კარგი, ცუდი, ბოროტი საბანკო რეფორმა
ნინო არველაძე
პრეზიდენტი ბარაკ ობამა კრიზისის გასრესვას იმ ცნობილი ბედკრული ბუზივით აპირებს, რომლის ულმობელი მკვლელობაც პირდაპირ ეთერში დაფიქსირდა და საბანკო სისტემის რეგულირების გეგმას აქვეყნებს. გეგმას ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. აშშ-ის ხაზინა საბანკო სისტემაში დიდ რეფორმებს მიესალმება და ცდილობს კონგრესი მის სისწორეში დაარწმუნოს. აშშ-ის ხაზინის უფროსი თიმოთი გეიზერი აცხადებს, რომ ახლა აუცილებელი რეფორმების დროა. იგი დასძენს, რომ გარკვეული დეტალები დახვეწას მოითხოვს, მაგრამ ჩვეულებრივი მოსახლეობა ძალიან დაზარალებულია, შერყეულია ნდობა აშშ-ის ფინანსური სისტემის მიმართ და ამიტომაც რეფორმის გადადების დრო არ არის. გთავაზობთ ობამას ადმინისტრაციის გეგმის შინაარს და პრესის გამოხმაურებას:
1. გეგმის თანახმად მსხვილ ბანკებს მოეთხოვებათ რისკის შემცირების მიზნით მომავალი ზარალის წინააღმდეგ ფულის გადადება.
2. მომხმარებელს განსაკუთრებული საშუალებები მიეცემათ თავიანთი პროცენტების დასაცავად, აგრეთვე იპოთეკური და საკრედუტო ბარათების დასარეგულირებლად.
რეფორმის უკეთ გასაგებად პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის აშშ-ის ფინანსური რეგულატორის უდიდესი წმენდაა 1930 წლის შემდეგ.
რეფორმის თანახმად აშშ-ის ცენტრალური ბანკი, ფედერალური რეზერვი, წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგს ჩაატარებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფინანსური ფირმების უყურადღებოდ დატოვებამ სისტემის მოშლა გამოიწვია, რაც რისკს უქმნის, როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს.
“ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ ახალი სისტემის ასაშენებლად, რომელიც ეკონომიკური ზრდას მოგვიტანს. ეს არ იქნება ადვილი. ვიცით, რომ რეცესია მხოლოდ ერთი ფიასკოს შედეგი არ არის, ჩვენ უამრავი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაც შეცდომების კასკადის შედეგია” – აცხადებს ობამა.
ახალი წესები
რეფორმის მიზანია სუბ-პრაიმის კრიზისისა და ფინანსურ დაღმავლობის დაძლევა. ფინანსური ბაზრების ასოციაციის პრეზიდენტი თიმოთი რაიანი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ დებატები მოქმედებაში გადაიყვანა, რაც მნიშვნელოვნად წინაგადადგმული ნაბიჯია. ის აცხადებს, რომ აღნიშნული გეგმა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა აშშ-ის მარეგულირებელი სტრუქტურის ხელახლა ასაშენებლად და იმისათვის, რომ ფინანსური სისტემა გახდეს უფრო სტაბილური, სანდო და უკეთესად შეეწყოს აშშ-ის ეკონომიკას.
მაგრამ ყველა ასეთი დადებითი მიდგომით არ გამოირჩევა.
სმიტის სკოლის წარმომადგენელი პიტერ მორიკი ცვლილებას აღწერს, როგორც “უზარმაზარ ბიუროკრატიას, რომელიც ძალიან ძვირადღირებული იქნება და მალე დაამტკიცებს თავის არაეფექტურობას.”
მომხმარებლის დაცვა
ფინანსურ კრიზისზე საუბრისას პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ კომპლექსურმა ფინანსურმა ინსტუმენტებმა რისკი კონცენტრირების ნაცვლად გაზარდა და რომ იოლი ფული მხოლოდ ქვიშაზე იყო ნაშენები.
ცვლილება ითვალისწინებს სისტემური რისკის დაძლევას, რომელსაც ფინანსური სისტემის დაზიანება შეუძლია. ბანკებისთვის გაიზრდება მოთხოვნა კაპიტალზე, რაც გამოიწვევს მთავრობის მხრიდან დაუძლურებული ინსტიტუტების ბედის თავის თავზე აღებას და დაიცავს მომხმარებლებისა და ინვესტორების ინტერესებს. შეიქმნება მომხმარებელების ფინანსური დაცვის ახალი სააგენტო და ფედერალური სავაჭრო კომისია. ინვესტორთა სასარგებლოდ გაიზრდება უსაფრთხოებისა და სავალუტო ოპერაციების კომისიების ძალაუფლება.
