ქურთების ამბიციები და ნავთობის ბაზრის პერსპექტივები
თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია, მაკა ღანიაშვილი
დიდი ხანია ქართული საზოგადოება იცნობს პრობლემას, რომელსაც ქურთისტანი ჰქვია. ქურთების არარსებული სახელმწიფო, რომელიც 30 მილიონამდე ეთნიკურ ქურთს ითვლის, განლაგებულია სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთში, ერაყის ჩრდილოეთით, სირიის აღმოსავლეთით და ირანის დასავლეთით. ქურთები* დიდი ხანია ტერიტორიებზე პრეტენზიას აცხადებენ და იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ გვსმენია თურქეთში ძლევამოსილი მოძრაობის შესახებ, თუმცა, ჯერჯერობით, რეალურად, არავის უთქვამს, რომ ქურთული სახეწლმწიფო შეიძლება შეიქმნას. ამის შესახებ საუბრები მხოლოდ ერაყის ომის შემდეგ დაიწყო, სადაც მწვავედ დგას ქურთების ავტონომიის პრობლემა. მათი აჯანყების ჩასახშობად, თავის დროზე, სადამ ჰუსეინმა გამოიყენა გაზი და როგორც კი ამერიკელებმა ერაყი „გაათავისუფლეს“ ჰუსეინისგან, დაისვა საკითხი, რომ ქურთებს აუცილებლად მიეცემოდათ ავტონომია. ამის შემდგომ, ქურთისტანში თვალსა და ხელს შუა აღმოცენდა ახალი ქალაქი, ერბილი, რომელიც არ რეკლამირდება და არ აფიშირდება, მაგრამ თვითმხილველების ცნობით, ის არის საკმაოდ განვითარებული ქალაქი – ახალი ნიუ-იორკი ახლო აღმოსალეთში, თავის გაზისა და ნავთობის საბადოებით, თუმცა, ჯერ კიდევ არ მოქცეული ოფიციალურ ჩარჩოებში.
ერბილი ქურთების ავტონომიური ოლქის დედაქალაქადაა მიჩნეული. 2013 წლის მონაცემებით, იქ 1.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ანალიტიკოსთა შფასებით, ახლა იწყება რთული თამაში ქურთისტანის სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად. როგორც ჩანს, გარკვეულწილად, ამერიკელებიც ემხრობიან ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ირანიც უჭერს მხარს და თურქეთიც. ყველაზე გასაკვირი თურქეთის პოზიციაა, რადგან ქურთების პრობლემა მას თავის ქვეყანაშიც აქვს, მაგრამ იმდენად დიდი საბადოები აქვთ ქურთების ნავთობისა და გაზის და ამ რესურსებს სწორედ თურქეთის გავლით ჰყიდიან, რომ თურქეთის ინტერესი ძალიან დიდია. ქურთების მთავარი პრობლემა დღეს არის სწორედ ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გაყიდვა. თუ შეძლებენ ისინი, რომ ერაყის ცენტრალური ხელისუფლების გარეშე გაყიდონ ნავთობი და ამის ამონაგები მიიღონ, მაშინ ქურთების დამოუკიდებლობას აღარაფერი უდგას წინ. უკვე რეალური ხდება ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნა პირველად ისტორიაში, იმ დროიდან, რაც რიჩარდ ლომგული ქურთმა ლიდერმა დაამარცხა იერუსალიმთან ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, ქურთებს საკმაოდ სერიოზული პოზიციები უჭირავთ ამ რეგიონში. დღეს არის დრო, როდესაც მიდის აღორძინება ქურთული სახელმწიფოსი – როგორც თურქულ მხარეში, ისე ერაყულ მხარეში. მაგრამ პრობლემაა ის, თუ რამდენად შეძლებენ იმ ნავთობის გაყიდვას, რომელსაც ფლობენ.
