გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება
ავტორის სტილი დაცულია
ანი ნოზაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის IV კურსის სტუდენტი
aninozadze20@gmail.com
ანოტაცია
სტატიაში განხილულია გარემოს დაცვის გავლენა ეკონომიკაზე, მისი ეკოლოგიური და სოციალური ასპექტები, ასევე, მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები. მსოფლიოში მწვავედ დგას პრობლემა, რომელიც მოიცავს გარემო პირობების მდგრად განვითარებას, რათა ის რესურსები, რომლებიც გვაქვს იმგვარად გამოვიყენოთ, რომ მომვალ თაობას შეუნარჩუნდეს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მოცემულ ნაშრომში ასევე გამოვიკვლიე COVID 19-ის გავლენა ეკოლოგიაზე, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აუცილებელია დავინახოთ, მომავალში რა გავლენა ექნება ჩვენს ქმედებს, ამიტომ ნაშრომის ბოლო ნაწილში მოცემული მაქვს მომავლის პერსპექტივები. ბოლოს კი მოცემული მაქვს საქართველოში არსებული მდგომარება, როგორი ეკოლოგიური პრობლემები გვაქვს პანდემიის კვალდაკვალ, რომელმაც მთლიანად შეცვალა საზოგადოების ცხოვრების წესი. რამაც გარკვეული გავლენა მოახდინა ეკოსისტემაზე.
Annotation
The article discusses the impact of environmental protection on the economy and its ecological and social aspects. Green economy and goals and objectives of sustainable development. The world is facing a problem that involves the sustainable development of the environment so that we can use the resources to keep the next generation able to meet their needs. In this article I also explored the impact of COVID 19 on the environment and its positive and negative sides. It is necessary to see what impact our actions will have in the future, therefore in the last part of the article I have given the prospects for the future. Finally, I have given the current situation in Georgia, what kind of ecological problems we have in the wake of the pandemic, which has completely changed the way of life of the society and which had some impact on the ecosystem.
გარემოს დაცვა
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები საკუთარ თავს ქვეყნიერების ცენტრად მიჩნევდნენ, რომ ყველა ცოცხალი არსება და ბუნებრივი რესურსი მათ საკეთილდღეოდ არსებობდა და რესურსები მაქსიმალურად შეეძლოთ გამოეყენებინათ ,თუმცა დრომ გვაჩვენა რომ ასეთი მიდგომა მხოლოდ და მხოლოდ ზარალის მომტანია მომავალი თაობებისთვის და აუცილებელია გავუფრთხილდეთ ბუნებას და ვიზრუნოთ მდგრადი განვითარების მომავალი თაობების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე, მათ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე. სწორედ ესაა მდგრადი განვითარება გამოვიყენოთ არსებული რესურსები და დავიკმაყოფილოთ მოთხოვნილებები ისე ,რომ საშუალება მივცეთ მომავალ თაობებს შეუნარჩუნდეთ მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მდგრადი განვითარება მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს. გარემოს დაცვა თავსი თავში მოიაზრებს ყველა იმ ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს ბუნების და ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების (2, n.d.).
ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ასპექტები:
ბუნებრივი რესურსები არ არის მუდმივი და დროთა განმავლობაში ამოიწურება. დღესდღეობით მსოფლიოში ტექნოლოგიური პროგრესის მუხედავად მცენარეების და ცხოველების ბევრი ჯიში განადგურების პირასა , რადგან ადამიანები არ უფრთხილდებიან გარემო პირობებს და ანადგურებენ ბუნებრივ არეალს, იმავე მიზეზით დაბინძურებულია წყალი და ჰაერი. ეს ყოველივე კი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია და საშიშია გრძელვადიან პერიოდში. თავად კაცობრიობა დადგება გადაშენების პირას თუ არ შეიცვალა დამოკიდებულება და ძველებურად გააგრძელებენ საქმიანობას. საბედნიეროდ, ეს პროცესი ჯერჯერობით არ არის შეუქცევადი, თუმცა მდგომარეობის გამოსწორებისთვის ყველა ჩვენგანის ძალისხმევაა საჭირო. ჩნდება კითხვა რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის რომ აღმოვფხვრათ ზიანი რომელიც კაცობრიობამ მიაყენა ბუნებას ბოლო ორი ასეული ძლის მანძილზე? უპირველესყოვლისა, უნდა შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, ესე იგი დავუცვათ მცენარეებისა და ცხოველების სახეობები, განსაკუთრებით კი გადაშენების პრას მყოფნი. არ დავხარჯოთ ფუჭად ბუნებრივი რესურსები და გავუფრთხილდეთ ელექტროენერგიას, წყალს, გადასამუშავებლად ჩავრთოთ ქაღალდი. შეშა, პლასტმასი და ასე შემდეგ. აუცილებელია შემცირდეს ჰაერი დაბინძურება და მოვიხმაროთ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროები როგორიცა : წყალი, ქარი, ბიოსაწვავი, მზის ენერგია. შევამციროთ ავტომობილის მოხმარება და უპირატესობა მივანიჭოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ხოლო რაც შეეხება მდგრადი განვითარების სოციალურ ასპექტს მოიცავს კეთილდღეობასა და სამართლიანობაზე დამყარებულ საზოგადოებას, სადაც მათ მიუწვდებათ ხელი აუცილებელ საჭიროებებზე როგორიცა საცხოვრებელი, საკვები, ჯანდაცვა, განათლება, სამუსაო,ადამანის უფლებები და ა.შ. აქვე მნიშვნელოვანია სოციალურ ასპექტში მოვისაზროთ ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრა, შშმ პირების უმცირესობების და ქალებსი დაცვაც უნდა მოვიაზროთ სოციალურ განვითარებაში. ამისთვის კი მნიშვნელოვანია დასაქმების და უთანასწორობის შესუსტებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა. მდგრადი განვითარება სულ არ ნიშნავს იმას, რომ არ გამოვიყენოთ ის სიკეთეები რაც ინდუსტრიულმა და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ მოგვცა, აქ მნიშვნელოვანია რესურსები გამოვიყენოთ ისე რომ ზიანი არ მივაყენოთ გარემოს და ვიზრუნოთ საზოგადოების კეთილდღეობაზე. ამიტომ ეკონომიკური ასპექტი პირდაპირ კავშირშია ეკოლოგიურ ასპექტთან. (2, თ. გ.) (1, 2009)
მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების მიზნები
ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება პრიორიტეტულია ბუნებრივი რესურსების ეკონომიკური განვითარების, მნიშვნელოვანია ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების თავიდან აცილება. გადაწყვტილების მიღებისას, ისეთივე აუცილებელია ეკოლოგიური და სოციალური ეფექტიანობის გათვალისწინება, როგორც ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასება. და სწორედ ასეთი ურთიერთობები ქმნიან საერთო კეთილდღეობას. ამ ყოველივეს მისაღწევად მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკის წახალისება ,რადგან იგი ხელს უწყობს ბიზნესის მხრიდან დანახარჯების შემცირებას გრძელვადიან პერიოდში. და სწორედ მწვანე ეკონომიკა არის მდგარდი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და სამიზნე. და ასევე ხელს უწყობს ბიზნესის ახალი მიმართულებების განვითარებას. (3, 2020)
2016 წელს საქართველო შეუერთდა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის OECD) მწვანე ზრდის დეკლარაციას, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და რომელიც ხელს უწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას. ამ დეკლარაციის მიხედვით და პრინციპებზე დაყრდნობით აღნიშნული ,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო მუშაობს მწვანე ზრდის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების საკითხზე, რომელთა ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზების ხელშეწყობა , მდგრადი და მწვანე განვითარების საფუძვლის შექმნა. დადებითად აისახება მწვანე განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რადგან ის მოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და იძლევა პერსპექტივას, რომ საქართველო შეუერთდეს მოწინავე ქვეყნის რიგებს. მდგრადი განვითარების მიზნებსი მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ დაიწყო აღნიშნული მიზნების ნაციონალიზაცია და SDG-ის 17-ვე მიზნიდან და მათი 169 ამოცანიდან შეირჩა 98 ამოცანა და შესაბამისი ეროვნული ინდიკატორები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პასუხისმგებელია 14 ამოცანის და 4 მიზნის შესრულებაზე, ესენია:
- მე-7 მიზანი – ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა;
- მე-8 მიზანი – სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის;
- მე-9 მიზანი – მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
- მე-10 მიზანი – ქვეყნის შიგნით და ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირება.