უფრო მეტად რეგულირებადი გახდება ჰეჯ-ფონდები, სესხების დარეზერვება და ბირჟაზე დაურეგისტრირებელი დერივატივები. ჩამოთვლილთაგან ყველას ფინანსური კრიზისის გაღვივებასა და “უპასუხისმგებლობის კულტურის” დანერგვაში სდებენ ბრალს” – აცხადებს ობამა. უძრავი ქონების ბროკერებს მაღალი სტანდარტები მოეთხოვებათ, ეგზოტიკური უძრავი ქონება, რომელიც არსებულ ღირებულებებს მალავდნენ, ნორმად აღარ მიიჩნევა. გაიზრდება ძალაუფლება მეწილეებისათვის, რომლებიც აქტიურად ჩაერევიან ბონუსების საკითხებში.
ახალი ინსტიტუტები
რეფორმები გააძლიერებს ფედერალური რეზერვის ძალაუფლებას, რათა მან საჭიროებრისამებრ შეძლოს ზედამხედველობა და მოითხოვოს ნებისმიერი პრობლემური ფინანსური ინსტიტუტის სახელმწიფოს საკუთრებაში გადატანა. მაგრამ ცენტრალური ბანკი საჭიროებს ხაზინის დასტურს, სანამ ის კრედიტს შესთავაზებს ფირმებს “უჩვეულო და გადაუდებელ გარემოებებში”. გასული წლის სექტემბერში აშშ-ის მთავრობამ ვერ შეძლო გაკოტრების პირას მყოფი “ლეჰმან ბროზერსის” სახელმწიფო საკუთრებაში მიღება, ამას კი შედეგად ფინანსური ბაზრის კრიზისის გაძლიერება მოჰყვა.
მარეგულირებელთა ახალი საბჭო სა-ბანკო სისტემის ზედამხედველობისათვის შეიქმნა, სამაგიეროდ გაუქმდება აქამდე არსებული ეკონომიკური ზედამხედველობის სამსახური.
ბრძოლა კონგრესში
რეგულირების რეფორმას მნიშვნელოვნად ძლიერი ოპოზია კონგრესში გამოუჩნდება. ობამა იმედოვნებს, რომ კონგრესი სწრაფ ტემპში იმუშავებს და საკანონმდებლო ბაზას მოაწესრიგებს, მაგრამ აქვე გაფრთხილებასაც იძლევა, რომ მისი გეგმები “იოლად დასაძლევი” არ არის. თუმცა ეკონომისტები აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს კონგრესი მნიშვნელოვან რეფორმებს არ გაატარებს.
გთავაზობთ თჰე Hუფფინგტონ Pოსტ-ის გამოხმაურებას ობამას ადმინისტრაციის ინიციატივის შესახებ.
კარგი, ცუდი, ბოროტი
ობამას ადმინისტრაციის ინიციატივაში მნიშვნელოვანი ხარვეზები შეინიშნება. წინადადებამ ფინანსურ სექტორი მომავალი კრიზისისთვის გაიმეტა. მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინადადება მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებასაც გულისხმობს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმები კანონად გადაიქცევა და დამოკიდებული იქნება ადმინისტრაციის ნებაზე შეზღუდოს უოლ სტრიტი, რომელიც ჯერ კიდევ პოლიტიკურ ძალაუფლებას ინარჩუნებს.
კარგი
1. ადმინისტრაციის მხარდაჭერით შეიქმნება ძლიერი, მომხმარებელთა ფინანსური რეგულირების სააგენტო. გეგმის მიხედვით სააგენტოს დიდი ძალაუფლება ენიჭება. ის თავის იურისდიქციას მომხმარებელთა დაცვის წესებზე გაავრცელებს, გაუქმდება არსებული მარეგულირებელი (როგორიცაა ფედერალური რეზერვი), რომელმაც ვერ შეძლო მომხმარებელთა დაცვა. სააგენტო გამარტივებული წესებით იმოქმედებს, მას აქვს მანდატი შესთავაზოს ფინანსურ ფირმებს კრედიტი უფრო კომპლექსურ პაკეტში. სააგენტოს უფლება აქვს დაბლოკოს საარბიტრაჟო პროცესი, რომელიც ზღუდავს მომხმარებლის უფლებას მიმართოს სასამართლოს. ახალი სააგენტოს მარეგულირებელი წესები იქნება რეგულირების საფუძველი, რომელიც მომხმარებელთა დაცვაზეა ორიენტებული.