ქურთისტანი, ის საკმაოდ განვითარებული მხარეა, განვითარებული ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, გზები, ბიზნესი. მათი ლიდერები წინა ხელისუფლების დროს სტუმრობდნენ კიდეც საქართველოს და ცდილობდნენ არაკანონიერი გზებით მოპოვებული ფულის ინვესტირებას საქართველოში, რაღაც პატარა ნაწილში მაოხერხეს კიდეც ფულის ჩადება, მაგრამ ძირითადი პრობლემა ვერ გადაწყვიტეს და დაბრუნდნენ უკან, თუმცა, საქართველოში ქურთისტანის წარმომადგენლები ვიზიტით იმყოფებოდნენ.
„ერაყელ ქურთებს შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ სახელი და სტატუსი იმ ადგილის, სადაც ახლა ცხოვრობენ“ – ამ სიტყვებით თურქეთის პერემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საბოლოოდ შეცვალა თურქეთის საგარეო პოლიტიკის მიმართულება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თურქეთი კონსულტაციებს უწევდა ერაყის ქურთების ავტონომიურ რეგიონს და მათ დედაქალაქ ერბილიში საკონსულტაციო კომპანიაც კი გახსნა. ქურთების ამბიციები, რომელსაც მხარს თურქეთიც უჭერს, სულ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობას და თუ თურქეთი მზადაა ერაყის დოქტრინაზე უარი თქვას. მაშინ აშშ-ს ამის გაკეთება სულ არ გაუჭირდება. ერაყიდან აშშ-ს ძალების გამოსვლა და შიიტი მთავრობის მიერ სუნიტების დამორჩილება რეგიონში აშშ-ს გავლენას ამცირებს.
როგორც ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, გეოპოლიტიკურ რუკაზე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა. თურქეთის იმპერიის კოლაფსიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, დროა მისი შედეგები გადაიხედოს. „ის გეოგრაფიული საზღვრები, რომელიც ინგლისელებმა და ფრანგებმა 1916 წელს გაავლეს, არანაირ ეთნიკურ საფუძვლებს არ ეფუძნება, ერაყი და სირია სახელებია და არა ეროვნებები“ – წერენ დასავლელი ანალიტიკოსები. ამის საპირისპიროდ, ქურთებს აქვთ საკუთარი ისტორია, კულტურა და ენა. მათ ავიწროვებდა ყველა ის ქვეყანა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ. მათ დამოუკიდებლობას დაჰპირდნენ 1920 წელს, თუმცა ეს დაპირება 3 წლის შემდეგ გაუქმდა. ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ და ჭკვიანურად აშენებდნენ საკუთარ იმპერიას ერაყში, რთულია მოიძებნოს მსოფლიოში სხვა ხალხი, ვინც მათზე მეტად იმსახურებს დამოუკიდებლობას და საკუთარ სახელმწიფოს.
დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, ქურთებისთვის ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა შექმნილი დამოუკიდებლობის მისაღებად: სირია „განეიტრალებულია“, რადგან ის საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვის და საეჭვოა თითი გაანძრიოს ქურთების წინააღმდე, ეს საეჭვოა იორდანიის, საუდის არაბეთის და ქუვეითის მხრიდანაც. ისინი დამოუკიდებლობას არა მხოლოდ მორალურად იმსახურებენ – სპეციალისტთა შეფასებით, მათ საკუთარი რეგიონი ჭკვიანურად მართეს, მიაღწიეს ინვესტიციების განხორციელებას, ჰყავთ ძლიერი და დისციპლინირებული ჯარი და ახლა იბრძვიან ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის ნავთობის გამოყენებით.
