სახელმწიფო ვალის პოლიტიკა
მარიამ ქსოვრელი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი
mariam.qsovreli7@gmail.com
რეზიუმე
ვალის პოლიტიკაში (Debt Management) იგულისხმება სახელმწიფო გადაწყვეტილებები, ღონისძიებები და მოქმედებები – კრედიტების აღებით, მათი სტრუქტურიზაციით ან დაფარვით ხელი შეუწყოს საფინანსო ეკონომიკის და საერთო მიზნების განხორციელებას ვალის პოლიტიკის ინსტრუმენტების ამოქმედებით, თუ ვალის დონე უცვლელი დარჩება, მაშინ ვიწრო გაგებით ვალის მართვასთან გვავს საქმე.
სახელმწიფო ვალს, როგორც ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური განვითარების მაჩვენებელ ერთ-ერთ ინდიკატორს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. განსაკუთრებით კი საჭიროა მისი ანალიზი სახელმწიფო სტრუქტურების, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელიც განსაზღვრავს ვალის პოლიტიკას ქვეყანაში და არსებული ვითარებისა და პრობლემების შესაბამის ფინანსურ კლიმატს ქმნის. მოცემული ნაშრომის მიზანია განსაზღვროს და ნათლად გვაჩვენოს თუ რა იგულისხმება სახელმწიფო ვალში, გავიცნოთ ვალის სტრუქტურა, მისი ხარისხის განმსაზღვრელი ინდიკატორები და წყაროები. ასევე გავრკვიოთ ვის აწევს ვალის სიმძიმე და რა პირობებშია სესხი მოსახერხებელი სახელმწიფო დანახარჯების დასაფინანსებლად.ნათლად გვაჩვენოს თუ რა ვითარებაა ამ მიმართულებით ამჟამად საქართველოში, რა პრობლემებია და მათი მოგვარების რა საშუალებებისა და გზების გამონახვა შეიძლება.
აუცილებელია იმის განსაზღვრა, რომ მთავრობისთვის შემოსავლების მეორე მნიშვნელოვან წყაროს გადასახადების შემდეგ სწორედ ვალი წარმოადგენს.სახელმწიფო ვალის შესაფასებლად საჭიროა ყველა შემოსავლისა და ხარჯის გათვლისწინება.
Abstract
In Debt Management, Debt Management implies the state decisions, measures and actions – by credit, by their structuring or reproducing financial economics and the general aims of implementing the debt policy instruments, if the debt level remains unchanged, then we are dealing with debt management in a narrow sense.
The state debt, as one of the indicators of economic and financial development of the country, has great importance. In particular, it is necessary to analyze the state structures, particularly the Ministry of Finance, which defines the debt policy in the country and creates the relevant financial climate of the current situation and problems. The purpose of this paper is to define and clearly demonstrate what is meant by the state debt, to understand the debt structure, its determinant indicators and sources. Also find out who is the gravity of debt, and under what conditions the loan is convenient to finance state expenditures. Tell us what situation is in Georgia in this direction, what are the problems and what ways and means of their solution can be found.
It is necessary to determine that the tax is the second most important source of income for the government. It is the debt. It is necessary to calculate all the income and expenditure to assess the state debt.
1. თეორიული საფუძველი
საქართველოს კანონის მიხედვით ვალის შესახებ:
ა) საქართველოს სახელმწიფო ვალი – საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული, ეროვნული ვალუტით გამოსახული, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ან უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების ჯამური თანხა;
მიმდინარე პერიოდის ვალი წარმოადგენს წარსულში არსებული თითოეული საბიუჯეტო დეფიციტის ჯამს, ანუ ვალი არის წარსულში გაწეული ხარჯების კუმულაციური სიჭარბე შემოსავლებზე. ვალი „ცვლადი კაპიტალია“.