2. ადმინისტრაციის წინადადებით, უნდა შეიზღუდოს სპეკულაციური გარიგებების რიცხვი სტანდარტების ახალი ბერკეტების საშუალებით. ფინანსური კრიზისის კონტროლიდან გამოსვლის მიზეზი ისაა, რომ ფინანსურ ფირმებს იოლად შეეძლოთ ფულის სესხება. ამის გამო წამყვანი კომერციული და საინვესტიცო ბანკები ძალიან მაღალრისკიან სესხებს იღებდნენ და ასეთსავე ინვესტიციებს ახორციელებდნენ. ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული წინადადებით, ყველა სისტემურად მნიშვნელოვან ფინანსურ ფირმებს მაღალი კაპიტალური რეზერვის სტანდარტები მოეთხოვებათ (რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ ნასესხებ ფულს აღარ დაეყრდნობიან). ადმინისტრაცია წინასწარ აცხადებს, რომ წესები გავრცელდება ყველა სისტემურად მნიშვნელოვან ფირმაზე, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ფირმა ბანკი თუ არა. გეგმის მიხედვით, სისტემურად მნიშვნელოვანი განისაზღვრება, როგორც ფირმა “რომლის ზომის კომბინაციამ, წონა-ტევამ და ურთიერთდაკავშირებამ მისი წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პრობლემები შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას”. დამუშავებას საჭიროებს მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი, მათ შორის ისიც, თუ რა მოცულობის კაპიტალი უნდა დააგროვონ მსგავსმა ფირმებმა. ფედერალური რეზერვი სწორედ ასაღელვებელი ელემენტია, რომელსაც ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება ეგზოტიკურ სისტემურად მნიშვნელოვანი ფირმების საკითხში.
3. “ეშმაკური” წესებით ადმინისტარცია მოუფიქრებელი და ავაზაკური სესხების პრევენციას ცდილობს. ერთი მიზეზი, რის გამოც მსესხებლებს ამდენი მოუფიქრებელი და უხარისხო იპოთეკური სესხების აღება სურთ, (მათ შორისაა “სუბ-პრაიმის” სესხები) ისაა, რომ იპოთეკის ინიციატორებმა ბინები, თავის მხრივ სხვა ბანკებს მიჰყიდეს. ბანკებმა იპოთეკები ათასობით იპოთეკად დაანაწევრეს და ისინი სხვადასხვა სახის ინვესტორს მიჰყიდეს. რადგან, თავდაპირველი გამსესხებელი მიმდინარე იპოთეკის პროცენტს არ ინარჩუნებდა, ისინი გაცემული სესხების ხარისხის შემოწმებით თავს არ იწუხებდნენ. ადმინისტრაციის წინადადებით, სესხის ინიციატორს მოეთხოვება მინიმუმ 5%-იანი ინტერესის შენარჩუნება ყოფილ სესხში.
4. ადმინისტაცია ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება და სახელმწიფო საკუთრებაში გადასცეს წარუმატებელი, სისტემურად მნიშვნელოვანი ფინანსური ფირმები. მთავრობას უკვე აქვს მსგავსი ძალაუფლება “რეზოლუციის” სახით, რომელიც კომერციულ ბანკებზე ვრცელდება. ფედერალური სადეპოზიტო დაზღვევის კორპორაციის მარეგულირებელი წარუმატებელ ბანკებს აკონტროლებს და თავიდან აცილებს მათ გაბანკროტებას. ეს ცალსახად ნიშნავს წარუმატებელი ბანკის მეორე ბანკზე იაფ ფასად გადაყიდვას მისი კარგი და ცუდი აქტივების განცალკევების შემდეგ. ფედერალური სადეპოზიტო დაზღვევის კორპორაცია ამ პროცესში ექსპერტის ფუნქციას ითავსებს, მოქმედებს ძალიან სწრაფად და ახდენს გაბანკროტების საზიანო შედეგების თავიდან აცილებას. მთავრობას არ გააჩნია კანონიერი უფლება, საკუთარ თავზე აიღოს შესაბამისი ზომების განხორციელება მნიშვნელოვან არასაბანკო ფორმებზე. მასში შედის საინვესტიციო ბანკები (ლეჰმან ბრაზერსი) და სადაზღვევო კომპანიები (AIG). თუ მთავრობას არასაბანკო ფირმებზე გადამწყვეტი ძალაუფლება ექნება, უფრო იოლად შეძლებს ფინანსური პანიკის გაკონტროლებას.
