ე-მთავრობის სტრატეგიული დაგეგმვის აქტუალური საკითხები
რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ელექტრონული მთავრობის (ე-მთავრობა) ეპოქაში სახელმწიფო ფუნქციების რეალიზების ფენომენით – ე-მთავრობის ინიციატივებით ყველა ქვეყნის მთავრობამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს.
ე-მთავრობა, როგორც სამთავრობო ინფორმაციისა და სერვისის მიწოდების საშუალება,1 ასახავს სახელმწიფო მართვის სფეროში ინფორმაციულ კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებას მთავრობის ორგანიზაციის პროცესებისა და სტრუქტურის ცვლილებების მიზნით2. იგი სახელმწიფო მართვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ამაღლების, ბენეფიციარებისთვის ინტერაქტიუ-ლობის, მომსახურების მისაწვდომობისა და ოპერატიულობის, სახელმწიფო მართვაში ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების სტრატეგიული და ინტენსიური გამოყენების (შიდა და სამთავრობო ურთიერთობებს შორის) შესაძლებლობას იძლევა. 3
ე-მთავრობის პროგრამები მიმართულია სამთავრობო საქმიანობაში მეტი ეფექტიანობის მიღწევაზე, ბენეფიციარებისა და ინვესტორებისთვის სერვისით უზრუნველყოფაზე, ყველა საზოგადოებრივ სეგმენტზე ადვილად და ზუსტად სახელმწიფოს სამსახურეობრივი მოვალეობისა და ოპერაციების შესრულებაზე,4 პრობლემების გადაწყვეტასა და პოტენციალის რეალიზებაზე, თვითორგანიზებასა და სტრუქტურული ერთეულების ძალისხმევის კონსოლიდირებაზე, დაგეგმილი გადაწყვეტილებების მიღებაზე, სტრატეგიის მიღწევისთვის ქვეყნის შიდა და გარე გარემოს შემოწმებაზე, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებასა და მოთხოვნილებების ეფექტიან მართვაზე.
ე-მთავრობის მიერ საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებისა და პროგრესის მიღწევისთვის საჭიროა ე-მთავრობის განვითარების ნაციონალური სტრატეგიული დაგეგმვა.
ე-მთავრობის სტრატეგია არის ე-მართვის სისტემისა და მისი ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის გეგმა, რომელიც ახდენს ორგანიზაციის მიზნის მიღწევისათვის მართვის შესაძლებლობების მაქსიმიზაციას.5 მისი მიზნობრივი მიმართულებით შემუშავებული საგეგმო დოკუმენტი განსაზღვრავს ე-მთავრობის გრძელვადიან მიზნებს, ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.
სტრატეგიული დაგეგმვის ორიენტირია ე-მთავრობის მზადყოფნისათვის საჭირო კომპონენტებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება და მიღწევა, გამჭვირვალე, დემოკრატიული და ანგარიშვალდებულიანი ე-მართვის სისტემის ჩამოყალიბება და შექმნა.
ე-მთავრობის სტრატეგიის მამოძრავებელია ეფექტიანი, მისაწვდომი და პროდუქტიული საზოგადოებრივი მომსახურების წარდგენის სრულყოფა,6 მოქმედების კოორდინაცია, ეკონომიკური ეფექტიანობისა და თავსებადობის უზრუნველყოფა, სწრაფვა ე-მთავრობის შემდგომი განვითარებისთვის.7
სტრატეგიული დაგეგმვის პოლიტიკის პრიორიტეტები მოიცავს ადვილად მოხმარებად და ხელმისაწვდომ სახელმწიფო ე-მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის შექმნასა და წვდომას; მოსახლეობის კომპიუტერიზაციასა და ინტერნეტიზაციას, აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების სიმარტივეს; განცალკავებულ კონტენტსა და ინფორმაციასთან შეუზღუდავ დაშვებას; კონფიდენციალობასა და უსაფრთხოებას. ე-მთავრობაზე ორიენტირებული სტრატეგია მიმართულია ინფორმაციულ კომუნიკაციური ტექნოლოგიების ათვისებით ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისკენ.
ე-მთავრობის სტრატეგიული გეგმის მართვა კონკურენტული უპირატესობის შექმნისა და შენარჩუნებისათვის, მოიცავს ოთხ ძირითად ელემენტს: გარემოს ანალიზს, სტრატეგიის ფორმულირებას, სტრატეგიის განხორციელებას, შეფასებასა და კონტროლს. მისი განხორციელება ხდება რაციონალური და სამეცნიერო შეხედულებების კომბინაციის საფუძველზე და მიმართულია ე-განვითარებისა და პროგრესის მიღწევაზე.8
ე-მთავრობა სტრატეგიულად აძლიერებს მაკროეკონომიკური გარემოს, ადგილობრივ მწარმოებელთა ჯგუფებისა და ფირმების ქცევას ქვეყნის ნაციონალურ კონკურენტუნარიანობის პირობებში.9 თავის მხრივ, ე-მთავრობის სტრატეგიულ დაგეგმვას აძლიერებს მოსახლეობის ცოდნიერების მაღალი დონე, კომპიუტერისა და ინტერნეტის ყველასათვის ხელმისაწვდომობა; ნაციონალური შემოსავლების ზრდა და ეკონომიკური კეთილდღეობა, მაღალკვალიფიციური Iთ-ი სპეციალისტები, სამთავრობო ქსელის განვითარება, სამთავრობო ქსელში ჩართული ორგანიზაციების რაოდენობის ზრდა; ინტერნეტ-მომხმარებელთა სეგმენტის დინამიური ზრდა და კიბერუსაფრთხოება.
