ინოვაციების დინამიკა საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია
ნინო ჯაფარიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის IVკურსის სტუდენტი
biee3489@gmail.com

ანოტაცია

ინოვაციას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქვეყნების ეკონომიკურ კეთილდღეობაში. ის ხელს უწყობს მაღალ კონკურენტუნარიანობას, რაც ეხმარება ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას. სტატისტიკურად, იქ სადაც განვითარებულია ინოვაცია, შესაბამისად მაღალია საზოგადოების ცხოვრების დონე. ეს კი განვითარებული ეკონომიკის ერთ-ერთი ფაქტორია. სტატიაში განხილულია რა ვითარებაა ინოვაციების კუთხით საქართველოში. თავდაპირველად ვისაუბრებ ზოგადად ინოვაციის გლობალურ ინდექსზე, შემდეგ კი კერძოდ საქართველოს მაჩვენებლებზე, ტექნოპარკებზე, ინოვაციის ცენტრებზე და როგორ ხდება ინოვაციების დაფინანსება, მხარდაჭერა და როგორია ინოვაციების დინამიკა ბოლო წლების მანძილზე. შედარებით დეტალურად იქნება განხილული საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ფუნქცია და პრიორიტეტები.

Annotation

Innovation plays an important role in the economic well-being of countries. It promotes high competitiveness, which helps to develop business and economy. Statistically, where innovation is developed, the standard of living of the community is high. This is one of the factors of a developed economy. The article discusses the situation with innovation in Georgia.
First I will talk about the Global Innovation Index in general, and then in particular about Georgia, indicators, technoparks, innovation centers and how innovations are financed, supported and what is the dynamics of innovations in recent years. The function and priorities of the Georgian Innovation and Technology Agency will be discussed in details.

ინოვაციის გლობალური ინდექსის არსი და მნიშვნელობა

 ინოვაციის გლობალური ინდექსი თავის თავში აერთიანებს ინოვაციის სხვადასხვა მხარეებს. ის 80 ინდიკატორისგან შედგება და ეს ინდიკატორები იყოფა 7 ჯგუფად. ეს ჯგუფები შემდეგია:

– ინსტიტუტები (პოლიტიკური გარემო, მარეგულირებელი გარემო, ბიზნეს გარემო);

 – ადამიანური კაპიტალი და კვლევები (განათლება, კვლევა და განვითარება);

  – ინფრასტრუქტურა (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ზოგადი ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგრადობა);

  – ბიზნეს გარემო (კრედიტები, ინვესტიციები, ვაჭრობა, კონკურენცია და ბაზრის მასშტაბი);

  – ბიზნესის განვითარების დონე (დასაქმებულთა ცოდნის დონე, ინოვაციისათვის საჭირო კავშირების არსებობა, ცოდნის მიღების შესაძლებლობა);

  – ცოდნა და ტექნოლოგიები (ცოდნის შექმნა, ცოდნის გავლენა ინოვაციების შექმნის პროცესში, ცოდნის გავრცელება);

  – შემოქმედებითობა (არამატერიალური აქტივები, შემოქმედებითი პროდუქტი და მომსახურება, ელექტრონული შემოქმედებითობა). [1]

გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) ქვეყნებს აფასებს ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით. მათ რიგითობას განსაზღვრავს რეიტინგი. სიის მოწინავე ქვეყნების თანმიმდევრობა წლების მანძილზე შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებს, თუმცა კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ინოვაციების კუთხითაც იქონია მსოფლიოზე გავლენა. 2020 წლის მონაცემებით, პირველი ათეული ასე გამოიყურება:

2018 წლის მონაცემებისგან განსხვავებით, ნიდერლანდების სამეფო მეხუთე ადგილზე გადავიდა, როდესაც ის მეორე ადგილზე იყო. [2]

პანდემიის უარყოფით გავლენასთან ერთად, პოზიტიური ნიშნებიც შეინიშნება მეცნიერებაში საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით.

საქართველოს მაჩვენებლები ინოვაციის გლობალური ინდექსის კვლევაში და მისი მიმოხილვა
GII-ის (ინოვაციის გლობალური ინდექსი) მიხედვით ქვეყნების სიაში საქართველო 2020 წლის მონაცემებით 63-ე ადგილზეა. მას 100-დან 31.78 ქულა აქვს და ჩამორჩება ბრაზილიას 0.16 ქულით, და უსწრებს ბელარუსს 0.51-ით. [3]
2019 წლის კვლევაში საქართველო 50-ეულშიც კი მოხვდა, თუმცა 2020 წელს 63-ზე გადაინაცვლა.

დიაგრამა1. საქართველოს GII რეიტინგი წლების მიხედვით ( 2014-2020 წლები )

წყარო: (https://idfi.ge/ge/georgia_in_the_global_innovation_index)

როგორც დიაგრამიდან ჩანს, ბოლო 6 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი რეიტინგი გვქონდა 2019 წელს. დინამიკა ხასიათდება, როგორც პროგრესით, ასევე რეგრესით (2015, 2017, 2020 წლები).

