აზიური გემთსაშენები ჩინური ჰეგემონია წარსულს ჩაბარდა
ამ მომენტისათვის სამხრეთ კორეის ნავსადგურებში ბევრი ხომალდი იწრთობა. სამხრეთში განლაგებულ ქალაქ ბიუსანში, სამი დიდი სადგურია – amsung Heavy Industries, Daewoo Shipbuilding , Marine Engineering – აქვეა განლაგებული Hyundai-ის მძიმე მრეწველობის ქარხანაც. აქ იწარმოება მსოფლიოს უდიდესი ხომალდები, რომელთა სიგრძე 400 მეტრს აღემატება. ასევე 460 მეტრ სიგრძის ნავთობის გადასაზიდი ხომალდები, რომელთა სიმაღლე ინგლისის ყველაზე მაღალი მთის სიმაღლეს ჭარბობს. თუმცა, ხომალდების ზომა ყველაფერი არაა. გასათვალისწინებელია სხვა მახასიათებლებიც. მაგალითისათვის, Samsung Heavy Industries აწარმოებს ულტრა წყალქვეშა მბურღი ხომალდების ხაზს.
ისინი ლიცენზირებული და მოწონებული იქნა მსოფლიოს გადასაზიდი გიგანტის Maersk-ის ექსპერტების მიერ. ამ ტიპის ერთ-ერთ ხომალდს Viking Maersk-ის ინჟინერი აღწერს, როგორც ”გიგანტურ შავ ხომალდს”, რომელიც განკუთვნილია მსოფლიოს უღრმეს წლებში ბურღვითი სამუშაოების ჩასატარებლად.
სანაპიროებსა და ხმელეთზე გამოლევადი ნავთობის პირობებში, მომპოვებელი კომპანიები ცდილობენ ახალი საბადოების ათვისებას ღრმა წყლებში. ამისათვის კი მათ ესაჭიროებთ ისეთი ხომალდები, როგორიცაა Viking და რომელიც გამოყენებული იქნება Exxon Mobil-ის მიერ, სრულად აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს.
Viking-ს შეუძლია ჩავიდეს წყალში 3000 მეტრ სიღრმეზე და აწარმოოს ბურღვითი სამუშაოები 12 000 მეტრზე მიწისქვეშ. ხომალდის ცენტრალური ნაწილი 60 მეტრი სიმაღლის ჭაბურღილია, მაგრამ მისი მთავარი ღირსება მაინც 6 მოტორიანი ძრავია. მისი შემქმნელი ინჟინრები აცხადებენ, რომ ხომალდს ტალღების პირობებშიც კი შეუძლია 9 მეტრ სიმაღლზე ბურღვა.
სამხრეთ კორეული გემთსაშენებისთვის ძლიერი ტექნიკური მხარე ხსნა აღმოჩნდა. სულ რაღაც 10 წლის წინ, ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ჩინეთის მძიმე მრეწველობა შეძლებდა სამხრეთ კორეის მთლიან თუ არა, ხომალდების სამშენებლო ბაზრის უდიდესი წილის ათვისებას. თუმცა, ეს პროგნოზი არ მართლდება. 2013 წლის ივლისისთვის სამხრეთ კორეაში წარმოებული ხომალდების ჯამური ღირებულება დოლარებში 76.2%-ით მეტი იყო ჩინურ წარმოებაზე.
