მაგალითები “განვითარების პარადიგმების შეცვლის” პროექტიდან

ჩი იუენი

რატომ წამოვიწყეთ ეს პროექტი?
ეს პროექტი დაიწყო 1990 წლებში მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა სტატია “აღმოსავლეთ აზიის საოცრება” და შემდგომ დაიბეჭდა პოლ კრუგმანის სტატია იმაზე, რომ სინგაპურის მსგავს ქვეყნებში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას აკლდა TPF (ფინანსირება ტექნოლოგიურ დარგში). მათი აზრით, მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს სწრაფი და სტაბილური ეკონომიკური ზრდისაკენ – ეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა ლიბერალურ დემოკრატიულ სისტემასთან ერთად.

განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა დააწესონ სწორი ფასები, შეინარჩუნონ ადამიანურ კაპიტალში, პოლიტიკურ სტაბილურობაში, კეთილგონივრულ მაკრო-მიკრო ეკონომიკურ პოლიტიკაში ინვესტიციების მაღალი დონე. ამ ლიბერალიზაციას აუცილებლად მოჰყვება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, მაგრამ ეს რეკომენდაციები და მოსაზრებები წინააღმდეგობაში აღმოჩდნენ ამ რეგიონებში ბევრი პრაქტიკოსის, მეცნიერების და პოლიტიკოსების გამოცდილებასთან და შეხედულებებთან. მაშასადამე, ჩვენ წამოვიწყეთ ეს პროექტი, რათა უფრო კარგად გამოვხატოთ საკუთარი შეხედულებები და ჩავერთოთ აქტიურ დებატებში დასავლურ მეცნიერებთან განვითარების პარადიგმების შესახებ.

მეთოდოლოგია

რატომ ავირჩიეთ იაპონია, ჰონგ-კონგი, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ტაივანი ჩვენი ანალიზისათვის?

ჩვენი ანალიზი სპეციალურად კონცენტრირდება ამ ქვეყნებზე, იმიტომ რომ მათი ეკონომიკური განვითარება, კერძოდ კი ინდუსტრიული დარგი, ბევრად უკეთესია, ვიდრე სხვა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. ამ ხუთივე ქვეყანამ აშკარად მიაღწია წარმატებას ინდუსტრიულ დარგში. იქ აღინიშნება არა მხოლოდ სწრაფი ინდუსტრიული ზრდა, არამედ პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი და ტექნოლოგიური აღმავლობა.

1960-1999 წწ. ამ ქვეყნებში მშპ სწრაფად იზრდებოდა. მიზეზი შემდეგში მდგომარეობდა: ექსპორტზე ორიენტაცია განვითარების ადრეულ ეტაპზე; EAM-ის მიერ გათვალისწინებული ფუნდამენტალური ფაქტორები (დანაზოგების მაღალი დონე, განათლება, ა.შ.,), მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ ამ ხუთმა ქვეყანამაც ვერ აუარა გვერდი ფინანსურ არეულობას.

განვითარებული ქვეყნების მსგავსად, ფინანსური არეულობა მათაც შეეხო.

ჩვენი პარადიგმების შესამოწმებლად, ყველა მონაწილე ქვეყანას ვთხოვეთ შეესწავლათ ორი შემთხვევა: 1. ელექტრონული სექტორი; 2. სათანადო ინდუსტრია, რომელიც ყველაზე კარგად გამოდგებოდა სამთავრობო პოლიტიკისა და სახელმწიფო ჩარევის ეფექტიანობის შესაფასებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ 4 ქვეყანას გააჩნია საერთო დახასიათებები, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მათ მიაღწიეს მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიულ ზრდას, სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ამ ქვეყნების განვითარების სტრატეგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ.

ხუთი ძირითადი გზა ინდუსტრიული ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებისაკენ

1. იაპონია. იმიჯის აღდგენის შემდეგ იაპონიაში ინდუსტრიალიზაციის პროცესი დაიწყო. სტუდენტებს აგზავნიდნენ განვითარებულ ქვეყნებში მენეჯმენტისა და ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუსის შესასწავლად. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონია უკვე ინდუსტრიული ქვეყანაა. როგორც ცნობილია, ომის დროს განადგურდა ბევრი იაპონური ქარხანა, მაგრამ ნოუ-ჰაუ და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები ხელუხლებელი დარჩა.

აშშ-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იაპონიის ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის საქმეში არა მხოლოდ ალტრუისტული ქველმოქმედების, არამედ თავიანთი ინტერესების თვალსაზრისითაც. იაპონია აღმოსავლეთში მთავარ საყრდენად იქცა კომუნიზმთან ბრძოლაში. ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა ომის შემდეგ ეკონომიკური ზრდა იაპონიაში, თუ არა აგრარული რეფორმები, ცაიტბატსუსის დაშლა, კონსტიტუციის შეცვლა და ა.შ.