საქართველოს რეიტინგი 7 კატეგორიიდან 5-ში  გაუარესდა.

საბაზრო განვითარებია – 15-ე ადგილიდან 39-ე .

ინფრასტრუქტურა – 72-დან 81-ე ადგილზე

ბიზნესის განვითარება – 70-დან 79-ე

შემოქმედებითობის კატეგორია – 58-დან 68-ე ადგილზე

ინფრასტრუქტურის კატეგორია – 72-ე ადგილიდან 81-ეზე. [4]

თუ შევადარებთ საქართველოს მდგომარეობას პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, იგი უსწრებს სამხრეთ მეზობლებს. საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე აზერბაიჯანში, თუმცა ჩამორჩება ესტონეთს, უკრაინას და ა.შ. მათი განაწილება რეიტინგში მოცემულია ცხრილი2.-ში. [3]

ინოვაციების განვითარებისა და მაჩვენებლების ცლილებით 2020 წელი საქართველოს დინამიური აღმოჩნდა. მიუხედავად 2019 წლიდან რეგრესისა, საერთო ჯამში დადებითი იყო ზოგადი სახე. აღსანიშნავია პროგრესის ტემპის შენელება. აღნიშნულ პრობლემებზე საუბრისას, რა თქმა უნდა, ერთადერთ მიზეზად პანდემიას ვერ დავასახელებთ. დინამიკის ამგვარ სტრუქტურას უფრო კომპლექსური სახე აქვს და რთულია ერთი მიმართულებით განხილვა. განსაკუთრებით მეტ ყურადღებასა და მხარდაჭერას საჭიროებს ინფრასტრუქტურისა და განათლების სფერო.

ინოვაციების დაფინანსება

ინოვაციების მხარდაჭერა ხდება საგრანტო კონკურსების საშუალებით. დაფინანსება შესაძლოა იყოს 2 ტიპის:

1.სტარტაპების თანადაფინანსების  გრანტი

2.ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი

რაც შეეხება სტარტაპ გრანტებს, ისინი ხელს უწყობენ კერძო, მცირე და ინოვაციურ საწარმოებს. ყველა პროექტი, რომელიც ემსახურება ინოვაციური პროდუქტის შემუშავებას ან დანერგვას, ფინანსდება.

 ამ კომპონენტის ფარლებში, ერთწლიანი პროექტის განხორციელებისათვის გაიცემა მაქსიმუმ 100’000 ლარის ოდენობის გრანტი. [5]

ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები გულისხმობს პროდუქტის, ტექნოლოგიური ან  ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას იმ საწარმოებისათვის, რომლებიც საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე მინიმუმ 2 წლით ადრე იყვნენ რეგისტრირებულნი. [5]

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით მსურველი აკეთებს განცხადებას, რომლის მაქსიმალური სრულყოფისთვის მათ გაეწევათ სპეციალური დახმარება. ასე, რომ კარგი, ხარისხიანი და კრეატიული იდეები საქართველოში დაუფასებელი ასე თუ ისე არ რჩება. ამაში იგულისხმება სრული კომფორტი, რომელიც მონაწილეებს აძლევს საშუალებას მარტივად და ხარისხიანად ჩაერთონ კონკურსში და დატესტონ თავიანთი ინოვაციური გეგმის ადეკვატურობა, ხარისხი და პოტენციალი. გლობალური პოტენციალის მქონე იდეები შეუმჩნეველი არ რჩება, რადგან სახელმწიფოსთვის სიახლეების დანერგვის სწრაფი ტემპი განვითარების ერთ-ერთი გარანტია.

ტექნოპარკები და ინოვაციური ცენტრები

ტექნოპარკები და ინოვაციური ცენტრების ფუნქციაა განავითაროს საქართველოში ტექნოლოგიების და ინოვაციების სფერო. რა არის ზოგადად ტექნოპარკი? ეს არის სივრცე, სადაც მოთავსებულია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო რესურსები. ამ სივრცის მიზანია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოში. ასეთი პარკები ეხმარება ისეთი ბიზნების არსებობასა და ფუნქციონირებას, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. ის იქნება კონკურენტუნარიანი როგორც ვიწრო, ასევე ფართო, მსოფლიო ასპარეზზეც.

ტექნოპარკი ერთგვარი კომბინაციაა ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული რესურსისა, რომელსაც აქვს უნარი იქცეს განვითარების ერთგვარ ეპიცენტრად, რადგან მუდმივად განახლებადი ხასიათი აქვს.

ტექნოპარკებში შევხვდებით ინკუბატორებს, ლაბორატორიებს, რეკრეაციულ სივრცეებს.