კორეელები და მათი სინგაპურელი კოლეგები, ფულს ხომალდის შესაქმნელად მსოფლიო ბაზრებზე მძიმე კონკურენციის პირობებში იღებენ, ხშირად ოფშორების გავლით (მაგალითისათვის, Viking-ის წარმოება 650 მილიონი დოლარი ჯდება). ჩინეთი მარცხდება გადამზიდავების გლობალურ ბაზრებზე, სადაც ერთი ხომალდი მინიმუმ 30 მილიონი დოლარ ღირს. ჩინეთი კვლავ კლიენტების მოლოდინშია, მაშინ როცა კორეისა და სინგაპურის გემთსაშენები შეკვეთებს ვერ აუდიან. Maersk-ის მონაცემებით, საბურღი ხომალდების ბაზრის მოცულობა წელიწადში 44 მილიარდი აშშ დოლარია. რაც შეეხება ევროპელ კონკურენტებს, სინგაპური და სამხრეთ კორეა მათ ძლიერ კონკურენციას წარმოების შედარებით დაბალი დანახარჯების წყალობით უწევს. მიუხედავად ნაკლები დანახარჯებისა, აზიური ქვეყნები მაინც ახერხებენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სიმძლავრისა და დიზაინის ხოლამდების წარმოებას.
ჩინური პორტები ასევე სთავაზობენ კლიენტებს დაბალ ფასებსა და გადახდის მოქნილ სისტემას. ხშირად ისინი კონტრაქტის დადებისას, კლიენტისაგან მხოლოდ ღირებულების 10%-ის გადახდას მოითხოვენ, დანარჩენ 90%-ს კი პროდუქციის მიწოდებამდე იღებენ. მიუხედავად ამისა, ეს ვერ ეხმარება ჩინეთს ოფშორული ფულის მოპოვების მკაცრ კონკურენციაში. რადგან ჩინეთი ხშირად სცოდავს კონტრაქტის პირობების შესრულების დროს ჩაბარების თარიღის დაცვისას, ასევე შედარებით დაბალია მათი პროდუქციის ხარისხი, რაც კონკურენტებთან ბრძოლისას მისი აშკარა სისუსტეა. გარდა ამისა, სპეციალისტთა პროგნოზით, ჩინეთი მალე ფასში უპირატესობასაც დაკარგავს, რადგან მისი მუშახელის ანაზღაურება ყოველწლიურად 10-15%-ით იზრდება, წარმადობა კი დაბალი რჩება. ასეთ პირობებში, ჩინეთს კიდევ დიდხანს მოუწევს სინგაპურისა და სამხრეთ კორეის ზურგს უკან ყოფნა.
სინგაპურის ორი მთავარი პორტი Keppel და SembCorp Marine, ხარისხსა და ეფექტიანობაზე არიან ორიენტირებულნი. ისინი ღრმა წყალქვეშა ხომალდების წარმოებას მისდევენ და ნაკლებად აწყობენ ბურღვით ხომალდებსა და ამწეებს. მხოლოდ Keppel მიმდინარე წელს 20 ”მონსტრ” ხომალდს აშენებს.
დრო ფულია
სინგაპურის უპირატესობაა ისიც, რომ ისინი სწრაფად ასრულებენ კონტრაქტის პირობებს და ხომალდების მიწოდებას არ აგვიანებენ. რაც შეიძლება ძალიან დიდ პრობლემად იქცეს მომპოვებელი კომპანიებისათვის. 1 დღის დაგვიანება მათ ხშირად ნახევარი მილიონი დოლარი უჯდებათ. გასული 5 წლის განმავლობაში დადებული და შესრულებული კონტრაქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ სინგაპურისა და სამხრეთ კორეის გემთსაშენების მიერ ხომალდების მიწოდება ხშირად ვადაზე ადრე ხდებოდა, მაშინ როცა ჩინეთი 50-250 დღეს აგვიანებდა.
ერთად ერთი საფრთხე, რაც სინგაპურისა და სამხრეთ კორეის ჰეგემონიას ემუქრება, მოთხოვნის შემცირებაა. ნავთობმომპოვებელი კომპანიები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ბურღვითი სამუშაოების დანახარჯების შემცირებას და ნელ-ნელა ამას ახერხებენ კიდეც. გასათვალისწინებელია ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შემცირების პერსპექტივაც. მაგრამ ეს, ალბათ, უფრო შორეულ მომავალს ეხება. ჯერჯერობით კი, აზიური ქვეყნების მყარ მდგომარეობას გემთსაშენების მსოფლიო ბაზარზე არაფერი ემუქრება.