2. ტაივანი – ტექნოლოგიების ათვისება/გადაცემა და R&D-ის მხარდაჭერა საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტის დახმარებით

ტაივანმა ყველაზე წარმატებულად გამოიყენა საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტის დახმარება ინდუსტრიული ტექნოლოგიების გასავითარებლად. ინდუსტრიული ტექნოლოგიების კვლევის ინსტიტუტის მთავარი ამოცანა იყო დახმარების გაწევა ტაივანში კარგად განვითარებული ნახევარგამტარი ინდუსტრიის შესაქმნელად.

ამ ამოცანის შესრულება ხორციელდებოდა უცხოური ტექნოლოგიების ათვისების და მათი ადგილობრივი საწარმოებისათვის გადაცემის კარგად გააზრებული სტრატეგიის მიხედვით.

აღნიშნული სტრატეგიის წარმატებული შესრულება რიგ ფაქტორზე იყო დამოკიდებული, მათ შორის, ტექნოლოგიური განვითარების გულდასმით დაგეგმვაზე, ინდუსტრიული ტექნოლოგიური კვლევის ინსტიტუტის კომპეტენტურ ხელმძღვანელობაზე, ინჟინრების კარგ მომზადებაზე და მყარ კავშირებზე კონკურენტუნარიან ადგილობრივ ელექტრონულ დარგებთან.

ყურადსაღებია ტაივანის გამოცდილება ელექტრონულ წარმოებაში. როგორც სინგაპურში და ჰონგ-კონგში, ეს ინდუსტრია ტაივანში ჩამოყალიბდა აშშ-ის მრავალეროვნული კომპანიების წყალობით, რომლებიც ეძებდნენ იაფ მუშა ხელს, მაგრამ ტაივანი ცდილობდა განევითარებინა ადგილობრივი ტექნოლოგიები, რამაც ხელი შეუწყო მისი ინდუსტრიალიზაციის მცდელობას. ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ ბაზარზე ტარგეტირებამ გარკვეული ზიანი მიაყენა ეკონომიკას, მაგრამ, ამავე დროს, ასეთი ტარგეტიული მიდგომა უზრუნველყოფდა სწავლის საუკეთესო შესაძლებლობებს, რომლის გარეშეც ვერ ჩამოყალიბდებოდა ვერც ერთი დიდი ადგილობრივი ელექტრონული ფირმა.

მეორე მხრივ, ტაივანის გამოცდილება ტექნოლოგიების გადაცემაში ფორმალური ლიცენზიური ხელშეკრულების საფუძველზე ნაკლებად დადებითი იყო, რადგანაც ასეთი ხელშეკრულებები მიმართულნი იყვნენ ექსპორტის შეზღუდვისაკენ. ტაივანის სხვა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ის, რომ ინდუსტრიალიზაციის ბოლო სტადიაზე საინვესტიციო სტიმულის ნაკლებობის და ადგილობრივი უნივერსიტეტიდან და საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტებიდან ტექნოლოგიური ინოვაციების არაადეკვატური წყაროების გამო ბევრი MNC (მრავალეროვნული კომპანია) იძულებული გახდა დაეხურა თავისი ბიზნესი ტაივანში მას შემდეგ, რაც იქ მუშა ხელის ღირებულება გაიზარდა. ტაივანში დარჩნენ და წარმატებულად ფუნქციონირებდნენ მხოლოდ მაკომპლექტებელი ნაწილების მწარმოებლები, როგორც Texas Instrument და Philips, რომლებიც უფრო მეტად დამოკიდებულნი იყვნენ პროცესული ტექნოლოგიების ინოვაციებზე, ვიდრე იაფ მუშა ხელზე.

რაც შეეხება ნახევარგამტარ ინდუსტრიას, 1970 წლის ბოლომდე ტაივანის ნახევარგამტარების წარმოება შედგენის ეტაპს ვერ გადაცილდა

ტაივანმა ვერ დააფუძნა ნახევარგამტარი ქარხნები საინვესტიციო ხასიათის ვალდებულების აუცილებლობის და ტექნოლოგიების გაუმართაობის რისკის გამო. სახელმწიფომ შეძლო ამ პრობლემის გადაწყვეტა ელექტრონული კვლევის და მომსახურების ორგანიზაციის დაფუძნების (ERSD) გზით. თავის მხრივ, ამ ორგანიზაციამ შექმნა ექსპერიმენტალური ქარხანა. რაც კერძო ფირმად იქცა United Microelectronic Company. Uნიტედ Mიცროელეცტრონიც ჩომპანყ და სხვა კომპანიამ TSMC, რომელიც გამოეყო ელექტრონული კვლევისა და მომსახურების ორგანიზაციიდან, შემდგომში დიდი როლი ითამაშეს ნახევარგამტარი ფირფიტების გადამამუშავებელი ტექნოლოგიების განვითარებაში და ადგილობრივი ინჟინრების მომზადებაში, რამაც ტაივანის ფირმებს საშუალება მისცა ეწარმოებინათ ამერიკული და ევროპული ფირმების დიზაინის მიხედვით მომზადებული გამტარები. ამით დაინტერესდნენ ბევრი ჩინელი ინჟინრები და მეწარმეები სილიკონის ველიდან, რომლებმაც შვილობილი კომპანიები გახსნეს ტაივანში. სხვა მრავალეროვნულმა კომპანიებმა მათ მაგალითს მიბაძეს. ბოლოს და ბოლოს, ტაივანში გამტარ ინდუსტრიას საფუძველი ჩაეყარა.

