საერთაშორისო სავალუტო ფონდი და თანამშრომლობა საქართველოსთან
ავტორის სტილი დაცულია
ხატია ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
javakhishvilikhatia@gmail.com
ანოტაცია
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დეკადის განმავლობაში მთავარ ინდუსტრიულ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად გაუარესდა; ამ ქვეყნების მცდილობამ დაეცვათ საკუთარი ეკონომიკა იმპორტზე ტარიფების შემოღებით კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია საერთაშორისო ვაჭრობაში, წარმოებასა და დასაქმებაში. შეთხელებული ოქროს მარაგისა და გაცვლითი კურსის კონსერვაციისთვის, ზოგიერთმა მათგანმა გაამკაცრა საკუთარ მოქალაქეთა უფლება უცხოეთში შესყიდვები ეწარმოებინათ. თუმცა ამ ზომამ საპირისპირო შედეგი გამოიღო და ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო დიდხანს შეენარჩუნებინა კონკურენტუნარობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით წამოიჭრა საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შექმნის თაობაზე.
Annotation
During the post-World War II decade, economic activity in major industrialized countries deteriorated sharply; Attempts by these countries to protect their own economies by introducing import tariffs have further exacerbated the situation in international trade, manufacturing and employment. For the conservation of thin gold stocks and exchange rates, some of them have tightened the right of their own citizens to make purchases abroad. However, this measure had the opposite effect and no country was able to maintain its competitiveness for long. With all this in mind, the issue of establishing an International Monetary Fund arose.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (International Monetary Fund) შექმნის შეთანხმება მიღწეულ იქნა ბრეტონ ვუდის საერთაშორისო კონფერენციაზე, ნიუ-ჰემპშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1944 წლის 22 ივლისს, როგორც ომისშემდგომი რეკონსტრუქციის გეგმის ნაწილი. მისი შექმნის ინიციატორები იყვნენ გამოჩენილი ინგლისელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინსი და შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ჰარი დექსტერ უაიტი. კონფერენციაზე დელეგატები 44 მთავრობიდან შეთანხმდნენ ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომლის მიზანი ნაწილობრივ წარმოადგენდა მომავალში თავი აერიდებინათ ეკონომიკური პოლიტიკის გატარების განმეორებისგან ისეთი დამანგრეველი შედეგებით, როგორიც იყო 1930-იანი წლების დიდი დეპრესია. შეთანხმება ძალაში შევიდა 1945 წლის 27 დეკემბრიდან, ხოლო ორგანიზაციამ არსებობა, როგორც ომისშემდგომი რეკონსტრუქციის გეგმის ნაწილმა, დაიწყო 1946 წლის მაისიდან, თავისი პირველი ფინანსური ოპერაცია კი 1947 წლის 1 მარტს განახორციელა. 1947 წელს ორგანიზაციაში შედიოდა 49 ქვეყანა, ძირითადი კაპიტალი 7,7 მლრდ. დოლარს შეადგენდა. რა საკვირველია, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი არ მონაწილეობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობაში. დღესდღეობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის საერთაშორისო ორგანიზაცია 190 წევრი სახელმწიფოთი (მათ შორის საქართველოც), რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს მინიჭებული. ფონდის შტაბ-ბინა მდებარეობს ვაშინგტონში, ფილიალებით პარიზში, ჟენევას და ნიუ–იორკში. (www.imf.org, 2021)
