2009 წლის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები
რედაქციისგან
რუსეთი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ლიდერთა გჯუფში. საერთაშორისო ორგანიზაციამ Transparency International-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური მოხსენება მსოფლიოში კორუფციის მდგომარეობის შესახებ. 2009 წელს რუსეთმა შეძლო 2.2 ქულის მოგროვება, რითიც 180 ქვეყანას შორის 146-ე ადგილი კამერუნთან, ეკვადორთან, ზიმბაბვესა და უკრაინასთან გაინაწილა. წლევანდელი მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ეს 0,1 ქულით მეტია.
უსეთის მაჩვენებლების უმნიშვნელო გაუმჯობესება განაპირობა 2008 წელს სახელმწიფო დუმის მიერ ანტიკორუფციული ნორმატიულ-საკანონმდებლო აქტების პაკეტის მიღებამ, რაც პრეზიდენტ მედვედევის მიერ იყო ინიცირებული და მხარდაჭერილი,” – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ რუსეთის ასეთი “მიღწევა” უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა – ქვეყანა რეიტინგში წლიდან წლამდე მუდმივად 3-5 ადგილით მონაცვლეობს და ამით შესაშური “სტაბილურობის” დემონსტრირებას ახდენს ხასიათი.
Transparency Internationa-ის სპეციალისტების აზრით ზუსტად ეს “სტაბილურობა” განაპირობებს იმას, რომ რუსეთი ვერც ეკონომიკურ, ვერც ტექნოლოგიურ, ვერც სოციალურ სფეროში ვერ ახერხებს გარღვევას. რუსეთის ხელისუფლებაში კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა აშკარა პროგრესი ჯერ არ იგრძნობა, – აღნიშნავენ ექსპერტები. “ერთი მხრივ, ბოლო ხანს არაერთხელ მოგვისმენია პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებები, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდის უმთავრეს ამოცანად კორუფციასთან ბრძოლას განიხილავს. მეორე მხრივ, რუსეთის თითოეული მცხოვრები კორუფციის ზრდის მომსწრეა”.
Transparency International-ის ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ “ყოველწლიური კორუფციული ბაზარი ქვეყანაში 300 მილიარდ დოლარს აღწევს.” თუმცა, ეს არ არის ბოლო ზღვარი, თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველდღიური ქრთამის საშუალო ოდენობის ზრდის მაღალ ტემპებს, რისიც რუსეთის ეკონომიკის ნებისმიერ მიმართულებას შეშურდებოდა. ამგვარად, ორგანიაზაცია Transparency International-ის მონაცემებით, რუსეთში ყოველდღიურად გადახდილი ქრთამის მოცულობა წელიწადში 8 ათასიდან 27 ათას რუბლამდე გაიზარდა.
როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, რუსები, უბრალოდ, არ იბრძვიან კორუფციის წინააღმდეგ და ასეთი უმოქმედობისთვის დასაბუთებული მიზეზებიც გააჩნიათ. “ბიუროკრატთა უმრავლესობას, რომელიც ქრთამს თითქმის თავის ლეგიტიმურ შემოსავლად მიიჩნევს, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული არანაირი სახელმწიფო პოლიტიკა, არავითარი საზოგადოებრივი კონტროლი არა თუ არ სჭირდება, არამედ ეს მისთვის ბუნებრივ რისკს წარმოადგენს,”” – საუბარია ორგანიზაციის ყოველწლიურ მოხსენებაში.
თუმცა, Transparency International-ის ექსპერტების მიერ მოხსენებაში გაკეთებული დასკვნები სულაც არ არის სენსაციური, უფრო მეტიც – ყველაფერი ზემოხსენებულის გაგება ნებისმიერი რანგის რუსი ჩინოვნიკის პირიდან შეიძლება, რადგან მსგავსი აღიარების საფუძველზე ვერანაირ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმის აღძვრას ვერ შეძლებთ, მით უმეტეს ვერ გამოიწვევთ საზოგადოებრივ რეზონანსს.
