პანდემიის გავლენა ნავთობის ბაზარზე

ავტორის სტილი დაცულია

უჩა ჯავახიძე
ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
uchajavaxidze@gmail.com

ანოტაცია

Covid-19 – ის ინფექციამ სრულიად შეცვალა მსოფლიოს დღის  წესრიგი  და ახალი თვალით დაგვანახა რეალობა. პანდემიის უარყოფითმა ეფექტებმა თითქმის ყველა სექტორსა თუ სფეროში შეაღწია, სადაც თავისი წარუშლელი კვალი დატოვა ეკონომიკური და ფინანსური ზარალის სახით. ერთ-ერთი ამის კარგი მაგალითი გახლავთ ნავთობის ბაზარი და ამ ბაზარზე მიმდინარე მოვლენები ბოლო 6 თვის განმავლობაში. დღეს მე ვაპირებ მიმოვიხილო  ნავთობის ბაზარი მსოფლიოში, პანდემიამდე და პანდემიის შემდგომ. ამის გათვალისწინებით კი შევეხები საქართველოში არსებულ ნავთობის ბაზრის  სიტუაციას.

Covid-19 infection has completely changed the world agenda and made us see reality with new eyes. The negative effects of the pandemic have permeated almost every sector or area, where it has left its indelible mark in the form of economic and financial losses. One of the good examples of this is the oil market and the current events in this market during the last 6 months. Today I am going to review the oil market in the world, before the pandemic and after the pandemic. With this in mind, I will also touch upon the situation of the oil market in Georgia.

ჯერ კიდევ 2020 წლის იანვრის თვეში, საშუალოდ 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი ნიუ-იორკისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე 70$ უტოლდებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც კორონა ვირუსის მოქმედება აქტიურ ფაზაში შევიდა, კერძოდ მარტის დასაწყისიდან, ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. ეს გახლავთ პერიოდი, როდესაც კორონა ვირუსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა, რის ფონზეც მსოფლიოს 187-მა ქვეყანამ შეზღუდვები ეტაპობრივად დააწესა. დაავადების გავრცელების საფრთხის გამო, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ შეზღუდა გადაადგილება და ერთმანეთთან კომუნიკაცია. იკლო ავიარეისებისა და სარკინიგზო გადაზიდვების რიცხვმაც, რამაც ნავთობის პროდუქტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა(1). ვინაიდან ბაზარზე ზემოქმედების მთავარ ძალას მოთხოვნა- მიწოდებას შორის თანასწორობა წარმოადგენს, წარმოქმნილი სიჭარბის გამო მოვაჭრეებს გაუჭირდათ ნავთობის გასაღება, რამაც თითქმის ყველა ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ამერიკაში, საცავების გადავსება გამოიწვია. ამ ყველაფრის ფონზე ამერიკული ნავბთობის ფასი(WTI)  0 დოლარს, შემდეგ კი უარყოფით ნიშნულსაც გაუტოლდა. ნავთობ მწარმოებლები აქედან უხდიდნენ თანხას მყიდველებს, ანუ მათ, ვისაც, პირიქით, ნავთობის საფასური აქეთ უნდა მოეცათ, რათა წაეღოთ ნავთობი და რეზერვები არ გადავსებულიყო. ამის მთავარი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ტექნიკის გაჩერება, რომლითაც ნავთობის მოპოვება ხორციელდებოდა, კომპანიებს უფრო მეტი უჯდებოდათ.

აღნიშნული მოცემულობის ფონზე, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) ნავთობის მოპოვებისა და შესაბამისად მიწოდების შემცირებას განიხილავდა, რაც უზრუნველჰყოფდა ფასების სტაბილურობას. შეხვედრა მიმდინარე წლის 6 მარტს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა. მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ OPEC-ის არაწევრი ქვეყნებიც, მათ შორის რუსეთის ფედერაცია, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. ამის მიზეზი კი გახდა შეუთანხმებლობა რუსეთსა და OPEC-ს შორის ნავთობის მოპოვების შემცირების თაობაზე. შესაბამისად, ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო ნავთობის ფასი ერთბაშად 10%-ით შემცირდა. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, როდესაც 8 მარტს, მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ, საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარზე საკუთარი წილის გასაზრდელად ნავთობის ფასი შეამცირა და წარმოების გაზრდა დააანონსა, რის შედეგადაც საერთაშორისო ბაზრებზე შავი ოქროს ფასმა კიდევ 30%-იანი კლება განიცადა და ეს განვითარებული მოვლენები გახლდათ ყველაზე დიდი 1 დღიანი ვარდნა პუნქტობრივად 1991- წლის შემდეგ. ექსპერტების აზრით, აღნიშნული საფასო ომი საუდის არაბეთის მხრიდან, ერთგვარ შურისძიებას წარმოადგენდა რუსეთისადმი მოლაპარაკების ჩაშლის გამო. ამ შურისძიების ფონზე რუსეთმა საკმაოდ დიდი რაოდენობის ფინანსური ზარალი მიიღო, რაც ყოველდღიურად 100-150 მილიონ დოლარს შეადგენდა(6). რუსეთის ეკონომიკა ძლიერ არის დაკავშირებული ნავთობის ფასებთან. იმ პერიოდისთვის რუსული ტიპის ნავთობი (URALS) 20.50$ გაუტოლდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით კი ბიუჯეტის დასაბალანსებლად რუსეთს ნავთობის ფასების დაახლოებით 40 დოლარი/ბარელზე ნიშნული ესაჭიროება, რაც გარკვეულ წილად რუსეთის ეკონომიკას ასუსტებს.(3)

