ევროპის ერთობის გამოცდა
მოამზადა ნინო არველაძემ
ევროპის ცენტრალოური ბანკის პრეზიდენტი, მარიო დრაგი ისევ ევროსაბჭოში დაიბარეს და ძალიან ცივად შეხვდნენ თავისი შერბილების პოლიტიკის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მარტის ბოლოს ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში, მაინც 1.09 ირგვლივაა. ევროპის ბიზნესს აშკარად გამოცოცხლება დაეტყო. კანონმდებლები მაინც უკამყოფლოები არიან ცენტრალური ბანკის, ისევ ჰაერში ჰკიდია საბერძნეთის ამბავი – მიუხედავად იმისა, რომ როგორც დრაგიმ განაცხადა, ბერძნების მიერ გამოშვებული ობლიგაციების 60% ევროპის ცენტრალურ ბანკს უჭირავს, ბერძნები მაინც უკმაყოფილოები არიან. სულ ახლახან,
იანვრის შუა რიცხვებში ბერლინმა, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ეწინააღმდეგებოდა, ვერ შეძლო პრევენცია გაეკეთებინა ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებისათვის, ჩაეშვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის პროგრამა. მომდევნო კვირეებში, ბერილინმა უნდა მოახერხოს შეთანხმებას მიაღწიოს საბერძნეთის ახალ რადიკალურად მემარცხენე მთავრობასთან ან თვალყური ადევნოს ევროზონიდან საბრძნეთის გასვლას, რაც მთელი სავალუტო ბლოკისთვის პოტენციურად დამანგრეველ შედეგებს აჩვენებს.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ბერლინს ნაწილობრივი იგნორირება გაუკეთა, მიიჩნევდა რა, რომ ევროზონის სტაბილურობა რისკის ქვეშ იმყოფებოდა. რაოდენობრივი ლიბერალიზმის აუცილებლობა მხოლოდ ეკონომიკის სტიმულის მიმცემ გადაწყვეტილებად არ მოსჩანდა, მას ჰქონდა პოლიტიკური გზავნილის დატვირთვაც.
თუმცა, ევროპის ცენტრალური ბანკის მესვეურებს საერთოდ არ აწუხებთ ილუზიები რაოდენობრივი ლიბერალიზმის ჯადოსნური ძალის თაობაზე და იმედოვნებენ, რომ გაუმართლათ და დრო მოიგეს, დაბალი საპროცენტო განაკვეთების და გაიაფებული ვალუტის კომბინაციის ხარჯზე, როდესაც ნავთობის ფასების კლება დაფიქსირდა და ბანკების მიერ კომპანიებისთვის თანხების სესხებამ ზრდის ტემპი აჩვენა, რაც პირველად უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ეკონომიკას გაზრდის.
მაგრამ ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ ფასიანი ქაღალდების შესყიდვა ევროზონას ისე შედეგიანად ვერ დაეხმარება, როგორც ეს აშშ-ში ან გაერთიანებულ სამეფოში მოხდა. საბანკო სისტემაში არსებული პრობლემები და კაპიტალის ბაზრის სისუტე შეზღუდავს კრედიტების შექმნის პროცესს.
მარტის დასაწყისში ევროზონის ცენტრალურმა ბანკებმა, ევროპის ცენტრალური ბანკის რაოდენობრივი ლიბერალიზმის პროგრამის ფარგლებში 1.1 ტრიოლიონის ევროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენა დაიწყეს. მაგრამ არის კი ეს საკმარისი რეგიონის ეკონომიკის გადასარჩენად?
რაოდენობრივი ლიბერალიზმის ეფექტის გამოცალკავება ეკონომიკიდან და პოლიტიკური ფაქტორიებიდან შეუძლებელია, მაგალითად, იაფიანი ნავთობი, ათენის კავშირიდან გასვლა და ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან არეულობები ერთნაირ საფრთხეს უქმნის კავშირს, როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკის მხრიდან.
საკითხი, რომელზეც ღელავდნენ პოლიტიკოსები იყო ის, თუ რა იქნებოდა უმოქმედობის შედეგი. ევროპის ცენტრალური ბანკი იძლეოდა გაფრთხილებას, რომ ევროზონის გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდა დამოკიდებულია შორს გამიზნულ სტრუქტურულ რეფორმებზე, როგორც ევროზონაში, ასევე ეროვნულ დონეზეც. თუმცა, მთავრობების გადაწყვეტილება, გაატარონ ფინანსური რეფორმები და დაამყარონ ფისკალური დისციპლინა, შეასუსტებს პოპულისტური პარტიების მხარდაჭერას, რომელთა ამოცანაც რთულდება ძალიან დაბალი ინფლაციური მაჩვენებლით, რაც უფრო დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს ვალების მასშტაბის შემცირებას.
