ცხოვრების დონე

ავტორის სტილი დაცულია

თორნიკე კოხრეიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის
II კურსის სტუდენტი
tornike.kokhreidze598@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

მოცემულ ნაშრომში განხილულია ცხოვრების დონე და მისი შემადგენელი ელემენტები. თავიდან განვსაზღვრავ ცხოვრების დონის ცნებას, ასევე მის ისტორიულ განვითარებას, შემდეგ გაგაცნობთ შინამეურნეობების შემოსავლის როლს, ხაზს გავუსვამ სიღარიბის დონისა და სამომხმრებლო კალათის მნიშვნელობას, შევეხები ჰუმანურ განვითარებასა და მისი ინდექსის ძირითად კომპონენტებს, და ბოლოს, ყურადღებას გავამახვილებ ჯანდაცვასა და განათლებაზე.

Annotation

This paper discusses the standard of living and its constituent elements. I will first define the concept of standard of living as well as its historical development, then introduce you to the role of household income, highlight the importance of poverty level and consumer basket, touch on humanitarian development and its key components, and finally focus on health and education.

ცხოვრების დონის არსი და ისტორიული განვითარება

მოსახლეობის ცხოვრების დონე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სოციალურ – ეკონომიკურ კატეგორიას, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას დონესა და ხარისხს. იგი საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფის დონეზე მიუთითებს და ცხოვრების წესის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.

ცხოვრების დონე დამოკიდებულია მრავალ რთულ და განსხვავებულ ფაქტორზე, როგორიცაა: ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, ისტორიული, ეროვნული, ბუნებრივი პირობები. მათ შორის მთავარია მოსახლეობის შემოსავლები, დანახარჯები სიღარიბეს დონე. ამ და სხვა მაჩვენებლებს მოგვიანებით განვიხილავთ. ახლა კი შევნიშნავ, რომ ცხოვრების დონის ზრდის ტემპები, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე, ანუ იმაზე თუ რამდენადაა შესაძლებელი მოსახლეობის მატერიალურ და სულიერ მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა.

ცხოვრების დონე ცვალებადი მოვლენაა, ვინაიდან ისტორიული პერიოდების შესაბამისად იცვლებოდა თვით მოსახლეობის მოთხოვნილებებიც.

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში (სწორად ამ დროიდან იწყებს ცხოვრების დონე თავის ისტორიულ განვითარებას) გავრცელებული იყო დევიზი: „ადამიანის კეთილდღეობა – უმაღელესი მიზანია“. ანტიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, პლატონი, თვლიდა, რომ იდეალურ საზოგადოებაში უმდიდრესი ადამიანის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს უღარიბესი ადამიანის ოთხმაგ შემოსავალს.

ცხოვრების დონის აქტუალორობას იკვლევდნენ XVII-XVIII საუკუნეებში. პირველად ცხოვრების დონე სიტყვიერად შეაფასა ფრანგმა ფიზიოკრატმა ფრანსუა კენემ, ასევე აღსანიშნავია ადამ სმითის ნაშრომი „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, სადაც გადმოცემულია მისი ეკონომიკური იდეები.

ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის შეფასება მე-19 მე-20 საუკუენეების მიჯნაზე კიდევ უფრო გაფართოვდა და მრავალფეროვანი ხასიათი მიიღო. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში წინ წამოიწია სოციალურმა ასპექტებმა, რის შედეგად აშკარა გახდა, რომ კერძო ეკონომიკური მიდგომა საკმარისი არაა თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების დონის დასახასითებლად, რის შედეფად ჩამოყალიბდა  მისი თანამედროვე განმარტება.

ამირიგად, ცხოვრების დონე განისაზღვრება იმ საქონლისა და მომსახურების ერთობლიობით, რომელსაც ფლობს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. იგი დამოკიდებულია შინამეურნებების შემოსავლებზე (დანახარჯებზე), სიღარიბეზე, ჰუმანური განვითარების ინდექსზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე. განვიხილიოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე. [საქართველოს მოსახლეობის ცხვოვრების დონის სტატისტიკური კვლევა ( ი. მაკალათია; 2014; თსუ)]

შინამეურნეობების შემოსავლები და დანახარჯები

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებაში დიდ როლს ასრულებს მოსახლეობის შემოსავლები და დანახრჯები, ამიტომ ისინი წარმოადგენენ ცხოვრების დონის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს.