ე-მთავრობის სტრატეგია წარმოადგენს ე-მთავრობის რეალიზების ბაზისს, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ მიმართულებებს, ამოცანებს, კომპონენტებს, სახელმძღვანელო პრინციპებსა და გზის მაჩვენებლებს, სადაც სტრატეგიული სტრუქტურისა და კომპონენტების განვითარება ურთიერთდა-მოკიდებულებაშია.5
ე-მთავრობის სტრატეგიული დაგეგმვის ძირითადი კომპონენტები მოცემულია პირველ ნახაზზე (იხ. ნახაზი 1).
ე-მთავრობის სტრატეგიული ხედვა ასახავს ე-მთავრობის პოლიტიკას და მოქმედებაში მოჰყავს სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები. იგი ცვალებადია ქვეყნების სტრატეგიის ცვლილებების შესაბამისად (მაგალითად, ინფორმაციულ კომუნიკაციური ტექნოლოგიების წარმოება, ინფორმაციული საზოგადოება, ციფრული ეკონომიკა და სხვა).10
ე-მთავრობის მიზნები და ამოცანები უზრუნველყოფს მთავრობის სიცოცხლისუნარიანობის რეალიზების სრულ პაკეტს.
ე-მთავრობის პროექტების სახელმძღვანელო პრინციპები აჩვენებს ე-მთავრობის მიმართულებებსა და მოსალოდნელ შედეგებს, რაც მნიშვნელოვანია ე-მთავრობის სტრატეგიული სტრუქტურის აგებისას.
ე-მთავრობის მოქმედების პრიორიტეტები მრავალფეროვანია და განპირობებულია ელექტრონული მთავრობის სიბრტყისა და მისი უნიკალური ატმოსფეროს შეფასებით.
ე-მთავრობის აგებისთვის საჭირო რესურსებიდან გამოიყოფა სახელმძღვანელო (სემანტიკური ფუნქციონალური თავსებადობა, კანონმდებლობა, ე-ხელმოწერა, სამართლებრივი სტანდარტები, სტანდარტების თავსებადობა) პრინციპები; ორგანიზაციული (უსაფთხოების, განხორცილების, ტექნიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურა) და ინფრასტრუქტურული (პორტალები, შიდასამთავრობო უსაფრთხოება, ქსელი, ე-იდენტიფიკაცია, მონაცემთა ბაზები/ორიგინალი რესურსები, ინსტრუმენტების თავსებადობა, ცოდნის მართვა, ინფრასტრუქტურა, ე-ანგარიშსწორების სისტემა) რესურსები.
ე-მთავრობის პორტფელის შედგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შიდა და გარე პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის შესაბამისობა IშO/IEჩ 9126 სტანდარტთან, რომელიც წარმოადგენს თითოეული პროგრამის ხარისხის გაანალიზების ინსტრუმენტს.11
ე-მთავრობის სტარტეგიული დაგეგმვის ანალიზისას გამოიყოფა შემდეგი ძირითადი პარამეტრები: მენეჯმენტი, ადამიანური რესურსები, ფინანსები, მარკეტინგი, ტექნოლოგიები, ინფორმაცია და მონაცემები, ტექნიკური ინფრასტრუქტურა, კულტურა, იურიდიული საკითხი, ლოგისტიკა და უსაფრთხოება. 13
სტრატეგიული გეგმვის განხორციელების მიდგომები შემუშავებული უნდა იქნეს რაციონალური და სამეცნიერო მოსაზრებების კომბინაციის საფუძველზე, სადაც სტრატეგიის შექმნისა და რეალიზაციის პროცესი მიმართული უნდა იყოს ელექტრონული განვითარების პროგრესის მიღწევაზე. მისი სამოქმედო პროგრამა მოიცავს მოქმედების გეგმასა და პროცესებს, რომელშიც ჩართულია ე-მთა-ვრობის მზადყოფნის პრიორიტეტები.
სტრატეგიული გეგმის რეალიზებისას განხორციელებას თან სდევს პერიოდული მონიტორინგი და შეფასება, რათა მოხდეს ცვალებად, სწრაფად განვითარებად გარემოსა და სოციალურ სიტუაციებთან მოქნილი მიდგომა, მორგება და ადაპტირება დინამიურ გარემოსთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე-მთავრობის სტრატეგიული დაგეგმვისას საჭიროა: სახელმწიფო სტრუქტურის რეფორმირება, ე-მართვის მოთხოვნების შესაბამისად მართვის მექანიზმების ტრანსფორმაცია, ე-მთავრობის ინიციატივების რეკონსტრუქცია, კომპლექსურობა, სტრუქტურიზება და სტანდარტიზირება; სტრატეგიული დაგეგმვის კონსისტენცია, სტრატეგიული დაგეგმვის სამართლებრივი საფუძვლები და დოკუმენტებით დადასტურება; რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება; მოქალაქეზე ფოკუსირებული პოლიტიკის გატარება; გათვალისწინებული უნდა იქნეს მთავრობის თანამშრომლობა და ფუნქციონალური თავსებადობა სხვადასხვა უწყებებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან; საჭიროა ჩამოყალიბდეს ყოველმხრივი და უფლებების მქონე ე-მთავრობ-ის სამართლებრივი და ე-მთავრობის ათვისების ხელშემწყობი გარემო, უსაფრთხოების პოლიტიკის მექანიზმები ეროვნულ დონეზე; განხორციელდეს ე-მთავრობის პროგრამების სისტემების ეფექტიანი მართვა და კონტროლი; ე-მთავრობის სტრატეგია საჭიროებს სამოქალაქო და კერძო საზოგადოების, სახელმწიფოს ცენტრალური და ადგილობრივი უწყების ინტერესების გათვალისწინებით შეთანხმებულ სტრატეგიულ დაგეგმვას.