გადაწყვეტილებები საბაზრო ძალაუფლების მქონე ბაზრებზე: ოლიგოპოლია

ავტორის სტილი დაცულია
მარიამ ტალახაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
mariamii.talakhadze@gmail.com

ანოტაცია

მოცემულ ნაშრომში საუბარია ბაზარის არსსა და  მნიშვნელობაზე, სახეებზე, ნიშნებზე, საბაზრო სტრუქტურასა და მის კლასიფიკაციაზე. სტატიაში დაწვრილებით განვიხილავ ოლიგოპოლიას და მასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.  ოლიგოპოლიის არსის ნათლად დასახანად გამოყენებული მაქვს საქართველოს ბაზარი, კონკრეტულად კი ტელესაკომუნიკაციო და  ფარმაცევტული ბაზარი.  ფარმაცევტული ბაზრის განხილვა ეყრდნობა ბოლო ჩატარებულ კვლევას და განასახიერებს სუსტ ოლიგოპოლიას. ტელესაკომუნიკაციო ბაზრის განხილვა კი ეყრდნობა წმინდა სტატისტიკურ მონაცემებს.

Annotation

This paper discusses the essence and significance of the market, types, signs, market structure and its classification. In the article I will discuss oligopoly and its related features in detail. I have used the Georgian market, specifically the telecommunication and pharmaceutical market, to clearly show the essence of oligopoly. The discussion of the pharmaceutical market is based on recent research and represents a weak oligopoly. The discussion of the telecommunications market is based on pure statistical data.

ბაზარი – არსი, სახეები და ნიშნები

ბაზარი არის საქონლის არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა ერთობლიობა.

ეკონომიკური თეორია ბაზარს განსაზღვრავს, როგორც საზოგადოებრივი წარმოების ორგანიზაციის ფორმას, რომელიც ფასების მექანიზმის საშუალებით უზრუნველყოფს წარმოებისა და მომსახურების ურთიერთობას.  ბაზრის წარმოშობა უშუალოდ დაკავშირებულია ცივილიზაციის დასაწყისში, შრომის საზოგადოების დანაწილების პერიოდში, როდესაც მოხდა:

•           მიწათმოქმედების გამოყოფა მეცხოველეობისგან

•           ხელოსნობის გამოყოფა მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობისგან

•           წარმოების ინდუსტრიალიზაცია.

მოხდა რა დაყოფა მეცხოველეობის, ხელოსნობის და მრეწველობისა(ინდუსტრიის), წარმოიშვა სხვადასხვა პროდუქცია, რის შემდეგაც აუცილებელი გახდა ამ პროდუქციის ურთიერთგაცვლის საჭიროება. სწორედ ასე წარმოიშვა ვაჭრობა და ბაზარი, სადაც ეს პროცესები მიმდინარეობს. კაპიტალიზმის განვითარების ეპოქაში, როდესაც წარმოებამ, მიმოქცევამ და ვაჭრობამ უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია, მოხდა თანამედროვე გაგებით ბაზრის ჩამოყალიბება.

    ბაზარს უნდა ახასიათებდეს 5 ძირითადი ნიშანი:
1) თავისუფალი შესვლა და თავისუფალი გასვლა;
2) ფასების თავისუფალი თამაში;
3) ბაზარზე მატერიალური, ფინანსური და ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება ნაკლებად მომგებიანიდან უფრო მომგებიან სივრცეში;
4) ბაზარმა უნდა უზრუნველყოს პრაქტიკულად თანაბარი შესაძლებლობა;
5) თავისუფალ ბაზარზე გამორიცხულია რაიმე პრივილეგია გამყიდველთა რომელიმე ჯგუფისათვის, მით უფრო, ცალკეული გამყიდველისათვის.

     ბაზრის მრავალი სახე არსებობს. ესენია:

•           საქონლის ბაზარი

•           საფინანსო ბაზარი

•           სამუშაო ძალის ბაზარი

•           ლოკალური ბაზარი

•           რეგიონალური ბაზარი

•           საერთაშორისო ბაზარი

•           მსოფლიო ბაზარი

განასხვავებენ ასევე მომწოდებლის ბაზარს და მომხმარებლის ბაზარს.