საინტერესოა, აგრეთვე, ტაივანის საფეიქრო ინდუსტრიის შესწავლა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ექსპორტზე ორიენტირებული სტრატეგია ინდუსტრიულ ტარგეტულ პოლიტიკასთან ერთად, განსაკუთრებით კი, ხელოვნური სინთეტიკური ბოჭკოს სექტორზე ტარგეტირების პოლიტიკა დააჩქაროს ტაივანში ინდუსტრიული განვითარების პროცესი. თავდაპირველად საფეიქრო ინდუსტრია ტაივანში კარგად დაცული იყო, მაგრამ ქვეყანა იძულებული გახდა გადასულიყო ექსპორტზე შეზღუდული საშინაო ბაზრის გამო. ამას ხელს უწყობდა სახელმწიფოს მიერ ჩატარებული წამახალისებელი ღონისძიებები. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ბოჭკოს წარმოება პირდაპირ ან ირიბად ასოცირდებოდა მთავრობასთან. ასე რომ, ხელოვნური სინთეტიკური ბოჭკოს სექტორზე ორიენტირების შედეგად, რომელიც ბუნებრივი ბოჭკოს სექტორთან შედარებით უფრო კაპიტალტევადი იყო, ტაივანმა შეძლო ძლიერი ქიმიური ინდუსტრიის ჩამოყალიბება. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანმა წააგო კონკურენცია ტანსაცმლის სექტორში, დღესდღეობით ეს ორი ინდუსტრია ითვლება ყველაზე დიდ დარგებად ტაივანში, სადაც დასაქმებულია მოსახლეობის 35%.

3. სამხრეთ კორეა – მაღალტექნოლოგიური კონგლომერატების განვითარება (ჩებოლის მოდელი)

კორეის მთავრობა განზრახ უწყობდა ხელს ჩებოლების (Chaebols)1 ფართო მასშტაბიან ზრდას, რამაც შესაძლებელი გახადა მასშტაბის ეფექტზე დაფუძნებული ეკონომიკის გამოყენება კაპიტალტევად (სტრატეგიულ) დარგებში. პოლიტიკურ ზომებში შედის: სუბსიდირებული ფინანსირება, საშინაო ბაზრების დაცვა, ტექნოლოგიურ დარგში სწავლის წახალისება და გაკოტრებული სახელმწიფო საწარმოების ჩებოლებად გადაქცევა.

კორეის გამოცდილება დიდ ყურადღებას იმსახურებს. აქ ბევრმა კომპანიამ მარცხი განიცადა, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას ის, რომ სხვა ფირმებმა, როგორც, მაგალითად, “სამსუნგმა”, “ჰიუნდაიმ”, “ელ ჯიმ” და “დეუმ” წარმატებას მიაღწიეს და გაავითარეს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური შესაძლებლობები ბევრ ექსპორტზე ორიენტირებულ, კაპიტალტევად დარგებში. კონკურენციაზე დაფუძნებულმა მიდგომამ საშუალება მისცა ბევრ კარგად განვითარებულ ჩებოლებს სწრაფად გამოეშვათ ფართო მასშტაბიანი პროდუქცია, წამოეწყოთ მარკეტინგული/სადისტრიბუციო საქმიანობა და წარმატებულად გაეწიათ კონკურენცია ისეთ დარგებში, როგორებიცაა გემთმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, სამომხმარებლო ელექტრონიკა, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა და ნახევარგამტარები. მაგრამ არსებობს, აგრეთვე, დაბრკოლებები, როდესაც საქმე ეხება ტექნოლოგიურად დინამიურ დარგებში კონკურენციას – პერსონალურ კომპიუტერებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ბიოტექნიკურ დარგებს, სადაც მასშტაბის ეფექტზე დაფუძნებულ ეკონომიკას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ფინანსურმა კრიზისმა და კორეის დემოკრატიზაციამ ეს მიდგომა კითხვის ქვეშ დააყენა.