ნავთობი – ქურთების დამოუკიდებლობის სიმბოლო
მაისის ბოლოს თურქეთის კეიჰანის პორტიდან დაიძრა ნავთობის ტანკერი, ხომალდს სახელწოდებით United Leadership გადაჰქონდა ქურთების ნეთლი ნავთობის პირველი პარტია ხმელთაშუა ზღვის გავლით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებით. ხომალდზე დატვირთული იყო მილიონი ბარელი ნავთობი, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ნავთობის ბაზრისა და გეოპოლიტიკური ვითარების სრულიად შეცვლის პოტენციალი ჰქონდა. ნავთობის გადმოტუმბვა თურქეთში ახალი მილსადენის საშუალებით მოხდა. ადგილობრივი ნავთობი ქურთების რეგიონული მთავრობის ხელში იარაღია, რომლის საშუალებითაც ის ცდილობს გამოეყოს ერაყს. ამავე დროს, ქვეყნის შიგნით მეორე ფრონტზე ერაყი თავს იცავს ჩრდილოეთ ნაწილის ჯიჰადი სუნიტების შეიარაღებული ძალებისგან.
ერაყი, ამერიკის მხარდაჭერით, United Leadership-ზე არსებულ ტვირთს აფასებს, როგორც მოპარულ საქონელს და საფრთხეს ერაყის დამოუკიდებლობისთვის. ერაყის ოფიციალური მთავრობა ბრალს სდებს ქურთებს ღალატში და აცხადებს, რომ ნებისმიერ მყიდველს, რომელიც ერაყიდან გატანილი ნავთობის შესყიდვას ერაყის მთავრობის ოფიციალური თანხმობის გარეშე განახორციელებს, სასამართლოში უჩივლებს. ხმელთაშუა ზღვაში 2-კვირიანი ყოფნის შემდეგ, United Leadership მაროკოს პორტში გაჩერდა, სადაც მას შეუძლია ტვირთის უსაფრთხოდ გაჩერება. ივნისიდან მოყოლებული თურქეთის კეიჰანის პორტი ქურთების ნავთობით დატვირთულმა კიდევ სამმა ხომალდმა დატოვა, რომელთა ტვირთის საერთო მოცულობა მილიონ ბარელ ნავთობზე მეტია. ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით, ქურთების რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა, მასუდო ბარზანიმ, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე განაცხადა და დახმარების მისაღებად წარმომადგენლობა აშშ-შიც გაგზავნა.
მაგრამ ერაყის მთავრობის მცდელობამ შედეგი გამოიღო და ჯერჯერობით საეჭვოა, რომ ქურთების რეგიონული მთავრობა მსოფლიო ნავთობის ბაზარზე ლეგიტიმური მიმწოდებელი გახდეს. მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები ერაყის მთავრობასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შიშით ვერ ყიდულობენ ნავთობს ქურთების მთავრობისგან, ერაყი იმ კომპანიების შავ სიას ადგენს, ვინც ქურთებისგან ნავთობს ყიდულობს. თვითონ ერაყი კი მსოფლიოს ნავთობის საერთო მომარაგების 4%-ს აწოდებს და ყოველდღე მსოფლიო ბაზარს დააახლოებით 2.5 მილიონ ბარელი ნავთობით ამარაგებს. აშშ-ს ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ არის საფრთხე, ქურთების ნავთობის სტრატეგიამ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და საბოლოოდ ერაყი დაშლამდე მიიყვანოს. აშშ-ს მთავრობამ დიპლომატიური ზეწოლა თურქეთზეც გააძლიერა. თურქეთი, თავის მხრივ, ირანთან და სირიასთან ერთად, დიდი ხანია შეშფოთებულია ქურთების ქმედებებით, რადგან შიშობენ, რომ მათმა ქმედებებმა სეპარატისტული ძალები ასევე შეიძლება წაახალისოს ამ ქვეყნებში მცხოვრებ ქურთებში, მათი რაოდენობა კი, საერთო ჯამში, დაახლოებით 31 მილიონია.
