მთავრობა სტომატოლოგიური კლინიკების ლიცენზირების საკითხს განიხილავს
მთავრობა სტომატოლოგიური კლინიკების ლიცენზირების საკითხს განხილვას იწყებს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, დღეს არსებული მდგომარეობით, სტომატოლოგიური კაბინეტი არანაირ ლიცენზირებას არ ექვემდებარება, მაგრამ ეს შეიცვლება.
”ნებისმიერს შეეძლო ნებისმიერი აღჭურვითა და ფართით სტომატოლოგიური აქტივობის დაწყება ისე, რომ სამინისტროს საქმის კურსში არ აყენებდა. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა არანაირი ბერკეტი, გაგვეკონტროლებინა რა ხდებოდა რეალურად იქ. დღეს მთავრობის სხდომაზე სწორედ ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი განხილვის საგანი”, – განაცხადა სერგეენკომ. ცვლილება არ გამოიწვევს სტომატოლიგიური მომსახურების ფასების ზრდას, მინისტრის განმარტებით, რისკების გათვლა მოხდა ისე, რომ ამან არ უნდა გააძვიროს მომსახურება.