როდის გამოვა ახალი WINDOWS
მოამზადა მარი წიკლაურმა
Microsoft-ის ყოველწლიურ პარტნიორულ კონფერენციაზე კორპორაციის ხელმძღვანელობის მიერ ახალი პროდუქტების გამოსვლის გეგმები გამოცხადდა. Windows-ის შემდეგი ვერსიის სამომხმარებლო რედაქცია 2005 წელს იქნება გამოშვებული, სერვერული კი მხოლოდ 2006 წელს. ეს განცხადებები Microsoft-ის მარკეტინგული პოლიტიკის მიმართ ზოგიერთი ანალიტიკოსის სკეპტიკური კომენტარის საფუძველი გახდა.
მათი ვარაუდით, მორიგი პერსონალური ოპერაციული სისტემის გამოსვლის ვადები შესაძლებელია 2006-2007 წლამდე გადაიწიოს, რაც კორპორაციის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და გაურკვევლობას შემოსავლების ზრდის მხრივ კიდევ უფრო გააძლიერებს.
1975 წელს დაარსებული კომპანია Microsoft-ი პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაში, კომპიუტერებისა და სერვერების მომსახურებასა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარებაში მსოფლიო ლიდერადაა აღიარებული. იგი მომხმარებელს საქმიანი და პირადი მოხმარებისათვის პროგრამული პროდუქტების ფართო სპექტრს სთავაზობს, რომელიც შრომის ნაყოფიერებას მნიშვნელოვნად ზრდის და სამსახურში, სახლში თუ სწავლის დროს ინფორმაციული ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების გამოყენების საშუალებას იძლევა.
Microsoft-ი იღწვის იმ შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებისათვის, რომლებსაც ადამიანის წინაშე ინფორმაციული ტექნოლოგიები ხსნის. კომპიუტერი ყოველ მაგიდაზე და ყოველ სახლში – Microsoft-ის ამ კონცეფციას დღეს ახალი კონცეფცია Microsoft. Net-ი ემატება, რომელიც ასახავს კორპორაციის მისწრაფებას, წარმოადგინოს უახლესი ინტერნეტ-ტექნოლოგიები და ინტერნეტ-სერვისები და გააფართოვოს ადამიანის შესაძლებლობები თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ მოწყობილობაზე გამოყენების გზით. კორპორაცია Microsoft-ის პროდუქტების ფართო სპექტრში შედის პერსონალური და ოპერაციული სისტემები, სერვერული პროგრამები კლიენტ-სერვერული სივრცეებისთვის, პერსონალური ბიზნეს-პროგრამები და საოფისე პროგრამები მომხმარებლებისთვის, ინტერაქტიური პროგრამები და თამაშები, ინტერნეტის ქსელში მუშაობისათვის განკუთვნილი საშუალებები და ა. შ. გარდა ამისა, Microsoft-ი მომხმარებელს ინტერაქტიურ (online) მომსახურებას სთავაზობს, გამოსცემს წიგნებს კომპიუტერულ თემატიკაზე, აწარმოებს კომპიუტერების პერიფერიულ აღჭურვას, ახორციელებს კვლევით სამუშაოებს და შეიმუშავებს ახალ ტექნოლოგიებს.
Microsoft-ის პროდუქტები მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში იყიდება, თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე (მათ შორის რუსულზეც) და თავსებადია პერსონალური კომპიუტერების პლატფორმების უმრავლესობასთან. კომპანიის მსხვილი ინვესტიციები კვლევებში და პროგრამების დამუშავებაში, ახალი ნოვატორული ტექნოლოგიების განვითარების მისწრაფებაში და კლიენტებთან “მჭიდრო უკუკავშირი” – აი, Microsoft-ის პროდუქციის მაღალი ხარისხის საწინდარი.
2002 წლის 27 ნოემბერს რუსეთსა და დსთ-ში Microsoft-ის პირველი წარმომადგენლობის გახსნიდან 10 წელი შესრულდა. ამ წარმომადგენლობის პასუხისმგებლობის სფეროში ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია შედიოდა.
