რეცესიას პირველად აზია გადალახავს
რედაქციისაგან
გლობალური რეცესიის დროს წარმოების მკვეთრად შემცირების გამო აზიის ქვეყნებში ეკონომიკამ უდიდესი ზარალი განიცადა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მდგომარეობა მანამ არ გამოსწორდება, სანამ ამერიკასა და ევროპაში მოთხოვნა კვლავ არ გაიზრდება, რადგან აზიის ქვეყნების ეკონომიკა ძლიერ დამოკიდებულია ექსპორტზე. საკმაოდ ახლო წარსულში, 1990-იანებში, აზიამ დაძლია ძლიერი ეკონომიკური კრიზისი და ახლაც ერთ-ერთი უსასტიკესი ეკონომიკური კრიზისის პირობებშია. თუმცა, შესაძლებელია მათ კიდევ ერთხელ გააოცონ მსოფლიო.
1998 წლის მონაცემების მსგავსია მთელს რეგიონში ფასების მკვეთრად დაცემა. ჩინეთი და ინდოეთი ეკონომიკურ ზრდას განაგრძობენ, მაგრამ აზიის ახალი ბაზრების დანარჩენი ნაწილის მშპ 2008 წლის მეოთხე მეოთხედში 15%-ით შემცირდა. პირველი მეოთხედის ციფრები მხოლოდ სამმა ქვეყანამ გამოაქვეყნა. ჩინეთის მშპ 6%-ით გაიზარდა, რაც წინა მეოთხედთან შედარებით 1%-ით მაღალი მაჩვენებელია. სამხრეთ კორეის მშპ 0.2%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც 19%-ით შემცირდა წინა სამი თვის მონაკვეთში, სინგაპურის მშპ კი 20%-ით დაეცა. ექსპორტის მონაცემები მიგვანიშნებს, რომ ყველაზე ცუდი უკან დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეის წლიური ექსპორტი 19%-ით შემცირდა აპრილამდე, იგი წლის დასაწყისიდან აპრილამდე 53%-ით გაიზარდა. იგივე პერიოდში 29%-ით გაიზარდა ტაივანის ექსპორტი. ჩინეთის ექსპორტი ბოლო რამდენიმე თვეში სტაბილურია, მაგრამ მისი წარმოების მოცულობა ბოლო სამი თვის განმავლობაში წლიური 25%-ით გაიზარდა.
ეკონომისტები უკვე ფიქრობენ, რომ ჩინეთის მშპ წლიურ 8%-იან ზრდას მიაღწევს იმ შემთხვევაშიც, თუ ამერიკის მომხმარებლები მომჭირნეობას განაგრძობენ. რეცესიის პირობებშიც კი ჩინეთის ექსპორტზე მშპ-ის 5% მოდის. დებატების საგანი ხდება იმ ქვეყნების ეკონომიკის მომავალი, რომლებიც უფრო მცირე ესპორტზეა ორიენტირებული. ასეთებია ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, სინგაპური და ტაივანი. ეკონომისტი რობერტ საბარამანი ასახელებს იმ რამდენიმე მიზეზს, რომელთა გამოც, ეს ეკონომიკები კვლავ რთულ მდგომარეობაში დარჩებიან. პროდუქციისა და ექსპორტის ზრდა ბოლო დროს მკვეთრად აისახება იმ ფაქტზე, რომ ფირმები მარაგებს არ ამცირებენ, რაც მათ მხოლოდ ხანმოკლე გამარჯვებამდე მიიყვანს. ფირმების შეზღუდული უნარი ასევე მიგვითითებს, რომ გაგრძელდება ინვესტიციების შემცირების ტენდენცია და გაიზრდება უმუშევრობის მაჩვენებელი, რაც თავისთავად უარყოფითად იმოქმედებს მოხმარების მაჩვენებელზე. ჩინეთის ექსპორტის 60% აზიის დანარჩენი ქვეყნებიდან მოდის, მაგრამ კომპონენტების ნახევარზე მეტი ჩინეთში მუშავდება და შემდეგ ექსპორტის სახით მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებს მიეწოდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უკანასკნელ ეკონომიკურ მიმოხილვაში გაკეთებული პროგნოზით მხოლოდ 1.6%-ით გაიზრდება 2010 წლისათვის ეკონომიკა აზიის რეგიონისთვის, გარდა ჩინეთისა და ინდოეთისა. პროგნოზი დამყარებულია მოლოდინზე, რომელიც ამერიკის ეკონომიკის სტაგნაციაში მდგომარეობს. “ბარკლაი კაპიტალის” ეკონომისტი პიტერ რედუარდი ამტკიცებს, რომ აზია ყველა სხვა რეგიონზე ადრე გადალახავს კრიზისს. 2010 წელს მცირე აზიური ეკონომიკები თითქმის 4%-ით გაიზრდება, ხოლო თუ მას ჩინეთსა და ინდოეთს დავუმატებთ მაჩვებელი 7%-საც კი მიაღწევს, – აცხადებს ეკონომისტი.