ყველასთვის ცხადია, რომ შემოსავლებს (ხარჯებს) შორის არსებობს უთანაბრობა. ამ უთანაბრობას ახასიათებს ჯინის კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა ვარირებს 0-დან 1-მდე, ამასთან რაც უფრო მეტად უახლოვდება მისი მნიშვნელობა 1-ს, მით მეტი შემოსავლები კონცენტრირდება მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ხელში. ქვეყნებს შორის ამ ინდექსის მიხედვით ყველაზე ნაკლები უთანაბრობა შვედეთშია და შეადგენს 0,23-ს, ხოლო ყველაზე მეტი – ნამიბიაში, 0,7. (საქართველოში, ამჯამად 0,4-ის ტოლია).

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/50/shinameurneobebis-shemosavlebi

განვიხილოთ საშუალო თვიური შემოსავლებისა და ხარჯების განაწილება ერთ სულზე 2013-2019 წლების მიხედვით (ცხრილი 1). როგორც ვხედავთ, შემოსავლების საშუალო მნიშვნელობა აღემატება დანახარჯების საშუალო მნიშვნელობებს, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობას დაზოგვის საშუალება აქვს, რაც კარგია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს დანაზოგი ძალზე მცირეა. როგორც ვხედავთ, შემოსავლები და ხარჯები თავიანთ მაქსიმალურ აბსოლუტურ მნიშვნელობებს 2019 წელს მიაღწიეს, ამისი მიზეზი შეიძლება იყოს ფასების დონების ზრდა. ორივე ცვლადი ზრდადი ტენდეციით ხასიათდება, რაც ნახაზს 1-ზეა გამოსახული.

ნახაზი 1. საშუალო თვიური შემოსავლებისა და ხარჯების განაწილება ერთ სულზე საქართველოში,ლარი, 2014-2019 წწ.

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/50/shinameurneobebis-shemosavlebi

2014 წელს შემოსავლისა და დანახარჯების ზრდისა ტემპი შესაბამისად არის 111% და 110%, 2015 წელს 104,1% და 104,8%, 2016-ში 104,1% და 104,6%, 2017 წელს 105% და 104,8%, 2018-100,4% და 100% და 2019 წელს 105,6% და 104,9%. როგორც ჩანს, მაქსიმალური ზრდისა და მატების ტემპი 2014 წელს დაფიქსირდა. შემოსავალი იზრდება უფრო მაღალი ტემპით, ვინაიდან მისი საშუალოწლიური ზრდისა და მატების ტემპი შეადგენს 104,98% და 4,98%, ხოლო დანახარჯებისას 104,82% და 4,82%, რაც როგორც აღვნიშნე კარგიცაა და ცუდიც. კარგია, ვინაიდან შემოსავალი აღემატება ხარჯებს და მათი სხვაობით წარმოიშვება დანაზოგი (რომელიც შეუძლიათ დააბანდოდ ინვსეტიციაებში და შემდგომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ), ცუდი კი იმის გამო, რომ წლიდან წლამდე მათ შორის სხვაობა მცირდება.

სიღარიბე

სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწრობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ – ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ზოგადად, სიღარიბე და მისი მასშტაბი ცხოვრების  დაბალი დონის მაჩვენებელია, ხოლო ღარიბებს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებიც მოხმარების მიხედვით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან.

განასხვავებენ სიღარიბის აბსოლუტურ და ფარდობით ზღვრებს. აბსოლუტურ ზღვრად მიჩნეულია საარსებო მინიმუმი, რომელშიც გულისხმობენ შრომისუნარიანი ასაკის (15-დან 65 წლამდე) მამაკაცის საარსებო მინიმუმს, ხოლო ფარდობით ზღვრად  მიჩნეული მედიანური მოხმარების 60% და 40% (მედიანური მოხმარება, მოხმარების ის სიდიდეა, რომელზე ნაკლბსაც მოიხმარს მოსახლეობის 50%, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი 50% მას მეტს).