მზარდი ანტი-რეფორმისტული საარჩევნო პერიოდი პირდაპირი რისკის წინაშე აყენებს ერთიანი ვალუტის სიცოცხლისუნარიანობას. როგორც ევროპის ცენტრალოური ბანკის პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ გასულ წელს მის მნიშვნელოვან მოხსენებაში აღნიშნა, 19 სუვერენული ქვეყნის მონეტარული კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ყოველი წევრი ქვეყნის მოქალაქეები ირწმუნებენ, რომ უმჯობესია ევროზონაში იმყოფებოდნენ, ვიდრე მის გარეთ.
„ნებისმიერ ადგილზე მონეტარული კავშირის წარმატება დამოკიდებულია მის წარმატებაზე ყველა ადგილას. ევრო არის და უნდა იყოს შეუცვლელი ყველა წევრ ქვეყანაში, არა მხოლოდ ხელშეკრულებებში არსებული ჩანაწერის გამო, არამედ იმიტომ რომ მის გარეშე ვერ იარსებებს ნამდვილად ერთიანი ვალუტა“, – აცხადებდა დრაგი.
იანვრის შუა რიცხვების ევროპის ცენტრალური ბანკის შეხვედრა საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების მარათონში ევროზონის უნარის გამოცდად გადაიქცა. იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ცენტრალური ბანკი გერმანიის მითითებებს მიჰყვებოდა და არ გამოიყენებდა მონეტარული პოლიტიკის ლეგიტიმურ ბერკეტს, იმ დროს, როდესაც ევროზონა პრობლემების გადალახვას ცდილობს და ინფლაციის ნიშნული ბევრად ჩამორჩება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ მიზანს, მაშინ ის სათამაშო გახდებოდა იმ პარტიების მიერ, რომელთა რადიკალური მოთხოვნებიც ევროპის ერთიანობის საკითხს დიდი რისკის ქვეშ დააყენებდა.
მაგრამ დიდი გამოცდა ჯერ კიდევ წინ არის. ბერძენმა ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს სირიზას, რომელიც რადიკალურ მემარცხენე პარტიას წარმოადგენს და რომლის კამპანიაც ვალების შემცირების დაპირებებს ეყრდნობა. ახლა საბერძნეთმა და ევროზონამ საჭიროა ოპერატიულად დაარწმუნონ ბაზრები და ბერძენი მოქალაქეები წარმატების მიღწევის რეალურ შესაძლებლობლებში. გაურკვევლობის გაგრძელება კაპიტალის გადინებას გამოიწვევს, შეიძლება გამოიწვიოს ბანკების გასვლაც, რაც სერიოზულ დარტყმას მიაყენებს საბერძნეთის ეკონომიკას, შედეგად კი, ქვეყნის ევროზონიდან გასვლას გამოიწვევს. ბაზრები ასკვნიან, რომ საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის რისკი დიდი არ არის, მაგრამ ოფიციალური პირები, რომლებიც მდგომარეობას კარგად იცნობენ თვითკმაყოფილნი არ არიან და მიიჩნევენ, რომ საბერძნეთის ვალების შემცირება პოლიტიკური აუცილებლობაა და დაუშვებელია ევროზონამ მოითხოვოს სირიზას პარტიის კამპანიის დაპირებების უკუგდება, პატივი სცეს საბერძნეთის არსებულ ვალდებულებებს სამაგიეროს მიღების გარეშე. ზოგიერთი პილიტიკოსი მიიჩნევს, რომ ევროზონა დიდი საფრთხის წინაშეა, ამ დგომარეობაში არ არიან მხოლოდ მდიდარი დასავლეთ ევროპული ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და ფინეთი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საბერძნეთისთვის ვალების შემცირებას, ასევე რთულ მდგომარეობაში არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები – სლოვაკეთი და ესტონეთი, რომელთა მოსახლეობაც არ არის ბერძნებივით მდიდარი, ასევე კრიზისში მყოფი ქვეყნები: ესპანეთი, პორტუგალია და ირლანდია, რომელთა ლიდერებიც მაღალ პოლიტიკურ საფასურს იხდიან ბეილაუთის პროგრამების დასაფინანსებლად.
პოლიტიკური ბაზრები ეჭვობენ, რომ საბერძნეთთან შეუთანხმებლობა ევროზონაში კატასტროფულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს და დიდი კოზირი იქნება ანტი ევროკავშირის მომხრე პარტიებისათვის, შეთანხმება კი დიდ დივიდენდს მისცემს ციპრასს რეფორმირება გააკეთოს და დისციპლინა დაამყაროს საბერძნეთში, რაც მომავალი არასტაბილურობის საფუძველი გახდება პრო-რეფორმული მთავრობის მხარდაჭერის ძირისგამოთხრის გზით.