ამ ოპტიმიზს იგი ერთი მნიშვნელოვანი მიზეზით ხსნის: პირველ რიგში ძლიერ დაზარალდნენ სწორედ აზიური ეკონომიკები. აზიელებს ხშირად ადანაშაულებენ, რომ ისინი ძალზე მაღალ დანაზოგებს აკეთებენ და ძალიან ცოტას ხარჯავენ, მაგრამ პიტერ რედუარდი ამტკიცებს, რომ მათი გაჭირვების მთავარი მიზეზი მშპ-ში წარმოების მაღალი წილია, რომელიც მსოფლიოს დანარჩენ რეგიონებთან შედარებით ძალიან მაღალია. მანქანათმწარმოებლები, ასე ელექტრონული საქონლისა და მანქანა-დანადგარების მწარმოებლები ერთ წრეზე მოძრაობენ. მდიდარ და ახალ ეკონომიკებში განსაკუთრებით მკვეთრად დაეცა ისეთი ეკონომიკების მშპ, სადაც უმსხვილესი წილი წარმოებაზე მოდიოდა. სამაგიეროდ, იგივე მიზეზის გამო ეკონომისტი აზიური ეკონომიკების წარმატებას მოელის. მეორე მიზეზია სხვა რეგიონებთან შედარებით აზიის მსხვილი ფისკალური სტიმული. ჩინეთმა, იაპონიამ, სინგაპურმა, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა და მალაიზიამ 2009 წლისთვის ფისკალური პაკეტი მშპ-ის 4% გამოაცხადეს, რაც ამერიკის წლევანდელ ფისკალურ პაკეტს ორჯერ აღემატება. მექანიზმი უკეთესად იმუშავებს აზიაში, ვიდრე ამერიკასა და ევროპაში, რადგან კორპორატიული და სამეურნეო ვალების გამო მოხდება გადასახადების შემცირება ან ნაღდი ფულის გადაცემა, რაც უფრო მეტ წილად დაიხარჯება, ვიდრე დაიზოგება. როგორც ნავთობისა და სხვა საქონლის უმსხვილესი ეკონომიკები, ვეფხვებიც გასულ წლებში კარგად ხეირობდნენ ფასების კლების გამო. ეს გადასახადების შემცირებას ნიშნავდა და ეკონომიკა რეალურ მოგებაზე გაჰყავდა. საკვებ პროდუქტებსა და ნედლეულზე ფასების კლება მთავრობის სასარგებლოდ მოქმედებს, თუმცა ნავთობპროდუქტების გაძვირების საშიშროება კვლავ დგება.
1998 წელს ფინანსურ კრიზისს აზიამ სწორედ დასავლეთში ძლიერი ექსპორტის შენარჩუნების გზით დააღწია თავი. უკანასკნელი ანალიზების მიხედვით, პესიმისტი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრიზისის დაძლევა ძლიერი ექსპორტის დამსახურება არ იყო. მთავარი გამარჯვება აზიის ეკონომიკებს მომხმარებელთა მაღალმა დანახარჯებმა მოუტანა. მსხვილი ფისკალური სტიმულის პაკეტით და კერძო სექტორის ჯანსაღი ბალანსით აზიის ეკონომიკების უმრავლესობებში უნდა გამოცოცხლდეს შიდა დანახარჯები (მოხმარება და ინვესტიცია). ეს სავარაუდოდ მომავალ წელს მშპ-ის 7%-იან ზრდაში გამოიხატება, მიმდინარე წელს კი ეს მაჩვენებელი 4-5%-ია. ამერიკის შიდა მოთხოვნა 2010 წელს პროგნოზების მიხედვით კვლავ დაბალი იქნება. იაპონიისა და მთლიანად აზიის შიდა დანახარჯები (როგორ გაცვლითი კურსი) მომავალ წელს გაუსწრებს ამერიკის ამავე მაჩვენებელს. მაგრამ რა იქნება აზიის გრძელვადიანი პერსპექტივა? აზიის შიდა მოთხოვნის ზრდა წლეულს და მომავალ წელს მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების დამსახურება იქნება. მდიდარი ქვეყნებისგან განსხვავებით, ახალ აზიას რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ექნება ადგილი ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისათვის. მაგრამ მთავრობას ახლა მოხმარების ზრდა სჭირდება იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურების პროექტების დასრულების შემდეგ სხვაობა ამოავსოს. აზიური მეურნეობების მოხმარების დაბალი მაჩვენებელი და სესხები მიანიშნებს, რომ მათ ჯერ კიდევ ფართო არეალი აქვთ დანახარჯების გასაწევად. მაღალი დაზღვევა კი აზიელებს ნაკლები დანაზოგების გაკეთებისკენ უბიძგებს. ეჭვგარეშეა, რომ შიდა დანახარჯების გაზრდა ბევრ აზიურ ეკონომიკას დაეხმარება ზრდაში.
ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის ექსპორტის მთლიანი მოცულობის ზრდა, მაგრამ შიდა მოხმარების ზრდით აზიის ეკონომიკები წლიურად თითქმის 7%-ით გაიზრდება მომავალი 5 წლის განმავლობაში. მართალია, ეს ერთგვარი იმედგაცრუებაა 9%-იან ზრდასთან შედარებით, მაგრამ აზიის ეკონომიკა სამჯერ უფრო სწრაფად დაძლევს კრიზისს, ვიდრე ამას სხვა მდიდარი ქვეყნების ეკონომიკები მოახერხებენ.