საკრებულო მზიურის პარკის რეაბილიტაციის გაგრძელებას ცდილობს
თბილისის საკრებულო შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ მზიურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები არ შეჩერდეს. ამ განცხადებას საკრებულოს წევრი ნიკო ხაჩირაშვილი აკეთებს.
ხაჩირაშვილის განცხადებით, მერია შემცირებული საბიუჯეტო პარამეტრებით აპელირებს, ხოლო რეალობა აბსოლუტურად სხვაა. მისივე თქმით, თბილისის მერია ამავე მიზეზს გამოიყენებდა სხვა ნებისმიერი პროექტის შეჩერების შემთხვევაშიც.
ხაჩირაშვილი პირობას დებს, რომ ყველა მიმდინარე პროექტი, რასაც საკრებულო ხელს მოკიდებს, აუცილებლად გაგრძელდება. როგორც ვიუწყებოდით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შემცირების მიზეზით თბილისის მერია მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროექტის შეჩერებას არ გამორიცხავს. დედაქალაქის მთავრობა მზიურის პარკის რეაბილიტაციაზე 40 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავდა.