არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება – დანაშაული ორი მსხვერპლით!

ავტორის სტილი დაცულია

თორნიკე მაისაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Tornike.Maisashvili101@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

დღესდღეობით, განსაკუთრებით იმატა სიახლეებმა ქურდობების, ძარცვის და მკვლელობების შესახებ, მაგრამ უფრო პრობლემატური არის ის, რომ დღითიდღე იკლებს დანაშაულის ჩამდენთა საშუალო ასაკი.  იმისათვის, რომ გავერკვეთ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების სიხშირის ზრდის პრობლემაში, პირველ რიგში, ნება მომეცით, ვახსენოთ სავარაუდო მიზეზები, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს მატება და შემდეგ, შემოგთავაზებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რითაც შესაძლოა გავუმკლავდეთ ამ პრობლემას.

მრავალი ექსპერტი იზარებს შეხედულებას, რომ ახალგაზრდებში მომატებული დანაშაულის ყველაზე მთავარი მიზეზი არის უმუშევრობა. ბევრი ახალგაზრდა მიიტაცებს და იპარავს  ღირებულ ნივთებს იმისათვის, რომ დაიკმაყოფილოს ყოველდღიური საჭიროებები. სამუშაო ადგილების ნაკლებობა კი იწვევს ახალგაზრდების იმედგაცრუებასა და  დემოტივაციას. ასევე, კვლევებაც არაერთხელ დაადასტურა, რომ დანაშაულის ჩამდენ ახალგაზრდათა 60% დაუსაქმებელია.

სტატია აერთიანებს ინფორმაციას, რისკ ფაქტორებზე, განათლების მნიშვნელობაზე, მშობლთა მიერ ყურადღების, ზედამხედველობის ნაკლებობაზე, ბავშვების მორალურ და ემოციურ მდგომარეობაზე, გარკვეულ პროგრამებზე, რომლებიც ამცირებს მათი დანაშაულში ჩართვის შანსებსა და ა.შ

Annotation

These days the news of thief, burglary, and murders have increased but what is more problematic is that average age of criminals is decreasing day by day. To understand the rise in youth crime rate let me first address the possible reasons to fully understand what has led to its increase and then I suggest possible solutions to tackle this problem.

Many experts are of the view that unemployment is the foremost cause of increased crime rate among youth. Many young  looting and stealing of valuable items to meet their daily money needs. Lack of jobs is a great cause of frustration and demotivation among young people. A study has confirmed that at least 60% of young criminals are unemployed.

The article collects together information about teen crime risk factors, importance of education, lack of parental supervision, moral and emotional condition of children, some programs for reducing the chances involving in crime,  some statistics and so on.

შესავალი

 სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია,  არასრულწლოვანთა დამნაშავეობა ჩვენი ყოველდღიულობის შემადგენელი ნაწილია…  ხშირად გვესმის, რომ მოხდა საზარელი მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და ამ ყველაფერს მოზარდები აკეთებენ, რომლლებიც შეიძლება ითქვას პრაქტიკულად ქმედების ჩადენისთანავე ინადგურებენ მომავალს.  მათ მიერ ჩადენილი თითოეული დანაშაულის შედეგად ჩნდება ორმხრივი მსხვერპლი, – პირველი, ეს არის მათი დანაშაულებრივი ქმედების რეალური მსხვერპლი და მეორე, თავად ის  ბავშვები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს. ეს თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი მსხვერპლებად მოიაზრებიან და არა დამნაშავეებად.

ხშირად, სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია სასჯელის გამკაცრებისაკენ. თავის მხრივ სასჯელის მზანი ის არის, რომ მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დამკვიდრება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და  დამნაშავის რესოციალიზაცია.

