უთანასწორობასთან დაკავშირებული თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და მსოფლიოში

ავტორის სტილი დაცულია
ქეთი სიდამონიძე           
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი

qsidamonidze@gmail.com

შესავალი

თანამედროვე საზოგადოება მრავალ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა პრობლემას უპირისპირდება და ამ პრობლემებს შორის ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და სიღარიბე. ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა ყოველთვის იყო და დღემდე რჩება პრობლემად, რომელიც საერთოა ყველა ქვეყნისთვის და ამგვარად ის ატარებს გლობალურ ხასიათს . უთანასწორობას ზოგი ეკონომისტი დადებით კონტექსტშიც განიხილავს და მას, როგორც მასტიმულირებელს ისე წარმოგვიდგენს, თუმცა ამ უკანასკნელს საზოგადოებისთვის უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ვიდრე სარგებლის. უთანასწორობას მივყავართ სიღარიბის დონის ზრდასთან, რაც თავისი არსით უკვე ცუდის მომასწავებელია. სიღარიბის გაღრმავება იღებს კომპლექსურ ხასიათს და მოიცავს საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს. მოცემულ ნაშრომში განხილულია არსებული უთანასწორობის დონე როგორც საქართველოში ,ასევე მსოფლიოში და  ამ პრობლემის შემცირებასთან დაკავშირებული პოლიტიკა .

Annotation

Modern society faces many social, economic, political and other problems, and among these problems, socio-economic inequality and poverty are comprehensive and important. Socio-economic inequality of people has always been and still remains a problem that is common to all countries and thus it has a global character.  Some economists consider inequality in a positive context and present it as a stimulus, although the latter can bring more harm than good to the society. Inequality leads to an increase in the level of poverty, which is inherently bad.  The deepening of poverty assumes a complex character and includes almost all areas of society. This paper discusses the level of existing inequality both in Georgia and in the world, and policies related to reducing this problem.

უთანასწორობა საქართველოში და მისი შედეგები

შემოსავლების არათანაბარი განაწილების პრობლემა, საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მწვავე საკითხად რჩება. ხოლო, ამ სოციალურ პრობლემას კიდევ უფრო აუარესებს ის ფაქტიც რომ ქვეყანაში ადამიანთა დიდი რაოდენობა სიღარიბეს ებრძვის და ამ სეგმენტის მიერ გამომუშავებული შემოსავლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყანაში არსებულ საშუალო მონაცემებს. საქართველოში შემოსავლების უთანაბრობის გასაზომად ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებად სტატისტიკურ მაჩვენებელს ჯინის კოეფიციენტი წარმოადგენს. ეს კოეფიციენტი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გადახრა მათი თანაბარი განაწილების ხაზიდან. იგი იანგარიშება 0-დან 1-მდე ინტერვალში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჯინის კოეფიციენტს 6 სხვადასხვა სახის ფულადი ნაკადების მიხედვით ითვლის:

  • მთლიანი შემოსავლების მიხედვით – მოიცავს ტრანსფერტებს, ფულად და არაფულად შემოსავლებს
  • მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით – მოიცავს ტრანსფერტებს, ფულად შემოსავლებსა და სხვა ფულად სახსრებს.
  • მთლიანი სახსრების მიხედვით – მოიცავს ფულად და არაფულად შემოსავლებს და სახსრებს.
  • მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვი – მოიცავს სამომხმარებლო ფულად და არაფულად ხარჯებს
  • მთლიანი ფულადი ხარჯების მიხედვი – მოიცავს სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ფულად ხარჯებს.
  • მთლიანი ხარჯების მიხედვი – მოიცავს ფულად და არაფულად ხარჯებს. [1]

დიაგრამა 1- ჯინის კოეფიციენტი  სხვადასხვა სახის ფულადი ნაკადების მიხედვით 2006-2021 წლებში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka

