იაპონიის მენეჯმენტი და მისი გავლენა ეკონომიკაზე

ავტორის სტილი დაცულია


ანი შანიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის              
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
Ani.Shanidze105@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

მოცემულ ნაშრომში განხილული მაქვს დეტალურად იაპონიის მენეჯმენტი, მისი სტილი და თავისებურებანი, ასევე იაპონური მმართველობის 6 ძირითადი მახასიათებელი. ვსაუბრობ მენეჯმენტის გავლენაზე, კაიზენის ფილოსოფიაზე, თუ რoგორ გვეხმარება ის, ამის გარდა აღწერილი მაქვს „არ დადანაშაულების“ კულტურა და მისი არსი . ამის გარდა, განხილული მაქვს „ლინ მენეჯმენტი“ და მისი თვისებები.

Annotation

In this article I have discussed Japanese management, its style and peculiarities, also I talk about 6 main characteristics of Japanese governance. I am talking about the influence of management, Kaizen’s philosophy, how it helps us, in addition I have described the culture of “non-blaming” and its essence . In addition, I have discussed “Lin Management” and its properties.

იაპონური მენეჯმენტის სტილი

ზოგდად მენეჯმენტი რომ განვიხილოთ,ის შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც ბიზნეს-ორგანიზაციული მოქმედება, საქმიანობა.  ის ოთხი ძირითადი ელემენტისაგან შედგება:

1.მენეჯმენტის თეორიისაგანეს ყველაფერი ავლენს და საბოლოოდ შეისწავლის მართვის სფეროში მოქმედ კანონებს, კანონზომიერებებს, პრინციპებს, კატეგორიებსა და ცნებებს, ასევე ახდენს მათ სისტემატიზაციას.

2.მენეჯმენტის მეთოდისაგან რომელიც შეისწავლის საშემსრულებლო ჯგუფებზე და მის თითოეულ წევრზე ეკონომიკური, სოციალუირ-ფსიქოლოგიური, ადმინისტრაციული ზემოქმედების ხერხებსა და მეთოდებს მათი პრაქტიკული გამოყენებისა გზებს.

3. მენეჯმენტის ორგანიზაციისაგან, რომელიც შეისწავლის მმართველობით ფუნქციებს, ადგენს ურთიერთდაქვემდებარების წესს,მართვის ორგანიზაციულ ფორმებსა და სხვა.

4.მენეჯმენტის ტექნიკისა და ტექნოლოგიისაგან

იაპონიამ როგორც ძალიან მწირი ბუნებრივი რესურსების ქვეყანამ, ეფექტურად გამოიყენა საკუთარი ადამიანური რესურსები და შეძლო მისი მეცნიერულად გააზრებული, სწორი მართვით მეორე მსოფლიო ომის უმძიმესი მემკვიდრეობის გადალახვა და ქვეყნის არნახული აღორძინება დროის მოკლე პერიოდში. იაპონური მენეჯმენტი ღირებული გახდა მსოფლიოში და მრავალმა უცხოურმა კომპანიამ დაიწყო მისი მენეჯმენტის სისტემის გადმოღება და დანერგვა.

იაპონიის მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას ზოჯერ ხალხის რელიგიური მისწრაფებებით და ეთნიკური ტრადიციებით ხსნიდნენ და არსებულ მიღწევებს ამართლებდნენ, თითქოს იაპონელთათვის დამახასიათებელი ფანატიკური შრომისმოყვარეობა ყოფილიყოს მაღალი შრომის ნაყოფიერების მთავარი მიზეზი.

გამოჩენილი იაპონელი მკვლევარი სატორუ ტაკაიანაგი აღნიშნავს, რომ: „მეორე მსოფლიო ომამდე სიტყვები „დამზადებულია იაპონიაში“ ტოლფასი იყო იაფი და უხარისხო პროდუქციისა. უმეტეს იაპონურ კომპანიებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გამოყენებაში რაიმე სახის ხარისხის კონტროლის სისტემა“ (Yasuhiro Monden… 1985: 12). ამერიკელი მკვლევარი ანტონი ინმანი კი წერდა: მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ახალი თაობის იაპონელ მეწარმეებმა კარგად იცოდნენ იმ გაკვეთილების ფასი, რაც მათ წარსულში იწვნიეს უხარისხო საქონელის წარმოებით. მათ ისწავლეს, რომ მაღალი რეპუტაციის მოპოვება მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით შეიძლება და მეტად დიდ ყურადღებას იჩენდნენ პროდუქტის წარმოების ყველა წვრილმანი დეტალის მიმართ. ისინი დიდ თანხებს აბანდებდნენ ადამიანურ რესურსებში და ტექნოლოგიებში, რომ გაეუმჯობესებინათ პროდუქციის ხარისხი“.