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი მიზანია საერთაშორისო მონეტარული სისტემის – გაცვლითი კურსისა და საერთაშორისო გადასახადების სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ასევე, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, რაც საერთაშორისო ბაზარზე კაპიტალის თავისუფალ გადანაცვლებას უწყობს ხელს. ფონდის მანდატი განახლდა 2012 წელს და მოიცავს ყველა მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სექტორს, რაც გლობალურ სტაბილურობას ეხება. წესდების მიხედვით, ფონდმა ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო სავალუტო თანამშრომლობას, საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებას, თვალყური ადევნოს ვალუტის სტაბილურობას და გასცეს კრედიტები წევრ სახელმწიფოებზე საგადასახადო ბალანსების გასაწონასწორებლად. (International Monetary Fund, 2021) საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური სისტემის უზრუნველყოფას უცხოური ვალუტის გაცვლის კურსების და საგადამხდელო ბალანსის მონიტორინგის მეშვეობით; საჭიროებისამებრ სთავაზობს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას განვითარებად ქვეყნებს. მისი მიზანია გააღრმავოს გლობალური მონატერული თანამშრომლობა, შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ვაჭრობას და დასაქმების დონის ამაღლებას, უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარების მზარდი ტემპი და საბოლოო ჯამში შეამციროს სიღარიბის დონე. სსფ-ს ამოცანებია: ხელი შეუწყოს საერთაშორისო მონეტარულ კოოპერაციას მუდმივი ინსტიტუტების მეშვეობით, რომლებიც გასცემენ კონსულტაციებს და თანამშრომლობენ საერთაშორისო მონეტარულ პრობლემებზე; ხელი შეუწყოს გაცვლითი კურსის სტაბილურობას, გაცვლით კურსზე შეთანხმების მიღწევას და არ დაუშვას კონკურენტული გაცვლითი კურსის არსებობა წევრ ქვეყნებს შორის; ხელი შეუწყოს გადახდის მულტილატერალური სისტემის დანერგვას; მოიპოვოს წევრი ქვეყნების ნდობა, რათა მიიღოს ფონდის ძირითადი რესურსები, რომლის გამოყენების უფლებაც შეიძლება დროებით გადაეცეს წევრ ქვეყნებს, გარკვეული გარანტიის სანაცვლოდ, რათა მათ გამოასწორონ საგადამხდელო ბალანსი იმ ღონისძიების გაუტარებლად, რაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს მათი ეკონომიკისათვის; ზემოთქმულიდან გამომდინარე შეამციროს წევრი ქვეყნების საერთაშორისო საგადამხდელო ბალანსის უთანასწორობის ხარისხი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ ფუნქციებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენს ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება გლობალურ დონეზე, რასაც ახორციელებს სამი ძირითადი გზით: 1.ზედამხედველობს როგორც საერთაშორისო, ასევე, წევრი ქვეყნების საშინაო ეკონომიკებს; 2.გასცემს სესხებს ქვეყნებისათვის, საგადასახადო სირთულეებთან დაკავშირებით; 3.ცდილობს პრაქტიკული დახმარება გაუწიოს წევრ ქვეყნებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძირითადად კონცენტრირებულია წევრი ქვეყნების მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც მოიცავს ერთობლივ დანახარჯებს, შემოსავალს, დასაქმების დონეს, ინფლაციის დონესა და ქვეყნის საგადამხდელო ბალანსს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყურადღებას ამახვილებს მაკროეკონომიკური პოლიტიკის საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკათა ასპექტებზე, კომერციული ბანკების რეგულირებასა და ზედამხედველობაზე, სტრუქტურულ პოლიტიკაზე, რომელიც მოიცავს შრომის ბაზართან დაკავშირებულ ღონისძიებებს. სსფ თითოეულ წევრს აძლევს რჩევას, თუ როგორ შეიძლება მათ მიერ არჩეული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესება, რათა უფრო ეფექტიანად იქნეს მიღწეული ისეთი მიზნები, როგორიცაა დასაქმების მაღალი დონე, დაბალი ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სსფ არეგულირებს ქვეყნის შიგნით მაკროეკონომიკურ მდოგმარეობას, ხელს უწყობს საფინანსო მოწყობის საკანონმდებლო ბაზის ფორმირებას, რომელიც თავის მხრივ საბიუჯეტო და ფულად–საკრედიტო პროცესს არეგულირებს; აყალიებებს ორსაფეხურიან საბანკო სისტემას, რომლითაც გამიჯნულია ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ფუნციები; ხელს უწყობს ფასების ლიბერალიზაციასა და საერთაშორისო სავალუტო თანამშრომლობას; თვალს ადევნებს სავალუტო შეთანხმებების დაცვას და მიმდინარეობის პროცესს; ეხმარება წევრ ქვეყნებს ვალუტის სტაბილურობაში; გასცემს მოკლვადიან, საშუალოვადიან და ნაწილობრივ გრძელვადიან სესხებს; ეხმარება წევრ ქვეყნებს ტექნოლოგიურად და აძლევს კონსულტაციებს მეურნეობის წამოების მეთოდების გაუმჯობესებაში. (საერთაშორისო სავალუტო ფონდი (ვაშინგტონის კონსესუსის როლი განვითარებადი ქვეყნებისათვის), 2013)