ახლა კი განვიხილოთ საბაზრო სტრუქტურის კლასიფიცირების თითოეული ფორმა:

წმინდა (სრუყოფილი) კონკურენცია – ეს არის ბაზრის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფირმები დიდი რაოდენობის ანალოგიურ პროდუქციას აწარმოებენ, მაგრამ თვით ფირმების მოცულობა (სიმდიდრე) საშუალებას არ აძლევს რომელიმე მათგანს, ზეგავლენა მოახდინოს საბაზრო ფასზე.

წმინდა (აბსოლუტური) მონოპოლია – ბაზარი ითვლება აბსოლუტურად, თუ მასში ფუნქციონირებს პროდუქციის ერთი მწარმოებელი. ამასთან, ამ პროდუქტს არ მოეპოვება შემცვლელი სხვა დარგებში.

მონოპოლისტური კონკურენცია –  ეს საბაზრო სტრუქტურა გარკვეულწილად ჰგავს სრულყოფილ კონკურენციას, ძირითადად იმ განსხვავებთ, რომ დარგში იწარმოება მსგავსი და არა იდენტური პროდუქტი.

მონოპოლია – სიტუაცია ბაზარზე, როდესაც იქ არის მხოლოდ ერთი გამყიდველი. გამყიდველის მონოპოლური მდგომარეობა იწვევს ფასების შექმნას და ცვლილებას.

დისკრიმიაციული მონოპოლია- იგულისხმება ისეთი პრაქტიკა, როდესაც სხვადასხვა მყიდველისთვის კომპანია აწესებს სხვადასხვა ფასს.

ორმხრივი მონოპოლია — არის მყიდველი, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს და არის ერთ-ერთი გამყიდველი მონოპოლისტი. გვხვდება შრომის ბაზარზე, სადაც არის ორი მონოპოლიური ძალა-პროფკავშირები და მეწარმეთა ორგანიზაციები.

დუოპოლია – საბაზრო სტრუქტურა, რომელშიც მოქმედებს მხოლოდ ორი ფირმა. ორგოპოლიის კერძო შემთხვევა.

ოლიგოპოლია – მსხვილი ფირმების მცირე რაოდენობა აწარმოებს მთელი დარგის პროდუქციის ძირითად ნაწილს.      [1]      

ჩვენს სტატიაში დაწვრილებით განვიხილავთ ოლიგოპოლიას და მასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

ოლიგოპოლია

ოლიგოპოლია არის საბაზრო სტრუქტურა, რომელზეც მოქმედებს ფირმათა მცირე რაოდენობა და არც ერთ მათგანს არ აქვთ გამორჩეული ძალაუფლება სხვასთან შედარებით. მონოპოლიური კონკურენტებისგან განსხვავებით ოლიგოპოლია უფრო მეტ მიმართულებას ყიდის. განასხვავებენ მჭიდრო და სუსტ ოლიგოპოლიას. მჭიდრო ოლიგოპოლიისათვის დამახასიათებელია ფარული შეთანხმება, რაც სუსტი ოლიგოპოლიის შემთხვევაში ნაკლებად მოსალოდნელია. საერთო ჯამში ოლიგოპოლისტებისათვის დამახასიათებელია მცირერიცხოვნობა და ურთიერთშეთანხმებულობა. საბაზრო სტრუქტურის აღნიშნული ტიპი წარმოიშობა დუოპოლიისაგან და შეიძლება არსებობდეს თავისუფალ ოლიგოპოლიამდე 8-10 ფირმით. ფირმათა მცირერიცხოვნობა საშუალებას აძლევს თითოეულს განსაზღვროს კონკურენტი ფირმის რეაქცია. ანუ თითოეული ფირმის მოთხოვნა, ისევე როგორც მისი მოქმედების სტრატეგია დამოკიდებულია კონკურენტების რეაქციაზე, სწორედ ამიტომ წარმოიქმნება მრავალფეროვანი კონკურენტული ურთიერთობები.

იმის გამო რომ ოლიგოპოლიურ ბაზარზე გამყიდველთა უფრო მცირე ჯგუფი მოქმედებს, ოლიგოპოლიის ძირითადი თვისებაა წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ფირმების თანამშრომლობასა და თითოეული ფირმის ეგოისტურ ინტერესებს შორის. ოლიგოპოლისტების ჯგუფის ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესია მაშინ, როდესაც ეს ფირმები თანამშრომლობენ და მოქმედებენ მონოპოლისტის მსგავსად – აწარმოებენ პროდუქციის მცირე რაოდენობას და აწესებენ ფასს, რომელიც ზღვრულ დანახარჯზე მეტია. მაგრამ ვინაიდან თითოეული ოლიგოპოლისტი საკუთარ მოგებაზე ზრუნავს არსებობს საკმაოდ ძლიერი სტიმულები , რომლებიც ფირმებს ხელს უშლის მონოპოლიური შედეგის შენარჩუნებაში.

