ინოვაციების გავლენა ქვეყნის და ფირმების კონკურენტუნარიანობაზე

ლელა ძეგველიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, IV კურსის სტუდენტი
leladzegvelishvili@gmail.com

შესავალი

ეფექტიანობის მიღწევა ინოვაციების საშუალებით მრავალი ფირმის ყურადღების ცენტრში მოექცა მოსალოდნელი პოზიტიური ეფექტის გამო. ინოვაციების მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნესში უფრო და უფრო იზრდება. ინოვაციები ითვლება ფუნდამენტურ, გადამწყვეტ ფაქტორად ფირმის საქმიანობაში, ვინაიდან, იგი საშუალებას აძლევს მათ მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა, ჩამოიშორონ კონკურენტები, შექმნან ბაზარზე შესვლის ბარიერები და სწრაფად დაიკავონ მოწინავე პოზიციები. მნიშვნელოვანი ინოვაციის წყალობით , კომპანიამ შესაძლოა მოიპოვოს მონოპოლიური ძალაუფლებაც კი. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მოწინავე კომპანიები არ იშურებენ დროსა და ფინასნებს, კვლევისა და განვითარების კომპონენტის გაძლიერებისათვის. თუმცა ინოვაციები მნიშვნელოვანია არამხოლოდ კომპანიებისათვის, რათა გაზარდონ საკუთარი მოგება, არამედ საზოგადოებისთვისაც.ინოვაციების არსებობით საზოგადოება ვითარდება და აღწევს ცხოვრების უფრო მაღალ დონეს. ინოვაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვისაც,რადგან მეტი ინოვაცია ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანიათა სამეწარმეო საქმიანობის წარმატება და მომხმარებელთა კმაყოფილება ინოვაციათა შექმნაზე, დამუშავებასა და დანერგვაზეა დამოკიდებული. საერთაშორისო გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც მძლავრი კონკურენცია ფართო მასტაბებით გვევლინება, აუცილებელია საწარმოო ტექნოლოგიებისა და ადამიანური უნარ-ჩვევების კომბინაციური შეთანწყობა და გამოყენება. მაღალგანვითარებული ქვეყნების უმეტესობა სწორედ სამეცნიერო კვლევით და საცდელ -საკონტრუქტურო სამუშაოებში აბანდებს ფულს, რათა დანერგონ ბაზარზე სიახლეები და იყვნენ გამორჩეულები. სიახლე გამოწვევაა, რომელიც კონკურენტებს უბიძგებს შეცვალონ მოქმედებათა მთელი სპექტრი.

სიახლეთა დანერგვისას კომპანია ყოველმხრივს უნდა იცავდეს ბალანსს ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღწეულ სტაბილურობასა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას შორის. ამოსავალი უნდა იყოს ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს სიახლე მომხმარებლის მოთხოვნებს. ამასთან გასათვალისწინებელია წარსული გამოცდილებაც, რადგან სიახლე ყოველთვის შეიცავს განსაზღვრულ რისკს. ახალი ყოველთვის არნიშნავს უკეთესს და საწარმოო ინფრასტრუქტურაც შეიძლება არ იყოს მზად მის მიღებისთვის.

ინოვაციების მართვა თანამედროვე მენეჯმენტის ერთ-ერთი მთაავრი გამოწვევაა.დღესდღეიბით,შეიძლება კომპანიების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ,თუ ისინი საკმარისად ინოვაციურები არ იქნებიან. ინოვაციების დანერგვა, ფაქტობრივად,ყველა სფეროში საჭირო ხდება-წარმოებაში, მომსახურებაში და ა.შ. ინოვაციური პროცესების მართვის უფრო მოქნილი და კომპლექსური სისტემის, ახალი სამეურნეო მექანიზმის შექმნა, რომელიც ორიენტირებულია პერსპექტიული პროდუქციის შექმნაზე, მართვის ფუნქციებისა და ორგანიზებული ფორმების, აგრეთვე, ხელმძღვანელობის სტილის გარდაქმნაზე სტიმულს აძლევს სიახლეთა დამუშავებას და დანერგვას. უზრუნველყოფს ინოვაციური პროცესების გამჭოლ მართვას იდეის წარმოშობიდან მის რეალიზაციამდე.