ირანელი ლიდერები გამოთქვამენ შეშფოთებას იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რაც ქურთების ერაყისგან გამოყოფას შეიძლება მოჰყვეს. ეგვიპტის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ქურთების დამოუკიდებლობის სურვილი კატასტროფით შეიძლება დამთავრდეს და უფრო მეტი ძალა მისცეს ჯიჰადის შეიარაღებულ ძალებს. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია თურქეთისთვის გაემართა სამშვიდობო მოლაპარაკებები „საკუთარ“ ქურთებთან იმისათვის, რომ ჩაეხშო 3 დეკადის განმავლობაში მიმდინარე ამობოხი. ამასთანავე, თურქეთი ერაყელი ქურთების რეგიონული მთავრობის მხარდაჭერით მაინც ცდილობს საკუთარი ენერგეტიკული ინტერესების დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ქურთების რეზერვებს, ერაყის ტერიტორიაზე, რეგიონი 45 მილიონ ბარელ ნავთობს და 6 ტრილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ფლობს.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ქურთები ნელ-ნელა მსხვილ მოთამაშეებად ყალიბდებიან გეოპოლიტიკურ რუკაზე – მათი სათამაშო იარაღი ძალიან სახიფათოა, ისინი ან ძალიან ბევრს მოიგებენ ან ბევრს დაკარგავენ. ენერგეტიკულ ბაზარზე ერაყის ქაოსიდან წარმოშობილმა ახალი მოთამაშის პერსპექტივამ, ასევე შეცვალა დიპლომატიური სურათი: გააძლიერა ერაყელი ქურთების კავშირი – თურქეთთან და ისრაელთან. ახალი ფაქტები ვაშინგტონის პოლიტიკას ცვლის ახლო აღმოსავლეთში, აშშ ყველანაირად ცდილობს ერაყის ერთიანობის შენარჩუნებას.
ქურთები და სუნიტები ერაყის პრემიერ-მინისტრს ალ მალიკს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის სდევნის მათ, მაგრამ ალ მალიკი აცხადებს, რომ ეს მათი გეგმის ნაწილია, თუ როგორ გამოეყონ ერაყს. „ერაყის ბუნებრივი რესურსი ერაყში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ეკუთვნის, ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენ ერაყის ფედერალურ და ადგილობრივ მთავრობებს, მიაღწიონ მოლაპარაკებებით შედეგს ენერგორესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების შესახებ“ – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ედგარ ვასკესმა. ამასთანავე, აშშ კვლავ გააგრძელებს პოტენციური მყიდველების გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ ერაყული ნავთობის შეძენა ფედერალურ მთავრობის თანხმობის გარეშე, სამართლებრივი დავის საგანი შეიძლება გახდეს, მყიდველებს კი გარკვეული სანქციები ემუქრებათ. ქურთების რეგიონული მთავრობის წარმომადგენლები კი აცხადებენ: „აშშ-სთვის უმჯობესეია მეტი კონცენტრირება მოახდინოს უსაფრთხოებაზე, ვიდრე ჩვენ ნავთობზე, ჩვენ განვაგრძობთ იმ გზით სიარულს, რაც ავირჩიეთ, საუკეთესო გამოსავალი კი ის იქნება, რომ ყველამ გააანალიზოს არსებული რეალობა“.
რამდენიმე კვირით ადრე, სანამ United Leadership სტარტს აიღებდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ მიაღწია შეთანხმებას, ერთი მხრივ, ქურთებთან და, მეორე მხრივ, ბაღდადთან ქურთების ნავთობის ექსპორტირების საკითხთან დაკავშირებით. შეთანხმება ჯდებოდა 2009 წელს მიღებული კანონის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ერაყის ფედერალური მთავრობა იღებს ვალდებულებას საკუთარი ბიუჯეტის 17% გადაუხადს ქურთების რეგიონულ მთავრობას, თუმცა მიმდინარე წლის იანვრიდან ბაღდადმა უარი თქვა ამ ვალდებულების შესრულებაზე, ეს იყო პროტესტი ბაღდადის მხრიდან ქურთების მიერ უფრო მეტი ავტონომიის მოთხოვნაზე.