კორუფციის ინდექსის მიხედვით რუსეთს გვერდში უდგანან კამერუნი, ეკვადორი, კენია, სიერრა-ლეონი, აღმოსავლეთ ტიმორი, უკრაინა და ზიმბაბვე.
(http://rating.rbc.ru)
საქართველოს დსთ-ს ქვეყნებს შორის კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
Transparency International-ის კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანამ 4,1 ქულა მიიღო და მე-80 ადგილიდან 66-ე ადგილზე გადაინაცვლა. გასულ წელს საქართველოს 3.9 ქულა მიენიჭა.
Transparency International-ში განმარტავენ, რომ საანგარიშო წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში კორუფციის ინდექსის გაუმჯობესება შეიმჩნევა.
Transparency International-ის რეიტინგში 2004-2008 წლებში საქართველოს პოზიცია 124-დან 66-ადგილამდე გაუმჯობესდა. დღეს საქართველო დამაჯერებლად უსწრებს დსთ-ს ქვეყნებს და ევროკავშირის ახალი წევრების დონეზე იმყოფება.
სომხეთმა რეიტინგში 125 ადგილი დაიკავა. Transparency International-ის ანტიკორუფციული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ვაჟან ოკტანიანის განცხადებით, წელს სომხეთის ინდექსმა 0,2 პუნქტით დაიწია და 2,7 შეადგინა.
ანტიკორუფციული ცენტრის წარმომადგენელმა ამალი კოსტანიანმა სომხეთში კორუფციის ზრდა ოლიგარქიული ეკონომიკით, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეჯახებით ახსნა. პოლიტიკაში კორუფციის გაღრმავების მიზეზად ექსპერტები არჩევნების გაყალბებას, ადამიანის უფლებების დარღვევას, სოციალურ პრობლემებს და არადამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ასახელებენ.
წინა წელთან შედარებით, აზერბაიჯანის მაჩვენებელი 1,9 ქულიდან 2,3 ქულამდე გაიზარდა. თრანსპარენცყInternational-ში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანის მდგომარეობის გაუმჯობესებაAქვეყნის ხელისუფლების მიერ ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისთვის გადადგმულმა ნაბიჯებმა და კორუფციასთან საბრძოლველად მიღებულმა ზომებმა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე კიდევ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom House-მა აღნიშნა, რომ კორუფცია აზერბაიჯანის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, რომელიც დემოკრატიული პროცესებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. “ამ მიმართულებით გადადგმული საკანონმდებლო ნაბიჯები ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან ყველაზე კორუმპირებული სწორედ ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებია. ამიტომ, ქვეყანა კორუფციის დონის მიხედვით 180-დან 158 ადგილზეა და მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეიმჩნევა,”” – ნათქვამიაFreedom House-ის ყოველწლიურ მოხსენებაში – “ქვეყნები 2009 წლის გასაყარზე””. (http://www.kavkaz-uzel.ru)
Transparency International-ის კვლევის მიხედვით, ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნების სათავეში მოხვდა ახალი ზელანდია – მისმა ინდექსმა 9,4 ქულა შეადგინა. მასთან ერთად პირველ ხუთეულში შედიან – დანია, სინგაპური, შვეცია და შვეიცარია. სიის ბოლოში 180-ე ადგილზე იმყოფება 21-ე საუკუნის მეკობრეთა სამშობლო სომალი, რომელსაც მხოლოდ 1.1 ქულა მიენიჭა. კორუფციის მხრივ არცთუ ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვთ ავღანეთს (1.3), სუდანსა და ერაყს (1.5).
“კორუფციის აღქმის ინდექსი”” მსოფლიოში 1995 წლიდან ყოველწლიურად მზადდება. იგი შემდეგნაირად გამოითვლება: კორუფციის არარსებობის შესაბამისი ინდექსია – 10. კორუფციის ზრდასთან ერთად ინდექსი კლებულობს.