Abstract

The efficiency achieved through innovations has attracted many firms due to the expected positive effect. The importance of innovations in the modern business is increasing more and more. Innovations are considered as a fundamental, decisive factor in the firm’s activity, since it enables them to gain competitive advantages, withdraw competitors, create barriers to market entry and take quick positions. Thanks to important innovation, the company may even gain monopoly power. That’s why modern advanced companies do not spare time and finances for strengthening research and development components. But innovations are important not only for companies to increase their profits but also to society. The society develops and reaches a higher level of life through innovation. Innovation is important for the country’s economy as more innovation contributes to economic growth.

It is worth mentioning that success of entrepreneurial activity of companies and consumers’ satisfaction depends on the creation, processing and implementation of innovations. In the epoch of international globalization, when a strong competition is based on a wide range of thickness, it is necessary to combine and combine industrial technologies and human skills. Most of the highly developed countries are investing in scientific research and experimental work in order to introduce innovations in the market and be outstanding. The challenge is to challenge the competitors to change the whole spectrum of action.

In the implementation of the news, the company should always balance the balance between the stability achieved by traditional technologies and the introduction of the latest technologies. The starting point should be to satisfy the requirements of the customer. Besides, the past experience should also be considered, since the novelty always contains a definite risk. The new one always thinks better and the production infrastructure may not be ready for it.

Innovation management is one of the challenging challenges of modern management. Today, companies may be questionable if they are not sufficiently innovative. Introduction of innovations in fact is needed in every field – in industry, service, etc. Creating a more flexible and complex system of innovative process management, the creation of a new economic mechanism that focuses on the development of promotional products, management functions and organizational forms, as well as the management of the style of stimulates the development and implementation of innovation. Provides managing the innovative processes from the origin of the idea to its realization.

ლიტერატურის მიმოხილვა

ინოვაციების არსი

ბოლო რამდენიმე საუკუნეში კაცობრიობა არნახული პროგრესის მოწმე გახდა. პროგრესი განსაკუთრებით საგრძნობი გახდა XX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც მეცნიერება ბიზნესის შემადგენელ ნაწილად იქცა, ხოლო ცოდნამ უშუალოდ წარმოებაში ფუნქციონირებადი ინტელექტუალური რესურსის ფორმა მიიღო. ამ თვალსაზრისით იგი უკვე წარმოების ერთ-ერთ პრიორიტეტული ფაქტორია. ბიზნესში თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის გამოყენების პროცესი ინოვაციის ცნებით გამოიხატება.

ინოვაცია ესაა პრინციპულად ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონლის წარმოების, უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიის დანერგვის, წარმოების ორგანიზაციისა და მენეჯმენტის თვისებრივი პროცესი.

საინოვაციო ბიზნესი – ეს მრავალსაფეხურიანი და გრძელვადიანი პროცესია, რომელიც იდეით იწყება, შემდეგი ეტაპებია კვლევა-განვითარება (საინჟინრო-საკონსტრუქციო სამუშაოები, ტესტირება, პროტოტიპების შექმნა, ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის შემუშავება, ბაზრების პირველი მიმოხილვა, ტექნოლოგიის კომერციალიზაციის სტრატეგიის შერჩევა) – კომერციალიზაცია – ტესტური გამოშვება – სრულმასშტაბიანი წარმოება – დისტრიბუცია – მარკეტინგი. ამ გრძელი და სარისკო პროცესის თითოეული ეტაპი მონაწილეთა შორის ურთიერთობების რეგულირების თავისებურებებითა და ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი რისკების მოხსნით ხასიათდება. ქვეყნის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს და უზრუნველყოფდეს კვლევა-განვითარება-კომერციალიზაციის სხვადასხვა ეტაპის დაფინანსებას.

ინოვაციური პროცესი-მეცნიერული ცოდნის ინოვაციებად გარდაქმნის პროცესია. იგი მთლიანობაში მოიაზრება, როგორც საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობათა მუდმივ ძიებას, დასმული ამოცანების გადასაწყვეტად სხვადასხვა რესურსული წყაროების გამოძებნას, მოზიდვას და კვლავწარმოებით პროცესში ჩართვას, მეცნიერებატევადი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების საშუალებით.