მენეჯერულ ეკონომიკაში განასხვავებენ რამდენიმე ტიპის ოლიგოპოლიას, მაგრამ ბაზარზე უმეტესად გვხვდება:

  1. არაკოორდინირებული ოლიგოპოლია, რომლის დროსაც ფირმები არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს და ცდილობენ წონასწორული წერტილის პოვნას.
  2. კარტელი, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან მონოპოლისტურ წონასწორობაზე. იდეალური კარტელი ფასსა და მოცულობას ადგენს ისეთი სახით, როგორც მონოპოლია.
  3. ბაზრის კარტელის მსგავსი სტრუქტურა იგივე ,, თამაში წესებით“ , რომლის დროსაც ფირმათა ქცევა კონკურენტისათვის გასაიდუმლოებული არ არის, რითაც ისინი იღებენ ოლიგოპოლისტურ მოგებას. [1]    

არაკოორდინირებული ოლიგოპოლია

კურნოს მოდელის მიხედვით, კონკურენტის გამოშვების მოცულობის ცვლილება , იწვევს ფირმის ახალი მოთხოვნის მრუდის ფორმირებას. გარკვეული სახის კოორდინაციის არქონის შემთხვევაში, კონკურენტებთან მიმართებით, ოლიგოპოლისტის ქცევა გაურკვეველია. ასეთ შემთხვევაში ანალიზის საშუალებას იძლევა 1939 წელს რ. ხიტჩემის, კ.ხოლომისა და პ.სუიზის მიერ ერთმანეთისაგან  დამოუკიდებლად შემუშავებული მოთხოვნის ტეხილი მრუდი არაკოორდინირებული ოლიგოპოლიის პირობებში.

არაკოორდინირებული ოლიგოპოლიის შემთხვევაში ფასების შემცირება იწვევს ტეხილი მოთხოვნის მრუდის წარმოქმნას. კონკურენტის აქტიურ რეაქციამდე იგი მოძრაობს ერთი მიმართულებით, ხოლო შემდეგ – მეორე.

მოთხოვნის ტეხილი მრუდის განხილვიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ არაკოორდინირებული ოლიგოპოლიური ბაზრისატვის დამახასიათებელია მოუქნელი ფასები. როგორც ცნობილია, საბაზრო ეკონომიკის უპირატესობის ლოგიკა ეფუძნება ბაზრის საფასო მექანიზმის თვითრეგულირებას. საქმე იმაშია, რომ კოორდინაცია რეალურად არ გულისხმობს მხოლოდ მოლაპარაკებას, მთავარია ურთიერთგაგება.

კარტელური შეთანხმების პრინციპი

ოლიგოპოლიური ბაზრის მცირერიცხოვნობა უბიძგებს თითოეულ წევრს მოლაპარაკებებისაკენ, რომლის მთავარი მიზანია მოგების მაქსიმიზაციისათვის შეთნხმებული ფასებისა და გამოშვების მოცულობის დადგენა. დადგენილი გაყიდვის მოცულობა შემდეგ იყოფა კარტელის წევრებს შორის ქვოტების მიხედვით.

ფირმებს შორის მოლაპარაკებების შედეგად კარტელის წევრები თანხმდებიან:

  1. ერთიან ფასზე
  2. გამოშვების წილის ზომაზე ან ბაზრის დაყოფაზე
  3. ერთნაირ პოლიტიკაზე რესურსების მომწოდებლების, უმეტესად პროფკავშირების მიმართ.

ცნობილია რომ როგორცვე ოლიგოპოლისტური ფირმები გაერთიანდებიან კარტელში, ისინი იქცევიან მონოპოლისტების მსგავსად. ფასისა და გამოშვების ოპტიმიზაციის საფუძველზე კარტელის წევრი ფირმები ღებულობენ მოგებას.

