გამსხვილება თუ დანაწევრება – რომელ სტრატეგიას ირჩევენ მედია მაგნატები
მსოფლიო მედია ინდუსტრიაში ახალი ტენდენციები იწყება. თუ ბოლო ათწლეულის განმავლობაში იქმნებოდა მსხვილი მედია იმპერიები, ახლა უკუტენდენცია დაიწყო _ მედიამაგნატებმა გადაწყვიტეს წლების განმავლობაში შექმნილი იმპერიები დაანაწევრონ და ასე მათი მართვა უფრო მარტივი და ეფექტიანი გახადონ. ”ახალ მოდას” სათავე რუპერტ მერდოკმა დაუდო. დაახლოებით 1 წლის წინ მან გაახმოვანა გადაწყვეტილება, საკუთარი მედია იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შესახებ. ეს გადაწყვეტილება მერდოკმა სისრულეში რამდენიმე კვირის წინ მოიყვანა. ბიზნესმენმა 21st Century Sox-ში გააერთიანა ყველაზე მომგებიანი სატელევიზიო და ფილმების მწარმოებელი კომპანიები, News Corp-ის შემადგენლობაში კი დარჩება გაზეთები და სხვა ნაკლებშემოსავლიანი კომპანიები.
მერდოკის განცხადებით, იმპერიის ორად გაყოფა მას ბიზნესის მართვის ახალ შესაძლებლობებს მისცემს. ახალ კომპანიას ექნება დაახლოებით 2.6 მილიარდი ნაღდი ფული, ვალი კი – არა. მაგრამ კომპანიის სხვა მეწილეები ჯერ ეჭვის თვალით უყურებენ მერდოკის ამ სტრატეგიას, ისინი შიშობენ კომპანიის გახლეჩვაც ისეთი წარუმატებელი ნაბიჯი არ იყოს მერდოკის კომპანიისთვის, როგორიც 2005 წელს სოციალური ქსელის MySpace-ის შეძენა იყო 580 მილიონად და IGN-ის შეძენა 650 მილიონად. მოგვიანებით მერდოკის კომპანიამ ისინი ამ თანხებზე გაცილებით ნაკლებ თანხად გაყიდა. რამდენად გაამართლებს მერისინი შიშობენ კომპანიის გახლეჩვაც ისეთი წარუმატებელი ნაბიჯი არ იყოს მერდოკის კომპანიისთვის, როგორიც 2005 წელს სოციალური ქსელის MySpice-ის შეძენა იყო 580 მილიონად და IGN-ის შეძენა 650 მილიონად. მოგვიანებით მერდოკის კომპანიამ ისინი ამ თანხებზე გაცილებით ნაკლებ თანხად გაყიდა. რამდენად გაამართლებს მერდია ჯგუფებს, რომელთა შემადგენლობაში შედიან ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორიცაა The Economist.
ექსპერტთა შეფასებით, XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, მედია კომპანიების გამსხვილება, მათი ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელება, ბიზნეს ინტერესებზე მეტად იმაზე იყო გათვლილი, რომ მათი მფლობელები, ”განსაკუთრებული მადით” გამოირჩდეოდნენ და თითქოს ერთმანეთს ეცილებოდნენ, ვინ უფრო მეტ გამოცემას, ტელევიზიას და კინოკომპანიას ჩაიგდებდა ხელში. მსოფლიო ბომონდში ”ჩუმი მედია-გარიგებები” რამდენიმე წელი იყო მოდაში. გავიხსენოთ AOL-ის შეთანხმება Time Warner-სა და News Corp-თან, რომლის ღირებულებამაც დაახლოებით 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2007 წელს.
ბოლო პერიოდში მედია კომპანიები დიდების ზენიტში იყვნენ. 10 წლის განმავლობაში 2005 წლამდე 4 დიდი მედია კონგლომერატი News Corp, Viacom, Disney და Time Warner ერთად S&P500 ინდექსის 1/3 შეადგენდნენ. 2000-2009 წლებში მათმა ჯამურმა აქტივებმა 200 მილიარდს მიაღწია.