დიაგრამა 1-ზე გამოსახულია  ჯინის კოეფიციენტი  სხვადასხვა სახის ფულადი ნაკადების მიხედვით 2006-2021 წლებში. ჯინის კოეფიციენტები 2006 წლიდან მოყოლებული, 2011 წლამდე იზრდებოდა, ხოლო 2012 წლიდან დაიწყო მათი კლება , თუ არ ჩავთვლით 2016-2017 წლების პერიოდს, როდესაც მათი მცირედით ზრდა მოხდა. საერთო ჯამში, უნდა აღინიშნოს რომ 2021 წელს, 2006 წელთან შედარებით, თითქმის ყველა კატეგორიის ჯინის კოეფიციენტი შემცირებულია, განსაკუთრებით კი მთლიანი ფულადი სახსრების და მთლიანი შემოსავლების მიხედვით დათვლილი. თუმცა მთლიანი ხარჯების მიხედვით დათვლილი ჯინის კოეფიციენტი 2021 წელს შეადგენს 40%,რაც ზუსტად იგივე მაჩვენებელია რაც 2006 წელს იყო.  დიაგრამაზე არსებული მონაცემებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ რომ სულ მცირე უკანასკნელ 2 წელში უთანაბრობის დონე შედარებით გაუმჯობესებულია.

სიღარიბის შესაფასებლად გამოიყენება როგორც შეფარდებითი, ასევე აბსოლუტური სტატისტიკური მაჩვენებლები. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებიდან ყველაზე უფრო ხშირად გამოიყენება: მედიანური მოხმარების 60 ან 40 პროცენტის ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობასთან მიმართებით. აღნიშნული სტატისტიკური კოეფიციენტი გვიჩვენებს, მოსახლების იმ კატეგორიის წილს, ვინც მედიანური ოჯახის საშუალო თვიური მოხმარების 60%-ს ან უფრო ნაკლებს მოიხმარს თვის მანძილზე.  შესაბამისად, მედიანური მოხმარების 40%-ს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილში კი იგულისხმება იმ ადამიანების წილი მთლიან პოპულაციაში ვისი მიერაც ყოველთვიურად გაწეული სამომხმარებლო დანახარჯების მოცულობა მედიანურ ოჯახის მიერ თვის მანძილზე გაწეული სამომხმარებლო დანახარჯების მხოლოდ 40%-ს ან უფრო ნაკლებს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკა მოცემულია დიაგრამა 2- ზე.

დიაგრამა 2- ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (%) 2005-2021 წლებში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka

დიაგრამა 2-ზე  წარმოდგენილია მედიანური მოხმარების 60 პროცენტის და მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, 2010-2021 წლებში. 2010-2011 წლებში დიაგრამაზე არსებული ორივე   მაჩვენებელი ზრდადი ტენდენციით გამოირჩეოდა. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე საქართველოში სიღარიბის 60%-იანი ფარდობითი მაჩვენებლები თითქმის უცვლელია და მცირე გაუმჯობესება განიცადა უკანასკნელი 2 წლის მანძილზე – 2020-2021 წლებში ეს მაჩვენებლები 20% -ს ჩამოცდა.2021 წელს მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 2020 წელთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 2020 წელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7.4 პროცენტი შეადგინა.

უთანასწორობასთან დაკავშირებული ემპირიული მონაცემები საქართველოსა და მსოფლიოშ

მსოფლიო ბანკი რეგულარულად ახორციელებს შემოსავლების უთანასწორობის კვლევას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. უთანასწორობის შესაფასებლად ორგანიზაცია იყენებს ჯინის კოეფიციენტს, თუმცა მის კალკულაციას ახდენს თავის მეთოდოლოგიის მიხედვით, ამიტომაც ხშირად მის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მცირედით აცდენილია, კონკრეტული ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან.

დიაგრამა 3-მსოფლიო ბანკის მიერ შეფასებული ჯინის კოეფიციენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 2020 წლის მონაცემებით

მსოფლიო ბანკი – https://www.worldbank.org/en/home

დიაგრამა 3-ზე წარმოდგენილია მსოფლიო ბანკის მიერ შეფასებული ჯინის კოეფიციენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით., მსოფლიო ბანკის მიერ შეფასებული 2020 წლის ჯინის კოეფიციენტი საქართველოში 34.5%-ია. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, რეგიონისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში შედარებით მაღალი დონეა შემოსავლების უთანასწორობის კუთხით. 2020 წლისათვის, საქართველოზე შედარებით მაღალი უთანაბრობის მაჩვენებელი ჰქონდა რუსეთსა,თურქეთსა და მონთოლეთს, ხოლო ჩვენს მეზობელ სომხეთში, ასევე უკრაინაში, ბელარუსიაში და მოლდოვაში ჯინის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მცირეა.