კარტელის წევრობის უპირატესობებია:

  1. ფასის მომატება სარეალიზაციო საქონელზე
  2. მომხმარებელთა დეზინფორმაცია
  3. ერთობლივი ბრძოლა აუდსაიდერთა წინააღმდეგ
  4. კარტელის ინტერესების ლობირება სახელმწიფო მართვის ორგანოებში
  5. მონოპოლიური მმართველობის გზით ბაზრის გარკვეული სეგმენტის შენარჩუნება

ბაზრის კარტელისმაგვარი სტრუქტურა

ოლიგოპოლიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ბაზრის კარტელისმაგვარი სტრუქტურა ანუ ,, თამაში წესებით“. იგი წარმოადგენს გარკვეულ კომპრომისს არაკოორდინირებულ ოლიგოპოლიასა და პირდაპირ მოლაპარაკებებს შორის. ფირმები არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს მაგრამ ემორჩილებიან გარკვეულ დაუწერელ კანონებს. ასეთი პოლიტიკა ერთის მხრივ იურიდიული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების საშუალებას იძლევა, ხოლო მეორე მხრივ – ამცირებს კონკურენტების რეაქციის გაუთვალისწინებელ რისკს. ,, წესებით თამაში“ ოლიგოპოლისტური წონასწორობის მიღწევის საშუალებას იძლევა.

ოლიგოპოლიური ქცევის კოორდინაცია მოიცავს:

  1. ფასებში ლიდერობას
  2. ფასწარმოქმნის ერთიან მეთოდიკას
  3. ფოკალურ წერტილებს

ფასებში ლიდერობის დროს ფასებში ყველაზე დიდ ცვლილებას  თავდაპირველად ახდენს ერთი ფირმა, შემდეგ მას იმეორებენ დანარჩენები. დროითი წყვეტა ლიდერის მიერ დადგენილ ფასსა და შემდეგ ქმედებას შორის იწვევს უთანხმოების მშვიდობიან გადაწყვეტას. ძლიერი საფასო ომის დროს კი მოსალოდნელია შემდეგი ორი ვარიანტის განვითარება:

  1. ფირმები ფასის მიმღებნი არიან. საფასო ლიდერი ფაქტობრივად ამშემთხვევაში ფასის განმსაზღვრელია მთელი დარგისთვის. გამოცდილი ლიდერი ამას ისე აკეთებს რომ ახალი ფასები აწყობდეს როგორც მას ასევე დანარჩენებსაც. თუ ეს წამატებას მოიტანს იქმნება შთაბეწდილება რომ ფასი კარტელის მიერაა დაწესებული.
  2. წარმოდგენილი ფასები კონკურენტებისათვის მომგებიანი არ არის. კონკურენტები არ მიიღებენ ლიდერის ფასს და ეს უკანასკნელი შეცვლის მას რათა თავიდან აიცილოს დარგობრივი კონფლიქტის წარმოშობა.

განასხვავებენ საფასო ლიდერობის სამ ძირითად სახეობას:

  1. ბარომეტრული ლიდერობა ანუ ლიდერობა შეთანხმების სანაცვლოდ
  2. ლიდერობა დაბალი დანახარჯების საფუძველზე
  3. დომინირებული ფირმის ლიდერობა

ბაზარზე მრავალწლიანი წინააღმდეგობა თითოეულ ოლიგოპოლისტს საშუალებას აძლევს განსაზღვროს კონკურენტის დანახარჯები და ფასი.  წარმოიქმნება ფასწარმოქმნის აგრესიულობის შეფასების კრიტერიუმი . როგორც კი რომელიმე ფირმის მოგება მკვეთრად შემცირდება, კონკურენტები ღებულობენ ამას, როგორც ,, ომის გამოცხადების“  პროცესს და მაშინვე იწყებენ საპასუხო რეაქციას. ბიზნესის ისტორიაში ცნობილია შემთხვევებიც როცა ,,თამაში წების მიხედვით“ რეგულირდებოდა მხოლოდ ერთიანი ფასების დადგენის შემდეგ.

ფოკალური წერტილები განსაზღვრავს საბაზრო პარამეტრების ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან დონეებს, როგორიცაა ფასი, შეღავათი, მიწოდების მინიმალური მოცულობა და ა.შ.  ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ნავთობის საბირჟო ვაჭრობა, რომელიც დამოუკიდებლად ხდება, მაგრამ ბოლო ათეული წლებია უკვე დამკვიდრდა შედარებით მყარი თანაფარდობა. [1] [2]                

რატომ არიან ოლიგოპოლისტები სტაბილურები?