საბოლოოდ, როგორც აღვნიშნე, ამერიკაში ნედლი ნავთობის ფასი(WTI) მინუსებში, ხოლო ევროპული ნავთობი(Brent) 17 დოლარამდე დაეცა. OPEC-ს გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიეღო, რადგან ამერიკა ნავთობის ინდუსტრიის ჩამოშლის ზღვარზე იდგა. OPEC-ის შემდეგი სხდომა 9-10 აპრილს გაიმართა, სადაც ისტორიულად დიდი რაოდენობის ნავთობის შემცირების შეთანხმება მიიღეს. 1 მაისიდან-30 ივნისამდე მსოფლიოზე ნავთობის მიწოდება ყოველდღიურად 9.7 მილიონი ბარელი/დღეში შემცირდებოდა, რათა ფასების სტაბილიზაცია მომხდარიყო. შემდგომი 6 თვის განმავლობაში კი, ანუ 1 ივლისიდან დეკემბრამდე მიწოდება 7,7 მილიონი ბარელით შემცირდება, ხოლო მომდევნო 16 თვე, 2022 წლისთვის მიწოდება 5.9 მილიონი ბარელით შემცირდება დღეში. თუმცა ეს შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს 2021 წლის აპრილამდე, სუტუაციის განვითარებიდან გამომდინარე. ამ ისტორიული გადაწყვეტილების შედეგად, თითოეულმა ნავთობ მომპოვებელმა ქვეყანამ საჯაროდ მოაწერეს ხელი წარმოების რაოდენობის შემცირების შესახებ, კერძოდ:

  • ნორვეგიამ ივნისის თვეში ნავთობის მოპოვება 250000 ბარელით შეამცირა დღეში
  • აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანია SOCAR-მა მაის-ივნისში 96000 ბარელით შეამცირა ყოველდღიური მოპოვება
  • ყაზახეთისთვის მაის-ივნისის თვეში ნავთობის მოპოვების შემცირებას გეგმით 390000 ბარელი წარმოადგენდა ყოელდღიურად
  • ქუვეითმა ივნისის თვეში OPEC-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დამატებით  80000 ბარელით შეამცირა ნავთობის მოპოვება ყოველდღიურად
  • საუდის არაბეთმა თავისი მომპოვებლობითი ხასიათიდან გამომდინარე 1 მილიონი ბარელით შეამცირა დღიური მოპოვება ივნისის თვეში.
  • არაბთა გაერთიანებული სააამიროებისათვის ივნისის თვეში ნავთობის მოპოვების ყოველდღიური შემცირება 100000 ბარელს წარმოადგენდა
  • ომანმა კი დამატებით ივნისის თვეში ნავთობის მოპოვება 10000-15000 ბარელით შეამცირა ყოველდღიურად.(2)(5)

OPEC-ს მიერ მიღებულმა ამ ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ნავთობის მოპოვების რაოდენობის შემცირების შესახებ, ნავთობ მომპოვებელ კომპანიებს და მთლიანად ნავთობის ინდუსტრიას საშუალება მისცა ამოესუნთქათ,  რადგან ბაზარს დიდი დრო არ დასჭირდა პროცესებთან ადაპტირებისთვის და დაახლოებით შეთანხმების დღიდანვე  ფასები აღმავალი ტრენდისაკენ შემოტრიალდა. დღევანდელი დღის მონაცემებით კი 1 ბარელი ნავთობის ფასი 46.35$ დოლარს უტოლდება. თუმცა სანამ ვაქცინა არ იქნება, ჯერ კიდევ არსებობს საშიშროება კორონავირუსული ინფექციის მეორე ტალღისა, რამაც შეძლება ნავთობზე ისევ ფასების კლება გამოიწვიოს.