(http://rating.rbc.ru)
დიდ ბრიტანეთს უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის (AAA) მქონე 4 ქვეყანას შორის ყველაზე დიდი შანსი აქვს, რეიტინგის უმაღესი ქულა დაკარგოს, – ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის Fიტცჰ ღატინგს-ის წარმომადგენელმა განაცხადა.
გლობალური ანალიტიკური ჯგუფის Fitch-ის სუვერენული ემიტეტების მიმართულების ხელმძღვანელმა დევიდ რაილიმ ტელევიზია Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ რეიტინგი AAA, კერძოდ ამერიკა, დიდი ბრიტანეთი გერმანია და საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთის რეიტინგის დაწევის ალბათობა ყველაზე მაღალია.
“ცხადია, ამერიკასთან შედარებით ინგლისს ნაკლები შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის ამჟამინდელი დონე საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და ფუნტ სტერლინგზე მნიშვნელოვანი ზეწოლის გარეშე შეინარჩუნოს. თუკი დიდ ბრიტანეთში ფისკალური სტიმულირების კიდევ ერთ გეგმას მიიღებენ, მაშინ ქვეყნის რეიტინგს საფრთხე დაემუქრება,”” – აღნიშნა დევიდ რაილიმ.
რეიტინგის დაწევა ასევე ემუქრება ეკონომიკის კიდევ ერთ სუპერძალას – ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის შესახებ გაფრთხილება სარეიტინგო სააგენტომ Moody’s Investors Service-მა ოქტომბრის ბოლოს გააკეთა. სააგენტოს წამყვანმა ანალიტიკოსმა ამერიკის საკითხებში სტივენ ხესმა განაცხადა, რომ რეიტინგი არ არის გარანტირებული, თუკი უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტი “რაციონალურ”” დონემდე არ შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში იმ სახელმწიფოთა სუვერენული რეიტინგის დაწევა, რომლებიც მეტ-ნაკლებად სტაბილურ და საიმედო მსესხებელთა ჯგუფს მიეკუთვნებიან, მასობრივი ხასიათი მიიღო. სიის პირველ ადგილზე ესპანეთი მოხვდა, სადაც უძრავი ქონების ბაზარზე ნგრევა უფრო დიდ იყო, ვიდრე ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში. ესპანელები მაქსიმალურ რეიტინგს ფლობდნენ, რომელმაც, სულ რაღაც, 1 საფეხურით – AA+ დონემდე დაიწია. მას მოჰყვა საბერძნეთის რეიტინგისა (A-დან “A- დონემდე) და ისლანდიის რეიტინგის კლება (“AAA-დან AA+დონემდე).
თუმცა, უფრო დაბალი რეიტინგი ნიშნავს, რომ ქვეყანას სასესხებლად მეტის გადახდა მოუწევს. შესაბამისად, ბევრად გაძნელდება ძველი ვალების რეფინანსირება. უფრო მეტიც, მსხვილი ინდუსტრიული ქვეყნების (როგორიც არის ამერიკა და დიდი ბრიტანეთი) საკრედიტო რეიტინგის დაწევა ამ ქვეყნების ეროვნული ვალუტების – დოლარისა და ფუნტი სტერლინგის უკონტროლო ვარდნისა და მსოფლიო საფონდო ბირჟების მოშლის რისკებს შეიცავს.
Fitch-ის სუვერენულ რეიტინგებში 120 ქვეყნიდან უკრაინა ბოლოდან მესამე ადგილზეა. კრიზისის დიდი ზეგავლენის გამო Fitch-ი 2009 წლისთვის უკრაინის მშპ-ს 16%-იან ვარდნას პროგნოზირებს. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე 2%-ით დაბალია.