გარდა ამისა,  სასჯელის მიზანი მსჯავდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით ხორციელდება, რათა ისინი მართლწესრიგის დაცვით გაანიმსჭვალონ და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა აუმაღლდეთ.  მართლაც, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე საზოგადოებისა და სახელმწიფოს რეაქცია ხშირად გამოიხატება მათ მიმართ რეპრესიების გაძლიერებით, მათთვის სანქციების გაზრდითა და პასუხისმგებლობის ასაკის შემცირებით. მაგალითად, იგივე საუბრები ბატონი გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდშიც იყო, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე მზარდია თუ არა  საქართველოში 14 წლამდე მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულთა ოფიციალური სტატისტიკა. მიზეზი შემდეგია, რომ საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება წარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების შესაბამისად და 14 წლამდე მოზარდები, რომლებიც დანაშაულს სჩადიან, სახელმწიფოს ყურადღებისა და  იურიდიული ჩარჩოს მიღმა რჩებიან, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მინისტრმა მაშინ განაცხადა, რომ  ლაპარაკიც არ შეიძლება იმაზე, შემცირდეს პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რომელიც დღეს მოქმედი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიხედვით, 14 წელია (1999 წლამდე ეს ზღვარი 16 წელს შეადგენდა). მინისტრის თქმით, გამოსავალი სწორედ რომ  სხვა გზების ძიებაში იყო.

თავად ცხოვრების ეს პერიოდი კი ადამიანის უაღესად საპასუხისმგებლო და ყველაზე დინამიკური  პერიოდია.  ეს პიროვნების ჩამოყალიბების ასაკია, როდესაც დაძლეულ უნდა იქნას ღირებულებითი ორიენტაციების, მათი ინტერესების, სულიერი მოთხოვნილებების მერყეობა. საუბედუროდ,  ცხოვრების ამ ეტაპზე  ბევრი მოზარდი თავისი მომავლის განჭვრეტისას მხედველობაში იღებს მხოლოდ სასურველ შედეგს და არა მისი მიღწევის გზებსა და მოპოვების საშუალებებს, შესაბამისად, ხშირად ხდება  გარკვეული დამკვიდრებული ნორმებიდან გადახრა.  [2]

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ფართო გაგებით, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი

ზოგადად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფართო გაგებით, არის პროცესი მოზარდის მიერ დანაშაულის ჩადენიდან მის რესოციალიზაციამდე. ეს პროცესი მოიცავს როგორც არასრულწლოვნის სამართალდამცავ სტრუქტურებთან როგორებიცაა, პოლიცია და პროკურატურა, ასევე სასამართლო ორგანოსთან ურთიერთობას და გარდა ამისა, აღზრდისა და რესოციალიზაციის ღონისძიებებს პენიტენციურ სისტემაში. რომლის განხორციელებაც შეუძლებელია ისე, რომ არ იქნეს გათვალისწინებული  მოზარდის პიროვნების, სოციალური გარემოს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და ხელშემწყობი პირობების კრიმინოლოგიური საფუძვლები.

თუ განვლილი წლების სტატისტიკურ მონაცემებს ერთმანეთს შევადარებთ, მივიღებთ შემდეგ სურათს: არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რაოდენობა მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 4-6%-ს შორის მერყეობდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. 2006-2008 წლებში მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ კი მწვერვალს მიაღწია, რაც შეგვიძლია  ქვეყნის მკაცრი კრიმინალური პოლიტიკით და ალტერნატიული ღონისძიებების (განრიდება და მედიაცია) გამოუყენებლობით ავხსნათ.  2011-2014 წლების შემდეგ ლიბერალურმა მიდგომებმა კი შეამცირა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რაოდენობა. [1]

გრაფიკი 1: სასჯელმისჯილ არასრულწლოვანთა რაოდენობა სქესისა და ასაკის მიხედვით.

წყარო: https://tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/arasrulw-martl-II.pdf [5]

მსგავსი სტატისტიკური მონაცემების არსებობა შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული და პირველ რიგში  სტატისტიკირი მონაცემების არასწორი წარმოება უნდა ვახსენოთ,  მაგალითად ავიღოთ განზრახ მკვლელობა, აქ გარდა 108 და 109 მუხლებთ  ჩადენილი დანაშაულებისა კიდევ მოიაზრება მკვლელობის მცდელობებიც, და შესაძლოა განზრახ მკვლელობების წილი არც ისე დიდი იყო მაგრამ რადგან ორივე ერთადაა დათვლილი ამან გაზარდა მაჩვენებელი, ასევე 2006 წელს ქართული ღვინის რუსულ ემბარგოს შესაძლებელია გამოეწვია ალკოჰოლის ჭარბი მარაგის დაგროვება და ძალადობრივი დანაშაულების ჩადენა, აქვე უნდა განვიხილოთ საქართველოში არსებული მძიმე აგრსიული გარემო. გარდა ამისა,  2004-2005 წლებს თუ გადავხედავთ, ამ პერიოდის ახალგაზრდები დაბადებული დაბადებულნი არიან 90-იან წლებში და ყველას კარგად მოგვეხსენება თუ როგორი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა იმ პერიოდში და რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ამით იმის თქმა შეიძლება რომ ამ მოზარდებმა მძიმე ბავშვობა გამოიარეს რაც შემდგომში სამართალდარღვევის მაპროვოცირებელი შეიძლება ყოფილიყო, რადგან  ეს ყველაფერი ქმნიდა უკიდურესად მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონს.