ცუდი
5. ადმინისტრაციის წინადადებაში არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფინანსურ ფირმებში მენეჯერებისა და ტოპ-მენეჯერების ანაზღაურებაზე. ადმინისტაცია მხარს უჭერს იმ სტუქტურას, რომელიც უფლებას აძლევს მეწილეებს “მოვალეობის ძალის გარეშე” ხმით გადაწყვიტოს მენეჯერთა კომპენსაციების საკითხი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ “მოვალეობის ძალის გარეშე” კენჭისყრა ბევრს არაფერს ნიშნავს და უფრო მეტიც, ხშირად სწორედ მეწილეების სურვილია მხარი დაუჭირონ მენეჯერთა კომპენსაციებს რისკიანი გარიგებების ანაზღაურებისას. ფინანსური სტაბილურობის პირობებში, გადაუდებლად უნდა აღმოიფხვრას უოლ სტრიტის ბონუსების კულტურა, სადაც მენეჯერებსა და მოვაჭრეებს განსაცვიფრებელ ბონუსებს უხდიან, ხშირად ბონუსი არსებულ ხელფასს ოთხჯერ ან მეტჯერ აღემატება. ბონუსების გაცემის აღნიშნული კულტურა მენეჯერებსა და მოვაჭრეებს დიდი გარიგებების დადებისკენ უბიძგებს, რადგან წარმატებული გარიგების დადების შემთხვევაში მათი ბონუსი უზარმაზარი იქნება, გარიგების წარუმატებლობა კი მათზე არ აისახება. მსხვილი ბონუსების კულტურა სტრუქტურული პრობლემაა და მას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არ აქვს. ნებისმიერმა, ვინც ფიქრობს, რომ გადახდა საფრთხეს არ შეიცავს ფინანსური რეგულაციისას, სწორედ უნდა წარმოიდგინოს უოლ სტრიტის ფირმები, რომლებმაც აშშ-ის მთავრობისგან დახმარება მიიღო. მათ უნდა გამოისყიდონ მათი სესხები მთავრობისგან. ფინანსური სტაბილურობისას უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური სამართლიანობისა და გადასახადის გადამხდელთა უფლებები, რომელიც პირდაპირ კავშირშია მენეჯერების ბონუსებთან. უოლ სტრიტის ძლიერნი ამა ქვეყნისანი, წამყვანი ჰეჯ-ფონდების მოთამაშეების ჩათვლით, გასულ დეკადაში უზარმაზარ თანხებს უხდიდნენ საკუთარ თავს. მათ დაადგინეს მშთანთქველი სტანდარტი სხვა მენეჯერებისა და პროფესიონალებისათვის და შემოსავალი არაჯანსაღ დონემდე გაზარდეს. ულტრა-კომპენსაციები ძალიან მაღალი ტარიფით უნდა დაიბეგროს, ჰეჯ-ფონდების მენეჯერები ახერხებდნენ დაბალი გადასახადების გადახდას. გასულ წელს აგრესიული საგადასახადო რეფორმის შემთხვევა ულტრამდიდარ კომერსანტებზე აურაცხელი იყო, ახლა ფინანსური სისტემა სრულიად დამოკიდებულია გადასახადის გადამხდელთა სიუხვეზე, ამიტომ სალაპარაკოც აღარაფერია. ფინანსებში არავის შეუძლია თქვას, რომ მათ ფული მხოლოდ მძიმე შრომით ან საკუთარი ჭკუით იშოვეს – მათი სისტემა მთავრობამ გადაარჩინა.
