ჰუდონ-ჰესის ფასი

მაკა ღანიაშვილი

ჰუდონ-ჰესის თემა დიდი ხანია უკომპრომისო დაპირისპირების საგნად რჩება პროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის. ეს თემა ბოლო პერიოდის ყველაზე ცხარე დისკუსიების საგანია საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ საზოგადოების მძაფრი წინააღმდეგობის გამო, სულ ცოტა ხნის წინ მთავრობამ ხაიშში აზომვით სამუშაოები შეაჩერა, რომელიც ჰუდონჰესის მშენებლობას უკავშირდებოდა.

7 თებერვალს ჰუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი დისკუსია გაიმართა „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ორგანიზებით. დისკუსიას ეკონომიკის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ენერგეტიკოსები ესწრებოდნენ.

რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ჰუდონჰესმა

საქართველოს მთავრობისა და კომპანია Trans Electrica (ინდოეთი) განცხადებით, ჰუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გულისხმობს 200 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხლისა და 650 მეგავატი სიმძლავრის მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას სვანეთში. პროექტი ითვალისწინებს 530 ჰა ფართობის ტერიტორიის დატბორვას, რის გამოც შეიქმნება 3.5 მლნ კუბური მეტრის მოცულობის ხელოვნური რეზერვუარი.

„საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ექსპერტმა ლევან კალანდაძემ იმ სარგებლიანობას გაუსვა ხაზი, რომელიც საქართველოს ჰუდონ-ჰესმა შეიძლება მოუტანოს. „საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მხარდაჭერილი უნდა იყოს ენერგეტიკული სიმძლავრეებით. დღეს საქართველოში უკვე დგას ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების ათვისების პრობლემა. ამ დროს საქართველოს ჰიდრო-რესურსის რეალურად მხოლოდ 18% არის გამოყენებული და ათვისებული. მაშინ როცა ეს რესურსი წარმოადგენს ყველაზე ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის წყაროს. ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების გარდა, ჰუდონ-ჰესი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელობანი ზრდის შესაძლებლობა შეიძლება გახდეს. მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ენერგეტიკული უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არის ელექტრო ენერგიის ექსპორტიორი, ზამთრის თვეებში ჩვენ მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს და გვიწევს დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგიის შეძენა. ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული ელექტრო ენერგიის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ეს აღმავალი ტენდენცია დაბალანსებული უნდა იყოს საქართველოს ჰიდრო-რესურსების პოტენციალის გამოყენებით. ამასთანავე, World Bank რეიტინგებით ჰუდონ-ჰესის პროექტი მსოფლიოს 100 ინფრასტრუქტურულ მეგაპროექტებს შორის ერთ-ერთ პრესტიჟულად იქნა აღიარებული“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ ჰუდონ-ჰესის ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესახებ საუბრისას.

levan kalandadze

საქართველოს ელექტრო ენერგიის სისტემა

მსოფლიო ტენდენცია გვიჩვენებს, რომ, რეალურად, მსოფლიო წლიდან წლამდე მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე გასულ წელს, გამონაკლისი არც საქართველოა.

51

53

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 2025 კვტ.სტ-ს შეადგენს. „ქვეყნის განვითარებას ყოველთვის თან ახლავს ენელქტრო ენერგიის მოხმარების ზრდა. ეს არ არის მხოლოდ საყოფაცხოვრებო დონეზე. ელექტრო ენერგიის მოხმარების ზრდა მოდის წარმოების სექტორზეც. ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხელისუფლებას 100 საწარმოს თემას. წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ ეს 100 საწარმო იხსნება. რითი ვაპირებთ ჩვენ მათ ენერგეტიკულ უზრუნველყოფას “? – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

52

საინტერესოა, საქართველოში ექსპორტ-იმპორტის დინამიკაც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმპორტირებული ელექტრო ენერგიის მოცულბა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში იზრდება, მაშინ როცა ექსპორტი საგრძნობლად მცირდება.

