ეკავა.
იგი ზამბიაში 1943 წელს დაიბადა. ფიშერმა 1962-1966 წლებში ლონდონის ეკონომიკური სკოლის ეკონომიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის (ეკონი) და ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის (ეკონი), ხოლო 1969 წელს მტი-ში ეკონომიკაში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო. 1973 წლამდე იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტში ეკონომიკის პროფესორის ასისტენტი იყო, შემდეგ მტი-ის ეკონომიკის კათედრაზე დაბრუნდა, როგორც პროფესორ-თანამშრომელი. 1977 წელს კი ეკონომიკურ მეცნიერებათა პროფესორი გახდა. მას დროებითი თანამდებობები ეკავაHebrew University-ში, იერუსალიმსა და სტენფორდის Hoover Institution-ში.
ფიშერი მაკროეკონომიკის (რუდი დორნბუშთან ერთად) და რამდენიმე სხვა წიგნის ავტორი გახლავთ. იგი თავის ნაშრომებს დიდი ხნის განმავლობაში ბეჭდავდა პროფესიონალურ ჟურნალებში.
სსფ-ის მეორე ყველაზე უფროსმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სტენლი ფიშერმა, ფონდში 7 წლიანი მუშაობის შემდეგ, როდესაც მან უამრავი ფინანსური კრიზისის წინასწარი პროგნოზები გააკეთა, 8 მაისს თავისი გადადგომის შესახებ განაცხადა.
ფიშერი, რომელიც, როგორც სსფ-ის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილე, მილიარდობით დოლარის ღირებულების უამრავი პროექტის ექსპერტი იყო, ფონდში მის ადგილზე ახალი კანდიდატურის მოძებნამდე დარჩება.
“მე მოვახსენე მმართველ დირექტორს, რომ თანამდებობიდან გადადგომას ვაპირებ და სსფ-ის დატოვებას მას შემდეგ, როცა მოხერხდება ჩემი შეცვლა ახალი კანდიდატურით”, – განაცხადა სტენლი ფიშერმა.
“მე სსფ-ს ამ დაწესებულებისადმი უდიდესი პატივისცემის გრძნობითა და იქ მომუშავე ერთგული და სახელოვანი პერსონალისადმი დიდი სიმპათიებით გამსჭვალული ვტოვებ. მაგრამ ფონდში თითქმის შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ, დროა სხვა საქმეებზე გადავინაცვლო”.
მას შემდეგ, რაც გასულ წელს სსფ-ის მმართველი დირექტორი, მაიკლ კამდესუსი გადადგა, 57 წლის ფიშერი ერთ-ერთი კანდიდატურა იყო, რომელიც მას შეცვლიდა. კამდესუსი ჰორსტ კოლერმა შეცვალა.
ფიშერი დაიბადა ზამბიაში (შემდგომში ამერიკის მოქალაქეობა მიიღო), რამაც მას სსფ-ის ძირითადი დებიტორების, განვითარებადი ქვეყნების პრობლემების უკეთ დანახვის საშუალება მისცა.
1997-1999 წლების აზიური ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა, ტაილანდი, ბრაზილია და რუსეთი დახმარების დიდი პროექტები ესაჭიროებოდათ. სსფ-ში ფიშერი, რომელიც ყველა სესხის გაცემას მართავდა და რომელმაც ყველა ეკონომიკური გეგმის სირთულეები გადალახა, შეუცვლელად ითვლებოდა.
ფიშერი გამუდმებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ. აშშ-ის ყოფილმა ხაზინის მდივანმა, რობერტ რუბინმა მას არსებული დროის “უცნობი გმირი” უწოდა.
იგი რეალურად ახორციელებდა კამდესუსის ზოგჯერ იდეალისტურ დაკვირვებებს. ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი ტყუის და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კორეა კრახის წინაშე იდგა, როდესაც სავალუტო ფონდმა 1997 წლის დეკემბერში მას სარეკორდო სესხი მისცა.
ფიშერი სსფ-ში 1994 წელს შევიდა და ამავე დროს ორი წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკში მთავარი ეკონომისტი იყო.
ფონდში მომუშავე პერსონალის განცხადებით, ფიშერის ქოლერისადმი დამოკიდებულება თავიდანვე ცივი იყო. ფიშერთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ ეს ცივი გონების პატრონი თავისი უფროსის საქმეების მართვის მანერას მკვეთრად მიიჩნევდა.
“როდესაც ერთი წლის წინ სსფ-ში მოვედი, ფიშერს ჩემთან, სულ მცირე დაწყებითი პერიოდის განმავლობაში, როგორც მმართველ დირექტორს ისე უნდა ემუშავა. იგი ამ ამპლუაში შესანიშნავი იყო”, – განაცხადა ქოლერმა.
“სტენლი ფიშერი ექსტრაორდინარული ეკონომისტი და საზოგადო მოღვაწეა. მისმა რჩევებმა და დახმარებებმა ძალიან დიდი დახმარება გამიწია ფონდში ჩემი მუშაობის პირველ წელს”, – განაცხადა ჰორსტ ქოლერმა – “ძალიან ვწუხვარ, რომ მან მალე უნდა დაგვტოვოს”.