აშშ-ის ეკონომიკის მთავარი დრაივერი – კერძო მოხმარება ისევ მოქმედებაშია
აკაკი როგავა
აშშ-ის ეკონომიკა აღდგენს განაგრძობს, იგი გამოდის იმ შეოკიდან, რომელიც 2011 წელს მიიღო ნავთობის ფასების სწრაფი აწევისა და იაპონიის მიწისძვრისაგან. ახალ, 2012 წელს მსოფლიოში ნომერ პირველი ეკონომიკა ბევრად დამაჯერებლად შევიდა, ვიდრე 2011 წლის მიწურულს პროგნოზირებდნენ. 2011 წლის IV კვარტალში მშპ-ის 3,0%-იანი ზრდა დაფიქსირდა, როცა წინა კვარტალში ეს მაჩვენებელი 1,8%-ს შეადგენდა. ექსპერტების აზრით, აშშ-ის ეკონომიკის აღდგენის ტემპის დაჩქარება განაპირობა, პირველ რიგში, კერძო მოხმარების ზრდის აღდგენამ და სასაქონლო მარაგების ბრუნვის გაზრდამ. კერძო მოხმარება, როგორც ცნობილია, პარალიზებული იყო 2011 წლის დასაწყისში მკვეთრად გაზრდილი სანავთობე კოტირებებისა და იაპონიის მიწისძვრის შემდეგ ავტომობილების გაყიდვების ვარდნის ფონზე.
თუმცა წლის მეორე ნახევარში ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირებით ამერიკელების რეალური შემოსავლები გაიზარდა. გარდა ამისა, იაპონიის მიწისძვრის შემდეგ დაზარალებული აშშ-ის საავტომობილო ინდუსტრია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, ასევე წლის მეორე ნახევარში აღდგა. ასე რომ, აშშ-ის ეკონომიკის მთავარი დრაივერი – კერძო მოხმარება ისევ მოქმედებაშია და, ბევრი ექსპერტის აზრით, უნდა შეძლოს ზრდის სტიმულირება. ყველაზე მოკრძალებული შეფასებებით, ქვეყანაში ზრდამ 2012 წლისთვის უნდა შეადგინოს 2,5%. ექსპერტებს ოპტიმისტურ ტალღაზე აყენებს ბოლოს გამოქვეყნებული აშშ-ის მაკროე-კონომიკური მაჩვენებლებიც. სამრეწველო წარმოებამ გასული წლის დეკემბერში ისევ აჩვენა ზრდა ნოემბრის ჩავარდნის შემდგომ. ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, სამრეწველო წარმოების მოცულობა 2011 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით გაიზარდა 0,4%-ით, ნოემბერში ვარდნამ 0,3% შეადგინა. მონაცემებმა აჩვენა, რომ აშშ-ში გაიზარდა მოთხოვნა საწარმოო ტექნიკაზე, ავტომობილებზე და სამშენებლო მასალებზე. გარდა ამისა, წარმოება დამამუშავებელი დარგში, რომელზედაც აშშ-ის ეკონომიკის 12% მოდის, გაიზარდა 0,9%-ით, ნოემბრის 0,4%-იანი კლების შემდეგ. საავტომობილო მრეწველობაში წარმოების მოცულობა 0,6%-ით და 0,8%-ით – საწარმოო ტექნიკის მოცულობა. თუმცა, ამავე დროს, თვითმფრინავებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოწყობილობების წარმოება შემცირდა. დეკემბერში 1%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების წარმოება. ეს არის აქტიურობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 5 თვის მანძილზე. მომპოვებელმა დარგმა, მათ შორის, ნავთობმოპოვებამ, 2011 წლის დეკემბერში აწარმოა 0,3%-ით მეტი პროდუქცია, ვიდრე წინა თვეში. აქ აქტივობა რამდენადმე შემცირდა, რადგან ნოემბერში წარმოების თვიურმა ზრდამ მომპოვებელ დარგში შეადგინა 0,5%. აშშ-ში მკვეთრად შემცირდა ელექტროენერგიის წარმოება, რამაც ელექტროენერგეტიკაში წარმოების 2,7%-იანი შემცირება გამოიწვია. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ.
