საქართველო – სეკვესტრის სამყარო
მათე მელია
2000 წლის ბიუჯეტი (დამტკიცებული) წინა წლის დამტკიცებულ პარამეტრებზე 20%-ით დაბალ ნიშნულზე იყო, 2001 წელს კი წინა წელთან შედარებით 16%-ით ნაკლები. მიუხედავად ამისა, 2000 წელს ორჯერ გაკეთდა სეკვესტრი და წელს 7 თვის შედეგებით ისევ კეთდება. იმედია, ნოემბერ-დეკემბერს შარშანდელივით გავიმეორებთ 2001 წელს სავაჭრო ბალანსის დეფიციტი გაიზარდა.
მთელი ექსპორტი 5 საქონელზე მოდის: ა) საფეიქრო ნაწარმი – 14,6%, ბ) ჯართი – 13,4%, გ) ფერადი ჯართი – 2,8%, დ) ბორჯომი და ალკოჰოლური სასმელები – 12,9%, ე) წიდა-მადანი – 8,6%, საფრენი საშუალება – 8,4%, ალუმინის ნაწარმი – 5,8%. სულ ჯართის გატანაზე 22% მოდის, ხოლო თურქმენეთის შეკეთებულ თვითმფრინავებზე (რომელიც არ არის სრული ექსპორტი) – 9%. აქ შედის აგრეთვე 8,4% რეექსპორტი. გამოდის, რომ დაფიქსირებული ექსპორტის 40% წარმოებასთან ნაკლებ კავშირშია. ეს მიუთითებს, რომ საექსპორტო წარმოება ღრმა კრიზისშია. რაც შეეხება იმპორტს, ის თვეში 341 მილიონი აშშ დოლარია. 80 მლნ. დოლარი დაუბეგრავი იმპორტია დაფიქსირებული. აქედან: 30 მლნ. ინვესტიციები; 40 მლნ. ჰუმანიტარული დახმარებები; გრანტები – 10 მლნ; სულ – 80 მლნ. ანუ თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმით. 6 თვის მანძილზე დაფიქსირებული საქონლის 25% არ იბეგრება, 25% კი (ფარმაცევტული საქონელი) – ნაწილობრივ იბეგრება. დაფიქსირებული ექვსი თვის მონაცემების მიხედვით, სერიოზულად იკლო თამბაქოს იმპორტმა.
ასეთ სიტუაციაში, ივნის-ივლისის ბიუჯეტის შესრულების ტენდენციის ზრდის მიუხედავად, სავალუტო ფონდს ივლისში მერიამ ბიუჯეტის სეკვესტრისთვის 205 მლნ. ლარი მოსთხოვა. ამის გარდა, კრიტიკულად უყურებენ ბიუჯეტის შედგენის ფილოსოფიას, სადაც გრანტებზე და სხვა გარე წყაროებზე მეტი აქცენტი კეთდება, ვიდრე საგადასახადო შემოსავლებზე.
საქართველოს წელს უნდა მიეღო:
– 145 მლნ. მსოფლიო ბანკისაგან (საკ);
– 12,5 მლნ. სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტი (საკ);
– სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტის (საკ 3-ის) მორიგი ტრანში – 40 მლნ;
– მესამე ტრანში – 40 მლნ;
– საკ 4-ის პირველი ტრანში – 40 მლნ.
ამის გარდა, კავშირგაბმულობის პრივატიზაცია – 80 მლნ. და ა.შ. წარმოუდგენელია რას დაეყრდნობა 2002 წლის ბიუჯეტი და გათვლებში ეკონომიკის რომელი დარგები მიიღებენ მონაწილეობას?! უნდა შეიცვალოს ბიუჯეტის შედგენის ფილოსოფია. 2002 წელს ბიუჯეტი, რომელიც 1 მლრდ. ლარამდე შემოსავლებს ითვალოიწვევს, მაგრამ შესაბამისმა ფისკალურმა პოლიტიკამ ეს უნდა უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული საგადასახადო ფისკალური პოლიტიკით 2002 წლის ბიუჯეტს სამჯერ მოუწევს სეკვესტრირება.
მიმდინარე წლის ოქტომბრის სეკვესტრირება კიდევ უფრო შეასუსტებს სახელმწიფო აპარატს და სოციალურ პრობლემებს გააღრმავებს, რადგან ოფიციალური მონაცემებით, წლობით იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, ხოლო საგადასახადო შემოსავლები წლობით არ იზრდება, პირიქით.
მსოფლიო ბანკმა თავისი ინექციების მოსაცემად მოგვთხოვა IMF-ის პირობების შესრულება, პლუს ენერგეტიკის ტარიფების გაზრდა, შარშანდელი შიდა ვალების (პენსიები, ხელფასები) გასტუმრება და ჯანდაცვის პროგრამის სრული დაფინანსება. თავის მხრივ, IMF-მა ბიუჯეტის სეკვესტრი, რაც უბრალო ენაზე საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ნიშნავს და სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელმწიფო ორგანოების: შსს-ს, უშიშროების, სასაზღვრო ჯარების, თავდაცვისა და სასამართლოების დაუფინანსებლობას და ისევ შიმშილით გამოწვეულ კორუფციას. ეს ყოველივე რწყილი და ჭიანჭველას იგავს ჰგავს, ოღონდ ამ იგავის ფინალი ჯერ არ დაწერილა.