ვალის გადახდა ან მისი რეფინანსირება მომავალ თაობას უწევს. ნებისმიმერ შემთხვევაში ხორციელდება ტრანსფერი მომავალი გადასახადის გადამხდელისგან ობლიგაციის მფლობელზე – ვალის რეფინანსირების შემთხვევაშიც კი აუცილებელი იქნება პროცენტის გადახდა ობლიგაციის ახალი მფლობელისთვის. საბოლოოდ ვალის მთელი ტვირთი მომავალ თაობას ეკისრება. არსებობს განსხვავებული მიდგომები.
ლერნერის მოსაზრებით შიდა ვალი არ წარმოქმნის ტვირთს მომავალი თაობებისათვის. მომავალი თაობის წარმომადგენლებს ერთმანეთის მიმართ ექნებათ დავალიანება. ვალის გადახდის დროს განხორციელდება შემოსავლის ტრანსფერი მოსახლეობის ერთი ჯგუფიდან მეორეში. მდგომარეობა იცვლება როდესაც ქვეყანა მიმდინარე დანახარჯების დასაფინანსებლად მეორე ქვეყნისგან იღებს სესხს – საგარეო ვალს. ასეთ შემთხვევაში მომავალ თაობას მნიშვნელოვნად ეკისრება ტვირთი – მისი მოხმრების დონე ვალისა და დარიცხული პროცენტის თანხით კლებულობს.
ნეოკლასიკური მოდელის თანახმად საელმწიფოს მიერ პროექტის ინიცირების შემთხვევაში კერძო სექტორიდან ფულადი სახსრები საზოგადოებრივი სექტორისკენ გადაინაცვლებს. როდესაც გამოყენებულია საგადასახადო დაფინანსება, სახელმწიფო სექტორში გადატანილი თანხა აკლდება მოხმარებას. საბოლოოდ სახელმწიფო ვალი ამცირებს კერძო ინვესტიციას. ეს ხშირად გამოდევნის ჰიპოთეზის სახელწოდებითაა ცნობილი.
რიკარდიანული მოდელის თანახმად კერძო ინდივიდი ანეიტრალებს სახელმწიფოს სასესხო პოლიტიკის ეფექტს თაობებზე და საგადასახადო და სესხით დაფინანსება ეკვივალენტური ხდება. სახელმწიფო ფისკალური პოლიტიკა სრულიად უმნიშვნელოა.
თუ სახელმწფოს შემოსავლები არ არის საკმარისი დაგეგმილი ხარჯების განხორციელებისთვის, მაშინ მას კრედიტის აღება მოუწევს. ეს ძალაშია, თუ ფულადი შემოსავლები გეგმიურ დანამტებს ჩამორჩება.
2. მიზნები და სტრატეგიები
სახელმწიფოს მიერ კრედიტის აღება ძირითადად უნდა ემსახურებოდეს ბიუჯეტში შემოსავლების დეფიციტის დაფარვას. ამასთან აუცილებელია ვალის აღება ისე მოხდეს, რომ მომავალში გადასახდელი საპროცენტო ხარჯები მინიმალური იყოს.სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. საგარეო ვალი მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალს მოიცავს და გამოხატულია უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში, საშინაო კი სახაზინო და სხვა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს (სახელმწიფო ობლიგაციები ღია ბაზრის ოპერაციებისთვის, სახელმწიფო ობლიგაციები სებ-ისთვის) და დენომინირებულია ეროვნულ ვალუტაში. შიდა ვალის აღებიდან მიღებული სახსრები ძირითადად ბიუჯეტის დასაფინანსებლად გამოიყენება. რაც შეეხება საგარეო ვალიდან მიღებულ სახსრებს – კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი.
სახელმწიფო ვალის სიდიდის განსაზღვრისთვის შემდეგი ინდიკატორები გამოიყენება: ვალის ბიუჯეტის შემოსავლებთან, ექსპირტთან და მშპ-სთან პროცენტული თანაფარდობა. ყველა ამ კრიტერიუმს თავისი ზღვარი აქვს და საბოლოოდ სამივე ერთად ქვეყნის ფისკალურ მდგომარეობას გვიღვენებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ინდიკატორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვალის ნომინალურ მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელია.