დიაგრამა 4 – 2018-2020 წლების ჯინის კოეფიციენტი  საშუალო მაჩვენებელ– მაღალი კოეფიციენტის მქონეთა კლასი

მსოფლიო ბანკი – https://www.worldbank.org/en/home

დიაგრამა 4-ზე წარმოდგენილია 2018-2020 წლების ჯინის კოეფიციენტი  საშუალო მაჩვენებელი – მაღალი კოეფიციენტის მქონეთა კლასი. მოცემული მაჩვენებლის მიხედვით საქართველოსთან შედარებით მეტი უთანაბრობაა ისეთ დიდ ქვეყნებში როგორიცაა თურქეთი ,აშშ, ისრაელი, მექსიკა და  ჩინეთი. თუმცა რიგი ქვეყნებია რომლებიც ამ მაჩვენებლით საქართველოზე უკეთეს მდგომარეობაში არიან , მაგალითად საბერძნეთი,შვეიცარია,ავსტრალია ,ესპანეთი და სხვა მრავალი ქვეყანა. არსებული განსხვავებული მაჩვენებლის მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს,მაგალითად გლობალიზაციის ჩართულობა, რომელიც გულისხმობს, რომ  ყველა ქვეყანა, რომელსაც სურს იყოს ჩართული მასში და მიიღოს მისგან სარგებელი, უნდა წავიდეს გარკვეულ დათმობებზე და გაატაროს ის ღონისძიებები, რომელიც მისაღებია მსოფლიო ეკონომიკისთვის. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს გამოთანაბრებას და შეამცირებს უთანასწორობას, როგორც სოციალურ ასევე ეკონომიკურ ასპექტებში.

უთანასწორობის შემცირებასთან დაკავშირებული პოლიტიკა საქართველოშ

საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საწყის წლებში, მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების წინაშე აღმოჩნდა. 90-იან წლებში საქართველოს ეკონომიკა ხასიათდებოდა მაღალი უმუშევრობის დონით, ბიუჯეტის დეფიციტით, მოსახლეობის უმრავლესობამ დაკარგა დანაზოგები, ასევე პრობლემები გაიზარდა სოციალური კუთხითაც, რომელიც მომდინარეობდა სიღარიბის ზრდით და შემოსავლების უთანასწორობის ზრდით. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის საქართველო გამოირჩეოდა პრივატიზაციის მაღალი დონითაც, რამაც ხელი შეუწყო სიღარიბის გაღრმავებას და მოსახლეობის ფენებში შემოსავლების უთანაბრობას. აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდა 2003 წლის ვარდების რევულუციამდე, რომელსაც მოჰყვა სტრუქტურული და ძირეული ცვლილებები როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მიმართულებით. რეფორმები გატარდა ეკონომიკის ყველა მიმართულებით. ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკებმა არსებითად შეცვალეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. საგადასახადო რეფორმებმა და უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ გაზარდა ბიუჯეტი, რამაც დადებითი ეფექტი მოახდინა მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე. გაზრდილი ხელფასის კვალდაკვალ თავდაპირველად გაიზარდა უთანაბრობა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემცირდა და დასტაბილურდა.

საქართველოს ხელისუფლებამ 2003 წლის შემდეგ გაატარა კომპლექსური ცვლილებები, სწავლის, ჯანდაცვის, თავდაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აღნიშნულ სფეროებში გატარებულმა პოლიტიკებმა მინიმუმამდე შეამცირა კორუფციის დონე, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო სახსრების სწორად განაწილებას და შესაბამისად შემოსავლების გამოთანაბრებას.

საგანმანათლებლო სფეროში რეფორმები განხორციელდა, როგორც სასკოლო, ასევე უმაღლეს და პროფესიული მიმართულებით. აღნიშნულმა პოლიტიკამ კომპლექსური ხასიათი მიიღო, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში სწავლის დონის ამაღლებას, ამან კი თავის მხრივ ბაზარზე მაღალკვალიფიციური მუშახელის მობილიზებას.