მოლაპარაკებების მიხედვით, ქურთებს მეტი სიტყვა უნდა მისცემოდათ მათი ნავთობის გაყიდვის დროს, ხოლო ბაღდადს გადაეხადა გაყინული თანხა, რაც იმ პერიოდისთვის დაახლოებით 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა, მოლაპარაკებები ჩაიშალა 30 აპრილის, ერაყის არჩევნების წინ. ამის შემდეგ ქურთების რეგიონულმა მთავრობამ ღიად დაიწყო საკუთარი ნავთობის საკუთარი ძალებით ექსპორტზე გატანაზე ზრუნვა თურქეთის მხარდაჭერით. „მათ სჭირდებათ ფული და მის მისაღებად გადაწყვიტეს თვითონ გაეყიდათ საკუთარი ნავთობი“ – ასე აფასებენ სიტუაციას ეკონომისტები.
22 მაისს 1 048 000 ბარელი ტვირთით United Leadership თურქეთის პორტიდან დაიძრა აშშ-ს მიმართულებით. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილისა და მყიდველის ვინაობის შსახებ არაფერი იყო წინასწარ ცნობილი. რამდენიმე დღის შემდეგ, მაშინ როცა ხომალდი გიბრალტარისკენ მიემართებოდა, კაპიტანმა კურსი შეცვალა. კურსის შეცვლის მიზეზი ოფიციალური ბაღდადის ქმედებები გახდა, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ფედერალური მთავრობის ნებართვის გარეშე ცდილობდა ქურთების მთავრობა ნავთობის გაყიდვას. ერაყმა თურქეთის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი ვაჭრობის საერთაშორიო პალატაში პარიზში და მოითხოვა 250 მილიონი აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურება – ეს ორჯერ მეტი თანხა იყო იმასთან შედარებით, რასაც ტანკერის ტვირთის ღირებულება შეადგენდა. ასევე გააფრთხილეს პოტენციური მყიდველები, რომ ამ ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში, ისინი ვეღარასოდეს მოახდენდნენ ერაყის ნავთობის ყიდვას.
ამ ღონისძიებების შემდეგ ბევრს გაუჩნდა კითხვა – მოახერდებდა თუ არა ქურთების მთავრობა მაინც გაეყიდა ნავთობი? United Leadership-ს მიერ თურქეთის პორტის დატოვების შემდეგ, ერაყის მთავრობამ ოფიციალური წერილები გაუგზავნა სხვა მთავრობებს, მათ შორის, აშშ-ს მთავრობას, შეეჩერებინათ ნავთობის არალეგალური გაყიდვის მცდელობა. ზღვაში ორკვირიანი ცურვის შემდეგ ტანკერმა მიმართულება იცვალა, გეზი სამხრეთისკენ აიღო და მაროკოს პორტში შევიდა 3 ივნისს. მაშინ როცა ხომალდის კაპიტანი ტვირთის გადმოტვირთვას ცდილობდა, აშშ-ს მთავრობიდან დაურეკეს მაროკოს მთავრობას და გააფრთხილეს იმ საკანონმდებლო რისკების შესახებ, რომელიც მაროკოს ტერიტორიაზე ტვირთის გადმოტვირთვას მოჰყვებოდა. ამის შემდეგ ტანკერმა მაროკოს პორტი დატოვა. „ვერავინ ეხება მას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტვირთის ხელში ჩაგდება ბევრს უნდა“ – აცხადებდნენ ტრეიდერები მაშინ, როცა ხომალდი საერთაშორისო სტატუსის მქონე წყლებში დაცურავდა.