ამჟამად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ძირითადად შეღავათიანია, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალის ნაწილში ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა ვადიანი სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ემისიას სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებების დაფინანსების და საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიზნით. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას განთავსებული აქვს ევროობლიგაციები საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე.სახელმწიფო ვალის ფორმირებისას უზრუნველყოფილი იქნება ვალის პორტფელის მდგრადობა, სესხების მოზიდვა მოხდება მაქსიმალურად შეღავათიანი პირობებით, აუცილებლობიდან გამომდინარე. სახელმწიფო ვალის გონივრული მართვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია განსაზღვრული იყოს საშუალოვადიანი პოლიტიკა.აღნიშნულის გათვალისწინებით, შემუშავდება სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი პოლიტიკა სახელმწიფო ვალთან მიმართებაში. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პარალელურად დაიხვეწება სახელმწიფო ვალის შესახებ კანონმდებლობა და გაძლიერდება სახელმწიფო ვალის მართვაში ანალიტიკური ნაწილი (middle office), რაც მნიშვნელოვანია ეფექტიანი საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავებისათვის.
ვალის მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ვადიანობა. ის იძლევა ინფორმაციას სახელმწიფოს კრედიტი თუ რა დროით უნდა მიეცეს. ამასთან განასხვავებენ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებს. სესხები ჩვეულებრივ გრძელვადიანია, თამასუქი კი – მოკლევადიანი. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე დარჩენილ დროს, რადგან დიდი ხნით გაცემული სესხი შეიძლება გადახდის ვადის გასვლის საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს. დაფინანსების მიზანი როგორც ბოლო მახასიათებელი შეიძლება მოვიხსენიოთ. სახაზინო კრედიტები ემსახურება მოკლევადიანი სიძნელეების გადავადებას. კრედიტები გათვალისწინებულია ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებისთვის.
3. პოლიტიკის გამტარებლები
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს საგარეო ვალების მომსახურებას, იღებს გადაწყვეტილებებს საგარეო სესხების მოზიდვის შესახებ, აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოელ კრედიტორებთან, ხელ აწერს შესაბამის დოკუმენტებს სესხის აღების შესახებ, აღრიცხავს და იყენებს ნასესხებ თანხებს. იგი ერთადერთი უწყებაა, რომელიც მსგავს ღონისძიებებს ახორციელებს.
მხარჯავი უწყებების მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საბიუჯეტო დეპარტამენტი განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობას დასაგეგმი წლისათვის. ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტი ახორციელებს საბიუჯეტო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის გაანგარიშებას და შესაბამის ინფორმაციას აწვდის საბიუჯეტო დეპარტამენტს, რათა განისაზღვროს დასაგეგმი წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა. ამავე დროს,სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი საბიუჯეტო დეპარტამენტს უგზავნის ინფორმაციას საგარეო წყაროებიდან შესაძლო მოსაზიდი რესურსების შესახებ.
გარდა ამისა, დაგეგმვის ეტაპზე, ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრას დეპარტამენტი ახორციელებს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტთან კომუნიკაციის საფუძველზე, ხოლო საბიუჯეტო დეპარტამენტთან, ეროვნულ ბანკთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის რეგულირების კომისიასთან (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის ფორმირებისა და რეგულირების კომისია) კომუნიკაციის შედეგად განისაზღვრება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების საორიენტაციო მოცულობა. აღსანიშნავია, რომ სავალო საჭიროებების დაგეგმვის ეტაპზე სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინირებისა და ინფორმაციის გაცვლის პროცესი არ რეგულირდება ოფიციალურად დამტკიცებული ნორმებით.
4. პოლიტიკის ინსტრუმენტები
მნიშვნელოვანია განისაზღვროს საშინაო და საგარეო ვალის ფორმები საქართველოში.
საშინაო ვალის ფორმებია:
ა)სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები
ბ)სხვა სავალო ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიჩნია სახელმწიფო საშინაო ვალად და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.