ისმის მოცემული შეკითხვა და ნამდვილად საინტერესო შემთხვევაა როცა ამ ჯგუფთან მიმართებაშ განვიხილავთ. მოცემულ შემთხვევაში მთავარია რომ ფირმამ დაინახოს გაერთიანებისა და ურთიერთთანამშრომლობის უპირატესობები პირად ეკონომიკურ სარგებელთან შედარებით. მიუხედავად იმისა რომ წესით შეთანხმებულად თანამშრომლობენ და ამას თითოეული ფირმა აცნობიერებს, მაინც დიდია ცდუნება რომ არსებული შეთანხმების პირობები დაარღვიონ. საბოლოოდ კი  დგება პერიოდი როცა ფირმები ცდილობენ ნებისმიერი ხარხით მიიღონ მეტი მოგება, რითაც თავისთავად არღვევენ დაუწერელ შეთანხმებას.

თამაშთა თეორიის ავტორებმა ჩამოაყალიბეს სცენარები, რომლებსაც საბოლოოდ მივყავართ პატიმრების დილემასთან. პატიმრების დილემა არის ერთგვარი პარადოქსი, როდესაც ორი დამოუკიდებელი ფირმა მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, შედეგად კი  ვერც ერთი ვერ აღწევს ოპტიმალურ შედეგს. ამ შემთხვევაში თითოეულ ოლიგოპოლისტს სხვათა მოტყუების სტიმული აქვს. საკუთარ ინტერესებზე ზრუნვა საბოლოოდ ართულებს სასურველი ოლიგოპოლიური შედეგების მიღებას ანუ წარმოების დაბალი მოცულობის, მონოპოლიური მოგებისა და მაღალი ფასების მიღებას. [5]           

როდესაც ფასები და მოფება ისეა დაბალანებული რომ არც ერთი ფირმა არსებული ჯგუფიდან არ გამოიყოფა საქმე გვაქვს ნეშის წონასწორობასთან.  ეს კი მიიღწევა კონტრაქტებით, ზოგადი რეგულირების საშუალებებითა და ნებაყოფლობითი სტრატეგიული ურთიერთობებით.

საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი – სუსტი ოლიგოპოლია

პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა ითვალისწინებს მომხმარებლისათვის ეფექტიანი, ხარისხიანი და, რაც მთავარია, უსაფრთხო პროდუქციის წარმოებასა და მიწოდებას.

აუცილებელია კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP სტანდარტის შემოღება და ამ სტანდარტის სავალდებულო დანერგვა. არსებობს დადგენილება რომლის თანახმადაც 2019 წლის 1 ივლისიდან, ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების  ან დამატებითი საქმიანობისთვის ნებართვა გაიცემა მხოლოდ GMP-ის სტანდარტებისადმი შესაბამისობის და ამ შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია რომ ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მფლობელებმა GMP-ის სტანდარტით წარმოება უნდა დაიწყონ 2022 წლის 1 იანვრიდან.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი 2018 წელს დაიწყო და განსაზღვრულია ორწლიანი გეგმა, რომელიც ეხება მოცემულ მონიტორინგს. კვლევა სავარაუდოდ 2021 წელს დასრულდება და ხელთ გვექნება ზუსტი მონაცემები ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. [4] 

ჩვენთვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოში ფარმაცევტული წარმოების ნებართვა აქვს 69 დაწესებულებას. მათ წარმოებულ პროდუქციას ვხვდებით როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ხდება მედიკამენტების ექსპორტიც.

დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს ბაზარზე დაშვებულია 14 000 ფარმაცევტული პროდუქტი. საქართველოს მასშტაბით სულ 1813 საწარმო ფუნქციონირებს, რომლებიც ახდენენ ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას. საბითუმო ვაჭრობის სფეროშ ჩართულია 531 საწარმო, ხოლო საცალო ვაჭრობის სფეროშ 1282 საწარმო.

Forbes Georgia-ს რეიტინგის მიხედვით, რომელიც მომზადდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის  „Grant Thornton“- ის მხარდაჭერითა და პარტნიორობით, საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ასეულშ მოხვდნენ შემდეგი ფარმაცევტული კომპანიები:

  • შპს „ავერსი ფარმა“ – აქვს 241 აფთიაქი და კლინიკების ქსელი. დასაქმებულთა რაოდენობა – 3175.
  • შპს „პსპ ფარმა ჯგუფი“ – აქვს 202 აფღიაქი, მრავალპროფილიანი კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალსი“ და GMP-ის ფარმაცევტული საწარმო.
  • „ჯიპისი“ – აქვს თბილისში 156 და რეგიონებში 96 აფთიაქი, დასაქმებულთა რაოდენობა – 1500-ზე მეტი.
  • „გლობალფარმ ჯგუფი“     [7]      

ნახაზი 1: საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის უმსხვილესი კომპანიები (2019 წელი)

წყარო: https://forbes.ge/news/6055/reitingi-saqarTvelos-100-umsxvilesi-kompania

ოლიგოპოლია ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე

 „მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ შემოსავალები იზრდება, მსოფლიოში ამ პროფილის კომპანიების მოგების კლების ფონზე. საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 2019 წლის წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბაზარზე მოქმედი ოპერატორების შემოსავლები კიდევ უფრო მეტადაა გაზრდილი.

როგორც ცნობილია, სრული სატელეკომუნიკაციო ბაზრის 80%-ზე მეტი ორ კომპანიაზე – „მაგთიკომსა“ და „სილქნეტზეა“ გადანაწილებული და ისინი აკონტროლებენ მობილური ოპერატორების ბაზარს, ინტერნეტბაზარს და სატელევიზიო ბაზარს. მსგავს ფაქტს კი, მსოფლიოს ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ ნახავთ. გარდა ამისა, ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ მსოფლიოში, როგორც სატელეფონო, ასევე ინტერნეტბაზარზე ტარიფები მუდმივად მცირდება. კონკურენციის გარეშე დარჩენილმა „მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა“ კი, მას შემდეგ რაც ძალაუფლება ხელთ იგდეს, ტარიფების შემცირების ნაცვლად მის ზრდაზე დაიწყეს ზრუნვა.  ეს ფაქტი წლიურ ანგარიშშიც არის დაფიქსირებული და რომ არა მარეგულირებლის ჩარევა, სავარაუდოდ, მობილურ ინტერნეტზე ტარიფები 2018 წელსვე გაიზრდებოდა.

 „მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციისა და ტარიფების გაიაფების მიუხედავად, 2018 წელს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მხრიდან, სხვადასხვა სატარიფო მომსახურებაზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ფასების გაზრდის მცდელობას ჰქონდა ადგილი. თუმცა, კომისიის მყისიერი ჩარევის შედეგად, მათ მიერ დაანონსებული ცვლილებები არ განხორციელებულა. 2018 წლის დასაწყისში, კომპანია „მაგთიკომმა“ მობილური ინტერნეტის ტარიფის გაზრდა დააანონსა, თუმცა კომისიამ კომპანიის მხრიდან სუბსიდირების განზრახულობის მიზნით, კვლევა დაიწყო და „მაგთიკომს“ ტარიფის ცვლილების პროცესი შეაჩერებინა.

 აგრეთვე, სწორი სატარიფო პოლიტიკის და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური კავშირის კონსოლიდირებული ტენდერში კომპანიების მიერ გაწეული მომსახურეობების შესწავლა დაიწყო. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ „მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“ კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურეობის ფარგლებში სუბსიდირებას ეწეოდნენ. ორივე კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას“, – აღნიშნულია მარეგულირებელი კომისიის წლიურ ანგარიშში.

კომისიის ანგარიშის მიხედვით, მობილური აბონენტების რაოდენობამ 2019 წლის ბოლოს 5.38 მლნ აბონენტი შეადგინა.  2019 წლის ბოლო კვარტალში იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობამ მთლიანი აბონენტების 25% შეადგინა, რაც ჯამურად 1,3 მილიონია.