მეორე მსოფლიო ომამდე იაპონიაში თითქმის ფეოდალური ექსპლუატაციის სქემებით იყო მუშათა კლასის მართვა მიღებული. საზოგადოების ზედა ფენები ქვედა ფენებს მოუწოდებდნენ ე.წ. “თავდაუზოგავ შრომისკენ” („ისსო კემეი“). ამ პერიოდის მენეჯერები (ზედამხედველები) იყენებდნენ მშრომელთა წამათრახებისა და დასჯის პოლიტიკას, რომელიც მხოლოდ იძულებით შრომაზე იყო დაფუძნებული. საზოგადოებაში არსებობდა მმართველთა კლასი („სოკინები“) და მუშათა კლასი (,,კოინები’’), რომლებიც ქმნიდნენ ე.წ. ამქრებს ანუ გაერთიანებებს (,,ძაიბაცუებს’’). გაბატონებული თეორიის თანახმად, საწარმო და იქ დასაქმებული მუშები წარმოადგენდნენ მხოლოდ და მხოლოდ მოგების მიღების ობიექტს. ცნობილი მეცნიერის ბ. მილნერის აზრით, თანამედროვე იაპონური მართვის სისტემა წარმოადგენს იმ მეტად ელასტიურ და რაციონალურ მექანიზმს, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსხვილი საწარმოების განვითარების პირობებში .

სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ 30-35 წელიწადში იაპონიამ გრანდიოზულ წარმატებებს მიაღწია და ძლიერ სწრაფად გახდა მსოფლიო ეკონომიკის ლიდერი. მეორე მსოფლიო ომმა მრავალი ქვეყანა დაანგრია, მრავალ ქვეყანას ის უშუალოდ არც შეხებია (მაგალიად, ავსტრალია). 13 გამოჩენილი იაპონელი მკვლევარი კ. ოჰმაე აღნიშნავს: „იაპონური მართვის სისტემა არ წარმოადგენს იაპონური ტრადიციების შედეგს, არამედ არის პრაგმატული მექანიზმი რომელიც არსებობს სულ რაღაც 35 წელი“

იაპონური მენეჯმენტს არ აქვს მხოლოდ ეროვნული ხასიათი. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში დაფუძნებული იაპონურ საწარმოთა მრავალი ფილიალი, რომლებიც წარმატებულად მუშაობენ , მეტყველებენ იმაზე, რომ იაპონური მენეჯმენტის სხვა ქვეყნებში გამოყენება არის შესაძლებელი.

იაპონიის მართვის სპეციალისტი ჰიდეკი იოშიჰარას თქმით, იაპონური მმართველობის ექვსი მახასიათებელია.

  1. დასაქმების გარანტია და ნდობის გარემოს შექმნა.
  2. საჯაროობა და კორპორაციული ფასეულობები.
  3. ინფორმაციის დაფუძნებული მენეჯმენტი.
  4. ხარისხზე ორიენტირებული მენეჯმენტი.
  5. მენეჯმენტის მუდმივი ყოფნა სამუშაო ადგილზე.
  6. სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

„იაპონიის მენეჯმენტმა შეისწავლა და მოიცვა თანამედროვე პრინციპები და მეთოდები ენერგეტიკასთან ესაზღვრება სიხარბესთან,“-თქვა სუსმა ტაკამიამ, ტოკიოს უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის დეკანი.

 იაპონიაში ავტორიტეტი და ძალა დამოკიდებულია გამოცდილებაზე და არა დამსახურებაზე. ამიტომ მენეჯერი ყოველთვის არ არის კომპეტენტური ადამიანი. მას ხშირად არ შეუძლია ახსნას თავისი ბიზნესის დახვეწილობა – ნამდვილ საქმეს ასრულებენ მისი ქვეშევრდომები. ლიდერმა კარგად უნდა მართოს ხალხი. მას უნდა შეეძლოს თავისი გუნდის შთაგონება, უნდა შეეძლოს ევაკუაცია და შეინარჩუნოს თანამშრომლების სიყვარული და ერთგულება.
იაპონიის მენეჯმენტი მიმართავს მშრომელთა ბუნებრივ ჯანმრთელ ინსტინქტებს მათი შემოქმედების, უნარისა და ცნობიერების განვითარების მიზნით. 