ქურთებმა შეცვალეს ტაქტიკა. 9 ივნისს, მაშინ როცა სუნიტების შეიარაღებული რაზმები თავს დაესხნენ ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულას, მეორე, მილიონი ბარელი ტვირთით დატვირთულმა ხომალდმა დატოვა თურქეთის პორტი. ერთი კვირის შემდეგ კი მან გადატვირთა ნავთობი სხვა ხომალდზე SCF Altai-ზე, ამ ფაქტით განხორციელდა ქურთების მიერ ნავთობის პირველი გაყიდვა. არც ერთ ოფიციალურ ორგანოს არ მოუხდენია მყიდველის იდენტიფიცირება. Altai-მ გასცურა აღმოსავლეთისკენ და შევიდა ისრაელის ერთ-ერთ პორტში, სადაც ქურთების ნედლი ნავთობის გადმოტვირთვა მოხდა. ქურთებამა ეს ფაქტი შეაფასეს, როგორც დიპლომატიური და პოლიტიკური გამარჯვება, რომელსაც ბაღდადის დიდი წინააღმდეგობისა და სამკვირიანი მცდელობის მიუხედავად, მაინც მიაღწიეს. ნავთობის ისრაელის პორტში გადმოტვირთვის შემდეგ, ქურთების რეგიონული მთავრობის ანგარიშზე თურქულ Turkiye halk Bankasi-ში გაჩნდა 93 მილიონი აშშ დოლარი.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს იყო პირველი გემის ტვირთის გაყიდვიდან მიღებული საფასური, რომელიც ჯერ ისევ მაროკოს წყლებში დაცურავდა, სხვა წყაროების ცნობით კი, ეს ისრაელის ტერიტორიაზე გადმოტვირთული ნავთობის საფასური იყო. ამ შემთხვევაში, ერაყის მთავრობას, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან, არანაირი ბერკეტები არ აღმოაჩნდა ხელთ. თეთრი სახლი კი დუმდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ქურთების რეგიონული მთავრობის მიერ ისრაელის გამოყენება ჭკვიანურად მოფიქრებული სვლა იყო, რადგან ისრაელი იმ იშვიათ მთავრობებს შორისაა, რომელიც აშშ-სთანაც კი არ ერიდება მანიპულაციებს. ქურთების მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი განაცხადა: „ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ნავთობი გვქონდა, მაგრამ ბევრს აეჭვებდა ფაქტი – შევძლებდით თუ არა მის გაყიდვას. ჩვენ ეს მოვახერხეთ“.
ამავე დროს, ქურთების რეგიონული მთავრობის წინ ნათლად გადაიშალა ის გამოწვევები, რომელიც ნავთობის გაყიდვას ახლავს. მათი წარმომადგენლების განცხადებით, როგორც უკვე წარმატებით განხორციელებულმა ოპერაციებმა აჩვენა, მათ 400 000 ბარელი ნავთობის ექსპორტი სჭირდებათ ყოველ დღე იმისათვის, რომ დაფარონ გადასახადები. ამასობაში, თურქეთის კუნძული ქურთული ნავთობით დატვირთულმა კიდევ ერთმა ტანკერმა დატოვა, რომელმაც კვიპროსისა და მალტის გავლით შრი-ლანკასკენ აიღო გეზი, ნავთობით დატვირთული მეოთხე ტანკერი კი ბაჰამის კუნძულების სიახლოვეს დაცურავს. ქურთების ნავთობი კეიჰანის სრუტეში გადიოდა დღეში 12 0000 ბარელი ნავთობის ტარიფით, რომელსაც ქურთები თურქეთის მთავრობას უხდიან. ეს არის მოცულობა, რომლის გასამმაგებასაც აპირებს ქურთების რეგიონული მთავრობა დეკემბრისთვის, 2015 წლის ბოლოსთვის კი 1 მილიონ ბარელამდე გაზრდიან.