საქართველში  ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის არსებულ ფასებთან, და კიდევ უფრო მაღალ კორელაციაშია ბენზინის ფასებთან ევროპაში(9). აქედან გამომდინარე, ნავთობის ფასების ცვლილება, რა თქმა უნდა, საქართველოსაც შეეხო. იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც ნავთობის ფასმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო, საქართველოშიც შეინიშნებოდა ფასების კლება, თუმცა რამდენიმე კვირიანი დაგვიანებების გათვალისწინებით, რაც გამოწვეული იყო საცავებში არსებული ძველი ნავთობის გასაღების დასრულებით, რაც შედარებით მაღალ ფასში ჰქონდათ კომპანიებს შეძენილი.  OPEC-ის შეუთანხმებლობის დროს, როდესაც ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, ვისოლის დირექტორი სოსო ფხაკაძე BM.GE -სთან ინტერვიუს ჩაწერისას იხსენებს,  რომ მათ 1 დღეში რამდენჯერმე მოუწიათ თავიანთ ბენზინ გასამართ სადგურებზე ფასების კორექტირება. ზუსტად ამ პერიოდში ყველაზე ძვირი სუპერის ტიპის ბენზინი ჩამოცდა 2 ლარიან ნიშნულს. თუმცაღა რამოდენიმე კვირაში ისევ გაიზარდა ფასები და დღესდღეობით  საშუალოდ 2.28 ლარს შეადგენს(4).  საბოლლოოდ საქრთველოში ნავთობზე ფასები შემცირდა თუმცაღა იგივე პროპორციებით არა, როგორც ეს მსოოფლიოში მოხდა. მაგალითად მსოფლიოში ფასები რომ შემცირდა 70%-ით, საქართველოშიც ნავთობზე ფასები უნდა შემცირდეს 70% ანუ თუ 1 ლიტრი ბენზინი დასაწყისში ღირდა 2.5 ფასის დავარდნის შემდეგ უნდა ღირდეს 0.75ლარი ეს მიდგომა არასწორია ორი მთავარი შეცდომის გამო: 1 საქართველოში გაყიდული ბენზინის თვითღირებულებას მხოლოდ ბენზინის შესყიდვის(იმპორტის)  ფასი არ წარმოადგენს და 2 ბენზინის გამყიდველს არაფერი არ ავალდებულებს, ერთი და იმავე მოგების მარჟაზე გაყიდოს ბენზინი(7). მას სურს,  ყოველი ლიტრიდან რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს. აგრეთვე საქართველოში ბენზინის ფასზე გავლენა აქვს ლარის კურსს, რადგან პროდუქტი იმპორტირებულია, გადასახადებს, ტრანსპორტირების, დისტრიბუციის, კომპანიებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯებს და ა.შ.(7)

2020 წლის იანვარ-ივლისის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა  295.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 4.2 ათასი ტონით, ანუ 1.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა –  313,1 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან – 281,9 ათასი ტონა – შედარებით 31,2 ათასი ტონით ანუ 11,1%-ით). დიზელის ტიპის საწვავის მატება უკავშირდება სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდ მოცულობასა და საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატებას.(4)

საბოლოოდ, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ პანდემიამ ძალიან დიდი პრობლემები წამოჭრა, რომელთაც სამყარო 5-10 წელიწადში მოიმკის უმუშევრობის ზრდისა და წარმოების ფაქტორების კლების გამო. ნავთობის ინდუსტრიაში ძალიან ბევრმა კომპანიამ შეამცირა დასაქმებულთა პროცენტული წილი თავიანთ საწარმოებში, უარეს შემთხვევაში კი ზოგიერთი კომპანია ძალიან დიდი საბანკო ვალების გამო გაბანკროტდა. Haynes & Boone–ს მონაცემებით, იანვრიდან გაკოტრების პროცედურა ნავთობისა და გაზის 36–მა კომპანიამ წამოიწყო, რომელთა საერთო დავალიანება 25,2 მლრდ დოლარს შეადგენს. მათ შორისაა ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მეფიქალე California Resources-ი და ფიქალური დარგის პიონერი Chesapeake Enеrgy. ივნისში კიდევ ერთი მსხვილი ფიქალური მწარმოებელი — Extraction Oil & Gas ვერ გაუმკლავდა პროცენტის გადახდას ვალზე და სასამართლოს მიმართა, რათა გაკოტრების პროცედურა წამოეწყო. როგორც ავსტრალიის ანალიტიკური ცენტრი „ეკონომიკისა მშვიდობის ინსტიტუტი“ აცხადებს, თუ ნავთობის ფასები პანდემიამდელ ნიშნულს არ გაუტოლდება, აშშ–ის ფიქალური ინდუსტრია ჩამოიშლება(8).

გამოყენებული ლიტერატურა

  1. http://dalma.news/ge/naftobs-pasis-vardna-covid19is-pandemiis-ponze
  2. https://www.opec.org/
  3. https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98/30570805.html/
  4. http://oilnews.ge/
  5. https://www.iea.org/topics/oil-market-report
  6. COVID-19 და საფასო ომი ნავთობის ინდუსტრიაში-დავით შატაკიშვილი სექტორი 3-ის მკვლევარი ეკონომიკის საკითხებში ( 6) გვ 1-2
  7. https://forbes.ge/news/5294/cover/cover.html
  8. https://sputnik-georgia.com/opinion/20200618/248765071/fiqaluri-navTobmopoveba-amerikis-kolafsi.html
  9. https://www.nbg.gov.ge/bankjournal/index.php?m=115&blog_id=191