სსფ-ში გადამწყვეტ როლს ასრულებს და მის სავალუტო პოლიტიკას აყალიბებს განვითარებული ქვეყნების ე.წ. „ათთა ჯგუფი“- აშშ, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, იტალია, კანადა, ბელგია, ჰოლანდია, და შვეიცარია, რომლებსაც გააჩნიათ ხმების უმრავლესობა. უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტისას საჭიროა ხმების 85 პროცენტი მაინც. ფონდის ძირითადი კაპიტალი ფორმირდება წევრი სახელმწიფოების კვოტური შენატანებისაგან. თითოეული სახელმწიფოს კვოტური შენატანის ოდენობა განისაზღვრება ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელთა გადახედვაც პერიოდულად ხდება. საწევროების 25 პროცენტი იხდება ოქროსა და აშშ დოლარში, ხოლო 75 პროცენტი – ეროვნულ ვალუტაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდს უფლება აქვს წევრ ქვეყნებზე ამ ფინანსური რეზერვებიდან სესხი გასცეს. კრედიტების ოდენობა, რომელიც შეიძლება ავტომატურად მიიღოს თითოეულმა ქვეყანამ, შეეფარდება მის “ოქროს წილს”. ფონდიდან ამ ოდენობაზე მეტი თანხის მიღება შეზღუდულია. კრედიტები ფონდის წევრ ქვეყანას ეძლევა მისთვის საჭირო უცხოური ვალუტის მიყიდვის გზით, რაშიც ვალდებულია გადაიხადოს ეროვნული ვალუტა. ფონდის კრედიტების გაცემა, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისათვის, განპირობებულია ფინანსურ-ეკონომიკური ან სოციალურ-პოლიტიკური ვალდებულებებით. (საერთაშორისო სავალუტო ფონდი (ვაშინგტონის კონსესუსის როლი განვითარებადი ქვეყნებისათვის), 2013)
სპეციალური სასესხო უფლებები (SDR – special drawing right), არის საერთაშორისო სარეზერვო აქტივები, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეიმუშავა 1969 წელს იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე ფულადი აქტივები და მათი შესაძლო ზრდა არ იქნებოდა საკმარისი მსოფლიო ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობისთვის. იმ დროისთვის ძირითადი რეზერვები იყო ოქრო და აშშ დოლარი, შესაბამისად SDR წარმოდგენილი იყო, როგორც დამატებითი სარეზერვო აქტივი, რომელიც IMF-ს შეეძლო პერიოდულად განეთავსებინა წევრებში, როდესაც ამის საჭიროება იყო, და გაეუქმებინა საჭიროების მიხედვით. IMF-ს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური სასესხო უფლებები ერთმანეთს შორის და სსფ-სთან ურთიერთობისას. სპეციალური სასესხო უფლებების ფასი დგინდება ყოველდღიურად ძირითადი ვალუტების კალათის გამოყენებით: ევრო, აშშ დოლარი, გირვანქა-სტერლინგი და იაპონური იენი. (International Monetary Fund, 2017)
ფონდის როლი საერთაშორისო ასპარეზზე და COVID-19 პანდემიის პირობებში
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სავალუტო ფონდს დაევალა მომავალი გლობალური კრიზისის თავიდან აცილება. ამისათვის მას სჭირდებოდა საერთაშორისო ზეწოლა იმ ქვეყნებზე, რომლებიც საკუთარ ეკონომიკასა და გლობალური ერთობლივი მოთხოვნის დაგროვებაზე არ ზრუნავდნენ. საჭიროების შემთხვევაში სესხები ლიკვიდური უზრუნველყოფით უნდა მიეცა ქვეყნებისათვის, რომელთაც ეკონომიკური დაღმასვლა ემუქრებოდათ და არ შეეძლოთ საკუთარი რესურსებით ერთობლივი მოთხოვნის დაგროვება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შექმნა იმის აღიარებას ნიშნავდა, რომ სავაჭრო ბაზარი ხშირად წარუმატებლად მუშაობს, რომ მან შესაძლოა წარმოშვას უმუშევრობის დიდი ტალღა და ხშირად მას არ შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ქვეყნები