რუსეთმა ბოლო 12 წლის განმავლობაში საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების ხანგრძლივი გზა გაიარა. მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრია ფანტასტიური და ნაკლებად განხორციელებადი იდეიდან ეკონომიკის სრულფასოვან დარგად ჩამოყალიბდა. ამ წლების მანძილზე Microsoft-მა ქვეყნის ყველა წარმატება და წარუმატებლობა გაიზიარა. აქტიურად მონაწილეობდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ლოკალური ბაზრის ჩამოყალიბებაში. რუსეთშიMicrosoft-ის წარმომადგენლობამ თავისი პირველი ფინანსური წელი (1993 წლის ივნისიდან – 1994 წლის ივნისამდე) დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარიანი ბრუნვით დაასრულა, რაც იმ დროისათვის წარმოუდგენელი წარმატება იყო, ვინაიდან მოსკოვში კორპორაციის პირველ წარმომადგენლობას მუშაობის დაწყება სრულიად განუვითარებელი ბაზრის, გაყიდვების ინფრასტრუქტურის არარსებობის და ტოტალური კომპიუტერული “მეკობრეობის” პირობებში უხდებოდა. 10 წლის შემდეგ კომპანიის ბრუნვა თითქმის გაათმაგდა და დღეს რუსეთისა და დსთ-ის მთელი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის თითქმის მესამედი Microsoft-თან თანამშრომლობს, ყიდის კორპორაციის პროგრამულ უზრუნველყოფას და ახორციელებს სერვისულ მომსახურებას მისი მხარდაჭერის, დანერგვის, მუშაობის შესწავლის და ა. შ. კუთხით.
Microsoft-ის მოსკოვის წარმომადგენლობის ამოცანებში პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის განვითარება და აზერბაიჯანისა, სომხეთის, საქართველოს, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და ლოკალიზაცია შედიოდა. დსთ-ის ტერიტორიაზე წარმომადგენლობის მუშაობის პერიოდში კომპანიამ მნიშვნელივან წარმატებებს მიაღწია.
დღეისათვის Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა დსთ-ის ქვეყნებში ათასობით სამუშაო ადგილზე გამოიყენება. მის პროდუქტებზე დაყრდნობით დსთ-ის უმსხვილეს კომერციულ კომპანიებში მძლავრი ინფორმაციული სისტემების დანერგვის პროექტები ხორციელდება.
დსთ-ის კომპიუტერულ ბაზარზე მოღვაწეობის პერიოდში კორპორაციის მიერ შექმნილია Microsoft-ის პარტნიორების ფართო ქსელი, რომლებიც ოპერატიულ და ხარისხიან მომსახურებას ადგილებზე უზრუნველყოფენ.
Microsoft-ის წარმომადგენლობა დსთ-ში ატარებს რეგულარულ სემინარებს, კონფერენციებს და ტექნიკურ ტრეინინგებს (როგორც დამკვეთებისათვის, ასევე პარტნიორებისათვის), რომლებზეც მონაწილეებს ამ კომპანიის ახალი პროდუქტების და ტექნოლოგიების შესახებ და კორპორაციის მიერ დსთ-ის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტრბის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას სთავაზობენ.
გარდა ამისა, Microsoft-ის წარმომადგენლობა აწარმოებს ჩომპუტერ შციენცე-ის დარგში რუსეთის სამეცნიერო-კვლევით პროექტებს და ეწევა საქმიანობას იმ წამყვანი სასწავლებლების მხარდასაჭერად, რომლებიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებს ამზადებენ.
2003 ფინანსური წლის 24 სექტემბერს Microsoft-ის წარმომადგენლობამ რუსეთსა და დსთ-ში მოღვაწეობის შედეგები წარმოადგინა. 2003 ფინანსური წლის განმავლობაში კორპორაცია Microsoft-ის გაყიდვების საერთო მოცულობამ 32, 19 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული ფინანსური წლის გაყიდვების საერთო მოცულობას 13 %-ით აღემატება (28, 37 მლრდ დოლარი) და გასულ 2002 ფინანსურ წელთან შედარებით (2001 ივლისი – 2002 ივლისი) 55 %-ით გაიზარდა, რამაც რუსეთში და დსთ-ის ქვეყნებში არსებულ Microsoft-ის წარმომადგენლობებს საშუალება მისცა ტემპების ზრდის მიხედვით EMEA-ს რეგიონის ქვეყნებში, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებს აერთიანებს, მეორე ადგილი დაეკავებინა.
“რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნებში Microsoft-ის ბიზნესის შესახებ საუბრისას, პირველ რიგში, ყველა მიმართულების სტაბილური განვითარებაა აღსანიშნავი, – აღნიშნავს რუსეთში და დსთ-ის ქვეყნებში Microsoft-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ოლგა დერგუნოვა, – 2002 ფინანსურ წელს უკრაინაში (ქ. კიევი) და ყაზახეთში (ქ. ალმა-ატა) გავხსენით ახალი წარმომადგენლობა, უფრო გავააქტიურეთ ჩვენი ძალისხმევა რუსეთის რეგიონების ბაზრის ათვისების კუთხით, ძალიან კარგ შედეგებს მივაღწიეთ კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფის დარგში. აღსანიშნავია ისეთ დამკვეთთა რიცხვის სერიოზული ზრდა, რომლებმაც საწარმოების მასშტაბით პროექტების მართვის გადაწყვეტილებები დანერგეს. გარდა ამისა, ძლიერდება სახელმწიფოსა და კორპორატიული სექტორის მხრიდან უშიშროების ბაზების და შედეგის სახით – Microsoft-ის ინიციატივის “დაცული ინფორმაციული სისტემების” (თრუსტწორტჰყ ჩომპუტინგ) მიმართ ინტერესის სტაბილური ზრდა.
გასულ ფინანსურ წელს გაიზარდა სერვერული (Windows Server-ის მიერ გაყიდული ლიცენზიების რიცხვი 50%-ით გაიზარდა) და პერსონალური ოპერაციული სისტემების რიცხვი (Windows XP Home-ის (ლიცენზიების)) გაყიდვების მოცულობის ზრდამ 425% შეადგინა). Microsoft-ის პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელ კომპანიებთან (OEM-კომპანიები) თანამშრომლობამ საერთო შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: Microsoft-ის წარმომადგენლობის OEM-ბიზნესი გასულ ფინანსურ წელთან შედარებით 62%-ით გაიზარდა,OEM-პარტნიორების რიცხვი კი – 33%-ით და მათმა საერთო რაოდენობამ 963-ს მიაღწია. ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურმა დანერგვამ დსთ-ის ქვეყნების კორპორატიულ სექტორში Mიცროსოფტ Bუსინესს შოლუტიონ-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. 2003 ფინანსურ წელს Mიცროსოფტ-ის განყოფილების – Mიცროსოფტ Bუსინესს შოლუტიონ-ის გაყიდვების ზრდამ 97% შეადგინა, რაც საწარმოების მართვის ინტეგრირებული სისტემების ლოკალური ბაზრის ზრდის ტემპებს სამჯერ აღემატება.
ამ შედეგების წყალობით Mიცროსოფტ Bუსინესს შოლუტიონ-ის რუსულმა განყოფილებამ საშუალო დონის საწარმოების მართვის სისტემების ბაზარზე (IDC-ს ანგარიშის მიხედვით, ამ ბაზარზე Microsoft-ის წილმა 22% შეადგინა) პირველი ადგილი დაიკავა და 2003 ფინანსური წლის შედეგებით Microsoft Business Solution-ის მსოფლიოში საუკეთესო განყოფილება გახდა.
გაყიდვების საერთო მოცულობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე Microsoft-ის რუსეთის რეგიონებში მუშაობის აქტივიზაცია. მიმდინარე წელს ზრდის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლებით უკრაინა (81%) და ცენტრალური აზია ხასიათდებოდნენ (137,5 %).