ინოვაციური საქმიანობა-ინოვაციური საქმიანობას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს წარმოების ტექნოლოგიური დონისა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. იგი მიმართულია სამეცნიერო კვლევებისა და დამუშავებების შედეგების გამოყენებაზე ახალი ან სრუყოფილი საქონლისა თუ მომსახურეობის მიღების, მათი წარმოების წესისა და შიგა და საგარეო ბაზარზე შემდგომი ეფექტიანი რეალიზაციის მიზნით.

ინოვაციური პოტენციალი (საწარმოს, დარგის, სახელმწიფოს) – ინოვაციური საქმიანობის განხორციელებაში მონაწილე სხვადასხვა სახის რესურსების ერთობლიობა. ინოვაციური პოტენციალი ეყრდნობა ინტელექტუალურ, მეცნიერულ-ტექნიკურ, საწარმოო, მატერიალურ და ფინანსურ პოტენციალებს.

სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკა-სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს ინოვაციების დარგში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მიზნებს, მიმართულებებს და მეთოდებს. ინოვაციური პოლიტიკის ძირითად ამოცანას თანამედროვე ეტაპზე წარმოადგენს ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც შეძლებს სამამულო ინტელექტუალური პოლიტიკისა და თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენებას კონკურენტუნარიანი პროდუქციის საწარმოებლად.

ინოვაციური სფერო-ინოვაციური პროდუქტის მწარმოებლისა და მომხმარებლის მოქმედების არეალი, რომელიც მოიცავს ინოვაციის შექმნას და გავრცელებას.

ინოვაციური ინფრასტრუქტურა-ორგანიზაციები, რომლებსაც შესწევთ უნარი უზრუნველყონ ინოვაციური საქმიანობა (ინოვაციური-ტექნიკური ცენტრები, ტექნოლოგიური ინკუბატორები, ტექნოპარკები, სასწავლო-ბიზნეს ცენტრები და სხვა ცენტ.

ინოვაციურად აქტიური საწარმოები-საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ახალი ან/და გაუმჯობესებული პროდუქტის, ტექნოლოგიური პროცესების დამუშავება-დანერგვას ან ინოვაციური საქმიანობის სხვა სახეობებს.

თანამედროვე პირობებში ინოვაციური ბიზნესის შემდეგ ნიშნებს გამოყოფენ:

1. ინოვაციური საქმიანობის შედეგები არსებითი სიახლეებით ხასიათდებიან;
2. ინოვაციები საბაზრო მოთხოვნის იმ ნაწილს აკმაყოფილებენ, რაც ტრადიციული მეთოდებით ვერ მიიღწეოდა;
3. ინოვაციები დარგში ჩამოყალიბებული მოგების საშუალო ნორმაზე გაცილებით მაღალი რენტაბელობის მიღწევასა და ბიზნესმენის მიერ სამეწარმეო, ანუ, ეკონომიკური მოგების მიღებას უზრუნველყოფს;
4. ინოვაციები რისკიანობის განსაკუთრებით მაღალი დონით გამოირჩევიან, რადგან, ასეთი საქმიანობა ჯერ კიდევ შეუცნობელ სამყაროში ძიების პროცესთანაა დაკავშირებული.

ინოვაციური ბიზნესისი მაღალი რისკიანობით ხასიათდება, რასაც შემდეგი გარემოებანი განაპირობებს:

1. სიახლეების ძიებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების პირობებში სასურველი შედეგების და ამ საფუძველზე მაღალი მოგების მიღების ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან, წარმატებით მხოლოდ მათი მცირე ნაწილი სრულდება;
2. ინოვაციური საქმიანობის შედეგები ხშირად იმდენად უსწრებენ ბიზნესის არსებულ ტექნიკურ დონესა და ტექნოლოგიებს, რომ მათ შორის სრული შეუთავსებლობა ფორმები ფირმაში იქმნება. ცხადია, ასეთ ინოვაციებზე საბაზრო მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ გაურკვეველ მომავალში წარმოიშვას.