გაძლიერებული სამომხმარებლო მოთხოვნა და კორპორატიული ინვესტირების მოცულობის ზრდა მატერიალურ-ტექნიკური მარაგების შევსების აუცილებლობასთან ერთად, ამერიკელ მრეწველებს აიძულებს, არა მხოლოდ შეავსონ თანამშრომელთა შტატები ფაბრიკა-ქარხნებში, არამედ გაზარდონ სამუშაო კვირის ხანგრძლივობაც. თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროპული ქვეყნების უმეტესობაში მძვინვარე სავალე კრიზისი დიდი ხნის მანძილზე ჩაახშობს ამერიკული წარმოების საქონელზე მო-თხოვნას “ბებერ კონტინენტზე”. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ევროპაში ექსპორტმა გასული წლის ნოემბერში უკვე მიაღწია მინიმალურ ნიშნულს ბოლო ოთხი თვის მანძილზე. თუმცა, როგორც 2008 წელს, სიტუაციას ასწორებენ განვითარებადი ქვეყნების იმპორტიორები, პირველ რიგში კი, ჩინეთიდან. განვითარებად ქვეყნებში ამერიკული წარმოების საქონელზე მოთხოვნა კვლავინდებურად მაღალია. სწორედ ამიტომაც ამერიკელი მანქანათმშენებლები სიმძლავრეს ზრდიან. მათ შორის Maumee – ავტომობილების საღებავების მწარმოებელი გასული წლის შედეგებით დამატებ-ით მოგებას ელოდება 1,952,05 დოლარით აქციაზე. ხოლო ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერიBayerische Motoren Werke AG საწარმოო სიმძლავრეების გასაზრდელად და ახალი მოდელის წარმოების მოსამზადებლად აპირებს 900 მილიონი დოლარის ინვესტირებას სამ-ხრეთ კაროლინას შტატის ქარხანაში.
იმაზე, რომ აშშ-ის რეალურ ეკონომიკაში აქტივობა იზრდება, მეტყველებს აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებიც. 2011 წლის დეკემბერში მრეწველებმა 23 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 5 თვის განმავლობაში. 2010 წლის მაისის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში სამუშაო კვირის ხანგრძლივობამ პირველად მიაღწია 41,5 საათს. მრეწველობის დამამუშავებელ დარგებში აქტივობის ზრდას ოფიციალური ვაშინგტონიც ადასტურებს.Beige Book-ის ბოლო გამოშვებაში, რომელიც 2012 წლის 11 იანვარს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ დამამუშავებელ მრეწველობაში აქტიურობა იზრდება, თუმცა ცალკეულ სექტორებში, მაგალითად, როგორიცაა ტექნოლოგიური ზრდის ტემპი – ნელდება.
ევროპაში ინფლაცია მცირდება
“ბებერ კონტინენტზე” ფასების ზრდა ნელდება – ასეთია ევროზონისა და დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის გასული წლის დეკემბრის მაჩვენებლები. ლუქსემბრუგში სტატისტიკური ბიუროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 2011 წლის დეკემბერში ევროზონის წლიური ინფლაცია ნოემბერთან შედარებით შემცირდა 3,0%-დან 2,7%-მდე. თუმცა, თვეების მიხედვით ფასების ზრდის ტემპი დაჩქარებულია 0,1% ნოემბერში და 0,3% დეკემბერში. გარდა ამისა, სამომხმარებლო ფასების საკვანძო ინდექსი (ჩორე ჩPI), რომელიც გამოთვლება ენერგომატარებლებისა და კვების პროდუქტების ფასების გარეშე, ჯერ არ აჩვენებს ზრდის შენელების ნიშნებს. მაჩვენებელი მეოთხე თვეა ზედიზედ წლიურ გამოხატულებაში იზრდება 1,6%-ით.