  ნახაზი 2: ბაზრის წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით 2016-2019 წლებში

წყარო: https://comcom.ge/uploads/other/5/5671.pdf

როგორც ზემოთ მოცემული ნახაზიდან ვხედავთ მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით 2019 წლისთვის შემდეგნაირად გადანაწილდა: „მაგთიკომის“ საბაზრო წილი გაიზარდა და 41% შეადგინა,  სილქნეტისა და ჯეოსელის მაჩვენებლები 2018 წელთან შედარებით შემცირდა 5%-ით და 33% შეადინა, ხოლო „ვიონი საქართველო“ – 26%.

ნახაზი 3: ბაზრის წილი საცალო შემოსავლის მიხედვით 2016-2019 წლებში

წყარო: https://comcom.ge/uploads/other/5/5671.pdf

   2019 წელს, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 499 მლნ ლარი შეადგინა, 3რაც 2018 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 3,8%-ით – 18 მლნ ლარით მეტია. საცალო შემოსავლების თვალსაზრისით, „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 46%, „სილქნეტი/ჯეოსელის“ – 36%, ვიონი საქართველოს – 18% -ია.

 2018 წლის წლიურ ანგარიშში კარგად ჩანს, რომ 2011 წელს კომპანიების შემოსავლები მკვეთრად შემცირდა, ეს ყველაფერი კი „ბილაინის“ პოზიციების გამყარებასთან და ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, მას შემდეგ რაც „მაგთიკომმა“ „კავკასუს ონლაინის“ საცალო ქსელი იყიდა, ხოლო „სილქნეტმა“ „ჯეოსელი“ შეიძინა და ბაზარზე ოლიგოპოლიური სიტუაცია შეიქმნა, კომპანიების შემოსავლებიც განუხრელად იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავალი მთლიანი ოდენობის 70%-ს შეადგენს, მაშინ, როცა ამ ტიპის აბონენტების რაოდენობა მთლიანი ბაზრის 95%-ია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იურიდიული პირი აბონენტების მომსახურების საფასური მნიშვნელოვნად აღემატება ფიზიკური პირი აბონენტების მიერ გადახდილ სააბონენტო გადასახადს.

 ციფრები ნამდვილად შთამბეჭდავია და კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ აღნიშნული კომპანიები საბაზრო ძალაუფლების ხარჯზე ცდილობენ მომხმარებლებისგან მაქსიმალურად მაღალი შემოსავლები მიიღონ და ბაზარზე ტარიფების შემცირებას კიდევ დიდხანს არ უნდა ველოდოთ. [3]          

დასკვნა

ამგვარად განვიხილეთ ბაზარი, მისი არსი და ისტორიული საწყისები. ჩამოვაყალიბეთ ის ხუთი ძირითადი ნიშანი რომელიც უნდა ახასიათებდეს ბაზარს, შევეხეთ საბაზრო სტრუქტურის კლასიფიცირების თითოეულ ფორმას და განსაკუთრებულად გამოვყავით ოლიგოპოლია. ნაშრომი სწორედ ოლიგოპოლიაზე კონცენტრირდება და დაწვრილებით გაგვაცნობს მის ტიპებს, აფასებს და ადგენს მათ თავისებურებებს.

ასევე ვუპასუხეთ შეკითხვას თუ რატომ არიან ოლიგოპოლისტები სტაბილურები და რა დადებითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მან. ხოლო იმისათვის რომ უკეთ დაგვენახა ოლიგოპოლიური სტრუქტურის თავისებურებები ვრცლად გავაანალიზეთ თავად საქართველოს მაგალითები. ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა ორი ოლიგოპოლიის შემთხვევა: ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული შემთხვევა და ტელესაკომუნიკაციო ოლიგოპოლია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მენეჯერული ეკონომიკა: ლექციების კურსი / ე.ხარაიშვილი, მ.ჩავლეიშვილი, ნ.დამენია, ც.მიქატაძე.
  2. https://www.investopedia.com/terms/o/oligopoly.asp
  3. https://www.bpn.ge/article/61623-oligopolia-satelekomunikacio-bazarze-magtikomis-da-silknetis-shemosavalma-674-milioni-sheadgina/
  4. https://1tv.ge/news/irakli-leqvinadze-ackhadebs-rom-farmacevtuli-bazris-kvleva-mimdinare-wels-dasruldeba/
  5. https://www.investopedia.com/terms/p/prisoners-dilemma.asp
  6. https://comcom.ge/uploads/other/5/5671.pdf
  7. https://forbes.ge/news/6055/reitingi-saqarTvelos-100-umsxvilesi-kompania