ევროპის ცენტრალური ბანკის უკანასკნელი ნაბიჯი ვერ აქარწყლებს იმ ფაქტს, რომ ევროზონა არასტაბილურ სისტემად რჩება. ოპტიმისტებს სწამთ, რომ სავალუტო ბლოკი ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იქნება, მაგრამ იმედოვნებენ, რომ რეფორმების გაგრძელებით შემცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი და ვალები, რის შედეგადაც განეიტრალდებიან წვრილ-წვრილი ოპოზიციური პარტიები.
სხვები კი ამტკიცებენ, რომ ეს არის სურვილების დონეზე ხმამაღლა ფიქრი და მეტად გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილიზაციის დასამყარებლად, ხოლო დრაგის ტესტი არ არის შემხვედრი ნაბიჯი და უფრო შირსმიმავალი მკვეთრი ზომების მიღების გარეშე, ვალებში ჩაფლული წევრების მიმართ – იქნება ეს ვალების შემცირება თუ რისკების აღმოფხვრა ან ცენტრალური ბიუჯეტის გაზრდა, გაიზრდება წვრილი პარტიების მხარდაჭერა, რეფორმების მცდელობა სიძლიერეს დაკარგავს და ზრდა შენელდება, რაც გაზრდის ევროზონიდან გასვლას მომხრე მოქალაქეების რიცხვს.
იანვრის შუა რიცხვებში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის პროგრამით რისკების აღმოფხვრა შეაჩერა: მან მოითხოვა, რომ სახელმწიფო კრედიტის რისკი ეროვნული ცენტრალური ბანკების ბალანსზე დარჩენილიყო და არ განაწილებულიყო მათ შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ მხოლოდ პოლიტიკურ ხელმძღვანელებს, მათ საშუალება აქვთ კარტები გაუხსნან გადასახადების გადამხდელებს სხვა ქვეყნების ფისკალური რისკების დანახვებისას.
ამასთან, დაზიანდა აშშ- ს ბიზნესი, რომლის ექსპორტი გაძვირდა ევროპაში. ევროპელები აშკარად უპირისპირდებიან ამერიკულ კომპანიებს, მაგალითად, „გუგლს“. უფრო მეტიც, ბრიუსელი – ევროპის კავშირის ციფრული გერთიანების უფროსი გუნტერ ოტინგერი აცხადებს, რომ არსებობს რეგიონში ერთიანი ციფრული ბაზრის შექმნის გეგმა, რომლის ფარგლებშიც ევროპის კავშირი განიხილავს გადასახადი დაუწესოს აშშ-ის ინტერნეტ კომპანია „გუგლს“.
ოეტინგერი აცხადებს, რომ ამჟამინდელ დროში ევროპა ინფორმაციულ ტექნოლოგიურ სექტორში წამგებიან პოზიციაზეა, მაგრამ მდგომარეობა შეიძლება შეცვალოს ისეთმა ინვესტიციამ, რომელიც ყველა ციფრულ კომპანიას ახალ პლატფორმას შეუქმნის. ოტინგერის განცხადებით, გადასახადის დაწესება არჩევის უფლებაა და არა პრობლემის მოგვარების გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, ევროპის კომისია გეგმის შესახებ ოფიციალურ განაცხადს მაისსში გააკეთებს.
ერთიანი ციფრული ბაზრის შემქნის იდეა სხვა არაფერია თუ არა ევროპის მცდელობა გამოაცოცხლოს მოდუნებული ეკონომიკა, რა თქმა უნდა, 28 დაყოფილი ბაზარი მიმზიდველი არ არის ინვესტიციისათვის, სტარტ-აფ ბიზნესისათვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმისათვის და არც მომხმარებლისათვის.
როდესაც საქმე ეხება უცხოურ ტექნოლოგიურ კომპანიებს, ევროპაში მიიჩნევენ, რომ როდესაც ისინი ევროპული ბაზრის მოთამაშეები არიან, მაშინ ევროპის მხრიდან აუცილებელია ისეთი ბერკეტის არსებობა, რომელიც იმის გარანტია იქნება, რომ უცხოური კომპანიები მათი წესების მიხედვით მოქმედებენ ბაზარზე.
გაერთიანების წარმომადგენელი აკრიტიკებს აშშ-ის კომპანიებს და აცხადებს, რომ ისინი ევროპაში შევიდნენ წევრ ქვეყნებში მონაცემთა დაცვის დაბალი დონით ინვესტიციების მეშვეობით, გამოსავალი კი არის ერთიანი პლატფორმის შექმნა ევროპული წესებით, რომელიც მართვას გაუწევს პერსონალურ მონაცემთა დაცვას. თუმცა, წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია ქვეყნები, მაგრამ გერმანიის მონაცემთა დაცვის სისტემა ევროპაში ყველაზე ძლიერი და მტკიცეა.