მოცემული ამოცანები მოიცავს ეკონომიკური ზრდის, ენერგოეფექტურობის, მეწარმეობის, განახლებადი ენერგიების, კავშირგაბმულობის, დასაქმების, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისა და მათი ფინანსებზე წვდომის საკითხებს. კონკრეტული ქმედებები, რომელებიც განსაზღვრულია სამინიტროს მიერ, ის სამიზნე ინდიკატორები და კავშირები მათი სხვა და სხვა დოკუმენტებთან საბოლო ჯამში ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზირებული ამოცანების განხორციელებას. (3, 2020)
რა კავშირია პანდემიასა და გარემოს დაცვით პრობლემებს შორის? რა ვითარებაა საქართველოში?
ახალი დაავადებების წარმოშობა მჭიდროთაა დაკავშირებული ეკოსისტემის დეგრადაციასთან ,რაც განპირობებეულია კლიმატის ცვლილებით, დაბინძურებით, რესურსების ინტენსიური მოპოვებით და ურბანული-აგრარული ექსპანსიით. Covid 19-ით ინფიცირებულთა გარდაცვალების რისკი იზრდება 15%-ით როცა 2.5 ზომის მტვრის მყარი ნაწილაკები სულ მცირედით მაინც მეტად აბინძურებენ ჰაერს.მთელს მსოფლიოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა, რაც გამოწვეული იქნა გაცერებული წარმოების და მასობრივად შემცირებული სატრანსპორტო ნაკადებით. ამ ვირუსის ერთადერი დადებითი გავლენა სწორედ ეს არის. მედია გვამცნობს, რომ პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ინდოეთის პენჯაბის შტატში ჰიმალაის მთების მწვერვალები დაინახეს, ხოლო თბილისის მოსახლეობამ გაიხსენა როგორია ჰაერი, რომელსაც არ სდევს ბენზინის ნამწვის სუნი. თებერვლისა და მარტის თვეებში მნიშვნელოვნად შემცირდა სათბური გაზების ემისიები. მეცნიერთა აზრით, სათბური გაზების ემისია გლობალურად 2020 წლის განმავლობაში სულ რაღაც 0.3%-ით შემცირდება. თუ შევადარებთ 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისს, სათბური გაზების ემისია შემცირდა 1.3%-ით, თუმცა 2010 წელს ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის შედეგად გადაიფარა და მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება.1996 წელს სქართველომ მიიღო კანონი “გარემოს დაცვის შესახებ”, მისი მიზანი კი არის “დაიცვას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებები – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში”, და ასვე ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების უზრუნველყოფას
ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს გადაყრილი ნაგავი, ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი, ელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირი, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფა ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი კი ადამიანსა და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა სიკვდილიაონობა.
გარემოს დაბინძურება გლობალური პორბლემაა და ახალი არა ექვსასი წლის წინ ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით სქელი კვამლით იყო სავსე. მრავალი კანონი არსებობს იმის მიმართულებით, რომ დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ .ასვე მძიმე პრობლემაა წყლის დაბინძურება: წყლის დაბინძურება იწვევეს წყლის ბინადრების დახოცვას და წყლის მოწამვლას. (5, n.d.)