54

მსოფლიო ბანკის დაფინანსებული კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოში ენერგეტიკულ ალტერნატივებსა და ალტერნატიულ ენერგო-წყაროებს შეეხება, იმისათვის, რომ საქართველომ უზრუნველყოს მინიმუმ 3%-იანი ეკონომიკური ზრდა, 2020 წლისათვის ამ ტენდენციას სერიოზული ელექტრონული ალტერნატიული სიმძლავრეების გაჩენა სჭირდება. ამჯერად საქართველოში წარმოებული ელექტრო ენერგიის დიდი წილი მხოლოდ ორ ელექტროსადგურზე მოდის: ვარდნი-ჰესი და ენგურ-ჰესი. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ჰუდონ-ჰესის გამოშვების წილი მთლიან გამოშვებაში დაახლოებით 15-16% იქნება. შესაბამისად, ის იქნება ელექტრო ენერგიის გამოშვების დივერსიფიკაციის საშუალება ქვეყანაში.

55

ჰუდონ-ჰესის საპროექტო მახასიათებლები: ჰუდონ-ჰესის დადგმული სიმძლავრეა 702 მგ.ვტ.; საშუალო წლიური გამომუშავება 1 მილიარდ 500 მილიონი კ.ვტ.სთ; კაშხლის ტიპი – თაღოვანი კაშხალი; კაშხლის სიმაღლე – 200 მ; კაშხლის თხემის სიგრძე – 534 მ; კაშხლის ზედა და ქვედა ნაწილის სიგანე – 8,1/34,2 მ.; წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი – 5,28 კმ2 ანუ 528 ჰა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ჰუდონ-ჰესი არ ემსახურება ელექტრო ენერგიის გენერაციის პრობლემის გადაჭრას, ანუ ის არ არის ბაზისური ელექტროსადგური. ეს არის პიკური ელექტროსადგური, რომლის მთავარი მზიანი, ზამთრის განამავლობაში ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებაა. ამ თვალსაზრისით, ჰუდონ-ჰესი პრაქტიკულად უალტერნატივოა.

ჰუდონის ამოქმედებით ენგურ-ჰესს და ვარდნილ-ჰესს საპროექტო გათვლებით ემატება 300 მლნ. კვტ/სთ. დამატებითი სიმძლავრე. რეალურად კი, ექსპერტული გაანგარიშებებით იქნება 470 მლნ. კვტ/სთ. სიმძლავრე, რაც, მაგალითად, ჟინვალის საშუალო წლიურ გამომუშავებას უდრის ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების განხორციელების გარეშე. ჰუდონის ამოქმედებით ენგურ-ჰესის (ჯვრის წყალსაცავის) ექსპლოატაციის ვადა დაახლოებით 20 წლით იზრდება წყალსაცავის დალამვის მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შემცირების ხარჯზე.

ჰუდონ-ჰესზე საუბრისას ეკონომისტები გამოყოფენ რამდენიმე პირდაპირ და ირიბ ფაქტორს, რომელსაც გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკაზე. ჰუდონის საპროექტო ღირებულება – 1,2 მილიარდი აშშ დოლარია. მშენებლობის აქტიური ფაზა 6 წელია. შესაბამისად, განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა ყოველწლიურად 200 მილიონი აშშ დოლარია. რაც სპეციალისტთა შეფასებით, მშპ-ის დამატებითი 1,1%-იან ზრდას ნიშნავს ყოველწლიურად. რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლებს, მშენებლობის ეტაპი 2014–2020 წ.წ. გრძელდება, რაც გულისხმობს ბიუჯეტში ქონების გადასახადს – 4,8 მლნ. ლარის ოდენობით წელიწადში. საშემოსავლო გადასახადი – 21,5 მლნ. ლარი წელიწადში. ექსპლოატაციის ეტაპი 2020–2037 წლებია. ამ პერიოდში ქონების გადასახადი – 18,4 მლნ. ლარს შეადგენს წელიწადში. საშემოსავლო გადასახადი – 4,3 მლნ. ლარს. მოგების გადასახადი – 30,08 მლნ. ლარს.