რაც შეეხება, ინოვაციურ ცენტრებს, ისინი წარმოადგენენ ტექნოპარკებს შედარებით მცირე მასშტაბით. ის მომხმარებელს ლოკალურად სთავაზობს იმავე სერვისებს, რასაც ტექნოპარკები. [6]

სანამ იდეა ჩამოყალიბდება სტარტაპად, საუკეთესო შუა პერიოდია ტექნოპარკი. აქ, ასე ვთქვათ, კარგი გარემოა სხვადასხვა იდეის ხორცშესხმისთვის, რადგან შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილნი არიან დამწყები ინოვატორები საერთაშორისო გამოცდილებით.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზნები

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს როლია, რომ შექმნას და მოამზადოს ნიადაგი, რომელიც საჭიროა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის. ამ სააგენტოზე დეტალური ინფორმაცია, რომელიც ეხება მიზნებს, მიმდინარე თუ განხორციელებულ პროგრამებს, მოცემულია მათ საიტზე gita.gov.ge -ზე.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ასევე ზრუნავს ცოდნისა და ინოვაციების კომერციალიზაციაზე, მათი გამოყენების სტიმულირებაზე ყველა დარგში. გარდა ამისა ის ემსახურება მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდის მიზანს, ასევე ავითარებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით საქართველოში ინტერნეტის გამოყენების დინამიკა ყოველწლიურად იზრდება. 2019 წლის თებერვლის თვეში 800,504 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული ინტერნეტ აბონენტად. 2017 წლის თებერვალში იმავე მონაცემით რეგისტირებული იყო – 632,241 აბონენტი. რეგიონების მიხედვით, ინტერნეტს ყველაზე მეტი მომხმარებელი თბილისში ჰყავს. [10]

და ბოლოს, ინოვაციების სააგენტო დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა უფასო მომსახურებას სთავაზობს. სააგენტო ასევე მოიცავს სამრეწველო ინოვაციების უნივერსალურ ლაბორატორიას FABLAB-ს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებსა და სარეკრეაციო ზონას. [7]

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრიორიტეტები

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მთავარი პრიორიტეტებია:

1.ინოვაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფორმირება

2. კომერციალიზაცია

3.დაფინანსებასთან წვდომა

4.საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა

5.კონკურენტუნარიანობის ამაღლება [8]

ინფრასტრუქტურის ფორმირება გულისხმობს უზრუნველყოფას ტექნოპარკებით, ინოვაციური ცენტრებითა და ლაბორატორიებით, ასევე სხვა დაწესებულებებით, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ფუნქციას ემსახურება. უნდა მოხდეს ტექნოლოგიური კომერციალიზაცია და იყოს გრანტებთან, ინოვაციების ვაუჩერებთან წვდომა.

ინოვაციები და საქართველოს  სოფლის მეურნეობის  წარმატება

2020 წლის თებერვალში  USAID-ის (აშშ‑ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) სოფლის მეურნეობის პროგრამამ ახალი ინოვაციური საგრანტო პროგრამა გამოაცხადა, რომელიც მხარს უჭერს ადგილობრივი სურსათის მწარმოებლებს, გადამამუშავებლებს და დისტრიბუტორებს.  ეს ყოველივე ეკონომიკური პროგრესის ახალი შესაძლებლობაა.

ახალი ინოვაციების საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი იდეების გამოვლენას, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის საქართველოს სოფლის მეურნეობას. ინოვაციური იდეების წახალისების მიზნით, განმცხადებლები იდეებში შეზღუდულები არ არიან. [9]

დასკვნა

საქართველოს ინოვაციური განვითარების დინამიკა ცალსახა არ არის. ის ხასიათდება ზრდის ტემპის სიჩქარის ცვლილებით, ასევე დიფერენცირებულია სხვადასხვა სფეროების მიხედვით. ყველაზე კრიტიკულია მდგომარეობა განათლებისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. უდაოა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო გულრგილი არ არის ინოვაციური იდეების ხელშეწყობის მიმართ და ყველანაირად ცდილობს შექმნას კომფორტული გარემო, სადაც ამ მხრივ განვითარების პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება. მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ინოვაციური ცენტრების, ტექნოპარკების შექმნას, საკანონმდებლო სრულყოფას და ინფორმაციული სიმეტრიულობის შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფას.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. https://idfi.ge/ge/global_innovation_index_2018_georgia
2. https://www.wipo.int/pressroom/en/articles/2020/article_0017.html
3. https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_gii_2020-intro4.pdf
4. https://idfi.ge/ge/georgia_in_the_global_innovation_index
5. https://gita.gov.ge/geo/static/133
6. https://gita.gov.ge/geo/static/45/teknoparki-tbilisi
7. http://www.economy.ge/?page=services&s=74
8. https://idfi.ge/public/upload/IDFI/2020/Qashibadze1.pdf
9.https://www.usaid.gov/ka/georgia/news-information/news/georgian-agriculture-innovation-will-drive-success
10. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გულნაზი ერქომაიშვილი სალექციო კურსი საგანში: ინოვაციური სამეწარმეო პოლიტიკა: თეორია და პრაქტიკა