ფირმის ინოვაციური საქმიანობის მოდელები და ეტაპები

ცნობილია, რომ ინოვაციური საქმიანობა განსაზღვრული ციკლებით ხორციელდება, რომელთა მოდელის შერჩევა თვითონ სამეწარმეო სუბიექტზეა დამოკიდებული. კერძოდ, ბიზნესის თეორიაში ინოვაციური საქმიანობის ორ მოდელს განასხვავებენ – ხაზობრივს და ინტერაქტიურს.

ხაზობრივი ინოვაციური მოდელი. ასეთი მოდელის პირობებში ინოვაციური საქმიანობა მკაცრად განსაზღვრული ლოგიკური თანმიმდევრობით შემდეგი ეტაპებად მიმდინარეობს.
პირველი, ფუნდამენტური კვლევები, რომლებიც თეორიული, ან ექსპერიმენტული საქმიანობის ფორმით ხორციელდება. მათ უშუალო პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნიათ და საზოგადოების, ადამიანის, ეკონომიკის და ბუნების ადრე უცნობ კანონზომიერებათა აღმოჩენაზე არიან მიმართულნი. კვლევის შედეგები სამეცნიერო აღმოჩენების სახით ფორმდება, მათ უშუალო კომერციული ღირებულება არ გააჩნიათ და თვითონ მეცნიერების მოცემული დარგის განვითარებას ემსახურებიან, ან მომავალი გამოყენებითი კვლევებისათვის თეორიულ საფუძველს ქმნიან;
მეორე, გამოყენებითი კვლევები, რომლებსაც გამიზნულად, კონკრეტული პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად წინასწარგანსაზღვრული კომერციული სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებენ;
მესამე, საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებს საფუძვლად უდევს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების პირობებში დაგროვილი ცოდნა. იგი მოიცავს ტექნიკური დოკუმენტაციის, პროექტების, ნახაზების, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, საცდელი ნიმუშების შექმნისა და მათი გამოცდის პროცესს. მისი საბოლოო შედეგებია ახალი საქონელი, მომსახურება, მასალები, ტექნიკა, ტექნოლოგიები და საწარმოო მეთოდები;
მეოთხე, ათვისებისა და სამრეწველო წარმოების პირობებში ფირმა ინოვაციების მასობრივი გამოყენების ეტაპზე გადადის, სადაც მათი სასარგებლო ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ პოტენციის სახით გამოვლინდება;
მეხუთე, მარკეტინგული საქმიანობისა და გასაღების ეტაპი, რომელიც ინოვაციების სისტემურობის პრინციპიდან გამომდინარე ასევე ინოვაციური ბუნებისა უნდა იყოს, რომლის დროსაც მარკეტინგის უახლესი მეთოდები პრაქტიკულად გამოიცდება. ამ ეტაპზე ინოვაციების ეფექტი, თუ იგი რეალურად არსებობს, ზემოგების სახით ვლინდება.

მიჩნეულია, რომ ხაზობრივი ინოვაციური მოდელის ძირითად ნაკლს მისი მოუქნელობა და უაღრესად დინამიური ბიზნეს-გარემოს ცვალებადობის გაუთვალისწინებლობა შეადგენს. ამასთან, იგულისხმება, რომ იგი თვითდინებით დამოუკიდებლად მუშაობს და სასურველ შედეგებამდე აქტიური ჩარევის გარეშე მივყავართ, რაც ყოველთვის არ ხდება. ამიტომ, ამჟამად უპირატესობას ინტერაქტიურ ინოვაციურ მოდელს ანიჭებენ.

ინტერაქტიური ინოვაციური მოდელი. ასეთი მოდელის პირობებში ინოვაციების განხორციელების მკაცრი ტრადიციული თანმიმდევრობა დარღვეულია იმ თვალსაზრისით, რომ საჭიროების შესაბამისად წინა ეტაპებს კვლავ უბრუნდებიან. ასეთი შეიძლება იყოს წინასწარ გაუთვალისწინებელი ისეთი პრობლემების წარმოშობა, რომლებიც ეფექტურად მხოლოდ წინა ეტაპებზე მომუშავე სპეციალისტებთან მჭიდრო კავშირში გადაიჭრება. კერძოდ, შესაძლოა პრინციპულად ახალი იდეები ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მომდევნო სტადიაზეც გაჩნდნენ, რამაც წინა სტადიის კვლევების გადახედვა, ან თავიდან დაწყება მოითხოვოს. არ არის გამორიცხული, რომ კონსტრუქციული ხასიათის პრობლემებმა გაყიდვის შემდგომი მომსახურებისა და რემონტის პროცესში იჩინონ თავი, ხოლო, საცდელი მარკეტინგული კვლევების განხორციელების საჭიროება ჯერ კიდევ სამეცნიერო მუშაობისა და საპროექტოსაცდელი დამუშავების სტადიებზე წარმოიშვას.