4. ჰონგ-კონგი: თავისუფალი კონკურენცია. SME-ის2 მიდგომა.

ჰონგ-კონგის მანუფაქტურულმა ფირმებმა თავი შეიკავეს ტექნოლოგიურ სექტორში შესვლისაგან, რადგან მთავრობა დიდად არ უჭერდა მხარს ტექნოლოგიურ განვითარებას. ამის მაგივრად, ფირმები ცდილობდნენ მოეპოვებინათ უპირატესობა შედარებით ნაკლებ კაპიტალტევად სექტორებში (საფეიქრო და ტანსაცმელი, საათები, ელექტრონული თამაშები და სათამაშოები) საწარმოო ოპერაციების ჩინეთსა და სხვა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში განაწილების გზით.

ჰონგ-კონგი, აგრეთვე, გახდა პროდუქციის დიზაინის, მარკეტინგის, ლოგისტიკური მენეჯმენტის და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი.

5. სინგაპური – მთავრობის მხარდაჭერა ტექნოლოგიის შესწავლაში MNC-ის მეშვეობით

სინგაპურის მთავრობამ წაახალისა მრავალეროვნული კომპანიები (MNC) დაენერგათ სინგაპურში ახალი ტექნოლოგიები თავიანთ შვილობილ კომპანიებთან. ზოგიერთნი ამ მიდგომას აკრიტიკებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ის აფერხებს ადგილობრივი ფირმების განვითარებას. მაგრამ გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ MNჩ-ის საქმიანობის შედეგად სინგაპურში შეიქმნა დიდი დამხმარე ინდუსტრია და განვითარდა მნიშვნელოვანი ტექნიკური შასაძლებლობები. ამის გარდა, აქტიურმა ინოვაციურმა საზოგადოებრივმა პროგრამებმა, როგორც, მაგალითად, ადგილობრივი წარმოების აღმავლობის პროგრამამ, ახალი ინფორმაციისა და ავტომატური ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამამ, საკადრო პროგრამამ “INTECH”, ხელი შეუწყეს ამ დამხმარე ინდუსტრიების სასწავლო პროცესის განვითარებას ტექნოლოგიური და მენეჯმენტის სფეროში. გარდა ამისა, მთავრობამ მიიღო წამახალისებელი ზომები ამ კომპანიებში ტექნიკური შესაძლებლობების გასავითარებლად.

შენიშვნა: ჩვენ აღვწერეთ ოთხი ქვეყნის ძირითადი კურსი, მაგრამ ეს კურსი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. მაგალითად, კორეამ გამოიყენა საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტის დახმარება ნახევარგამტარი დარგის, ხოლო სინგაპურმა კი, – მაღალ-ტექნოლოგიური ფირმების გასავითარებლად.

საერთო ჯამში, ამ შემთხვევების შესწავლამ გვიჩვენა, რა დადებითი როლი ითამაშა სახელმწიფომ კორეაში, ტაივანსა და სინგაპურში. ჰონგ-კონგის შემთხვევიდან ირკვევა, რატომ ჩამორჩა ეს ქვეყანა დანარჩენ ქვეყნებს ელექტრონიკის განვითარების დარგში. რაც მთავრობის მხარდაჭერის უქონლობის გამო მოხდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად 1970 წ. ელექტრონული წარმოება ჰონგ-კონგში უფრო დიდი იყო, ვიდრე სინგაპურში, მაგრამ 1997 წლისათვის ჰონგ-კონგის ელექტრონული პროდუქციის წარმოება 20%-ით ნაკლები, ვიდრე სინგაპურში.

მიღებული მონაცემები – ხუთი სხვადასხვა გზა მყარი ეკონომიკური ზრდისაკენ

შესწავლამ გვიჩვენა, ხუთი აღმოსავლეთ აზიის ქვეყნის განვითარების სტრატეგიები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან და შესაბამისად, სახელმწიფოს როლიც განსხვავებული იყო. ჰონგ-კონგი და სინგაპური ბრიტანეთის კოლონიები იყვნენ, მაგრამ ჰონგ-კონგმა აირჩია SME-ის გზა, ხოლო სინგაპურმა – MNC-ისა. იგივე სიტუაცია იყო სამხრეთ კორეასა და ტაივანში, რომლებიც იაპონიის ყოფილი კოლონიებად ითვლებოდნენ. ტაივანმა აირჩია SME-ის გზა, ხოლო სამხრეთ კორეამ – ჩებოლის გზა, რომელიც იაპონურ მოდელს ემსგავსებოდა. იაპონიაში სტაბილური ეკონომიკური ზრდა ადრე დაიწყო და იაპონიას, რა თქმა უნდა, თავისი უნიკალური გზა გააჩნდა. აშშ-ის ოკუპაციის დროს, იაპონიაში ცაიტბუსის სისტემა დაიშალა, რაც კეირეტსუსის სისტემით შეიცვალა.

გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს ჩარევა ბაზრებში არ არის აუცილებელი, მაგრამ ირკვევა, რომ სახელმწიფოს აქტიური როლი საჭიროა კერძო საბაზრო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით კი, განვითარების პირველ ფაზაში. სახელმწიფო ჩარევა საჭიროა საკოორდინაციო პრობლემების დასაძლევად და საბაზრო ინსტიტუტების გასავითარებლად. ინდუსტრიალიზაციის ადრინდელ ეტაპზე სახელმწიფომ დადებითი როლი ითამაშა ეკონომიკურ განვითარებაში, მაგრამ უფრო გვიანდელ პერიოდში ამ ქვეყნებში აღინიშნებოდა პოლიტიკური და ინსტიტუციური ინერცია (უმოქმედობა), რაც იმით იყო გამოწვეული, რომ სახელმწიფო და სახელმწიფოს მიერ ჩატარებული პოლიტიკა მოძველდა.

სოციალურ-პოლიტიკური წინაპირობები

ეკონომიკური განვითარება არ ხდება სოციალურ-პოლიტიკურ ვაკუუმში. წარმოების ფაქტორების გათვალისწინების მეშვეობით უნდა დადგინდეს შესაძლებელი კურსი. ამაზე დამოკიდებულია სხვადასხვა გზების არჩევა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბაზარი არ იფუნქციონირებს იმ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს კანონის უზენაესობა და ნდობის ფაქტორი. როგორც კი ეს პირობა შესრულდება, პოლიტიკურმა ელიტამ უნდა მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილება ბაზრის გასავითარებლად. სახელმწიფომ უნდა მოამზადოს სოციალური კონტრაქტები სხვადასხვა სოციალური კლასებისათვის, რათა მათ შორის სამართლიანად განაწილდეს საბაზრო ლიბერალიზაციის რეგულირების ხარჯები.

კოლონიური მემკვიდრეობა

ჰონგ-კონგი და სინგაპური კუნძულზე მდებარე ქვეყნებია. მათ არ გააჩნიათ არავითარი ბუნებრივი რესურსები, მაგრამ სტრატეგიულ-გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო ბრიტანელებმა ისინი ადმინისტრაციულ ცენტრებად აქციეს. 1965 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სინგაპურმა არ დაანგრია ის, რაც კოლონიური რეჟიმის დროს აშენდა. აქ ინგლისური ენა კვლავ ითვლება ოფიციალურ ენად. მცირე ცვლილებების გამონაკლისით შემორჩა იგივე სასამართლო, საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტრუქტურები. სინგაპურმა, რომელსაც არ ჰყავდა არავითარი მწარმოებლები ვაჭრების გარდა, აირჩია უცხოური MNC-ის (მრავალეროვნული კომპანიების) მოდელი თავისი ტექნოლოგიით, მენეჯმენტური ნოუ-ჰაუთი, ფინანსური რესურსებით და ბაზრებით, რომლებიც მზად იყვნენ წარმოებული საქონლისა და მომსახურების ექსპორტისათვის.

ჰონგ-კონგი იყო ბრიტანეთის კოლონია 1997 წლამდე. ბრიტანელებს არავითარი ინტერესი არ ჰქონდათ ამ ქვეყნის მოსახლეობის ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებაში. ასე რომ, აქ უფრო გავრცელდა თავისუფალი კონკურენციის მიდგომა. ჰონგ-კონგისთვის დადებითი აღმოჩნდა ჩინეთიდან და განსაკუთრებით, შანჰაიდან ჩამოსული მეწარმეების დასახლება ქვეყანაში იმ დროს, როცა 1949 წელს ჩინეთში კომუნიზმი დამყარდა. ემიგრანტებს ჰქონდათ რესურსები და ნოუ-ჰაუ. ამ გამოცდილმა კაპიტალისტებმა ხელი შეუწყეს ჰონგ-კონგში საფეიქრო და ტანსაცმლის დარგის განვითარებას მრავალი შრომატევადი ფირმების დაფუძნების გზით, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიალიზაციის პროცესი აქ ადრე დაიწყო, ჰონგ-კონგში აღინიშნებოდა ინოვაციური ინტერესების ნაკლებობა, რადგან პატარა ფირმებისათვის ეს იყო ძვირადღირებული და სახიფათო საქმე. ესე იგი, ტაივანისა და კორეისაგან განსხვავებით, ჰონგ-კონგში საფეიქრო ინდუსტრიას არ მოჰყვა კაპიტალტევადი ქიმიური დარგების განვითარება. ამის მაგივრად, ჰონგ-კონგი კვლავ დარჩა ტანსაცმლის წარმოების ცენტრად, საფეიქრო ინდუსტრიამ, კი სამხრეთ ჩინეთში გადაინაცვლა.