მეტად მძიმეა იმ მსჯავრდებულთა სტატისტიკური მაჩვენებელი, რომლებიც დანაშაულის   ჩადენის დროს არ მუშაობენ და/ან არ სწავლობენ. 2014  წელს დაფიქსირდა ბოლო წლების მანძილზე ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ამ მხრივ.

კერძოდ, 2014 წლის მონაცემებით მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა 75,6%  დანაშაულის ჩადენის დროს არ მუშაობდა და არ სწავლობდა. (არასრულწლოვანთა) დანაშაულის პრევენციის პირველი დონე სოციალურ სახელმწიფოს ავალდებულებს შეიმუშაოს პროგრამები დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის მასობრივი უმუშევრობის, უსახლკაროობის, დაბალი სამართლებრივი მართლშეგნების აღმოსაფხვრელად

თუ მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა აღნიშნულ მონაცემებს  შევადარებთ მსჯავრდებულთა მონაცემებს დავინახავთ, რომ იქაც არ არის სხვა მდგომარეობა. კერძოდ, 2014 წელს იმ მსჯავრდებულთა რაოდენობამ, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს უმუშევარი იყო 90,5% შეადგინა.

სოციალური პათოლოგიების მაჩვენებლებზე უმუშევრობის ზემოქმედების ხარისხს სათანადო შესწავლა სჭირდება. ამ მხრივ საინტერესოა ჯ. ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის წამყვანი ექსპერტის მ. ჰარვეი ბრენერის გამოკვლევები, რომელმაც დაადგინა რაოდენობრივი ურთიერთკავშირი უმუშევრობის დონესა და სოციალური პათოლოგიის მაჩვენებლებს შორის. მისმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ უმუშევრობის ზრდა იწვევს მასტიმულირებელ ეფექტს სოციალური პათოლოგიის მაჩვენებლების ზრდაში ხუთი წლის განმავლობაში. მაგალითად, სიკვდილიანობის პიკი დგება უმუშევრობის პიკიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ. ეს დასკვნა გამომდინარეობს ღვიძლის ცეროზით გარდაცვლილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის ანალიზიდან. მათი ძირითადი მიზეზებია სამედიცინო მომსახურების მკვეთრი გაუარესება, ალკოჰოლიზმი, მოწევა და ა.შ.

დადგინდა აგრეთვე, რომ პირველ სამ წელიწადში იზრდება ფსიქიკურად დაავადებულთა, დანაშაულობის, მკვლელობების და თვითმკვლელობების რიცხვი. მომდევნო წლებში იზრდება ე.წ. ქრონიკული რეაქცია – სიკვდილიანობის მაჩვენებლების გადიდება გულის, სისხლძარღვთა და სხვა დაავადებების შედეგად. გამოკვლევის თანახმად, უმუშევრობის გადიდება ერთი პროცენტით (თუ იგი შენარჩუნებული იქნება ხუთი წლის განმავლობაში), მოსახლეობის სიკვდილიანობას ორი პროცენტით ადიდებს. [1][10]

ცალსახად შესამჩნევუა  კავშირი უმუშევრობასა და ისეთ მოვლენებს შორის როგორიცაა: საზოგადოებაში მორალის დაცემა, დაავადებების, თვითმკვლელობების და სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა,  ქორწინების და შობადობის რიცხვის კატასტროფული შემცირება, კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესება  და ა.შ.

გრაფიკი 2: არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რაოდენობა ჩადენილი დანაშაულისა და სქესის მიხედვით, 2020წ

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/132/siskhlis-samartlis-statistika    [6]

როგორც ხედავთ, არასრულწლოვანთა მიერ,  ჩადენილი დანაშაულებიდან უმრავლესობა ქურდობაზე მოდის. (121 ბიჭი და 3 გოგო) განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევები გოგონების შემთხვევაში არ გამოვლენილა, დანაშაულთა ამ სახის მიხედვით გვყავს მხოლოდ ბიჭი მსჯავრდებულები. სამწუხაროდ, შედარებით მრავლადაა დანაშაულთა სხვა სახეებში ორივე სქესთა ჩართულობა.