56

ჰუდონ-ჰესის ამოქმედების შემდეგ, ქვეყნისთვის ელექტროენერგიის საექსპორტო პოტნენციალი 1,6 მილიარდ კვტ/სთ-ით იზრდება ჰუდონ-ჰესის, ენგურ-ჰესის და ვარდნილ-ჰესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხარჯზე, რის შედეგადაც, ადგილობრივი კომპანიები ელექტროენერგიის ტრანსპორტირების შედეგად ყოველწლიურად 19 მლნ. აშშ დოლარს მიიღებენ დამატებით. ელექტროენერგიის საზღვრამდე ტრანსპორტირების ტარიფია 1,2 აშშ ცენტი 1კვტ/სთ-ზე.

ჰუდონ-ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

ჰესისის მშენებლობის მოწინააღმდეგეები გარემოსა და დემოგრაფიულ სურათზე უარყოფით ზეგავლენას უსვამენ ხაზს. „მწვანე ალტერნატივის“ განცხადებით, ჰუდონ-ჰესის აშენების შემთხვევაში, იძულებით გადასახლებას დაექვემდებარება არა მარტო სოფელ ხაიშის, არამედ მისი მიმდებარე მცირე დასახლებების მოსახლეობა, დაახლოებით 525 ოჯახი. „გადასასახლებელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გადასახლების წინააღმდეგია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დროს მოსახლეობის ნაწილი უკვე იყო გადასახალებული, თუმცა გადასახლებულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვერ გაძლო და კვლავ დაუბრუნდა თავის პირვანდელ საცხოვრისს. ამ ოჯახებისთვის მეორედ გადასახლება კიდევ უფრო რთული და მიუღებელია“, – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამასთან, საქართველოში არ არსებობს განვითარების პროექტების შედეგად დაზარალებულთა გადასახლების პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა გადასახლებულთა ცხოვრების ადექვატურ დონეს, როგორც ეს მოთხოვნილია გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კოვენანტში. მათი შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ექსპროპრიაციის შესახებ, რომელიც გადასახლებისას გამოყენებადი ერთად ერთი ინსტრუმენტია, არ იცავს დაზარალებული მოსახლეობის უფლებებს. თუმცა, როგორც „ტრანს ელექტრიკას“ წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან თითოეული მაცხოვრებლის ინტერესების სრულად გათვალისწინებას და დაკმაყოფილებას.

არასმათავრობო ორგანიზაციათა შეფასებით, ჰუდონ-ჰესის მშენებლობა გააძლიერებს ბუნებრივი ჰაბიტატების, ტყეებისა და მდინარის ბინადარ სახეობათა დაკარგვის პროცესს, ასევე ჰიდროტექნიკური ნაგებობის (კაშხლისა და რეზერვუარის) ზედა ბიეფში წყალშემკრები ტერიტორიების დეგრადაციას. გარემოს დამცველთა შეფასებით, ჰუდონისა და ენგურის წყალსაცავების ფუნქციონირება აისახება წყლის ხარისხზე, წყალდიდობების ბუნებრივ რეჟიმსა და მდინარის ბინადართა შემადგენლობაზე. გარდა აღნიშნულისა, პროექტს მნიშვნელოვანი ზემოქმედება ექნება ადგილობრივ კლიმატზე. ჰუდონის წყალსაცავის მშენებლობა გამოიწვევს ღრუბლიანობისა და ნალექების კლებას, მდგრადი გავლენა გავრცელდება 5 კმ-ს რადიუსში, თუმცა ზეგავლენა ექნება მთლიანად სვანეთზე. „წყალსაცავის მშენებლობის გამო გზის 18-30 კმ-ით დაგრძელებამ შეიძლება კიდევ უფრო მოწყვიტოს ზემო სვანეთი დანარჩენ საქართველოს (ზამთარში ჯვარიდან მესტიამდე ასვლას 2-4 საათი სჭირდება, რაც შესაძლოა გაიზარდოს 5 საათამდე). ამან, შესაძლოა, ერთი მხრივ, მძიმე ზეგავლენა იქონიოს რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შეუშალოს ფართოდ რეკლამირებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას ქვეყანაში“ – ვკითხულობთ „მწვანე ალტირნატივის“ განცხადებაში. მათივე შეფასებით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ძლიერი ზემოქმედება ექნება ზემო სვანეთში არსებულ და დიდწილად ჯერ კიდევ შეუსწავლელ კულტურულ მემკვიდრეობაზე. მართალია, უშუალოდ სოფელი ხაიში არ არის წარმოდგენილი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალში, აქ განლაგებულია რამდენიმე შუასაკუნოვანი ისტორიული ძეგლი, ხაიშის ციხე, შუასაუკუნოვანი სასაფლაო და ეკლესია. გარდა ამისა, ხაიშში აღმოჩენილია ჯერ კიდევ შეუსწავლელი არქეოლოგიურ ძეგლი, რომელიც თარიღდება I საუკუნით.