მსგავსი სიტუაცია აღინიშნებოდა ელექტრონულ ინდუსტრაშიც, სადაც სახელმწიფოს მხრიდან R&D-ის (R&Dგამოკვლევა და განვითარება) მხარდაჭერის უქონლობის გამო, ჰონგ-კონგის SME OEM-ისათვის სუბკონტრაქტული წარმოებაზე შორს ვერ წავიდნენ. ჰონგ-კონგის გაზეთებში წერდნენ, რომ ელექტრონულ ინდუსტრიაში ქვეყანა ჩამორჩა სინგაპურს, კორეას და ტაივანს. ამის მიზეზი იყო წარუმატებლობა პროდუქციის მოდერნიზაციაში, მხარდაჭერის უქონლობა R&D-ში, ინფრასტრუქტურაში და ინდუსტრიულ კავშირებში, არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა.

ტაივანი და კორეა იაპონიის ყოფილი კოლონიებია. ესე იგი, იაპონიის ზრდის მოდელმა ამ ორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მაგრამ კორეა უფრო მეტად მისდევდა იაპონიის ზრდის მოდელს, განსაკუთრებით კი, პარკ ჩუნ ჰიზის რეჟიმის დროს. ორივე ქვეყანა, რომელთაც კომუნისტური რეჟიმი ემუქრებოდა, იძულებული გახდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ 1960 წწ. აშშ ვერ დაეხმარებოდა. ამ ე.წ. “ძნელი დროის მოლოდინის” მენტალიტეტმა მთავრობა აიძულა ძირითადი აქცენტი ტექნოლოგიური შესაძლებლობის განვითარებაზე გაეკეთებინა სტრატეგიული და თავდაცვითი დარგების განვითარების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად ეს ქვეყნები თანაბარ მდგომარეობში იყვნენ, მათი განვითარების პროცესი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. პარკის დროს კორეა იყენებდა უფრო ინტერვენციულ (ჩარევის) მიდგომას ეკონომიკური ზრდის ტემპების დასაჩქარებლად, იაპონიის განვითარების დონის დაწევის და ჩრდილოეთის წინააღმდეგ უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად. იმ დროს, როცა ქვეყანაში საბანკო ინსტიტუტები განვითარების პრიმიტიულ დონეზე იდგნენ, პარკის კრედიტის რაციონირების წარმატებული პოლიტიკა, რომელიც მიმართული იყო ექსპორტზე გათვალისწინებულ წარმოებაში პირდაპირ ინვესტიციებზე, გახდა მომდევნო ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის საფუძველი. ეს პოლიტიკა დაფუძნებული იყო საბანკო სესხების სახელმწიფო კონტროლზე. ტაივანის ხელმძღვანელობა კი, რომელიც არ ენდობოდა მსხვილ ადგილობრივ კაპიტალისტებს და მათ ოპოზიციის წყაროებად მიიჩნევდა, ძირითად ყურადღებას აქცევდა SME-ის ზრდას არასტრატეგიულ ინდუსტრიებში როგორიცაა, მაგალითად, ფოლადის წარმოების ინდუსტრია, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა.

ადაპტაცია გარე ზეგავლენაზე

აშშ-მა და იაპონიამ დიდი წვლილი შეიტანეს ამ ოთხი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. უპირველეს ყოვლისა, ეს ოთხი ქვეყანა აშშ-ის მხარდაჭერის ქვეშ იმყოფებოდა. ამის გარდა, ამ ოთხი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, აგრეთვე, აშშ-ის საქმიანმა ინტერესებმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1960 წ. აშშ-ის ელექტრონული ფირმების პირდაპირი ინვესტიციები ამ ოთხი ქვეყნის ეკონომიკაში, რაც აშშ-ის ფირმებს შესაძლებლობას აძლევდა ესარგებლათ ამ ქვეყნებში იაფი მუშა ხელით და ელექტრონულ ინდუსტრიაში კონკურენცია გაეწიათ იაპონურ ფირმებისათვის. ამერიკული პროდუქციის გლობალიზაციის ეს პროცესი მსოფლიოში არ იყო თანაბარი. ის, ძირითადად, კონცენტრირდებოდა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ყოველ შემთხვევაში, ადრინდელ საფეხურზე, სანამ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ იაფი მუშა ხელით. აშშ-ის ოფშორულმა პროდუქციამ მნიშვნელოვნად გაზარდა ამ ქვეყნების ტექნოლოგიური შესაძლებლობები და საექსპორტო პოტენციალი. ინდუსტრიალიზაციისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის პროცესი უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც იაპონიამ დააბანდა დიდი ინვესტიციები ამ ქვეყნებში. ამ დროს, განსაკუთრებით კი 1985 წელს, Plaza Accord-ის შემდეგ, როცა იენი საშიშად გაუფასურდა, იაპონია ცდილობდა, მხარდაჭერა გაეწია ადგილობრივი წარმოებისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიის როლიც მნიშვნელოვანი იყო. პრეზიდენტი პარკ ჩუნგ ჰი ეჯიბრებოდა იაპონურ სისტემას. ფსიქოლოგიური მომენტი მდგომარეობდა არა მხოლოდ იმაში, რომ “რაც შეუძლია იაპონიას, შესძლებს კორეაც”, არამედ იმაშიც, რომ იაპონიის ეკონომიკური განვითარების “დაწევა” რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია დავადგინოთ, რა ეფექტი გამოიწვია იაპონიის ეკონომიკური განვითარების დაწევის ამ მცდელობამ, მაგრამ კორეის შემთხვევაში ის დადებითი აღმოჩნდა.