კავშირი ეკონომიკურ დაღმავლობასა და დანაშაულს შორის

მეცნიერთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური დაღმავლობის (დაცემის) პერიოდში უფრო მეტ ადამიანს აქვს მოტივი, რომ ჩაიდინოს დანაშაული. ცუდი ეკონომიკური პირობების გამო უფრო მეტი ადამიანი ჩადის დანაშაულს საკუთრების წინააღმდეგ (ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა), ამ გზით ისინი ცდილობენ მიიღონ ის, რისი შეძენის საშუალებაც მათ არ აქვთ. ეკონომიკური სიდუხჭირე იწვევს ასევე მეტ ოჯახურ თუ სხვა ტიპის ძალადობას. მეცნიერთა მეორე ნაწილი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ ეკონომიკური აღმავლობის პერიოდშია მეტი დანაშაული მოსალოდნელი. ასეთ დროს უფრო მეტი ადამიანი ფლობს ფუფუნების საგნებს, რაც მათ მოპარვას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გაუმჯობესებული ეკონომიკური პირობების შედეგად იზრდება მოთხოვნა ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზეც, რასაც კვლავაც ძალადობისკენ მივყავართ.

თუ ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მაგალითზე შევხედავთ, აღმოვაჩნეთ, რომ ჩვენს რეალობაში ორივე ზემოთხსენებული ტენდენცია ნარჩუნდება. კერძოდ, 2019 წლამდე რეგისტრირებულ დანაშაულთა რიცხვი, ერთ სულზე გაანგარიშებულ მთლიან შიდა პროდუქტთან ერთად იზრდებოდა.  2019 წლის შემდეგ კი შეინიშნება რეგისტრირებულ დანაშაულთა მკვეთრი კლება და თუ ეს დენდენცია შენარჩუნდა, შესაძლოა ვიფიქროთ რომ ეს გამოწვეულია  გაუმჯობესებული ეკონომიკური პირობების შედეგად.

გრაფიკი 3: მშპ- სა და რეგისტრირებულ დანაშაულთა დინამიკა საქართველოში (2012-2020)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp  [7]

დანაშაულის გამომწვევი ფაქტორები

დანაშაულის გამომწვევი ფაქტორები მეტად კომპლექსურია.  ის შედგება  როგორც  ფსიქოლოგიური, ისე სოციალური გარემოებებისგან, რომლებიც ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და იწვევენ ამა თუ იმ ქცევას. არასრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სკოლის სოციალური გარემო;
  • მოქმედების საზღვრები და ეტიკეტირება;
  • ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა;
  • იმპულსურობა;
  • გადატანილი ძალადობა (ძალადობა წარმოშობს ძალადობას);
  • სხვა ტიპის ოჯახური პრობლემები;
  • კრიმინალური ავტორიტრტებისადმი მიმბაძველობა და ა.შ

აქვე უნდა ვახსენოთ სოციალური დასწავლის თეორია, თეორია, რომელიც ცდილობს ახსნას ამა თუ იმ ქმედების გამომწვევი მიზეზები. ამ თეორიის მიმდევრები განიხილავენ დანაშაულს, როგორც გააზრებულ პასუხს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მოვლენაზე. თეორიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები  მიიჩნევდნენ, რომ ადამიანები არ იბადებიან თანდაყოლილი ქმედებებით, არამედ ძალადობა და აგრესია დაისწავლება სხვისი ქცევის მოდელირების გზით.