ინტერაქტიური ინოვაციური მოდელის უპირატესობას შეადგენს მისი მაღალი ეფექტიანობა ინოვაციური საქმიანობის კოორდინაციის, სიახლეთა დონის, მომგებიანობის, ხარჯებისა და დროის ეკონომიის თვალსაზრისით.

ინოვაციური სისტემების ფუნქციონირების საერთო ნიშნები

მართალია, ინოვაციური სისტემები ძალზე განსხვავდებიან ერთიმეორისაგან, მაგრამ მათ აქვთ ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საერთო ნიშნები და საბაზისო სტრუქტურა და თავის თავში მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებული ბლოკების ერთობლიობას. როგორც წესი, გამოყოფენ ასეთი სახის ხუთ-ექვს ბლოკს, კერძოდ:
კრეატიული ბლოკი, ანუ ცოდნის წარმოქმნის ბლოკი (უნივერსიტეტები, სამეცნიერო ინსტი- ტუტები, რთული სოციალური ქსელები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების მკვლევარების არაფორმალურ ურთიერთზემოქმედებას.
ტექნოლოგიების ტრანსფერის ბლოკი, სხვადასხვა სახის შუამავლები, მათ შორის, პროფესიონა- ლური ექსპერტიზის არაკომერციული ფონდები, რომლებიც აყალიბებენ განსაკუთრებულ სფეროს, ფართო ქსელური კავშირებით. მათ უნარი შესწევთ უზრუნველყონ კონტაქტები კრეატიული იდეების ავტორებსა და პოტენციურ მყიდველებს შორის).

დაფინანსების ბლოკი. იდეის საცდელ ნიმუშად ტრანსფორმაციისათვის (ინჟინრული და- მუშავება, მაკეტის დამზადება, საცდელი საწარმოო ნიმუშის შექმნა) და მის მასიურ წარმოებაში თან- მიმდევრულად ჩართვისათვის აუცილებელია გარე დაფინანსება. განიხილავენ ასეთი დაფინანსების სამ პოტენციურ წყაროს:
1) საბანკო კრედიტი. იდეის ავტორი, რომელიც მხარს უჭერს მის დანერგვას, ქმნის კომპანიას ახალი პროდუქტის საწარმოებლად და იღებს საბანკო ცრედიტს;
2) ინოვაციების გაყიდვა. იდეის ავტორი ამ საწარმოს მიჰყიდის ერთ-ერთ მსხვილ ფირმას, რომელიც ამზადებს მსგავს პროდუქტს. დაფინანსების ეს ხერხი, რომელიც ინოვატორს რისკისაგან ათავისუფლებს. ამავდროულად მას მოგებისაგანაც ათავისუფლებს, რომელიც შეეძლო მიეღო მის მიერ შექმნილი ინოვაციის წარმოებაში დანერგვისაგან.
3) ვენჩურული დაფინანსება. შემოთავაზებული ინოვაციების შესწავლის და ინვესტორის მიერ შედგენილი ბიზნეს-გეგმის საფუძველზე ვენჩურული კომპანია ქმნის საწარმოს, რომლის ხელმძღ- ვანელი, როგორც წესი, ხდება ინვესტორი. ამავე დროს, ვენჩურული კომპანია ინარჩუნებს სრული კონტროლის უფლებას საწარმოს საქმიანობაზე და მის არასაკმარისი მომგებიანობის შემთხვევაში ყიდის საწარმოს.