2005-2010 წლებში მოხდა სამუშაო ძალის პროფესიული გადამზადება, რომელიც დღემდე გრძელდება ეტაპობრივად ყველა სფეროში. საგანმანათლებლო სფეროში ფულადი სახსრების მობილიზებამ ხელი შეუწყო ადამიანისეული კაპიტალის ზრდას და მის მაღალკვალიფიციურობას. შედეგად ქვეყანაში მოხდა შემოსავლების ზრდა და მისი გამოთანაბრება.

ასევე მოხდა ჯანდაცვის სფეროს ფორმირება, რაც გულისხმობდა სამედიცინო პერსონალის აღჭურვას და მათ გადამზადებას თანამედროვე სტანდარტებთან. აგრეთვე სახელმწიფომ ფინანსები მიმართა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებაში, რამაც ხელი შეუწყო ჯანდაცვის სისტემის განვიტარებას და მის მაღალ დონეზე ფორმირებას. შედეგად კი საზოგადოებამ მიიღო ჯამრთელობის მაღალი დონე და ამან ერთი ათად გაზარდა საზოგადოების ბედნიერების ინდექსი.

საქართველოში სოფლის მეურნეობაში ძირეული ცვლილებები დაიწყო 2008 წლიდან თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნულ მასტიმულირებელ პოლიტიკას არ ჰქონია გრძელვადიანი ეფექტი. 2010 წლიდან მთავრობამ შეცალა არსებული მიდგომა და გაატარა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ორიენტირებული იყო გრძელვადიან პერსპექტივაზე სოფლის მეურენობაში კერძოდ: სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მსოფლიო ორგანიზაციების დახმარებით დააფინანსა ისეთი პროექტები, რომელიც ორიენტირებული იყო მიწის დამუშავებაზე, ერთ წლიანი და მრავალწლიანი კულტურების გაშენებაზ და ფერმერის ტექნიკით აღჭურვაზე. ყოველივე ამან ძირეულად შეცვალა მიდგომა ამ სფეროსადმი, როგორც მთავრობის მხრიდან ასევე მოსახლეობის. აღნიშნული პროექტები გრძელდება დღემდე, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ბოლომდე ათვისებას. [2]

დასკვნა

მსოფლიო ეკონომიკები ჩართულნი არიან გლობალიზაციის პროცესში, რაც იმას ნიშნავს რომ ეკონომიკები მიისწრაფვიან განვითარებისკენ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნებს გარკვეული დოზით მოუწევთ გაიღონ გლობალიზაციაში ჩართულობის საფასური. გლობალიზაციაში ჩართულობა ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანამ, რომელსაც სურს იყოს ჩართული მასში და მიიღოს მისგან სარგებელი, უნდა წავიდეს გარკვეულ დათმობებზე და გაატაროს ის ღონისძიებები, რომელიც მისაღებია მსოფლიო ეკონომიკისთვის. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს გამოთანაბრებას და შეამცირებს უთანასწორობას, როგორც სოციალურ ასევე ეკონომიკურ ასპექტებში. არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეული უთანასწორობა სასარგებლოა საზოგადოებისათვის, ვინაიდან გამოდის თავისებურ მოტივატორად ეკონომიკური აქტიურობისათვის, ადამიანთა უნარისა და შესაძლებლობების განვითარება-გამოყენებისათვის, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს. მაგრამ სიმდიდრის თავმოყრა ცალკეული პირების, ასევე სახელმწიფოთა ხელში, ზღუდავს სხვების წინსვლისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობებს, ქმნის ე.წ. „სიღარიბის მანკიერ წრეს’’, რომლის გარღვევა ძალზე რთულია. გლობალური სიღარიბის აღმოფხვრა და შემოსავლების უთანასწორობის შემცირება, ეს არის თანამედროვე რეალობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ხადური ნ., კაკულია ნ., ჩიქობავა მ. „მაკროეკონომიკა―, ლექციების კურსი. თბილისი, 2011
2.თენგიზ კუპატაზე 2020. ,, უთანასწორობის შემცირების მაკროეკონომიკური პოლიტიკა’’, სამაგისტრო ნაშრომი.
3. https://www.worldbank.org/en/home
4. https://www.geostat.ge