კანონის გამკაცრების არაეფექიანობის ძალიან კარგი მაგალითია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების 73-ე მუხლი, რომლის მიხედვითც დაუშვებელია, რომ საბოლოო სასჯელი 10-12 წელს აღემატებოდეს. ამ მუხლის იმგვარი გაგება, განსახილველია ასევე სახელმწიფო რესურსების სწორად, რაციონალურად გამოყენებისა და ეკონომიკური ანალიზის კუთხით. მაღალი ზომის თავისუფლების აღკვეთის პირობებში 21 წლის ასაკის შესრულებისთანავე არასრულწლოვანი მოზრდილთა ციხეში გადადის, სადაც მოზარდის მიმართ განხორციელებული სარეაბილიტაციო, აღმზრდელობითი პროგრამების ეფექტი უმალვე იკარგება, რადგან მოზარდი ურთიერთობას იწყებს ავტორიტეტულ პატიმრებთან და კრიმინალური კარიერის გზას გაყვება. გამოდის, რომ სახელმწიფო არასრულწლოვანზე ციხის პირობებში რესურსს ტყუილად ხარჯავს. დღევანდელი მონაცემებით კი სახელმწიფოს ერთი მსჯავრდებულის შენახვა დღეში, დაახლოებით, 31 ლარი და 28 თეთრი უჯდება. ამ თანხაში შედის კვების რაციონი, ინვენტარი, სამედიცინო მომსახურება და სხვა რაც, ცხადია დიდ ეკონომიკურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

სხვა მდგომარეობა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულები ციხის პირობებში დასაქმნდებოდნენ და მათ მიერ შექმნილი პროდუქცია გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა როგორც თავად მსჯავრდებულს, ასევე აისახებოდა ქვეყნის ბიუჯეტზე.

ეს ყველაფერი, კიდევ უფრო მეტად დაგვაფიქრებს არასრულწლოვანებში დანაშაულის პრევენციის, განრიდებისა და მედიაციის მნიშვნელობაზე და მის უპირატესობაზე  კანონის გამკაცრებასთან შედარებით. [3}

მოკლედ, რომ შევაჯამოთ, მედიაციის დადებითი მნიშვნელობა შესაძლებელია შემდეგი კომპონენტებით გამოიხატოს;

  • სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ნაკლები დროისა და ადამიანური თუ ეკონომიკური რესურსის ხარჯვა;
  • კონფლიქტის სწრაფი და სამართლიანი მოგვარება;
  • დაზარალებულს გაუქარწყლდება დამნაშავეობის მიმართ დანაშაულის შედეგად წარმოშობილი შიში;
  • დამნაშავე იგრძნობს პირად პასუხისმგებლობას დაზარალებულისა და საზოგადოების წინაშე;
  • დაზარალებულის დამნაშავესთან შერიგებას აქვს მონაწილე მხარეებისათვის აღმზრდელობითი და სოციალიზაციის ეფექტი;
  • შესაძლებელია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ძირეული მოგვარება.

 

არის თუ არა წარმოდგენები ცოტათი გადაჭარბებული?

მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მოზარდთა დანაშაულს ხშირად იხსენიებენ, როგორც საზოგადოების განუკურნებელ სენს, რომელიც მხოლოდ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკით შეიძლება დამარცხდეს. მედიის საწინააღმდეგოდ, კრიმინოლოგიურ ლიტერატურაში არასრულწლოვანთა დანაშაული მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ნაკლები ეკონომიკური ზარალისა და საშიშროების მქონე დანაშაულად, რომელიც ნორმალური მოვლენაა, გავრცელებულია საზოგადოების ყველა ფენაში და ახასიათებს ეპიზოდურობა. გარდა ამისა, ისინი სპონტანურად, წინასწარი დაგეგმვის გარეშე არის ჩადენილი და მისი მონაწილეები შეიძლება ითქვას დაბალი კრიმინალური ენერგიით გამოირჩევიან.

  მოზარდების მხრიდან არასრულწლოვანთა დანაშაულის ასე გაზვიადება  შესაძლებელია განპირობებული იყოს ორი კომპონენტით: პირველი – უფროსების პედაგოგური დამოკიდებულებით უმცროსებისადმი და მეორე და მეტად მნიშვნელოვანი უფროსების მიერ „განტევებისს ვაცად“ ქცეული მოზარდი დამნაშავე, რომელმაც სხვათა ბრალეულობის გამოც უნდა აგოს პასუხი.