საგარეო ვალის ფორმებია:
ა)სხვა სახელმწიფოებისგან და სხვა სახელმწიფოების საფინანსო აგენტებისგან აღებული ვალი
ბ)უცხო ქვეყნების საფინანსო დაწესებულებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული ვალი.
გ)ეროვნული ვალუტისგან განსხვავებული, თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები.
დ)სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ვალი.
სახაზინო ვალდებულებები და სახზინო ობლიგაციები არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. სამინისტრო აწარმოებს სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ემისიას შიდა ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ფასიანი ქაღალდების ემისია აგრეთვე უზრუნველყოფს ბიუჯეტის დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებას ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მაღალი სანდოობის მქონე კაპიტალის მოზიდვის გზით.
საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოყენებას რიგი უპირატესობები ახასიათებს, კერძოდ – ამცირებს სავალუტო რისკს და ვალუტის კურსის მერყეობა არ ზრდის საშიანო ვალის მომსახურების ხარჯს, დაბალია კაპიტალის გადინების რისკი, საგარეო შოკების გავლენის შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე, ადგილობრივი ფინანსური ბაზრების განვითარება. თუმცა მას გააჩნია ასევე გარკვეული რისკები: რეფინანსირების, გადახდისუნარიანობის და სხვ.
გარდა ამისა ვალის პოლიტიკის ინსტრუმენტები შეიძლება იყოს:
* სახაზინო STRIPS-ები
* გადასახადებით გარანტირებული ვალი
* რეფერენს ბილეთები
და სხვ.
5. პრობლემები და მოქმედების არეალი
სახელმწიფო საგარეო ვალის მდგრადობა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთ-ერთი მძლავრი ძლიერი მხარეა, რაც აღიარებულია ბოლო წლებში საქართველოსთან მომუშავე სარეიტინგო სააგენტოების “Standard & Poor’s”-ის, “Fitch”-ის და “Moody-s”-ის მიერ. აღნიშნული მიღწეულ იქნა წლების მანძლზე სახელმწიფო საგარეო ვალის პრაგმატული და კონსერვატიული მართვის შედეგად აგრეთვე ქვეყნის მიერ მოზიდული სასესო რესურისს ეროვნული განვითარების და საინვესტიციო პრიორიტეტების შესაბამისად გამოყენების მეშვეობით.
2008 წელს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელა ევროობლიგაციების სადებიუტო გამოშვება. აღნიშნულმა ტრანზაქციამ ქვეყანა გააცნო საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებს და მრავალ მსხვილ ინსტიტუციონალურ ინვესტორს და შესაბამისად წარმოადგენდა ქვეყანაში დივერსიფიცირებული კპიტალის შემოდინების წახალისები სტრატეგიის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტს. 2011 წელს საქართველომ წარმატებით გამოუშვა მეორე, ამჯერად 10 წლიანი ევროობლიგაცია, რომლის ფინანსური პარამეტრები მიმზიდველობის თვალსაზრისით გაუთანაბრდა უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს. ამ ტრანზაქციის ფარგლებში მოხდა 2008 წელს გამოშვებული 5-წლიანი ევროობლიგაციის წინსწრებით გამოსყიდვა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა 2013 წელს ერთჯერადად გადასახდელი ძირითადი თანხა და შესაბამისად კიდევ უფრო ხელსაყრელი გახადა სახელმწიფო ვალის დაფარვის გრაფიკი.