ამ დროისათვის ქურთების რეგიონულმა მთავრობამ თურქეთში უკვე გადატვირთა 6.2 მილიონი ბარელი ნავთობი. მას შემდეგ რაც ისლამურმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს თავდასხმა ქალაქ მოსულაზე, ქურთების ძალებმა ქალაქ კირკუტსთან კიდევ ერთი ნავთობ-საბადო ჩაიდგეს ხელში. თურქული General Energy-ის ხელმძღვანელმა (რომელიც დაკავშირებულია ქურთების რეგიონული მთავრობის ნავთობის მილსადენებთან) ტონი ჰოვარდმა (BP-ს ყოფილი ხელმძღვანელი) განაცხადა, რომ 1 თვეში მათი ნავთობის გამოშვება 84 000 ბარელ ნავთობამდე გაიზარდა დღეში, რაც 33%-იანი ზრდაა, მიმდინარე წლის პირველ ნახევრთან შედარებით. ქურთების რეგიონულ მთავრობასთან თანამშრომლობის პერსპექტივას, გარკვეული დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც განიხილავენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა, „ექსონ მობაილი“, „შევროლე“, ფრანგული „ტოტალი“ და რუსული „გაზპრომი“.
„ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სურათს რადიკალურად ცვლის, ეს ვერ მოხდება გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტების გარეშე. ეს რთული პროცესია და არ უნდა ველოდოთ, რომ ყველაფერი მარტივად ჩაივლის“ – განაცხადა ტონი ჰოვარდმა. ერაყი ამასობაში ზრდის თავდაცვის მასშტაბებს. „ნებისმიერ კომპანიასთან, რომელსაც რაიმე სახის ურთიერთობა აკავშირებს ამ ნავთობთან, ვწყვეტთ ყველანაირ ურთიერთობას. ასევე იმ პორტებისა და მთლიანად მთავრობის ხელმძღვანელებთან, სადაც მოხდება ნავთობის გადმოტვირთვა“ – განაცხადა ერაყის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
29 ივნისს, მას შენდეგ, რაც United Leadership-მა დატოვა კეიჰანის პორტი, ერაყის ნავთობის სახელმწიფო მარკეტინგის ორგანიზაციამ ყველა პარტნიორ ორგანიზაციას გაუგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც იტყობინებოდა, რომ შავ სიაში მოხვდა ამერიკული კომპანია Core Laboratories NV-ს ჰოლანდიური ფილიალი SayBolt International BV, რომელმაც მოახდინა United Leadership-ზე არსებული ნავთობის ექსპერტიზა, სანამ ტანკერი თურქულ პორტს დატოვებდა. ექსპერტთა შეფასებით, ეს იყო გამაფრთხილებელი ფაქტი ერაყის მთავრობის მხრიდან.
ქურთების რეგიონული მთავრობა იმედოვნებს, რომ თურქეთის პორტიდან გასული ნავთობ-ხომალდები მათი საბოლოო დამოუკიდებლობის სიმბოლო გახდება. „ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ ნავთობის გაყიდვა ადვილი იქნებოდა. არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ ჩვენ საბოლოოდ მივაღწევთ წარმატებას. ამბობდნენ, რომ ჩვენ ნავთობის ბურღვის სამუშაოებს ვერ ჩავატარებით, შემდეგ ვერ გადავზიდავთის ტვირთს და ბოლოს ვერ გავყიდდით მას, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი მოვახერხეთ“ – აცხადებენ ქურთების რეგიონული მთავრობის წარმომადგენლები.
ქალაქი ერბილის ხედები
* ქურთები განეკუთვნებიან ირანულ ეთნიკურ ჯგუფს, წარმოშობით ახლო აღმოსავლეთიდან. ეს არის მსოფლიოს ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნია. ყველაზე მეტი ქურთი დღეს ცხოვრობს თურქეთის, ერაყის, ირანისა და სირიის ტერიტორიებზე. ერაყში ქურთებს აქვთ ავტონომიური რეგიონი, 4 მილიონზე მეტი მოსახლით.