• წარმოების ბლოკი. შესაძლებელია ინოვაციური საწარმოს ორგანიზაციის ორი ალტერ- ნატიული ვარიანტი. პირველი – ასეთი წარმოების ჩართვა ერთ-ერთი მსხვილი ფირმის საწარმოო სტრუქტურაში. ეს შესაძლებელს გახდის გამოყენებული იქნას ვერტიკალური ინტეგრაციის უპირა- ტესობა და შემცირდეს ტრანსაქციული ხარჯები დამოუკიდებელ მენეჯმენტის კომპლექსზე უარის თქმის ხარჯზე (ბუღალტერია, კადრების აღრიცხვის სისტემა და ა.შ.); მეორე – ახალი საწარმოს შექმნა, სადაც საწარმოო ტრანსაქციური ხარჯები მინიმიზირდება მისი მცირე სიდიდის გამო.
კადრების მომზადების ბლოკი. ინოვაციური მენეჯერების ჩართვით უნივერსიტეტები, ასევე მეცნიერული კადრების ფორმირებაზე ორიენტირებული სხვა დაწესებულებები, ეროვნული საინჟინ- რო სკოლები [Sergeev, en et, 2008].

რიგი სპეციალისტების აზრით, ინოვაციური სისტემის ძირითადი ელემენტები შეიძლება გაერ- თიანდეს ექვს ძირითად ბლოკში:

1. ბიზნეს-სექტორი (ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომ- პანიები);
2. სახელმწიფო (ინოვაციური პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო ორგანიზაციები სამინისტროები, უწყებები და სხვა მარეგულირებელი და დამფინანსებელი სააგენტოები);
3. სამეცნიერო-კვლევითი სექტორი (უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები);
4.ორგანიზაციები ტექნოლოგიების ტრანსფერტისათვის და ინოვაციური ინფრასტრუქტურის სხვა ელემენ- ტები (ტექნოპარკები, ბიზნეს-ინკუბატორები, ინოვაციების ტრანსფერტისა და კომერციალიზაციის ცენტრები);
5. ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოებები (ინოვაციურ განვითარებაზე გავლენის მომხდენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
6) ინოვაციური საქმიანობის უცხოელი პარტნიორები.
[National Innovation Sistems in Russia and Eu, 2006].

ინოვაციების მართვის ამოცანები

• ორგანიზაციის ინოვაციური განვითარების სტრატეგიის შემუშავება, სადაც განისაზღვრება ის მიმართულებები რომელთა შექმნის ინვესტირებას მოახდენს და რომლის ინვესტირებაზე უარს იტყვის ორგანიზაცია;
• იდეების მოძიების, გენერირების, შერჩევის, კომბინირების, უარყოფის და დოკუმენტირების პროცესების მართვა;
• ინოვაციური პროდუქტების შექმნისთვის პროექტების დაგეგმვა და წარმართვა, მათი წარმოების ოპერაციული პროცესის მართვა.

საინოვაციო მენეჯმენტში მთავარი ყურადღება ექცევა ინოვაციის სტრატეგიისა და ღონისძიებების შემუშავებას, რომლებიც მიმართულია მათ რეალიზაციაზე. ფირმის სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულება ხდება პროდუქციის ახალი სახეების დამუშავება და გამომუშავება, ვინაიდან სწორედ ეს განსაზღვრავს ყველა დანარჩენი მიმართულების განვითარებას. ამრიგად, საინოვაციო მენეჯმენტის განხორციელება გულისხმობს: საინოვაციო საქმიანობის გეგმებისა და პროგრამების დამუშავებას; ახალი პროდუქციის შექმნისა და მისი დანერგვის პროცესებისადმი დაკვირვებას; ახალი პროდუქტების შექმნის პროექტების განხილვას; ერთიანი საინოვაციო პოლიტიკის გატარებას (ამ მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია საწარმოო სტრუქტურებში); საინოვაციო საქმიანობის პროგრამების უზეუნველყოფა ფიანანსური და მატერიალური რესურსებით, კვალიფიციური პერსონალით; დროებითი მიზნობრივი ჯგუფების (ადაპტური სტრუქტურების) შექმნა ინოვაციური პრობლემების კომპლექსურად გადაწყვეტისათვის – იდეიდან პროდუქციის სრულ წარმოებამდე.