 ამიტომაც,  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ პრობლემისადმი ხისტი მიდგომა, ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრა, კანონის გამკაცრებისა თუ სრული პასუხისმგებლლობის ასაკის შემცირების გზით მოგვარება  არათუ მხოლოდ არამიზანშეწონილი, არამედ  დაუშვებელიც კი არის. მკაცრ პოლიტიკას გრძელვადიანი ეფექტი არ გააჩნია და მხოლოდ გარკვეული დროით ახდენს სიტუაციის გამოსწორებას, შესაბამისად მეტად გამართლებულია უფრო ლიბერალური მიდგომა და არა თუ ბრძოლა კონკრეტულ მოზარდ დამნაშავეებთან, არამედ იმ მიზეზებთან რამაც მათ უბიძგათ გასცდენოდნენ სამართლიანობის ჩარჩოებს. [3]

დაზარალებულის დამნაშავესთან შერიგება მნიშვნელოვანი ბერკეტია სისხლისსამართლებრივი კონფლიქტის უმტკივნეულო მოგვარებისათვის. აღნიშნული პროცედურა შეფერხებით, მაგრამ მაინც დიდი ენთუზიაზმით გამოიყენება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპის ქვეყნებში. გადატვირთული საერთო სასამართლოების პირობებში დაზარალებულის დამნაშავესთან შერიგება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს სახელმწიფო რესურსების დაზოგვის კუთხით. კერძოდ, ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი დანაშაულის დროს მოხდეს დაზარალებულის დამნაშავესთან შერიგება, რაც გამართლებული იქნება სამართლის ეკონომიკური ანალიზის ჭრილშიც.

გარდა ზემოაღნიშნულისა, დანაშაულის ჩადენის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც უკვე იქნა განხილული, ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებულ დანაშაულთა დაახლოებით 60% ეკონომიკური ხასიათისაა, რაც დამნაშავის დაზარალებულთან შერიგების მნიშვნელოვანი წინაპირობაა (წარმოდგენილია ეკონომიკური ხასიათის ზარალი).

დაბოლოს, მოქმედი კანონმდებლობით, განრიდება და მედიაცია ხდება მხოლოდ პროკურორის და მოსამართლის მიერ.“პეკინის წესების“[1] მე-6 წესის მოთხოვნის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღებთ (პროკურორი და მოსამართლე) სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე უნდა ჰქონდეთ დისკრეციის[2] გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის გადაწყვეტილებებზე, გაგრძელდეს, თუ არა გამოძიება ან დევნა.

რა არის სამართლის ეკონომიკური ანალიზი?

გასული საუკუნის ერთ-ერთმა გამოჩენილმა მეცნიერმა სამართალში რევოლუციური მიდგომა დაამკვიდრა. სამართლის ეკონომიკური ანალიზი გახდა ის მეთოდი, რომელზე დაყრდნობითაც მრავალი იურისტი კონკრეტული სამართლებრივი ნორმა-დებულების ახსნა-განმარტებას შეეცადა. სამართალი, ისე როგორც არასდროს, დაუკავშირდა ეკონომიკურ მეცნიერებას და იქცა მისი კომბინირებული შესწავლისა და განხილვის საგნად. პოზნერის ეს „იდეოლოგია“ განსაკუთრებით შეეხო საკორპორაციო სამართალს, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ გარემოში არნახულად ვითარდება. მისი როლი ფასდაუდებელია და იგი სულ უფრო და უფრო მჭიდრო კავშირურთიერთობით დინამიკას ავლენს ეკონომიკურ მეცნიერებასთან. „საკორპორაციო სამართლის ეკონომიკური და სამართლებრივი, პრაქტიკული და დოგმატურ-თეორიული ასპექტების კომბინირება, უკვე დიდი ხანია, გასცდა იურიდიული მეცნიერების ცარგვალს და იგი ინტერდისციპლინურ განზომილებაში ჰიპერბოლას წარმოადგენს“.