ევროკავშირის 21 ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდა შენელდა, მაშინ, როცა 2 ქვეყანაში დაჩქარდა. სლოვაკეთში, პოლონეთსა და კვიპროსზე ის მაქსიმალურ მაჩვენებელზეა, ხოლო მალტასა და შვედეთში ფასების ზრდა მინიმალურია. მთლიანობაში ევროზონაში ელექტროენერგიაზე ფასებმა 9,7%-ით მოიმატა წლიურ გამოხატულებაში, უძრავ ქონებაზე 4,9%-ით, ხოლო თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლის ფასმა წელიწადში 3,8%-ით მოიმატეს.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უკვე ორჯერ დასწია საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 0,25%-ით და დაიყვანა 1,0%-მდე. ცენტრალურ ბანკს უკვე შეუძლია ცოტა ხანი არ გადახედოს თავის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და დაელოდოს, თუ რა შედეგებს მოიტანს უკვე გადაგმული ნაბიჯები. ინფლაციამ შენელება დაიწყო და გამოჩნდა იმის პირველი ნიშნები, რომ პოსტკრიზისული ინფლაცია უკვე წარსულს ჩაბარდა. გახდება თუ არა ინფლაციური ზეწოლის შესუსტება ტენდენცია თუ ეს მხოლოდ დროებითი შემცირებაა, ამას შემდგომი სტატისტიკა გვაჩვენებს. ევროპის მონეტარული ხელისუფლება ცხადად ავლენს, რომ დღეს მათი პრიორიტეტული ამოცანა ეკონომიკის მხარდაჭერაა. 12 იანვარს გამართული ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ, ბანკის პრეზიდენტი, მარიო დრაგი, თავის კომენტარებში აცხადებდა, რომ ინფლაციური რისკები ძირითადად დაბალანსებულია. იმდენად, რამდენადაც ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები საკმაოდ გაურკვეველია, ევროპის ცენტრალური ბანკის მეთაური მოელის, რომ ინფლაცია რამდენიმე თვე სამიზნე 2%-იან ბარიერს გადააჭარბებს.
მაშინ, როდესაც ევროპული ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, ხოლო სახელმწიფო ხარჯები რადიკალურად მცირდება, ევროპელი მრეწველები ცდილობენ შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა და იძულებულნი არიან თავიანთ პროდუქციაზე ფასები დასწიონ. ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მწარმოებელთა ფასებმა შენელება დაიწყეს 5,8% ოქტომბერში, რომელიც ჯერ 5,5%-ზე ჩამოვიდა, ხოლო ნოემბერში 5,3%-ზე. გარდა ამისა, ევროპელ მწარმოებლებზე დიდ ზეწოლას ახდენს ნავთოპროდუქტებზე მაღალი ფასები. მხოლოდ გასული სამი თვის განმავლობაში სანავთობე კოტი-რებება 15%-ით მოიმატეს. ამ ყველაფერთან ერთად დოლარის მიმართ დასუსტებული ევრო ევროპაში იმპორტირებული საქონლის ღირებულებას უფრო მაღალს ხდის, რამაც უნდა განაპირობოს ევროპულ საქონელზე მაღალი მოთხოვნა.
ლონდონიდან მიღებული უკანსაკნელი სტატისტიკა მოწმობს, რომ ინფლაციური ზეწოლა დიდ ბრიტანეთშიც მცირდება. ლონდონის ეროვნულის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასები გასული წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით შემცირებულია, სხვათა შორის, საკმაოდ საგრძნობად წლიური 4,8%-დან 4,2%-მდე. ამასთან, თვიურ გამოხატულებაში CPI ინდექსი დეკემბერში აიწია 0,4%-ით ნოემბრის 0,2%-დან. გარდა ამისა, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, გაწმენდილი ენერგომატარებლების, კვების პროდუქტების, ალკოჰოლოსა და თამბაქოს ფასებისგან (Core CPI), გასული წლის დეკემბერში წლიურ გამოხატულებაში აიწია 3,0%-ით ნოემბრის 3,2%-იანი ზრდის შემდეგ. ლონდონის სტატისტიკური ბიურო საცალო ფასების ზრდის შენელებაზეც აკეთებს განცხადებას. წლიურ გამოხატულებაში 5,2%-დან ნოემბერში 4,8%-მდე. თვიურ გამოხატულებაში ინფლაცია დაჩქარდა 0,2%-დან ნოემბერში 0,4%-მდე. ასე რომ, ნისლიან ალბიონზე ინფლაციამ დაიწყო შემცირება წინასაახალწლო გაყიდვებისა და ბენზინზე ფასების შემცირების ფონზე. ბოლო ნახევარი წლის მანძილზე ინფლაცია მინიმალური გახდა. ინგლისის ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს ინფლაცია საკმაოდ მნიშვნელოვნად შენელდა, რაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას დიდ სამსახურს გაუწევს, რომლებიც საკუთარ თავზე განიცდიან არა მარტო ბიუჯეტის დეფიციტის რადიკალური შემცირების ტვირთს, არამედ სავალე კრიზისის ვირუსის ნეგატიურ ეფექტს, რომელმაც მეზობელ ქვეყნებში იფეთქა. ნათელია, რომ დიდი ბრიტანეთის მონეტარული ხელისუფლებისთვისაც საკუთარი ეკონომიკის მხარდაჭერის ამოცანა ნომერ პირველი მნიშვნელობის საქმეა.