გლობალური ინოვაციის ინდექსი

ქვეყნებში არსებული ინოვაციების დონე ბოლო 9 წელია რაც გლობალური ინოვაციის ინდექსით (GII) იზომება. რას მოიცავს გლობალური ინოვაციის ინდექსი? გლობალური ინოვაციის ინდექსი 7 კომპონენტისგან შედგება. ესენია:
• ინსტიტუტები (პოლიტიკური გარემო, მარეგულირებელი გარემო, ბიზნეს გარემო);
• ადამიანური კაპიტალი და კვლევა (ზოგადი განათლება, უმაღლესი განათლება, კვლევა და განვითარება);
• ინფრასტრუქტურა (ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ზოდაგი ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგრადობა);
• ბაზრის განვითარების დონე (კრედიტები, ინვესტიციები, ვაჭრობა, კონკურენცია და ბაზრის მასშტაბი);
• ბიზნესის განვითარების დონე (დასაქმებულთა ცოდნის დონე, ინოვაციისათვის საჭირო კავშირების არსებობა, ცოდნის მიღების შესაძლებლობა);
• ცოდნა და ტექნოლოგიები (ცოდნის შექმნა, ცოდნის გავლენა ინოვაციების შექმნის პროცესში, ცოდნის გავრცელება);
• შემოქმედებითობა (არამატერიალური აქტივები, შემოქმედებითი პროდუქტი და მომსახურება, ელექტრონული შემოქმედებითობა).

2016 წლის რეიტინგით, გლობალური ინოვაციის ინდექსის სიის სათავეში შვეიცარიაა. შვეიცარია უკვე 6 წელია რაც რეიტინგის ლიდერია. მას მოსდევს შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ფინეთი. რაც შეეხება საქართველოს, 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანა გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში 64-ე ადგილს იკავებს 128 ქვეყანას შორის. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი 9 პოზიციით გაუმჯობესდა (2015 წელს ქვეყანა აღნიშნულ რეიტინგში 73-ე ადგილს იკავებდა).

ზემოთ აღნიშნული კომპონენტებიდან, საქართველოს ძლიერ მხარეებს შემდეგი კომპონენტები წარმოადგენს: ბიზნეს გარემო (ქვეყანა რეიტინგით მე-6 ადგილზეა) და ბაზრის განვითარების დონე (ქვეყანა რეიტინგით მე-7 ადგილზეა), ხოლო სუსტ მხარეებს წარმოადგენს: განათლება (ქვეყანა რეიტინგით 115-ე ადგილზეა), კვლევა და განვითარება (ქვეყანა რეიტინგით 103-ე ადგილზეა), ინვესტიციები (ქვეყანა რეიტინგით 86-ე ადგილზეა) და დასაქმებულთა ცოდნის დონე (ქვეყანა რეიტინგით 91-ე ადგილზეა).

თუ გლობალური ინოვაციის ინდექსის კომპონენტებს წლების მიხედვით გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს ქულა მზარდი დინამიკით ხასიათდება ადამიანური კაპიტალისა და კვლევის მიმართულებით. თუმცა, მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს დაბალი შედეგი აქვს. ქვეყანას სტაბილურად მაღალი შედეგი აქვს ინსტიტუტების კომპონენტში, ხოლო ყველაზე დიდი მერყეობით ბაზრის განვითარების კომპონენტი გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის მონაცემებით, ბაზრის განვითარების კომპონენტის ქულა უმაღლესია სხვა დანარჩენ კომპონენტებს შორის, აღნიშნული მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო 2015 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეიტინგი 2016 წელს წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა, ქვეყანა კვლავაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ვინაიდან, ქვეყანას დაბალი ქულები აქვს ისეთ კომპონენტებში, რაც გრძელვადიან პერიოდში ინოვაციური განვითარების ძირითად წყაროს წარმოადგენს. კერძოდ კი ადამიანური კაპიტალისა და კვლევის, ასევე, ცოდნისა და ტექნოლოგიების კომპონენტებში.