სახელმწიფოს რეგულირებისა და საბაზრო რეგულირების დეფექტი

რადგან, ჩვენ, მთლიანად არ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფო რეგულირების დეფექტი უფრო საზიანოა, ვიდრე საბაზრო რეგულირებისა, აღვწერეთ სხვადასხვა პოლიტიკური მეთოდები ამ ხუთი ქვეყნის გამოცდილებიდან. უპირველეს ყოვლისა, გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა კი არ უნდა იგნორირდებოდეს, არამედ ზუსტად უნდა დადგინდეს, თუ ზოგიერთ პოლიკას რატომ ჰქონდა წარმატება და რომელმა ინსტიტუციურმა მექანიზმა გამოიწვია ეს წარმატება. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიტანოთ დასკვნა წვრილსტრუქტურული მიდგომის გზით. ესე იგი, სწორი კითხვა არ არის ის, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკა, არამედ რომელ გარემოებებში მოქმედებს. იმის მაგივრად, რომ კატეგორიული უარი გვეთქვა ინდუსტრიული ტარგეტირების პოლიტიკაზე, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ პოლიტიკის გამოყენება შესაძლებელია იმ ქვეყნებში, სადაც ინდუსტრიალიზაციის პროცესი გვიან დაიწყო.

როცა ქვეყანა ტექნოლოგიურად არ არის განვითარებული, არასწორ ინდუსტრიაზე ტარგეტირების რისკი უფრო ნაკლებია. მთავარი არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ინდუსტრიალიზაციაზე ტარგეტირებისათვის შესაბამის ექსპორტზე ორიენტირებული მიდგომა, ასე რომ, იმის საშიშროება, რომ ინდუსტრიალიზაციაზე ტარგეტირება მუდმივ არაეკონომიკურ სუბსიდიებს გამოიწვევს – ნაკლები იქნება. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სახელმწიფო ორგანოების სურვილი და უნარი რეაგირება მოახდინონ გარე საბაზრო ძალებზე და შესაბამისად, ააგონ თავიანთი პოლიტიკა. აქ მთავარი არის ის, რომ ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია რომელიმე დარგის განვითარებაზე, შეიძლება გამოიღოს შედეგი მხოლოდ კონკურენციაზე ორიენტირების პირობებში.

აქტუალური პოლიტიკა შეიძლება გახდეს არააქტუალური განვითარების შემდგომ ეტაპზე

ამ მხრივ, საინტერესოა, იაპონიის შემთხვევა. იაპონიაში სახელმწიფოს არასწორი ჩარევა გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ 1980 წწ. იაპონიამ ვერ მოახერხა ფიქციურ აქტივებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენი აზრით, ფუნდამენტალური პრობლემა ინსტიტუციურ ინერციაში მდგომარეობდა: ის პოლიტიკა და ინსტიტუტები, რომლებიც ეფექტიანები იყვნენ ეკონომიკური განვითარების ადრინდელ ეტაპზე, მაგრამ ინსტიტუციური ინერციის გამო ეს პოლიტიკა და ინსტიტუტებს არ გაუქმდენ. თითქმის 50 წლის განმავლობაში ასეთმა პოლიტიკამ იაპონიას ბევრი სარგებელი მოუტანა. მისი მკვეთრი შეცვლა ძალიან ძნელი იქნებოდა. მაგალითად, იაპონურმა საგანმანათლებლო სისტემამ დადებითი როლი ითამაშა მეტ-ნაკლებად განათლებული მუშაკების მომზადებაში ტრადიციული მანუფაქტურული დარგის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ 1990 წელს იაპონიისათვის აუცილებელი გახდა პროფესიონალების უფრო დიდი რიცხვის მომზადება, რომელთაც ექნებოდათ დამოუკიდებელი აზრონვების უნარი. ძველი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც მიმართული იყო მუშაკების სპეციალური შრომითი ჩვევების მომზადებაზე, უკვე მოძველდა და ვერ აკმაყოფილებდა სპეციალისტთა მომზადების მოთხოვნებს. მაგრამ ძველმა საგანმანათლებლო სისტემამ ფესვები ისე ღრმად გაიდგა, რომ მიუხედავად ფართო მასშტაბიანი კრიტიკისა, რეფორმების მხრივ მცირე პროგრესი მიიღეს.