სიღარიბის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სიღარიბის დონეა, რომელიც გვიჩვენებს ღარიბების ხვედრით წილს მთელ მოსახლეობაში პროცენტულად.

სიღარიბის ყველაზე მაღალი დონე საჰარისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში ფიქსირდება. სიღარიბის მაღალი დონეა ასევე აღმოსავლეთ აზიის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, ხოლო დაბალი მაჩვენებლები აღნიშნულია ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკაში. რაც შეეხება საქრთველოს, აქ მწვავედ დგას სიღარიბის პრობლემა, ამაში დავრწმუნდებით, თუ გადავხედავთ სტატისტიკას. (იხ. ცხრილი 2)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done

როგორც ვხედავთ, 2013-2019 წლებში, ანუ უახლოეს წარსულში, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ არის მოსახლეობის დაახლობით მეხუთედი, რაც სახარბიელო შედეგს ნამდვილად არ წარმოადგენს. 2013-2015 წლებში შეინიშნება ამ მაჩვენებლის უმნიშვნელო შემცირება, 2016 წელს ზრდა, 2017-2019 წლებში კი ისევ შემცირება და 2019 წელს იგი თავის უმცირეს მნიშვნელობას, 19,5%-ს მიაღწია. [საქართველოს მოსახლეობის ცხვოვრების დონის სტატისტიკური კვლევა ( ი. მაკალათია; 2014; თსუ)] [სტატისტიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის 2 (გამომცემლობა „მერიდიანი“ თბილისი 2017)]

ჰუმანური განვითარების ინდექსი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო-ს) განვითარების პროგრამის სპეციალისტების ჯგუფის მიერ 1998წ. მოხსენებაში – ადამიანის განვითრების შესახებ შემოთავაზებულ იქნა ცხოვრების დონის ერთიანი აგრეგირებული მაჩვენებელი – „ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი“, რომელსაც კიდევ უწოდებენ ჰუმანური განვიტარების ინდექსს (ჰგი).

ჰგი შედგება სამი მაჩვენებლისგან, რომლებიც ასახავენ ცხოვრების დონის უმნიშვნელოვანეს ასპექტებს, ესაა:

  1. სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა ახლად დაბადებულებისთვის;
  2. მოსახლეობის განათლების მიღწეული დონე;
  3. მშპ მოცულობა ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებული (გამოსახული აშშ დოლარებში).

ჰგი მაქსიმალური მნიშვნელობა 100%, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებამ მთლიანად გამოავლინა თავისი პოტენციალური შესაძლებლობები, მაგრამ რეალურ სამყაროში, ჯერ არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელშიც ჰუმანური განვითარების ინდექსი მაქსიმუმს უდრიდეს. ცხოვრების ხარისხის მიხედვით სამოთხედ დედამიწაზე მიჩნეულია ნორვეგია, რომელმაც რეიტინგში დაიკავა პირველი ადგილი და რომლის ჰუმანური განვითარების ინდექსმა 94,3% შედაგინა, შემდეგ მოდის ავსტრალია 92,9%, მესამე ადგილს კი ნიდერლანდები იკავებს (91%)

საქართველოს ჰუმანური განვითარების ზოგადი მაჩვენებელია 0,744, რაც შეესაბამება მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფს. 187 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საქართველო 79-ე ადგილს იკავებს. ამავე ადგილზე არიან ბრაზილია და გრენადა. 2005-2013 წლებში საქართველოს მაჩვენებელი გაიზარდა 0.710-დან 0.744-მდე. მთლიანმა ზრდამ 4.8 %-ს მიაღწია, ხოლო წლიური  ზრდა 0,58 %-ს შეადგენს.