2013 წლის მაისში ზოგიეთი კომპანიის აქციების ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში თითოეულმა მათგანმა _ News Corp, Vmiaco, Disney და Time Warner – ცალ-ცალკე მიიღო ორჯერ მეტი შემოსავალი, ვიდრე S&P 500 ინდექსის კომპანიების საშუალო შემოსავალია. ექსპერტები ამ წარმატებას იმას უკავშირებენ, რომ ე.წ. მედია ინვესტორები დამშვიდნენ, შერწყმა-გაერთიანების ხანა დასრულდა და მათ ბიზნესისთვის უფრო მეტად მოიცალეს.
ინვესტორებს სურთ იმ ბიზნესის ფლობა, რომელისაც მათ რამე გაეგებათ – ეს მსოფლიო ბიზნესის ახალი ტენდენციაა. ისეთი კონგლომერატების მართვა კი, რომელშიც შედიან ჟურნალ-გაზეთები, რადიო და ტელეკომპანიები, კინო სტუდიები ძალიან რთულია. თიოთოეულ მედია იმპერიას დაშლის საკუთარი მიზეზი აქვს, მაგრამ ამ მიზეზებსაც აქვს რამდენიმე სართო – პირველ რიგში კი ის, რომ გაზრდილი ფინანსური რისკების პირობებში, მფლობელებს სურთ, უფრო უკეთ იცოდნენ ის, რასაც მართავენ, რაც დანაწევრებული იმპერიების შემთხვევაში, უფრო მარტივია, ვიდრე დღევანდელ პირობებში. გარდა ამისა, მფლობელებს სურთ ერთმანეთისგან გამიჯნონ დაბალშემოსავლიანი ბეჭდური მედია და მაღალშემოსავლიანი ტელევიზიები და კინოსტუდიები. ”ჩვენ ცალ-ცალკე უნდა ვმართოთ მაღალშემოსავლიანი ტელევიზიები და მათზე ”ჩამოკიდებული” წამგებიანი პრესა” – მიიჩნევენ მედია მაგნატები. მაგალითისათვის, Vიაცომ-ის შემოსავლის 90%-ზე მეტი 2012 წელს ტელევიზიებიდან შემოვიდა.
ძველ და ახალ მედია მაგნატებს შორის ის განსხვავებაცაა, რომ თუ ადრე მერდოკსა და მის თანამედროვე მედია მფლობელებს მედია პოპულTime Worners-სის ახლანდელი ბოსი, ჯეფრი ბიუკსი, ან CBS-ის მმართველი ლეს მუნვი, მართალია ნაკლებ პოპულარულნი არიან ყვითელ პრესაში ან თუნდაც ბომონდურ დასავლურ გამოცმებში, მაგარმ მათი მთავარი მიზანი ეს არცაა. მათი მიზანი ახლა ბიზნესის ეფექტიანი მართვა და მეტი ფულის შოვნაა. ისინი პოპულარულნი არიან აქციონერებში, მათი მთავარი მიზანი ხომ ფულის კეთებაა და არა ”კაშკაშა ვარსკვლავი” მმართველების ყოლა.
მიუხედავად ამ ტენდენციებისა, არიან ისეთი მედია კომპანიები, რომლებიც ძველ ტრადიციებს იზიარებენ და გამსხვილების გზას ადგანან. მაგალითად, ამერიკულმა საკაბელო ოპერატორმა ჩომცასტ-მა იყიდა NBC Universal-ი, ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების სტუდია და გახდა ყველაზე დიდი სტუდია მსოფლიოში Disney-ის შემდეგ. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამ დროისათვის 100 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე, ერთიანდებიან ამერიკული კომპანიები Time Warner Cable და Charter Communication. Liberty Global of America-მ შეიძინა მსხვილი ბრიტანული და გერმანული საკაბელო კომპანიები. ამერიკაში 2013 წელს სხვა წვრილი მედია კომპანი- ების გაერთიანების შესახებაც გახდა ცნობილი. საინტერესოაMმედია იმპერიების მფლობელთა რომელი ჯგუფის მიერ არჩეული სტრატეგიაა გაამართლებს უფრო მეტად?