(http://obozrevatel.com)
უკრაინა დეფოლტურ ჯგუფს უახლოვდება
სარეიტინგო სამსახურმა Fitch ratings-მა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი და ქვეყნის უმაღლესი რეიტინგი B-დან B–დონემდე დაწია. ამასთან, პროგნოზი კვლავ ნეგატიურია. ეს მაჩვენებელი ეროვნულ ვალუტაში დსთ-ს ქვეყნების რეიტინგებს შორის ყველაზე უარესია. უკრაინას მოლდოვაც კი უსწრებს, რომელაც B რეიტინგი აქვს.
უკრაინის რეიტინგი მას მერე გაუარესდა, რაც მსოფლიო სავალუტო ფონდმა კრედიტის მეოთხე ტრანში საპრეზიდენტო კამპანიის დამთავრებამდე შეაჩერა. “ახლახან პარლამენტის მიერ მიღებულმა ქვეყნის შესაძლებლობებთან შეუსაბამო კანონმა მინიმალური ხელფასისა და პენსიის შესახებ, მსოფლიო საფინანსო ფონდის მონაცემებით, 2010 წლის ბიუჯეტის დეფიციტი შესაძლოა, მშპ-დან 7%-ით გაზარდოს. ამით, ფაქტობრივად, შეუსრულებელი გახადა მსოფლიო საფინანსო ფონდის უკრაინის პროგრამის პირობები და მნიშვნელოვნად გაზარდა ბიუჯეტის დაფინანსების, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და კრედიტუნარიანობის რისკები”, – აღნიშნავს ანალიტიკური ჯგუფის Fitch ratings-ის სუვერენული რეიტინგების მიმართულების დირექტორი დევიდ ხესლამი.
უკრაინის რეიტინგი სპეკულატიურ კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინულ ვალში ფულის ჩადებისას საკუთარი ფულის დაკარგვის მაღალი რისკი არსებობს. ჯერ კიდევ 12 თებერვალს სააგენტო Fitch-მა უკრაინის რეიტინგი B+-დან B დონემდე დაწია. ორივე მათგანი ნიშნულებიც უკვე მიეკუთვნებოდნენ სპეკულატიურს.
ეს არ არის უკრაინის რეიტინგის დაწევის პირველი შემთხვევა. 30 ოქტომბერს Standards &Poor’s-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგის “პოზიტიური”” პროგნოზი “სტაბილურით”” შეცვალა. “ეს უკრაინის რეიტინგების გადახედვის მხოლოდ დასაწყისია. Fitch-ის და Moody-ის რეიტინგები ყოველთვის ძალიან ახლოა. სავსებით მოსალოდნელია, რომ ანალოგიურად დაწევს რეიტინგს სააგენტო Moody-ც, – აღნიშნავს სარეიტინგო სააგენტო “კრედიტ-რეიტინგის” პრეზიდენტი სტანისლავ დუბკო.
Fitch-ის მეთოდით, გრძელვადიანი რეიტინგის გაუარესება ნიშნავს, რომ მოვალის გადახდისუნარიანობა ერთი წლის შემდეგ გაუარესდება. “სააგენტოს შიდა შკალის მიხედვით, ამგვარი რეიტინგი იმის მაუწყებელია, რომ თუ მსგავსი რეიტინგი ათ ქვეყანას აქვს, უახლოესი 10 წლის განმავლობაში 3 დეფოლტია მოსალოდნელი”, – განმარტა სტანისლავ დუბკომ. რეიტინგის B დონის ქვემოთ უკვე არის დეფოლტური ჯგუფის რეიტინგი C.
სახელმწიფოს რეიტინგის დაწევას ავტომატურად მოჰყვა კიევის, ოდესისა და ხარკოვის რეიტინგების დაწევა. ასევე, “უკრსიბბანკის”, უკრსოცბანკის”, ბანკის “ფორუმის”, “პროკრედიტ ბანკის”, “პრავეკს-ბანკის”, “ვითიბი ბანკის”, “ოშადბანკისა” და” უკრეკსიმბანკის”რეიტინგების დაწევა, თუმცა C ჯგუფში არც ერთი ქალაქი და ბანკი არ მოხვედრილა.