რაც შეეხება ჰგი-ს ტენდენციას მსოფლიოში, ყველაზე მეტად გაუმჯობესდა ზიმბაბვეს ჰუმანური განვითარების ინდექსი. ამის მიზეზია სიცოცხლის ხანგრძლიობის მნიშვნელოვანი ზრდა. ჰუმანური განვითარების საერთო დონის გაუმჯობესების მიუხედავად, მსოფლიოს ყველა რეგიონში გამოიკვეთა ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია. ჰუმანური განვითარების ინდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი დაღმასვლა გამოიკვეთა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ლიბიასა და სირიაში, რაც მიმდინარე კონფლიქტებს და, შესაბამისად, შემოსავლების შემცირებას უკავშირდება. [სტატისტიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის 2 (გამომცემლობა „მერიდიანი“ თბილისი 2017)]

ჯანდაცვა და განათლება

ჯანდაცვა და განათლება წარმოადგენენ ცხოვრების დონის მნიშვნელოვან მაჩვენებლებს. მათი დადგენა ხდება შესაბამისი სტატისტიკების საშუალებით, ასე მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სტატისტიკის საშუალებით შეგვიძლია დავახასიათოთ მოცემულ დარგში მიმდინარე მოვლენები და პროცესები, როგორც მიმდინარე პერიოდში, ისე დინამიკაში.

საქართველოს სტატისტიკა ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სარგებლობს შემდეგი მაჩვენებლებით:

  • ექიმების რიცხოვნობა სულ და ცალკეული სპეციალობების მიხედვით;
  • საშუალო სამედიცინო კადრების რიცხონობა სულ და ცალკეული სპეციალობების მიხედვით;
  • საავადმყოფოს რიცხვი;
  • ერთი ავადმყოფის საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობა;
  • მოსახლეობის ავადობა სულ და დაავადებათა ძირითადი ჯგუფების მიხედვით;
  • მოსახლეობის ავადობა ინფექციური დაავადებებით;
  • პენსიონერთა რიცხოვნობა

და სხვ.

რაც შეეხება განათლების სტატისტიკას, იგი შეისწავლის სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო, საშუალო პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელს და მათ საქმიანობას.

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/193/ganatleba

როგორც ვხედავთ, მოსწავლეთა რიცხოვნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უფრო მეტია, ვიდრე სტუდენტთა რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დოქტორანტების რაოდენობა. მოსწავლეთ და სუდენტთა რიცხოვნობას აქვს ზრდადი ტენდეცია, ხოლო დოქტორანტების რაოდენობა მერყეობს, 2014-2016 წლებში იზრდება, 2016-2018 წლებში მცირდება 2018-2019 წლებში კი კვლავ იზრდება. ამ ცხრილის მეშვეობით შეგვიძლია დავინახოთ რამდენი სკოლადამთავრებული აბარებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და, მერე იქიდან რამდენი აგრძელებს სწავლას დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. ასე მაგალითად, 2019 წელს მოსწავლეების დაახლოებით 25%-მა სტუდენტების რიცხვს დაემატა, ხოლო სტუდენტთა 2,67%-მა დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

დასკვნა

შევაჯამოთ ნაშრომის ძირითდი საკითხები.

პირველ რიგში, განვმარტეთ მოსახლეობის ცხოვრების დონე, როგორც უმნიშვნელოვანესი სოციალურ – ეკონომიკური კატეგორია, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას დონესა და ხარისხს.

მეორე, გავაანალიზეთ ცხოვრების დონის ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, შინამეურნეობების შემოსავლები და დანახრჯები, დავინახეთ მათი ცვლილების ტემპი საქართველოს მაგალითზე.

მერე, დავინახეთ სიღარიბის მნიშვენლობა ცხოვრების დონის გამოთვლაში, შევეხეთ ჰუმანური განვითარების ინდექსს და ბოლოს, აღვნიშნეთ, ჯანდაცვისა და განათლების მნიშვნელობას.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცხოვრების დონე განისაზღვრება იმ საქონლისა და მომსახურების ერთობლიობით, რომელსაც ფლობს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. იგი დამოკიდებულია შინამეურნებების შემოსავლებსა და დანახარჯებზე, სიღარიბეზე, ჰუმანური განვითარების ინდექსზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. [სტატისტიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის 2 (გამომცემლობა „მერიდიანი“ თბილისი 2017)]
  2. საქართველოს მოსახლეობის ცხვოვრების დონის სტატისტიკური კვლევა                        ( ი. მაკალათია; 2014; თსუ)
  3. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
  4. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/51/shinameurneobebis-kharjebi
  5. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/193/ganatleba
  6. https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/presscenter/pressreleases/2014/07/24/human-development-report-2014/
  7. http://dictionary.css.ge/content/life-standards
  8. https://ka.wikipedia.org/wiki