6. ადმინისტრაცია არ გვთავაზობს ფინანსური სექტორის სტრუქტურულ რეფორმას. მიუხედავად იმისა, რომ რეგულირების მნიშვნელოვან რეფორმაზე საუბრობს, მას მარეგულირებელ სააგონტოში მაინც მოკრძალებულ ცვლილებები შეაქვს, ადმინისტრაცია არ გვთავაზობს თვით ფინანსური სტრუქტურის ცვლილებას. არ განიხილება გლას-სტიგალის პრინციპების დაბრუნება (კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ ფასიანი ქაღალდებით ოპერაციის ჩატარება), რათა მოხდეს კომერციული ბანკინგის სხვა ფინანსური აქტივობისგან განცალკევება, მათ შორის საინვესტიციო ბანკებისა. გლას-სტიგალი დიდი დეპრესიის დროს მიიღეს, რათა თავის თავზე აეღო ფინანსური სიმახინჯეები. გლას-სტიგალის ანულირება 1999 წელს მოხდა, რამაც ახლანდელ კრიზისს შეუწყო ხელი. ასევე, განხილვას არ ექვემდებარება გიგანტი ფირმების ზომების შეზღუდვის საკითხი. ადმინისტრაცია პრობლემის დაძლევას მხოლოდ რეგულაციის ამარა ტოვებს. უფრო საფუძვლიანი მიდგომა გიგანტ ფირმებს დაასუსტებს. სტრუქტურისა და ზომების მიმართ სერიოზული მიდგომა მხოლოდ იმიტომ არ არის საჭირო, რომ გიგანტი ფირმებს ძალაუფლება არ გაეზარდოთ, არამედ იმიტომაც, რომ მათი პოლიტიკური სიძლიერე არ გაიზარდოს.
7. მეტის-მეტად მოკრძალებულია ადმინისტრაციის მიდგომა ფინანსური დერივატივების რეგულაციის საკითხში. ადმინისტრაციის ინიციატივით უნდა გაუქმდეს დერეგულირების სტატუსი და დაინერგოს ფინანსური დერივატივების რეგულირება. მაგრამ გეგმა დაუსრულებელია. მის მიხედვით რეგულაციისგან თავისუფლდება შეკვეთილი დერივატივები – ეს სწორედ ის ხვრელია, რომელიც უამრავ კორპორატიულ ადვოკატს აძლევს საშუალებას სტანდარტული პირობებისაგან გადახვევით შეცვალონ დერივატივების კონტრაქტში ჩაწერილი პირობები. ადმინისტრაციის ინიციატივა ასევე არ გვთავაზობს იმ სახიფათო ფინანსური ინსტრუმენტების დაბლოკვას, რომელთა გამართლებაც შუძლებელია. პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიბლოკოს არის კრედიტის გადაუხდელობის სვოპი – გასავლის დაზღვევის ნაირსახეობა. ფასიანი ქაღალდის მფლობელი ვერ ითხოვს ფულის დაბრუნებას იქ, სადაც არც ერთ მხარეს არ აქვს ფსონი არსებულ ტრანსაქციაში. მსგავსი კრედიტის დაუბრუნებლობის სვოპი არ შეიცავს რაიმე სახის დაზღვევას და მას მხოლოდ ფსონი შეგვიძლია ვუწოდოთ. იგი ფსონია მანამდე, სანამ არ გადააჭარბებს იმ ტრანსაქციის ღირებულებას, რომელზეც თავდაპირველად დადეს. აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლებელია ფინანსური ინფექცია გამოიწვიოს. ჯორჯ სოროსი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ყველა საკრედიტო დავალიანების სვოპს წარუმატებლობა ემუქრება და ამიტომ ყველა მათგანი უნდა დაიბლოკოს. ადმინისტრაციის ინიციატივაში ასევე ჩადებული არ არის ახალი ფინანსური ინსტრუმენტების საკითხი. მსგავსი მიდგომით ფინანსურ ფირმებს მოეთხოვებათ დაამტკიცონ, რომ ახალი ინსტრუმენტები სოციალურად მომგებიანია და არ ქმნის საფრთხეს.
8. ადმინისტრაცია არ გვთავაზობს მომხმარებლების უფლებების გაძლიერებას. სამომხმარებლო ფინანსური პროდუქტების სააგენტოში უამრავი დადებითი ფუნქცია იყრის თავს. მაგრამ, ის არ ანაცვლებს მომხმარებლის ძალაუფლებას, თავად გაუწიონ ორგანიზება თავს საკუთარი ინტერესების დასაცავად. უბრალო ჩანაწერი, რომ ფინანსურ ფირმებს შეუძლიათ შეუერთდნენ დამოუკიდებელ სამომხმარებლო ორგანიზაციებს, გააიოლებდა ათობით ათასი მომხმარებლის მდგომარეობას და დაარწმუნებდა მათ, რომ მარეგულირებელი მათ სასარგებლოდ მუშაობს. ეს აიძულებდა უოლ სტრიტს, აღარ გამოეგონებინა ახალი ეშმაკური სქემები მსესხებლებისა და ინვესტორთათვის.