კაიზენის ფილოსოფია

 „კაიზენი“ იაპონური სიტყვაა და ქართულად “მუდმივ გაუმჯობესებას” ნიშნავს. კაიზენის ფილოსოფია არის იაპონური კულტურის, ტრადიციის ნაწილი, რომელიც ძალიან წარმატებულად იქნა გამოყენებული ბიზნესში და მოუტანა კიდეც იაპონელ მეწარმეებს მსოფლიო აღიარება.

კაიზენის ფილოსოფიის ბიზნესში დანერგვა დაიწყო მე-2 მსოფლიოს ომის შემდგომ, როდესაც ამერიკულ საოკუპაციო ძალებს დაევალათ დახმარებოდნენ დანგრეულ იაპონიას აღდგენაში. ამერიკელმა ექსპერტებმა (ედვარდ დემინგი, ჟოზეფ ჯურანი, ფილიპ კროსბი) იაპონელ მენეჯერებთან ერთად შეიმუშავეს ხარისხისა და მწარმოებლურობის გაუმჯობესების ახალი გზა. ამ მიდგომის პიონერი დანერგვაში 1950 წლიდან იყო საკიჩი ტოიოდა – კომპანია ‘ტოიოტა ინდუსტრიის’ დამფუძნებელი, რომელმაც განავითარა ‘ტოიოტას წარმოების სისტემა’ (TPS – ‘Toyota Production System’).

 კაიზენის მოდელი საშუალებას გვაძლევს, ბიზნესში წარმოშობილი საფრთხეები და ბარიერები აღმოვაჩინოთ უადრეს ეტაპზევე და მოვაგვაროთ იქვე და მაშინვე. კაიზენის ფილოსოფიით, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი პრობლემის მოგვარება უფრო მარტივი და იაფია. მცირე პრობლემაც კი, რომელსაც თავის დროზე არ მივაქციეთ ყურადღება, თოვლის გუნდასავით შეიძლება, გადაიზარდოს უდიდეს საფრთხეში, რომელსაც უნარი აქვს, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მთლიანი ბიზნესი.

კაიზენის უმთავრესი მიღწევა, არდადანაშაულების (Non-blaming) კულტურა

კაიზენის მეთოდოლოგია კომპანიაში ავტომატურად გულისხმობს პოზიტიური მორალის დანერგვას. რადგან კაიზენი საწარმოო რესურსების ეფექტიან მართვაზეა ორიენტირებული, პირველ რიგში, ძალიან პოზიტიურად იყენებს საკუთარ შრომით რესურსს ბიზნესში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად

როდესაც დგება რაიმე პრობლემა კომპანიაში, იაპონელები არ სვამენ შეკითხვას – „ვინაა ამაში დამნაშავე?“, არამედ 5-ჯერ კითხულობენ „რატომ?“ – რატომ დადგა ესა თუ ის შედეგი. სწორედ ეს მიდგომა ხდის ხილვადს პრობლემებს, რომელთაც დროულად და ძირეულად წყვეტენ.

იაპონურ კომპანიაში ყველა – მენეჯერიდან დაწყებული მუშით დამთავრებული, ძალისხმევას არ იშურებს, რომ თავადვე გააუმჯობესოს საკუთარი სამუშაო ადგილი  და აამაღლოს კომპანიის ეფექტიანობა. კონკრეტულ სამუშაო ადგილზე მომუშავე კადრმა ყველაზე კარგად იცის, რა პრობლემებია აქ, როგორ შეიძლება მათი მოგვარება, როგორ უნდა შესრულდეს ეს ოპერაცია ყველაზე მარტივად და რა ცვლილებებია საჭირო სამუშაო სტანდარტების გასაუმჯობესებლად. სწორედ ადგილობრივ კადრებს შესწევთ უნარი მიკრო-ინოვაციებით მოახერხონ კომპანიის უწყვეტი გაუმჯობესება.

 ლინ ტრანსფორმაცია

ლინ მენეჯმენტი არის ოპერაციული მართვის მეთოდოლოგია, რომელიც კომპანიას  საშუალებას აძლევს, რომ  დანაკარგების შემცირებით  რაც შეიძლება მეტი ღირებულება შეუქმნას კლიენტს. ლინ მენეჯმენტის ისტორია სათავეს იღებს იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპანიაში – ტოიოტა მოტორს კორპორაციაში. ტოიოტა პირველი კომპანია გახდა, რომელმაც შეცვალა წარმოების სტანდარტული მეთოდები და შექმნა სრულიად ახალი მიდგომა ამ სფეროში. 

