ექსპორტის მოცულობა მცირდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2014 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 11459 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2863 მლნ. აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8595
მლნ. აშშ დოლარი (7 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წელს 5732 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.