1

2

ქართულ ფირმათა კვლევა, შედეგები და დასკვნები

მსოფლიო ბანკის 2013 წლის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული ქართული კომპანიების მხოლოდ 7%-მა აღნიშნა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ბაზარზე შეიტანეს ახალი ან გააუმჯობესეს არსებული პროდუქტი/სერვისი (სომხეთში ეს მაჩვენებელი 67% აღწევს). გამოკითხული კომპანიების 90%-ს ბოლო 5 წლის განმავლობაში კვლევასა და განვითარებისთვის ხარჯები არ გაუწევია და შემდგომი 2 წელი ამ სახის ხარჯებს არ გეგმავს (სომხეთში გამოკითხულ კომპანიათა 50%-მდე ბოლო 5 წლის განმავლობაში კვლევა-განვითარება რაღაც სახით მაინც ჩაუტარებიათ). კიდევ რამდენიმე საინტერესო მაჩვენებელი: ქართული კომპანიების 90% ფინანსდება მესაკუთრეების მიერ; ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად სწორედ ფინანსების ხელმიუწვდომლობა სახელდება; პრობლემას წარმოადგენს შრომის ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების სიმცირეც.

რაც შეეხება სამეცნიერო სექტორს: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში შეიქმნა ეროვნული სამეცნიერო ფონდი და დაიწყო პროგრამების საკონკურსო დაფინანსება, განხორციელდა უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების რამდენიმე სტრუქტურული რეფორმა – შედეგები ნეგატიურია და ზოგიერთი პარამეტრით გაუარესდა კიდეც (მაგ., სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სახელმწიფო დაფინანსება შემცირდა და შეადგენს მშპ-ს <0.2%, რამდენჯერმე შემცირდა მეცნიერთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე, შემცირდა გამოგონებების რაოდენობა მშპ-ს ერთ მილიარდ დოლარზე და სხვ.). ბევრი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ტექნიკური ბაზა ძალიან მოძველებული ან/და განადგურებულია, სხვადასხვა მიზეზის გამო (მათ შორის - შტატების ოპტიმიზაციისა და შემცირების შედეგად, საუკეთესო სპეციალისტების საზღვრებს გარეთ გადინების თუ კერძო სექტორში გადასვლის მიზეზით) 3-5-ჯერ შემცირდა სამეცნიერო პერსონალის რაოდენობა, უარესი მდგომარეობაა ინჟინრებისა და ლაბორანტების მხრივ, სამეცნიერო თემატიკა პრაქტიკულად 20-25 წლის წინანდელია, იკვეთება თაობების რღვევა - რაც უახლოეს 5-10 წელიწადში უფრო მძიმე შედეგებს მოგვიტანს. რეფორმის შედეგად ინსტიტუტებმა დამოუკიდებლობა დაკარგეს, მათი ქონება გასხვისდა, მოწყობილობები ხშირ შემთხვევაში განადგურდა. დადებითი ცვლილებები და რეფორმები ფრაგმენტულ და არასისტემურ ხასიათს ატარებს. 20 წლის განმავლობაში სექტორი პრაქტიკულად სტაგნაციასა და ნგრევას განიცდიდა, მას ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებდნენ, მიზანი კი ორმაგი დანიშნულების ცოდნის და ტექნოლოგიების გაუვრცელებლობა იყო. ბოლოს არსებული ინტელექტუალური და საინჟინრო პოტენციალიც საგრძნობლად შემცირდა.
გამოყენებული მასალა:

• Innovation Management by Erasmus University Rotterdam,
• Sinek’s Golden Circle #1, #2
• Blue Ocean Strategy – Link
• Innovation Management – By Ash Maurya
• Hamburg’s ‘astonishing’ new concert hall
• Creative Pictures #1
• File Products #1, #2, #3, #4
• Innovation vs. Operations Different Approaches to Management #1
• The Business Analyst as an Innovation Agent #1
• Europe 2020 indicators – R&D and innovation #1
• This Swedish museum teaches us powerful lessons about failure #1 #2
• The single biggest reason why startups succeed | Bill Gross #1
• საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა / ა. თვალჭრელიძე, ა. სილაგაძე, გ. ქეშელაშვილი, დ. გეგია; [რედ.: ვლადიმერ პაპავა [და სხვ.]]; მდგრადი განვითარების საერთაშ. ფონდი-საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. – თბ.: ნეკერი, 2011. – 314გვ. : ცხრ., ნახ., ფოტ.; 20სმ.. – დანართები: გვ. 301-312. – ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. – ISBN: 978-9941-416-80-4
www.enterprisesurveys.org