კორეამ განიცადა ინსტიტუციური ინერციის პრობლემები კრედიტების განაწილების სისტემაში. რადგანაც საბანკო სისტემა ინსტიტუციონალიზირებული იყო და სესხებს სახელმწიფო დირექტივების მიხედვით გასცემდა, არც ერთ ბანკს არ ჰქონდა შესაძლებლობა დამოუკიდებელად აერჩია საინვესტიციო პროექტი. სახელმწიფო კარგად ასრულებდა კრედიტის განაწილების ფუნქციას განვითარების ადრეულ ეტაპებზე, როდესაც კორეა შორს იდგა ბაზრების და ტექნოლოგიების განვითარებისაგან, ასე რომ “გამარჯვებულების არჩევა” ნაკლებად სარისკო იყო. მაგრამ სახელმწიფოში მსგავსი ჩარევა არაეფექტური აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც კორეა განვითარდა. კრედიტების განაწილების ასეთი სისტემა ხელს უწყობდა კონკურენტუნარიანი ფირმების განვითარებას ადრინდელ ეტაპზე და ამავე დროს სიმდიდრის და ძალაუფლების კონცენტრცია იმ ფირმების ხელში მოხდა, რომელთაც ეს სისტემა აწყობდათ – ჩებოლებთან. ასე რომ, უფრო გვიანდელ ეტაპზე მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაეფართოებინათ თავისი ზეგავლენა ბიუროკრატების მხრიდან კონტროლის გარეშე.

ტაივანისა და სინგაპურის სახელმწიფოებს ნაკლებად ძალაუფლებიანი ინსტიტუტები ჰქონდათ რესურსების განაწილების და მაკონტროლებელი ფუნქციების შესასრულებლად, მაგრამ იქაც ჰქონდა ადგილი ინსტიტუციური ინერციის შემთხვევებს. მაგალითად, თუ სინგაპურის მთავრობა მეტ-ნაკლებად ცდილობდა, შეეცვალა არასწორი პოლიტიკა და სახელმწიფო საწარმოების არაეფექტური მენეჯმენტი, იაპონია და კორეა ზედმეტად კონსერვატიულები აღმოჩნდნენ. აქ CPF-ის დანაზოგენზე კონტროლის შემსუბუქების, სატელეკომუნიკაციო მომსახურების, ბაზრების დერეგულაციისა და ფინანსური ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობდა. ყველა შემთხვევაში, მაკონტროლებელი პოლიტიკა და ინსტიტუციური სტრუქტურები თავის ფუნქციებს კარგად ასრულებდა წარსულში. ასე რომ, ძნელია კამათი იმაზე, რომ ისინი მკვეთრად უნდა შეიცვალონ რაოდენ ირონიულოდაც არ უნდა ჟღერდეს. მაგრამ ახლანდელმა ფინანსურმა კრიზისმა დაარწმუნა სინგაპურის მთავრობა მისი ფინანსური სექტორის დარეგულაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობაში.

შენიშვნა: ეს არის მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვუჭერთ მხარს პროაქტიურ სტრატეგიას, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს ჩარევის შეწყვეტაზე უფრო გვიანდელ ეტაპზე, როცა ის უკვე ვერ ასრულებს სასარგებლო ფუნქციებს. სახელმწიფოებმა უნდა აარიდონ ინსტიტუციური ინერციის საშიშროება სათანადო ინსტიტუტების რეგურალური შემოწმების, მათი ოპერაციების შეზღუდვის გზით.

სხვა ფაქტორები

აქტუალურობა რეგიონისათვის და მსოფლიოსათვის
FDI-ის და MNC-ის სარგებლიანობა და მათი მთლიანი პოტენციალის გამოყენების ხერხი
კონსენსუსი და თანამშრომლობა კონფლიქტთან შედარებით
სისტემები და მოქნილობა.
ღია საზოგადოებები დახურული საზოგადოებების ნაცვლად
ბაზრები არ ჩნდებიან უბრალოდ – მათ სჭირდებათ კონტროლი და სწავლა.
კადრების განვითარება მნიშვნელოვანია – როგორ ვასწავლოთ ხალხს თავისი სრული პოტენციალის გამოყენება.
კონკურენტუნარიანი გარემოება აუცილებელია.
მისწრაფება სრულყოფილობისაკენ – კულტურის განვითარება ფირმებისათვის და ერებისათვის,
ტრანზიტული განვითარების სახელმწიფო პარადიგმა.