ეს ფრაზა კიდევ ერთხელ ადასტურებს თეზას იმის შესახებ, რომ თანამედროვე საკორპორაციო, განსაკუთრებით კი კაპიტალური ტიპის საზოგადოების სამართლის შესწავლა, მისი ყველა შიგნით მოქცეული თუ გარეთ არსებული ინსტიტუტითა და ქვეინსტიტუტით, წარმოუდგენელია ეკონომიკური მეცნიერების გარკვეული სპექტრის შესწავლის, კვლევისა და გამოყენების გარეშე. სწორედ ამიტომ, განვითარებულ კორპორაციულ-სამართლებრივ რეჟიმებში, სულ უფრო და უფრო შეინიშნება ამ ორი სეგმენტის ერთმანეთთან დაახლოვებისა და შეზრდის ტენდენცია. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია მძაფრი და განვითარებული კაპიტალისტური ურთიერთობის, კაპიტალისტური წყობის დასავლური ქვეყნებისათვის, რამდენადაც მისი ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანა სწორედ იმის დადგენაში მდგომარეობს, თუ როგორ იქნება შესაძლებელი სამართლის ნორმებზე ეკონომიკური ეფექტურობის გამოყენება, მოხდება რა მეთოდოლოგიური თვალსაზსირისით ამ პრინციპების ინტეგრირება ნორმათა კონსტრუქციებში. ეს კი შესაძლებლობას მისცემს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის კონკრეტულ სუბიექტს საკითხს ეკონომიკურობის კუთხით მიუდგეს. ადამიანიც ხომ „ეკონომიკური არსებაა“ და მისი ნაბიჯებიც უმეტესწილად ეკონომიკური ეფექტიანობის პარადიგმით არის განპირობებული. შესაბამისად, ნებისმიერ იურიდიულ საკითხს შეიძლება ჰქონოდა ეკონომიკური შემხებლობა და იგი ამ უკანასკნელით ახსნილიყო. თუმცა, აუცილებელად არის გასათვალისწინებელი ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: არის შემთხვევები, როდესაც სამართლის ესა თუ ის პრინციპი შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს ეკონომიკური ინტერაქციისათვის. შესაბამისად, მან აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა, რათა სამართლის ღირებულებით სისტემასთან კონფლიქტის დროს, რაც ამ ორი სეგმენტის ბუნებრივი მიდრეკილებაა, შენარჩუნებულ იქნეს „სამართლის თეორიასა და მეთოდოლოგიასთან მისი თავისთავადობა“.

სამართლის ეკონომიკური ანალიზის შედეგები, პრევენციული ღონისძიებების დონეები

 როგორც ვხედავთ, სამართლის ეკონომიკური ანალიზით ნათელი ხდება, რომ თავისუფლების აღკვეთა დიდ ეკონომიკურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და სასჯელის მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით აღსრულების (განხორციელების) პრინციპს ეწინააღმდეგება. სწირედ ამიტომ,  არასრულწლოვანთა დანაშაულების შემცირების საუკეთესო გზად ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და ფსიქოლოგები მხოლოდ და მხოლოდ ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებს ასახელებენ და გამორიცხავენ კოდექსში ისეთ ცვლილებებს, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს პასუხისმგებლობის ასაკის დაწევას ანდაც სასჯელის გამკაცრებას.

 არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია თავის შინაარსში გულისხმობს იმას რომ, არ აქვს მიშვნელობა თუ რამ უბიძგა  არასრულწლოვანს   დანაშაულის ჩადენისკენ, იყო ეს  ძალადობის, ფსიქოლოგიური პრობლემების,  „ქუჩის ცხოვრების“ წესის თუ სხვა ფაქტორების ზემოქმედებით განპირობებული, საჭიროა არსებობდეს შესაძლებლობა, რომ მოზარდმა/ბავშვმა დაინახოს სწორი გზა.

საქართველოში მუშაობს სსსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი”, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა და ატარებს გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს.  პირველადი პრევენციის ღონისძიებების კუთხით უნდა გამოვყოთ პროგრამები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის ხორციელდება ესენია „ლიდერთა სახლი” და „ორი თაობა”

დანაშაულის მეორე დონის პრევენციისთვის ცენტრი უზრუნველყოფს რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს მიკუთვნებულ არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას და ამ კუთხით უნდა გამოვყოთ თბილისში მოქმედი  „ახალგაზრდული კლუბი“ რომლის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნებიან ის არასრულწლოვნები, რომლებიც გამოირჩევიან რთული, ანტისოციალური ქცევით.

მესამეული პრევენციის პროგრამები ფაქტობრივად, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებს გულისხმობს, რომლებიც ვრცელდება 21 წლამდე პირებზე.

რაში მდგომარეობს ამ უკანასკნელის არსი: ვთქვათ  და არსებობს დასაბუთბული ვარაუდი, რომ 21 წლამდე ასაკის პირმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და მის მიმართ გამოიყენოს განრიდების მექანიზმი. განრიდების პროგრამები 21 წელს მიუღწეველი პირისათვის ერთგვარი შანსია, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. [3] [9]

განრიდების პროგრამების მიზნები:

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს ლიბერალიზაცია;
  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა;
  • არასრულწლოვნის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენცია;
  • არასრულწლოვნის რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესება.

არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა 2010 წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამის მეშვეობით, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით განრიდებულია 5000-მდე არასრულწლოვანი (14-18) და ახალგაზრდა (18-21) ხოლო დანაშაულის დადასტურებული განმეორებითი მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ია.

აქვე უნდა ვახსენოთ ისიც,  რომ საქართველოში, 2012 წლის ბოლოს დაიწყო ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაც.

10 წლის განმავლობაში პროგრამაში ბევრი რამ დადებითად შეიცვალა, მათ შორის 2014 წელს გაიზარდა მედიატორის როლი. ამით პროგრამა კიდევ უფრო დაუახლოვდა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს, რის გამოც მნიშვნელოვნად გაიზარდა მედიაციის მაჩვენებელი. 2016 წლის იანვარში ამოქმედდა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”, რომელის მიხედვითაც ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, კიდევ უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესდა განრიდების მექანიზმი, განრიდების გამოყენება შესაძლებელი გახდა სასამართლო ეტაპზე და ის გავრცელდა 19-21 წლის ახალგაზრდებზეც. 2020 წლის ივლისში ამოქმედდა დისტანციური მედიაციის მოდელი, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მედიაციის მხარეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვას. აღნიშნული მექანიზმი ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში აღდგენითი მართლმსაჯულების არსებული პრაქტიკის გაგრძელებისა და გაუმჯობესებისათვის გამოიყენება.

როგორც უკვე ვახსენეთ, განრიდებისა და მედიაციის პროგრამა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისთვის წარმოადგენს შანსს, განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის მოხდის გარეშე. პროგრამაში მონაწილეობა ითვალისწინებს ვალდებულებებთან ერთად არასრულწლოვნის ჩართვას ახალგაზრდულ და სოციალური სახის სხვადასხვა პროექტში, რაც მას მისცემს სტიმულს, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო სწორი ნაბიჯები. [4] [8]

დასკვნა

და აი ახლა, როცა უკვე გავეცანით პრობლემის შინაარს, მის გამომწვევ ფაქტორებს, სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს, კავშირს ახალგაზრდების  დანაშაულსა და მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას შორის, შეგვიძლია ვისაუბროთ  არასრულწლოვანთა თუ 21 წლამდე ასაკის სრულწლოვანების მიმართ შედარებით ლიბერალური მიდგომის გამოყენების მნიშვნელობაზე.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის მართლშეგნების ამაღლებას, მის რესოციალიზაციას, რეაბილიტაციას და ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს. მნიშვნელოვანია ის, რომ იგი ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამზარალებლისა და დაზარალებულის ინტერესებს,  მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების, როგორც მთლიანობის, გაჯანსაღებაზე. გარდა ამისა ეს უკანასკნელი, განმეორებითი დანაშაულის პრევენციის ეფექტური საშუალებაა.

პროგრამა ხორციელდება დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და  პროკურატურის ურთიერთთანამშრომლობით და ემყარება შემდეგ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს: ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა, ნებაყოფლობითობა, პროპორციულობა, კონფიდენციალურობა, სტიგმატიზაციის დაუშვებლობა და არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინება.

უნდა ითქვას, რომ განრიდება, მედიაცია არის ლიბერალური სს პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი შემედგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოში უკვე დიდი ხანია ხორციელდება და ემსახურება არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესს, რომელიც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთისაგან ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების აუცილებლობას, რამაც ახალგაზრდას თავიდან უნდა ააცილოს როგორც სტიგმატიზირება, ასევე, საზოგადოებრივი იზოლაცია და კრიმინალურ გარემოსთან ურთიერთობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. შალიკაშვილი მ. „არასრულწლოვანთა მათლმსაჯულება“ , თბ, 2016. 
  2. https://www.radiotavisupleba.ge/a/bavshvebi-danashauli-da-sasjeli/29043270.html
  3. https://www.penalreform.org/blog/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3/
  4. https://www.unicef.org/georgia/ka/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1
  5. https://old.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/shr.baz.ec.pdf
  6. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/132/siskhlis-samartlis-statistika
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
  8. https://rm.coe.int/mosamartleta-saqmianobis-shefaseba-for-web/1680788227
  9. https://www.unicef.org/georgia/ka/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D-10-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1
  10. http://legalaid.ge/ka/services/179/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90

[1] პეკინის წესები- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესები

არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ;

[2] დისკრეცია – საკუთარი შეხედულებისამებრ თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტა.