პროკრედიტ ბანკი, საქართველო მოგებით ასრულებს 2008 წელს
რედაქციისაგან
მსოფლიო ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი მკვეთრად უარყოფითად აისახა მსოფლიო საბანკო სისტემაზე. საქართველოში მოვლენების განვითარებას კიდევ უფრო მეტ დრამატულობას სძენს აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი. საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ მრავალი ექსპერტი მსჯელობს და უამრავი სტატია ქვეყნდება. 20 მაისს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” შეკრებილ საზოგადოებას 2008 წლის წლიური ანგარიში წარუდგინეს “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.
“პროკრედიტ ბანკის” გენერალური დირექტორი ფილლიპ პოტი აცხადებს, რომ ეკონომიკური პირობების გაუარესების მიუხედავად 2008 წელს “პროკრედიტ ბანკი” ინარჩუნებს ყველა მიმართულებით სწრაფად განვითარების ტენდენციას და ბანკის მიერ მოზიდულ კლინტთა რაოდენობაც იზრდება. ბანკი ლიდერობას ინარჩუნებს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსების სფეროში. ექსპერტები აცხადებენ, რომ ბანკის სტაბილურობა დაკრედიტების მისეულმა სწორმა პოლიტიკამ განაპირობა. “პროკრედიტ ბანკმა” იპოთეკური სესხების ნაცვლად პრიორიტეტად მცირე და ძალიან მცირე საწარმოების დაკრედიტება აირჩია.
2008 წელს ბანკმა 16 ახალი ფილიალი გახსნა, მათ შორის, ერთი ზესტაფონში და ერთი ბორჯომში. იგი დიდ ინვესტიციას დებს თანამშრომლთა უნარ-ჩვევების ამაღლებაში.
აქციონერთა ახალი სტრუქტურა: 2009 წლის მარტში ს.ს. პროკრედიტ ჰოლდინგმა (მაინის ფრანკფურტი) IPC(international Project Consult) GmbH-სგან დარჩენილი აქციების 6.1%-იანი პაკეტი შეისყიდა და “პროკრედიტ ბანკი, საქართველოს” აქციათა 100%-ის მფლობელი გახდა. “პროკრედიტ ჰოლდინგი” ყველა “პროკრედიტ ბანკის” ძირითადი აქციონერი გახდება.
2008 წლის შემაჯამებელი ანგარიში: 2008 წელს ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 36.3%-ით გაიზარდა და 526.1 მლნ ლარი შეადგინა. პირველ შვიდ თვეში – აგვისტოდან დეკემბრამდე, ერთ დონეზე შენარჩუნდა საკრედიტო პორტფელი, რადგანაც ამ პერიოდში შემცირდა კრედიტებზე მოთხოვნა. წლის ბოლო თვეებში, მიუხედავად გაურესებული ეკონომიკური მდგომარეობისა, ბანკმა შეინარჩუნა საკრედიტო პორტფელის მაღალი ხარისხი. 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების მქონე კლიენტები მთლიანი პორტფელის მხოლოდ 1.2%-ს შეადგენდა.
ანაბრები: გასულ წელს ბანკის ანაბრების მოცულობა 6.3%-ით გაიზარდა და 293.6 მლნ ლარი (176.1 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო კლიენტთა ანგარიშების მთლიანმა რაოდენობამ 365.000-ს მიაღწია. მათგან თითქმის 130.000-მდე შემნახველი და ვადიანი ანაბარია, რომელთა 88% 1000 აშშ დოლარზე ნაკლები თანხისაა. მცირე მოცულობის შემნახველი ანაბრების ასეთი დიდი რაოდენობა ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ “პროკრედიტ ბანკის” მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. კრედიტების მსგავსად პირველი შვიდი თვე მკვეთრად იზრდებოდა ანაბრების მთლიანი მოცულობა, წლის ბოლოსკენ კი ზრდა შეჩერდა. მიუხედავად ამისა, 2008 წელს ბანკში ანაბრების მთლიანი მოცულობის გაზრდა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობის ნდობის ხარისხი ამ ბანკისადმი მაღალია.
ლიკვიდურობა: მიუხედავად საკრედიტო პორტფელის უფრო სწრაფი ზრდისა ანაბრებთან შედარებით, საერთაშორისო პარტნიორებისგან მოზიდული გრძელვადიანი დაფინანსებით ბანკმა 2008 წელს შეინარჩუნა მაღალი ლიკვიდურობა. განვითარების ბანკისგან (BSTDB) მიიღო, ხოლო 10 მლნ აშშ დოლარი მას შვეიცარიის საინვესტიციო ფონდმა რესპონსAბილიოტყ-მ გამოუყო. დეკემბერში “პროკრედიტ ბანკი საქართველომ” ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან (FMO) 10 მლნ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი მიიღო. ამავე თვეში ხელი მოეწერა საკრედიტო ხელშეკრულებას გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW) და ავსტრიის განვითარების ბანკთან (OeEB) 47.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო ხაზის გამოყოფაზე. 47.5 მლნ აშშ დოლართან დღეისათვის ბანკს 12 მლნ აშშ დოალრი აქვს გამოყენებული.
ფინანსური შედეგები: 2008 წელი “პროკრედიტ ბანკმა” 13.6 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურა. ეს 2007 წელთან შედარებით (10.2 მლნ ლარი) 33%-იანი ზრდაა, რაც ბანკის ფინანსურ სტაბილურობასა და მის სიძლიერეზე მიუთითებს.
სამომავლო გეგმები: პრიორიტეტად მომავალშიც დარჩება ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტება. სწორედ ეს საწარმოები ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. სხვა ბანკებისგან განსხვავებით, “პროკრედიტ ბანკი” არაა ორიენტებული სამომხმარებლო სესხებზე. ბანკი ხელს უწყობს საქართველოში დაზოგვის კულტურის განვითარებას.
2009 წლისთვის იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა, რაც გააფართოვებს ბანკის მოქმედების არეალს და საშუალებას მისცემს მას მოემსახუროს რაც შეიძლება მეტ კლიენტს თბილისსა და სხვა რეგიონებში.