კორონა პანდემიის გავლენები ეკონომიკაზე, მოგებულები და წაგებულები

ავტორის სტილი დაცულია
ყაჭიაშვილი ანა
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესი ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
akhachiashvili@gmail.com

რეზიუმე
უკვე წელიწადზე მეტია, რაც კორონა პანდემიის თემამ, მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა გადაფარა. 2020 წლის იანვარში, როცა მთელი მსოფლიო ახალი წლის დადგომას ზეიმობდა, ვერავინ წაროიდგენდა, რომ ახალი ვირუსი მსოფლიოში თავის წესებს დაამყარებდა და გვაიძულებდა ცხოვრების ახალ სტილზე გადასვლას. ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაში, სადაც ინფორმაცია „სინათლის სიჩქარით“ ვრცელდება, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში კორონა ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, მთელ მსოფილოს ელვის სისწრაფით მოედო. ვრცელდებოდა, როგორც სწორი ისე არასწორი ინფორმაცია. დღესაც არ წყდება კამათი იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა ეს ვირუსი და რა იყო მისი ასეთი მასშტაბური გავრცელების მიზეზი. უდაოა, რომ კორონა პანდემიამ უდიდესი ზარალი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, მაგრამ საინტერესოა ვინ მოიგო და ვინ წააგო კორონა პანდემიის გამო?

 Abstract: It has been one year, since Corona virus covered all major problems in the world. In January 2020, when we were celebrating New Year, nobody could imagine that new virus would establish new rules and force to change our lifestyle. We live in the world of informational technologies, so it was very easy to hear about Corona virus first cases, which was first identified in Wuhan, China.  Information sometimes was true, but it was false very often. There are still many questions about Corona virus, we have not received any answers yet. For example, why did this virus spread so fast? What was the reason? There is no doubt, that Corona virus truly damaged world economic, but it is a very interesting, who wins and who loses because of Corona?

კორონა ვირუსი, მოგებულები და წაგებულები

კორონა ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა. კორონა ვირუსის მასშტაბური გავრცელება 2020 წლის თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო, საქართველოში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.{1} შესაბამისად პირველი დარტყმა სწორედ ჩინეთის ეკონომიკამ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მალევე მოხდა ქალაქ უხანის ჩაკეტვა და გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი, ვურუსი მაინც ვრცელდებოდა. მალე ვირუსი მთლიანად ქვეყანაში გავრცელდა. სხვა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩინეთთან რეგულარული ფრენები შეეჩერებინათ. ეროვნებით ჩინელი ადამიანები ფაქტობრივად ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან მოსახლეობა, მათ ვირუსის მატარებლებად მიიჩნევდა. გაჩერდა ჩინეთის წარმოებაც. ქვეყანაში გამოცხადდა სრული ლოქდაუნი. საფონდო ბირჟებზე ჩინური კომპანიების აქციების ფასები კატასტროფული სიჩქარით ეცემოდა. ჩინეთის მთავრობის გადაწყვეთილებით რესურსების დიდი რაოდენობით მობილიზაცია მოხდა ჯანდაცვის სექტორში. შენდებოდა ახალი საავადმყოფოები, იქმნებოდა საკარანტინე სივრცეები, დაიწყო ვირუსისგან თავდასაცავად საჭირო აღჭურვილობის დამზადება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სადეზინფექციო ხსნარებისა და პირბედეების. ჩინეთის ეკონომიკა უკუსვლას განაგრძობდა.{2}

ახლა სურათი გავაფართოვოთ. რა შედეგები მოჰყვა ასეთი მსხვილი მოთამაშის „გამოთიშვას“ მსოფლიო ეკონომიკიდან? პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ჩინეთი ნავთობ პროდუქტების მსოფლიოში ყველაზე მსხვილი იმპორტიორია, შესაბამისად შემცირებულმა მოთხოვნამ ნოვთობ პროდუქტებზე ფასების ვარდნა გამოიწვია. სწორედ აქედან დაიწყო ნავთობზე მსოფლიო ფასების შემცირება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის ეკონომიკაც 2020 წელს გაიზარდა, მაშინ როცა მსოფლიოს სხვა ძლიერი ქვეყნების ეკონომიკა დაღმავლობას განაგრძობდა. 2019 წელს არსებული ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი, 2020 წლის დასაწყისში უარყოფითი გახდა, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპმა 6.5%-ს მიაღწია (იხილე ნახ#I). მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ბოლო მონაცემების მიხედვით ჩინეთის ექსპორტი გაიზარდა იმაზე მეტად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. კორონა ვირუსით გამოწვეულმა მსოფლიო ეკონომიკის ჩამოშლამ საჭირო საწვავის მარაგი შეავსო ჩინური საქონლისთვის. ადგილოვრივი ვალუტის გამყარების გამო, ახალა ჩინური საქონელი უფრო ძვირია უცხოელი მყიდველებისათვის.{3}