რუსეთსა და დსთ-ში გასული ფინანსური წლის განმავლობაში Microsoft-ის ბიზნესის ზრდა ქვეყანაში არსებული სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური კლიმატითა და ასევე მათი საქმიანობის სხვადასხვა ასპექტის ავტომატიზაციის მიზნით ინტერნეტ-ტექნოლოგიების მიმართ კომერციული და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ინტერესის გაზრდითაა განპირობებული.
2003 ფინანსურ წელს დასრულებულ Microsoft-ის პლატფორმის გამოყენებით პროექტების ავტომატიზაციის განსაკუთრებით საინტერესო მაგალითებს შორის რუსეთსა და დსთ-ში შეგვიძლია დავასახელოთ:
– რუსეთის ბანკში Microsoft Enterprise Project Management -ის ბაზაზე ბანკების მართვის სისტემის დანერგვა;
– შპს “გაზპრომის” კაპიტალურ მშენებლობაში საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის განვითარება;
– სააქციო საზოგადოება “ვიმპელკომში” კორპორატიული პროექტების მართვის სისტემის დანერგვა;
– უკრაინის ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო სისტემის მოდერნიზაცია;
– უკრაინის ეროვნულ ბანკში საბუთების აღრიცხვისა და დამუშავების სისტემის დანერგვა;
– ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროში ინფორმაციული სისტემის მოდერნიზაცია და ა.შ.
გასული ფინანსური წელი კომპანიისთვის ასევე რუსეთსა და დსთ-ში პარტნიორული ქსელის გაფართოებით იყო აღსანიშნავი. 2003 ფინანსური წლის ბოლოს მდგომარეობით, დსთ-ს ტერიტორიაზე Microsoft Certified Partners-ის სტატუსის მქონე 276 (რაც 70-ით მეტია, ვიდრე 2002 წელს არსებული) და Mიცროსოფტ Bუსინესს შოლუტონს-ის 95 სერტიფიცირებული პარტნიორი კომპანია არსებობდა (მათ შორის 50-მა ეს სტატუსი გასულ წელს მიიღო). დღეისათვის რუსეთსა და დსთ-ში Microsoft Business Solutons-ის 54 სასწავლო ცენტრი და 16 ტრეინინგ-ცენტრი მოქმედებს.
2003 წელს რუსეთის ტერიტორიაზე Microsoft-ი ინფორმაციული სისტემების დაცვის ხანგრძლივი სტრატეგიის განხორციელებას შეუდგა (Trustworthy Computing). ამ ინიციატივის ფარგლებში 30-მდე საინფორმაციო მასალა იყო მომზადებული (სტატიებიდან წიგნებამდე), გამოიცა სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენი სახელმწიფო მოხელეებისათვის (მისი ტირაჟი 3 ათას ეგზემპლიარს აღემატება), შემუშავებულია (პარტნიორებთან ერთად) ინფორმაციული სისტემების დაცვის სამი სასწავლო კურსი. გარდა ამისა, რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელშიცGovernment Security Programme-ის პროგრამის ჩარჩოებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის Microsoft Windows-ის საწყისი კოდის გამოყენების საშუალებას ითვალისწინებს.
რუსეთსა და დსთ-ში არსებული Microsoft-ის წარმომადგენლობების მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კომპანიის პროგრამული პროდუქტების ლოკალიზაცია (დახმარების სისტემების და მენიუს ინტერფეისის ლოკალურ ენაზე თარგმნა) და დსთ-ის ტერიტორიაზე მათი დანერგვა გახდა. Microsoft-ის მიერ მოსკოვის წარმომადგენლობის მონაწილეობით გამოშვებული პირველი რუსიფიცირებული პროდუქტი ოპერაციული სისტემა Windows 3.1 გახდა. მას შემდეგ სხვადასხვა ვერსიის 100 პროდუქტზე მეტი იყო ლოკალიზებული; უზრუნველყოფილი იყო სხვადასხვა ეროვნული ენების მხარდაჭერა (მათ შორის ქართულის, სომხურის, აზერბაიჯანულის, ყაზახურის და უზბეკურის). 2002 წელს გამოვიდა Microsoft-ის პირველი საოფისე პროგრამები უკრაინულ ენაზე. 2002 წელს Microsoft-ის პირველი სერტიფიცირებული პარტნიორები გაჩნდა სომხეთსა და საქართველოშიც.