ბოროტი
9. მნიშვნელოვანია ადმინისტრაციის ინიციატივის ხარვეზებისა და დადებითი მხარეების აწონ-დაწონვა. თუმცა წინადადება ჯერ კანონად არ ქცეულა. უოლ სტრიტის ტიპაჟისათვის სირცხვილი უცხო გრძნობაა. გადასახადის გადამხდელთა ტრილიონობით დოლარის გამო შესაძლებელია ვინმემ იფიქროს, რომ ისინი დაიმორცხვებენ და კაპიტოლ ჰილში ლობირებას არ დაიწყებენ, ან კონგრესის წევრები მათ თხოვნას უგულისყუროდ მოისმენენ. მაგრამ, არის კი ეს ვაშინგტონის მუშაობის სტილი? გასულ დეკადაში პოლიტიკურ ინვესტიციებზე 5 მლრდ დოლარი დაიხარჯა, უოლ სტრიტი კი პოლიტიკურ პროცესებში ნაღდი ფულის ნაკადს უშვებს. იმის გასაგებად, თუ როგორ მიდის საქმეები, იფიქრეთ ინიციატივის ბედზე. მან გაბანკროტებულ განმსჯელებს იპოთეკური სესხების წესრიგში მოყვანის ძალაუფლება უნდა მისცეს ისეთად, რომ მათ შეძლონ შეამცირონ იმ ბინების მიერ წარმოქმნილი ზიანი, რომლებიც ახლა მათზე გაცემულ სესხზე ბევრად ნაკლები ღირს. პრეზიდენტობის იმდროინდელი კანდიდატი ბარაკ ობამა სწორედ ასეთ საკითხებზე დებდა პოლიტიკურ ფსონს. რაციონალურ სამყაროში ბანკები დათანხმდებოდნენ თვითონ მოეგვარებინათ ეს პრობლემა, რადგან ისინი უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, თუ მოსახლეობა საკუთარ სახლებში დარჩება და სესხების გასტუმრებას განაგრძობს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ უკვე ცნობილი იყო, რომ იპოთეკურ ბაზარზე საშინელი კრიზისი დაიწყებოდა, მაგრამ ბანკები განაგრძობდნენ არაადექვატურ ქმედებებს. უოლ სტრიტი ახლა ადმინისტრაციის ინიციატივიდან უკვე კარგ ნაწილებს ქაჩავს. აშშ-ის სავაჭრო პალატა და სხვა ინდუსტრიები აქტიურად ეწინააღმდეგებიან სამომხმარებლო ფინანსური პროდუქტის სააგენტოს იდეას და თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ეს მომხმარებელს გულგრილობას გამოიწვევს. ჰეჯ-ფონდები უფრო ბევრ ლობისტს ქირაობენ და აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის მოთხოვნების თანახმად ფინანსურ სექტორს უფრო მეტი ზიანი მიადგება ვიდრე სარგებელი. ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი: ზედმეტი გახსნილობა შესაძლებელია რთულად აღსაქმელი აღმოჩნდეს ჩვეულებრივი ადამიანებისათვის. ეჭვგარეშეა, რომ უოლ სტრიტი უკვე მობილიზებულია და ადმინისტრაციის დადებითი შემოთავაზებების დასამარცხებლად მზადაა. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება აქვს თუ არა ადმინისტრაციას ნება, ჩაერთოს შიშველ პოლიტიკურ ბრძოლაში ინიციატივის დასაცავად. ასევე გაურკვეველია, დაუჭერს თუ არა მხარს საზოგადოება უოლ სტრიტის გაკონტროლებას. საზოგადოების ინტერესების ახალი კოალიცია – ამერიკელები ფინანსური რეფორმებისათვის, მიზნად ისახავს ფინანსური რეფორმების გატარებს, მაგრამ ისინი უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც უმრავლესობის სენატორი უიპ დარბინი აცხადებს, “კაპიტოლ ჰილში ყველაზე ძლიერი ლობისტები კვლავ ბანკები არიან და ისინი ამ ადგილს ფლობენ.”
გეგმის მიხედვით, სისტემურად მნიშვნელოვანი განისაზღვრება, როგორც ფირმა “რომლის ზომის კომბინაციამ, წონა-ტევა და ურთიერთდაკავშირებამ მისი წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პრობლემები შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას”.