დროთა განმავლობაში  ლინ მენეჯმენტი მართვის უნივერსალურ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა როგორც წარმოებაში, ისე მომსახურების სფეროში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას და მიმართულია მუდმივ განვითარებაზე. 

ლინ მენეჯმენტის  დანერგვით თქვენ შეძლებთ შემდეგი შედეგების მიღებას

  • მაღალი ეფექტურობა 
  • დანახარჯების შემცირება 
  • პროდუქტიულობის ზრდა 
  • გაყიდვების ზრდა 
  • კლიენტის კმაყოფილების ზრდა 
  • თანამშრომლების  ჩართულობის ზრდა 
  • სწრაფი განვითარება 
  • მოგების ზრდა

იაპონიის მართვის პრაქტიკა ფუნდამენტურად განსხვავდება ევროპული და ამერიკულიდან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იაპონელები უფრო ეფექტურად მართავენ. უფრო მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იაპონიისა და ევროპული მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები სხვადასხვა თვითმფრინავებზე, ძალიან ცოტა გადაკვეთის წერტილებზეა. რა განსხვავებაა იაპონიის მართვის მეთოდსა და ევროპასა და ამერიკის უმეტეს ქვეყნებში გამოყენებულ მეთოდებს შორის? უპირველეს ყოვლისა, ორიენტაცია : იაპონიაში მენეჯმენტის მთავარი საგანი ძალაუფლებაა. იაპონური მენეჯერის მიერ დასახული მიზანია საწარმოს ეფექტურობის გაზრდა, ძირითადად, მუშათა პროდუქტიულობის გაზრდით. იმავდროულად, ევროპისა და ამერიკის მენეჯმენტში მთავარი მიზანია მოგების მაქსიმალური გაზრდა, ანუ ყველაზე დიდი სარგებლის მოპოვება ყველაზე ნაკლები ძალისხმევით. აქცენტის განსხვავება აშკარაა. ხშირად ამერიკულ მენეჯმენტს უწოდებენ ყველაზე ძლიერ „მმართველობით ცივილიზაციას“. მართლაც გავრცელებული აზრის შესაბამისად, სწორედ ამერიკულმა მენეჯმენტმა მისცა საშუალება ამერიკის შეერთებულ შტატებს გამხდარიყო დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შორის მოწინავე ლიდერი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველობთი მოდელი ნებისმიერი ქვეყნის პირობებში თითქოს უნდა იყოს ერთმანეთის იდენტური და მიმართული მმართველობითი გადაწყვეტილებების პოზიტიური ეფექტის მაქსისმიზაციისაკენ, სწორედ მართვის ამერიკული მოდელია განსაკუთრებული, რომელიც განსხვავებით სხვა მოდელებისაგან, არ შეიცავს აღნიშნული მიზნობრივი ფუნქციის პირობებში არავითარ შეზღუდვას, გარდა ქვეყნისშიგა ეროვნული საკანონმდებლო და ზოგიერთი ეკოლოგიური ხასიათის აკრძალვებისა. ამა და სხვა მსგავსი მიზეზების გამო რითაც ამერიცა ცდილობს მენეჯმენტის განვითარებას და დასახული მიზნის მიღწევას,ვფიქრობ სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება , ამიტომაც მისი მენეჯმენტი ჩემთვის გამორჩეული და უფრო მისაღებია .

საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ მენეჯმენტს, მის სტილს, თავისებურებებს, საკმაოდ დიდი წვლილი და გავლენა შეაქვს ქვეყნის წარმართვაში,მის ეკონომიკაში და განვითარებაში. რაც უფრო მეტს ვიზრუნებთ მენეჯმენტის სწორად ჩამოყალიბებაზე,მით უფრო წარმატებული იქნება ქვეყანა სხვადასხვა განხრით. ყველა წარმატებული ქვეყნის უკან, კარგად ჩამოყალიბებული და გამართული მენეჯმენტის სტილი დგას.

გამოყენებული ლიტერატურა :

1.https://sangu.ge/images/2015/gkutateladze.pdf
2.https://ik-ptz.ru/ka/fizika/yaponskii-stil-upravleniya-osobennosti-i-osnovnye-cherty-yaponskogo.html
3.https://www.marketer.ge/kaizeni-iaponuri-saocreba/
4. გივი ბედიანაშვილი-კროს კულტურული ურთიერთობები საერთაშორისო ბიზნესში.