ელექტროსადგურები და კაშხლები სხვადასხვა ქვეყნებში

როგორც ვხედავთ, ჰუდონჰესის აშენება, მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობის მიუხედავად, დიდ დისკუსიებს იწვევს. ერთ-ერთი მთავარი ალტერნატივა, რასაც დიდი ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები მთავრობას სთავაზობენ, ალტერნატიული ენერგოწყაროებია. თუმცა, ეკონომისტები იმ გარემოებას უსვამენ ხაზს, რომ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ევროპას, რომელიც ბოლო წლებია აქტიურად ცდილობს ენერგიის ტრადიციული წყაროების ალტერნატიული ენერგიით ჩანაცვლებას, სერიოზული პრობლემები აქვთ. ისინი მიხვდნენ, რომ ამ პოლიტიკას ეკონომიკა ჩიხში შეჰყავს და ჯერ მზად არ არიან ელექტრო ენერგიის ჩასანაცვლებლად. ამიტომ იწყებენ პოლიტიკის ნელ-ნელა შეცვლას. რა ალტერნატივა შეიძლება ჰქონდეს ამ დროს საქართველოს? გაწვდება თუ არა ქართული ეკონომიკა იმ კოლოსალურ დანახარჯებს, რომელიც ალტერნატიული ენერგოწყაროების შექმნას უკავშირდება?

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე: „ეს საკითხი ძალიან პოლიტიზირებული და არასწორად ინტერპრეტირებულია. არიან ჯგუფები, რომელიც მოსახლეობაში არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. თითქოს ჰუდონ-ჰესი ტბორავს სვანეთს და იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს. არადა, საქმე გვაქვს ძალიან კარგ პროექტთან, რომელმაც შეუძლია საქართველოს მოუტანოს მეტი ინვესტიცია, მეტი დასაქმება, ადგილობრივი მოსახლეობისა და სვანეთის იმ ტერიტორიების უფრო მეტად განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. რა თქმა უნდა, სვანეთში გარკვეული ტერიტორიების დატბორვის საფრთხე არსებობს, მაგრამ ჰიდროელექტრო სადგურის აშენება ამის გარეშე არ არსებობს. ჩვენ ორი მთავარი უპირატესობა გვაქვს – სატრანსპორტო დერეფანი და ჰიდრო რესურსები, სხვა რესურსი არ გაგვაჩნია. ამიტომ ამ პოტენციალის ათვისება ეკონომიკის განვითარებისთვის – აუცილებელია. მისი გამოუყენებლობა ჩვენთვის იგივეა აზერბაიჯანმა ნავთობის რესურსებზე თქვას უარი“.

გასათვალისწინებელია განვითარებული ქვეყნების პოლიტიკაც ჰესებთან დაკავშირებით. მაგალითისათვის, შვეიცარიაში ფუნქციონირებს 550 ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის 250 მათგანი კაშხლიანი წყალსაცავით. სეისმურად მაღალრისკიან იაპონიაში კი ფუნქციონირებს 2650 ჰიდროელექტრო სადგური, მათ შორის მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტრო სადგურები.

ფოტოგალერეა

_DSC3007asda

_DSC3030fsd

_DSC3047asda

_DSC3057ertew

_DSC3066

თაკო ვარდოსანიძის ფოტოები