მსოფლიო ეკონომიკა ციფრებში

აშშ

აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2013 წლის ოქტომბერში, ქვეყანაში სამრეწველო ფასები შემცირდა 0,2%-ით. მაჩვენებელი დაემთხვა ანალიტიკოსების მოლოდინს. წლიურ გამოხატულებაში ზრდამ 0,3% შეადგინა, რაც ასევე დაემთხვა ექსპერტების ვარაუდს. მიმდინარე წლის სექტემბერში, გადასინჯული მონაცემებით, სამრეწველო ფასები შემცირდა 0,1%-ით, როგორც ადრევე ვარაუდობდნენ.

აშშ-ის ვაჭრობის სამინსიტროს მონაცემებით, წარმოებული საქონლის, მაკომპლექტებლებისა და ნახევარფაბრიკატების მარაგები აშშ-ის საწყობებში, მიმდინარე წლის სექტემბერში 0,6%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით. ანალიტიკოსები მაჩვენებლის ზრდას 0,3%-ის დონეზე ელოდნენ. ეს მაჩვენებელი 2013 წლის აგვისტოში 0,4%-ით გაიზარდა, როცა ადრე 0,3%-იან ზრდას ვარაუდობდნენ.

აშშ-ის შრომის სამინისტროს მოხსენების თანხმად, ქვეყანაში უმუშევრობისთვის შემწეობის მისაღებად სახელმწიფო პირველადი მიმართვების რაოდენობა 15 ნოემბერს დასრულებული კვირის შედეგებით, შემცირდა 323 ათას განაცხადამდე. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ მაჩვენებელი 335 ათასამდე შემცირდებოდა. მიმართვების რაოდენობა წინა, 8 ნოემბერს დასრულებული კვირის შედეგებით, გადასინჯული მონაცემებით, იყო 344 ათასი განაცხადი, როცა ადრე 339 ათასს ვარაუდობდნენ.

ევროზონა

ევროპული სტატისტიკური სააგენტოს Eurostat-ის მოხსენების თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 13,1 მილიარდი ევრო შეადგინა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ თვის შედეგებით პროფიციტი 10 მილიარდი იქნებოდა. 2013 წლის აგვისტოში, ეს მაჩვენებელი, გადასინჯული მონაცემებით, სეზონური კორექტირების გათვალისწინების გარეშე შეადგენდა 6,9 მილიარდ ევროს, როცა ადრე სხვა ციფრს ასახელებდნენ – 7,1 მილიარდი ევრო. 2012 წლის სექტემბერში სავაჭრო ბალანსის პროფიციტი 8,6 მილიარდ ევროს შეადგენდა. ევროზონაში შემავალი 17 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობა, მიმდინარე წლის სექტემბერში, წლიურ გამოხატულებაში 3%-ით გაიზარდა, იმპორტისა კი არ შეცვლილა. ევროზონის ექსპორტი თვიურ გაანგარიშებაში სეზონური კორექტირების გათვალისწინებით მიმდინარე წლის სექტემბერში გაიზარდა 1%-ით, ხოლო იმპორტი შემცირდა 0,3%-ით.
სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა ევროკავშირის 28 სახელმწიფოში, მიმდინარე წლის სექტემბერში შეადგინა 0,6 მილიარდი ევრო 2012 წლის სექტემბრის 14,5-მილიარდიანი დეფიციტის საწინააღმდეგოდ. მიმდინარე წლის აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებში დაფიქსირდა დეფიციტი 2,4-მილიარდიანი მოცულობით. 2013 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 3%-ით, ხოლო იმპორტისა კი შემცირდა 7%-ით. 2013 წლის აგვისტოში სეზონური კორექტირების გათვალისწინებით 28 ქვეყანაში ექსპორტი 0,2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა 0,2%-ით.

ეკონომიკური კვლევის ევროპული ცენტრის (ZEW) მონაცემებით, 2013 წლის ნოემბერში საქმიანი მოლოდინის ინდექსი ერთიანი ევროპული ვალუტის მიმოქცევის ზონაში განისაზღვრა 60,2 პუქნტით ოქტომბრის 59,1 პუნქტთან შედარებით.

გერმანია

გერმანიის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ქვეყნის მშპ 2013 წლის III კვარტალში, საბოლოო მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 0,3%-ით. ანალიტიკოსები სწორედ 0,3%-ით ელოდნენ ამ მაჩვენებლის ზრდას. ეს მონაცემები დაემთხვა გერმანული მშპ-ის წინასწარ მონაცემებს, რომელიც 14 ნოემბერს გამოქვეყნდა. 2012 წლის III კვარტალთან შედარებით მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში მშპ 1,1%-ით გაიზარდა. 2013 წლის II კვარტალში გერმანიის მშპ კვარტალური გაანგარიშებით 0,7%-ით გაიზარდა. 2012 წლის II კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი, მიმდინარე წლის იგივე პერიოდში 0,9%-ით გაიზარდა. 2013 წლის III კვარტალში მშპ-ის დინამიკაში დადებითი წვლილი შეიტანა შიდა მოთხოვნამ, რომელიც 0,5%-ით გაიზარდა. მომხმარებელთა ხარჯები 0,1%-ით გაიზარდა წინა კვარტალთან შედარებით.