გეგმის სუსტი წერტილი იქნება 21-ე საუკუნისათვის შესაფერისი საავტორო უფლებების წესების შემუშავება. არსებული ეროვნული წესები, რომლებიც ყველა ქვეყანას განსხვავებული აქვს, მუსიკალური კომპოზიტორების ერაში რთულ პერიოდს გადის.
სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას დიდი ხანია სურვილი აქვს გადასახადი დაუწესოს აშშ-ის გიგანტ „გუგლს“. გერმანია მიიჩნევდა, რომ „გუგლმა“ უნდა გადაუხადოს ზოგიერთ გერმანულ გაზეთს, მაგრამ შედეგად, ეს გაზეთები უბრალოდ აღარ იძებნებოდა საძიებო სისტემაში. საფრანგეთის საგადასახადო მესვეურებმა განაცხადეს, რომ „გუგლის“ დავალიანება მათ მიმართ 1 მლრდ ევროს შეადგენდა, მიუხედავად იმ კორპორატიული სტრუქტურისა, რომლის ფარგლებშიც ევროპაში მოქმედი კომპანიები ადგილობრივი გადასახადებისგან დაცულნი არიან.
ევროპის კიდევ ერთი გამოწვევაა საავტომობილო ინდუტრია. მანქანათმშენებლები მიიჩნევენ, რომ ეგრეთ წოდებული „ქსელში ჩართული“ ავტომანქანების (ავტომანქანები ნავიგაციის სისტემით, ინტერნეტთან დაკავშირებული ავტომობილები) გამოშვება მათ იმიჯს განაახლებს და ახალ მყიდველებს მოიზიდავს. ავტოები დაკავშირებული იქნება მობილურ ქსელთან და ერთმანეთს დაუკავშირდებიან ვაიფაი სისტემისა და უკაბელო ტელეკომუნიკაციის ქსელის საშუალებით, რაც საშუალებას მისცემს ავტომანქანას თავიდან აიცილოს ავარია და ავტომატურად მიიყვანოს მფლობელი სახლში. თუმცა, ოტინგერი აცხადებს, რომ ეს იდეა დიდ გამოწვევას წარმოადგენს, სილიკონის ველის დასამარცხებლად, ევროპის ავტომწარმოებლებს მოუწევთ ინტეგრაცია გაუკეთონ „გუგლს“, „ეფლისა“ და ფეისბუკის მომსახურებებს ისე, რომ ზემოაღნიშნული კომპანიები მათ წინ არ აღმოჩნდნენ მანქანების ახალი თაობის შექმნისას. ამ იდეას მიესალმება ევროპის ავტო ბრენდების სამშობლო გერმანია, BMW, AG, Daimler AG Mercedes-Benz, Volkswagen AG, რომელიც ფლობს აუდს, სეტს, პორშესა და ბენტლის.
ევროპის ციფრული კავშირისა და საზოგადოების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისი აზრით, ევროპის ავტომწარმოებლებს აქვთ გადარჩენის სურვილი და შესაძლებლობა, მათ უკვე მიიწვიეს Google-ის, Apple-ისა და Facebook-ის კომპანიები საპარტნიოროდ, სადაც ლიდერი ევროპული კომპანიები იქნებიან.
ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტო გამოფენაზე დეტროიტში Mercedes-Benz F 015 Luxury in Motion კონცეპტუალურმა ავტომ მოიწონა თავი ავტომატურად მართვის სისტემით, Google-ს აქვს ავტონომიური ავტომანქანის პროტოტიპი, რომელიც სილიკონის ველზე დაქრის.
ევროპა დაჟინებით ამტკიცებს, რომ აშშ-ის კომპანიების მიერ ციფრულ სექტორში დომინანტური ადგილი სამუდამო არ არის და იმედოვნებს, რომ ევროპას კვლავ შეუძლია ძალების მოკრება ინფრასტრუქტურაში, ადამიანურ რესურსებში კვლევებსა და უნივერსიტეტებში ინვესტიციების განხორციელებით. ასევე, ევროპა დააფიქრა 2015 წლის პარიზის ცნობილმა ტერაქტმა, რაც ევროპის პარლამენტს უბიძგებს მხარი დაუჭიროს მონაცემთა ზედამხედვბელობას ტერორიზმთან ბრძოლის გასაძლიერებლად. 2013 წლის აპრილში პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა დაბლოკა ევროკავშირის მგზავრთა სახელების ჩანაწერთა შექმნის შეთავაზება. ამ მიდგომიოს თანახმად, საავიაციო ხაზებისთვის სავალდებულო იქნებოდა ევროკავშირის ქვეყნებისათვის მიეწოდებინათ ამ ქვეყნებში შემსვლელ და გამსვლელ პიროვნებათა მონაცემები ტერორიზმის პრევენციის მიზნით.