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ არის ცნობილი, ვალის მდგრადობის შესანარჩუნებლად განვითარებული ქვეყნებისთვის ვალი მშპ-ის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო განვითარებადი ქვეყნებისთვის – 50%-40%. თუმცა, ამის მიუხედევად, საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წელს მიღებული „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ (ძალაში 2013 წლის 31 დეკემბრიდან შევიდა) მიხედვით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ზე მეტი არ უნდა იყოს. რაც შეეხება საქართველოს გადახდისუნარიანობას, 2008 წლიდან მოყოლებული ქვეყანა ვალის გადახდის ყოველწლიურ გეგმას მეტწილად ასრულებს. მაგალითად, 2008 წელს სახელმწიფოს მიერ გადახდილმა ვალმა ამავე წლისთვის გეგმით გადასახდელი ოდენობის 99.2% შეადგინა, 2013 წელს – 96%-ით და ა.შ.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 8 წლის თავზე საქართველოს 2,2 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი ჰქონია. მას შემდეგ ორ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, როცა მომდევნო წელს წინასთან შედარებით საგარეო ვალი უმნიშვნელოდ შემცირდა, ვალის მოცულობა მუდამ იზრდება, ზოგჯერ საკმაოდაც.
2017 წლის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საშინო ვალი მთლიანი ვალის21%-ს შეადგენს, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი კი 79%-ს (მრავალმხრივი – 59%; ორმხრივი – 13%; ევრობონდი – 8%)
2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ შეადგენს 9779 მლნ ლარს (73%), ორმხრივი კრედიტორების მიმართ – 2275 მლნ. ლარი (17%), ფასიანი ქაღალდები(ევროობლიგაცია) – 1345 მლნ. ლარი (10%), გარანტირებული კრედიტები(გერმნია) 5მლნ ლარი (1%-ზე ნაკლები). სულ – 13404მლნ. ლარი.
საშინაო ვალის შემთხვევაში იმავე პერიოდისთვის სახაზინო ფასიანი ქაღალდების დაუფარავი ნომინალის მოცულობაა 3184 მლნ. ლარი, სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების – 441მლნ. ლარი.
Global Finance-ს მიხედვით საქართველოს საგარეო ვალი 2018 წლის დასაწყისისთვის 15,496 მილიარდი დოლარით არის განსაზღვრული. თუმცა, ეროვნული ბანკის საიტზე იგივე ინფორმაცია დაზუსტებული მაჩვენებლით 15,679 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველო მიეკუთვნება დაბალშემოსავლიან, საშუალო ვალის მქონე ქვეყანას.
საქართველოს სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან მიმართებაში 44.6%-ია. თუ რეგიონის ქვეყნებს შევადარებთ, აზერბაიჯანის ანალოგიური მაჩვენებელი 41.1%-ია, სომხეთის – 58.3%, ხოლო რუსეთი სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობა საკმაოდ დაბალია და 17.7%-ს შეადგენს. მაგრამ ძალიანაც „ბედნიერად“ რომ არ ვიგრძნობთ თავი, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილების რამდენიმე მონაცემსაც გავეცნოთ, საერთშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ვალების ყველაზე „დამძიმებულ“იაპონიაში 1 სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ, რაც ქყვეყანაში წარმოებული პროდუქციის და მომსახურების ერთობლივ ღირებულებას შეადგენს, 2016 წელს 38 917 დოლარს შეადგენდა, როცა საქართველოში მხოლოდ 3770 დოლარია.
დასკვნა
როგორც ვხედავთ საქართველოში ვალის მოცულობა ყოველწლიურად განუხრელად იზრდება, თუმცა ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ამით ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ფინანსური მდგრადობა ნადგურდება. თუ ვნახავთ ვალის მშპ-სთან თანაფარდობას იგი სრულიადნ ნორმის ფარგლებშია და არანაირ საფრთხეს არ განიცდის მომავალში.
საქართველოსთვის მოცემულ მომენტში არც საგარეო ვალია საგანგაშო მაჩვენებელზე და არც სახელმწიფო საშინაო ვალი, მთავარ პრობლემად ქვეყნის სიღარიბე რჩება, რომლის გამოსწორების გზა სახელმწიფო ვალის აღება-გასტუმრებაზე მეტად ყვეყნის ეკონომიკის სწორი გზით ამოძრავებაზეა დამოკიდებული.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. forbes.ge
2. sputnik-georgia.com
3. www.mof/ge
4. საქართველოს კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