მომავლის პერსპექტივები
რთულია შეინარჩუნო გარემოს გაუმჯობესებული მდგომარეობა კარანტინის დასრულების შემდგომ, როცა ეკონომიკა იწებს ფუნქციონირებას .კითხვა თუ როგორ უნდ ამოხდეს ეს დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. მარტივი არა დაუბრუნდე ჩვეულ რიტმს და კალაპოტს ამდენხნიანი ჩავარდნის შემდეგ ,რადგან საგრძნობლად შეიცვალა ეკონომიკის სტრუქტურა.პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სტიმულირების პროგრამები და პაკეტები, სავარაუდოდ, პანდემიამდე არსებულ ლოგიკას არ უნდა დაუბრუნდეს. ფრანს ტიმერმანსი, ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, აღწერს covid 19-ის გავლენას შემდგომ გარემოებას „დუნე, წრფივად მზარდი და კარბონინტენსიური ეკონომიკა, რომელიც ცდილობს გაზარდოს სამუშაო ადგილები და ცხოვრების ხარისხი, ამავდროულად, გაანადგუროს ბუნებრივი რესურსები, წარმოქმნას საშიში ნარჩენები და ტოქსიკური დამაბინძურებლები, რითაც დააყენოს მოსახლეობა და წარმოება რისკის ქვეშ, კლიმატის ცვლილების გარეშეც“ და კითხულობს, თუ რატომ უნდა გვინდოდეს იქ დაბრუნება.სტიმულირების პაკეტი პრობლემატურია როგორც განვითარებად ქვეყნებში ისე განვითარებულში.ევროკავშიშიც კი ვერ ჩამოყალიბდნენ ბოლომდე თუ როგორი უნდა იყოს სტიმულირების პაკეტი. განვითარებადი და განვითარებული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, covid19-ის საპასუხო პროგრამები წამოვა სავალუტო ფონდებიდან და მსოფლიო ბანკიდან. აღსანიშნავია, რომ ქართულ საზოგაებაშუც არ ჩანს სხვა ალეტნატივები სამწუხაროდ, დღემდე წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამები ჯიუტად იმეორებენ ერთსა და იმავეს: თუ როგორ განვითარდება სხვადასხვა ტიპის წარმოება, როგორ აშენდება მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები, როგორ გაიზრდება ტურიზმი, და საერთოდ არ ითვალისწინებენ ამ ინიციატივების სოციალურ და გარემოსდაცვით ზემოქმედებას, რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან ძვირი უჯდება როგორც მოსახელობას ისე ქვეყნის ეკონომიკას.მსოფლიო ბანკიდან მოზიდული.თანხები პანდემიისგან თავის დასაცავად , კრედიტებია, რომლებიც მძიმედ აწევს ქვეყანას საგარეო ვალის სახით.სტიმულირების პაკეტმა, დღევანდელი გამოწვევების საპასუხოდ, უნდა წაახალისოს მცირე და საშუალო ბიზნესი, კოოპერატივები და სხვა ტიპის გაერთიანებები, შექმნას ისეთი მექანიზმები, რაც საშუალებას მოგვცემს, განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ქვეყნის კეთილდრეობსი მაჩვენებელი უნდა იყოს კეთილდღეობა და არა მშპ-ს ზრდა. აუცილებელაი ხელმსიწვადომი იყოს გარემოს ხარისხი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური სერვისები და ა.შ. მდგრადი განვითარების მიზნების შესარულებლად აუცილებელია გააზრებული მიდგომა. შესაძლებელია ქვეყანაში არსებულ მოთხოვნაზე დაფუძნებული რეალური ეკონომიკის განვითარება, რომლებიც თავის თავში ადამიანის უფლებების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის, გენდერული სამართლიანობის, კლიმატის ცვლილების შეჩერების პრინციპებს ითვალისწინებს. (6, n.d.)
გამოყენებული ლიტერატურა
- ელიზბარაშვილი, ე., & სულხანიშვილი, ნ. (2009). გლობალური ეკოლოგია. თბილისი.
- https://www.civiceducation.ge/ka/lessons/3-27
- http://www.economy.ge/?page=ecopolitic&s=43
- http://www.conferenceconomics.tsu.ge/
- https://www.slideshare.net/nadiradze123/ss-47939115?next_slideshow=1
- https://ge.boell.org/ka/2020/04/23/kovid-19-garemos-datsva-da-momavlis-perspektivebi