იანვრის ბოლოს დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა დამსწრე საზოგადოებას კორპორაციის სამომავლო გეგმები გაუმხილა. იგი ცდილობდა ბრიტანელი პროგრამისტები კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე დაეთანხმებინა მიუხედავად იმისა, რომ Lონგჰორნ-ი – შემდეგი თაობის ოპერაციული სისტემა – დღის სინათლეს მხოლოდ ორი-სამი წლის შემდეგ იხილავს. ოპერაციული სისტემა Longhorn-ი, რომელმაც Windows-ი უნდა შეცვალოს, კომერციული გამოსვლისთვის ჯერ კიდევ სულ მცირე ორი წელი არ იქნება მზად. კვლევითი კომპანია Directions-ის ანალიტიკოსების აზრით, ასეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე ახალი ოპერაციული სისტემის, მათ შორის Windows-ის ძირითადი რელიზების არარსებობა უარყოფითად იმოქმედებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. პროგრამული პროდუქტების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება, ვინაიდან კომპანიისათვის ყველაზე დიდი მოგება სწორედ Windows-ს დაOffice-ს მოაქვს.
Longhorn-ის ბაზარზე გამოშვება 2005 წლის ბოლოს ან 2006 წლის დასაწყისისთვის იგეგმება, ნახევარ წელიწადში კი ოპერაციული სისტემის სერვერებისათვის განკუთვნილი ვერსიის გაყიდვა დაიწყება. Longhorn-ის პაკეტში შევა ასევე ახალი გრაფიკული სისტემა Avalon-ი, შეტყობინებების პროტოკოლი Indigo და სისტემა WinFS-ი, რომელიც SQL Server და Windows SharePoint Services -ში გამოყენებული ტექნოლოგიების მეშვეობით NTFS-ის ფაილური სისტემის შესაძლებლობებს გააფართოვებს. Oფფიცე-ის ახალი ვერსია 2006 წელზე ადრე არ გამოვა და ასევე გამოიყენებს Avalon-ის ინტერფეისს და ფაილურ სისტემას WinFS.
Microsoft-ის ასეთი მარკეტინგული პოლიტიკა საკმაოდ სარისკოა, თუმცა კორპორაცია სიახლეების “ტალღებით” გამოშვების სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს. ასე მაგალითად, SQL Server-ის ახალი ვერსია საიდუმლო სახელითYukon-ი გაყიდვაში უკვე 2004 წლის ბოლოს გამოვა, თუმცა მისი გამოშვება პირდაპირაა დამოკიდებული ისეთი პროგრამული პროდუქტის მზადყოფნაზე, როგორიცაა Net Framework 2.0, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულიაWhidbey-სთან, ეს უკანასკნელი კი Visual Studio-ს შემდეგ თაობას წარმოადგენს. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ Microsoft-ის ყოველი ახალი პროდუქტის შემადგენლობაში, რომელიც სერვერებთან იმუშავებს,Seva Yukon-ი, ეს ოპერაციულ სისტემა Longhorn-საც შეეხება.
ანალიტიკოსები წუხილს მარტო იმ შესვენების გამო არ გამოთქვამენ, რომელიც ახალი პროგრამული პროდუქტების გამოშვებაში ცხადდება. ექსპერტები კორპორაციის კლიენტებთან ურთიერთობის სისტემის გამოც ღელავენ. მაგალითად, ოფიციალურად Yუკონ-ი გაყიდვაში უკვე 2003 წელს უნდა გამოსულიყო, ამგვარად, კლიენტებმა, რომლებმაც 2001 წელს Microsoft-თან ორწლიანი ლიცენზიური ხელშეკრულებები დადეს, იზარალეს და საკუთარ უფლებებში შეზღუდულები აღმოჩნდნენ.