ქარიშმა ვასვანი, აზიური ბიზნესის კორესპონდენტი, აღნიშნავს, რომ ჩინეთის ეკონომიკა ძალიან ადვილად  გამოცოცხლდა, მაშინ როცა დანარჩენი მსოფლიო იტანჯება მილიონობით სამუშაო ადგილების დაკარგვით და დახურული ბიზნესებით. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩინეთმა თავის დროზე წარმატებას უხცოური და ადგილობრივი კომპანიების შერწყმით მიაღწია. საფონდო ბირჟაზე მომხდარმა ცვლილებებმა, ადგილობივ ინვესტორებს საშუალება მისცა დაბალ ფასად შეესყიდათ უცხოელთა წილები ჩინეთის ტერიტორიაზე არსებულ კომპანიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს დაძაბული სავაჭრო ურთიერთობა აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მოთამაშესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, უდავოა, რომ 2021 წელს ჩინეთის წონა გაიზრდება და ის დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, უკეთეს პოზიციაზე აღმოჩნდება. ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ 2028 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ის ეკონომიკას გადაასწრებს, თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს შედეგი შეიძლება გაცილებით ადრე დადგეს.{3}

კორონა ვირუსის პანდემიის დაწყებიდან მალევე დიდი ბრიტანეთის(FTSE), აშშ-ის (Dow Jones Industrial average) და აზიის (Nikkei) საფონდო ბირჟის ინდექსები მნიშვნელოვნად დაეცა. ნოემბერში, როდესაც ცნობილი გახდა პირველი ვაქცინის შესახებ აზიის და ამერიკის საფონდო ბირჟებმა გამოცოცხლება დაიწყო, თუმცა დიდი ბრიტანეთის ინდექსზე ამას არსებითი გავლენა არ ჰქონია. 2020 წელს დიდი ბრიტანეთის საფონდო ბირჟის ინდექსი 14.3%-ით დაეცა, ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ. {4}

კორონა პანდემიის შედეგები თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო. მოსახლოების უმეტესობამ დაკარგა სამსახური, რამაც უმუშევრობის დონის გაზრდა გამოიწვია. ყველაზე დიდი დარყმა ტურიზმის და ტრანსპორტის სფერომ მიიღო. დაიხურა სასტუმროები, რესტორნები, შეწყდა ფრენები, გაჩერდა წარმოება, ბარელი ნავთობის ფასი თავის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა. ექსპერტთა მოსაზრებით ტურიზმის სექტორმა იმდენად ძლიერად დახურა კარები, რომ პანდემიამდე არსებულ სიტუაციას ამ სფეროში მხოლოდ 2025 წლისთვის მიარწევს მსოფლიო. ვინ მდიდრდებოდა მაშინ როდესაც მსოფლიო უკუსვლას განაგრძობდა? რა თქმა უნდა, ფარმაცევტული კომპანიები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მთავრობებმა მილიონობით დოლარი დახარჯეს კოვიდ19-ის ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატების შესაქმნელად. იმ ფარმაცევტული კომპანიის აქციების ფასები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ვაქცინის დამზადების პროცესში, მკვეთრად გაიზარდა. მოდერნამ, ნოვავაქსმა და ასტრაზენეკამ აჩვენეს მნიშვნელოვანი ზრდა, მაშინ როცა ფაიზერის აქციების ფასები დაეცა. გაზრდილმა კონკურენცია ამ სექტორში შეამცირა ინვესტორების ნდობა კომპანიების მიმართ, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ 2021 წელს უფრო დიდ მოგებას ვეღარ მიიღებდნენ. რამოდენიმე ფარმაცევტულმა ფირმამ უკვე დაიწყო ვაქცინის განაწილება და რიგმა ქვეყნება დაიწყეს ვაქცინაციის პროცესი. მოსალოდნელია, რომ სხვა კომპანიებიც, როგორიცაა მაგალითად ჯონსონი და ჯონსონი, შეუერთდებიან ვაქცინის დისტრიბუციის პროცესს 2021 წელს.{4}

ფარმაცევტული კომპანიების გარდა, არსებობს სხვა სფეროები, სადაც მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა, პანდეემის გავლენით. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კომპანიები, რომლებიც მიტანის სერვისს სთავაზობენს მოსახლეობას. საქართველოში ამ სფეროში ორი ძირითადი ფირმა დომინირებს. ესენია ვოლტი და გლოვო, რომელთა გაყიდვების მაჩვენებელი კორონა პანდემიის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ პანდეემის პერიოდში მოსახლეობის უმეტესობა თავს არიდებს ხალხმრავალ ადგილებს და ურჩევნია ისარგებლოს მიტანის სერვისით, იქნება ეს საკვების, მედიკამენტების, თუ სხვა აუცილებელი პოდუქტების შეძენა.

ყურადრების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ინტერნეტ და მობილურ კომუნიკაციებში ჩართული კომპანიები, რომლებმაც წარმოუდგენელი ზრდა განიცადეს პანდემიის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდეც არსებობდა ინტერნეტი და ტელეფონი, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი დღევანდელ მსოფლიოში უფრო მეტად გაიზარდა. კომპანიების უმეტესობა გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, რამაც საჭირო გახადა ისეთი ინტერნტ პლატფორმების დარერგვა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა სახლიდან გაუსვლელად მუშაობა, მოლაპარაკება, თათბირის ჩატარება და ასე შემდეგ. საკმაოდ დიდი წარმატებით განხორციელდა ონლაინ სწავლების დანერგვა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, როგორც სკოლებისთვის, ისე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის. ამ საკითხის გადაჭრაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა კომპანია ზუმი. პანდემიამდე ზუმის დღიური მომხმარებლების რაოდენობა მხოლოდ 10 მილონს შეადგენდა, 2020 წლის მარტში კი ამ რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა. ზუმის გაზრდილი პოპულარობა საფონდო ბიჟებზე უყურადრებოდ არ დარჩენილა. როდესაც ზუმმა ღია ბაზარზე პირველად გაყიდა აქციები, მისი ღირებულება მხოლოდ 15.9 მილიარდი აშშ დოლარი იყო, 2020 წლის ივლისში კი მისმა ფასმა 58 მილიარდს მიაღწია. {5}{6}

დასკვნა

ვაქცინა შექმნილია, პანდეემიის დამარცხებისაკენ შემდეგი ნაბიჯი გადადგმულია. ეს კოვიდ19-ის დასასრულის დასაწყისია, თუმცა მსოფლიო ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევის წინ დგას. როგორც ვნახეთ მსოფლიოში არ დარჩა არც ერთი სფერო, რომელსაც კორონა ვირუსი არ შეეხო. არსებობს ბიზნესები და სახელმწიფოები, რომლებიც გამარჯვებულები გამოვლენ პანდეემიდან, როგორიცაა მაგალითად ფარმაცევტული კომპანიები, ონლან მომსახურებისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მწარმოებელი ფირმები, მიტანის სერვისის კომპანიები და სხვა მრავალი, რომელთაც მოახერხეს კორონა ვირუსის ბიზნეს გარემოსთან ადაპტაცია და სიახლებიის დანერგვა. ჩინეთის ეკონომიკა უდაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება პოსტ-კოვიდრურ მსოფლიოში, მაგრამ მეორეს მხრივ კორონას ზეგავლენის შედეგად ბიზნესის გარკვეული სფეროები შეიძლება სრულიად გაქრეს მომავალში, დანარჩენებს კი ბრძოლა მოუწევთ საკუთარი პოზიციების აღსადგენად.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. კორონა ვირუსი, ვიკიპედია: https://ka.wikipedia.org/
  2.  ნიკა გილაური(2020 წ.15 მაისი)ფორბს ჯორჯია – კორონა- კაპიტალიზმი.
  3. (2021 წ. 18 იანვარი) Covid-19: China’s economy picks up, bucking global trend, BBC: https://www.bbc.com/news/business-55699971
  4. BBC News https://www.bbc.com/news/business-51706225
  5. BBC News https://www.bbc.com/news/business-52884782
  6. (2020 წ. 4 აპრილი)How did zoom popular during social distancing? https://www.cnbc.com/2020/04/03/how-zoom-rose-to-the-top-during-the-coronavirus-pandemic.html.