იმ დახმარებით უზრუნველლყოს, რომელიც ეკონომიკის აღორძინებას შეუწყობს ხელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შექმნის იდეა ეფუძნებოდა რწმენას, რომ პოლიტიკური სტაბილურობისათვის აუცილებელია ერთობლივი მოქმედება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საჯარო ორგანიზაციაა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გადასახადებით ფინანსდება. გარდა ამისა, ეს ორგანიზაცია არ ახდენს პირდაპირ ანგარიშგებას იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მას აფინანსებენ ან ვის ცხოვრებასაც ის უშუალოდ ეხება. ამის ნაცვლად ანგარიშვალდებულია ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური სამთავრობო ბანკების წინაშე. ამ ორგანიზაციების კონტროლის მექანიზმი რთულ საარჩევნო სისტემას ეყრდნობა, რომლის საფუძველიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ქვეყნების ეკონომიკური სიძლიერე იყო. ამ პერიოდის შემდეგ ცხადია გარკვეული ცვლილებები მოხდა, მაგრამ ძირითადად რამდენიმე განვითარებული ქვეყანა წარმართავს პროცესს. მხოლოდ აშშ-ს აქვს ვეტოს უფლება. წლების განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი საგრძნობლად შეიცვალა. დღეისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხოლოდ იმ ქვეყნებისათვის გამოყოფს თანხებს, რომლებიც დეფიციტის შემცირების, გადაახადების აწევით ან საპროცენტო განაკვეთის აწევით არიან დაკავებულნი, ისე რომ ამან შესაძლოა ეკონომიკის ჩავარდნაც გამოიწვიოს.
ბერლინის კედლის დაცემამ საერთაშიროს სავალუტო ფონდს ახალ არენაზე გაუხსნა ასპარეზი. ორგანიზაცია წარმართავდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და ევროპის კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში. მოგვიანებით როცა კრიზისი გამწვავდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსებიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. საჭირო გახდა აღნიშნულ პროცესში მსოფლიო ბანკის ჩართვა უმცროსი პარტნიორის როლში, რადგან ქცევის წესები IMF-ის მიერ იყო დადგენილი.
ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, სსფ-თვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო COVID-19 პანდემია. 2020 წლის მარტში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოთქვა მზაობა 1 ტრილიონი დოლარის მობილიზებით პანდემიასთან საბრძოლველად. (www.cnbc.com, 2020) 11 მარტს, ერთი დღით ადრე ვიდრე COVID-19 პანდემიად გამოცხადდებოდა, დიდმა ბრიტანეთმა გაზარდა 150 მილიარდი გირვანქა სტერლინგით საერთაშორისო სავალუტო ფონდის კატასტროფების შემსუბუქების ფონდი. (International Monetary Fund, 2020) შემდგომ კი 27 მარტს, მართლაც გაირკვა, რომ კორონავირუსის გამო “80-ზე მეტმა ღარიბმა და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანამ” ითხოვა ფინანსური დახმარება პანდემიის პირობებში საკუთარი ეკონომიკის გადასარჩენად. (https://www.theguardian.com, 2020) ეპიდემიოლოგიიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და შედეგად მრავალი ეკონომიკის რეცესიაში შესვლის გამო 2020 წლის 13 აპრილს სავალუტო ფონდმა 25 წევრი ქვეყანას შეუმსუბუქა სასესხო ვალდებულებები კატასტროფების შემსუბუქების ფონდის (CCRT) პროგრამის ფარგლებში.
2020 წლის ნოემბერში, ფონდმა განაცხადა, რომ COVID-19 ინფექციების კვლავ ზრდის ფონზე ეკონომიკური აღდგენა იმულსის დაკარგვას გამოიწვევდა და საჭირო იყო უფრო მეტი ეკონომიკური დახმარების მობილიზება. (International Monetary Fund, 2020)
საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი საქართველოს ეკონომიკისთვის
საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, სავალუტო ფონდი მნიშვნელოვანი პარტნიორო ორგანიზაციაა. საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრია 1992 წლიდან. საქართველოსთვის, გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში სავალუტო ფონდის რეკომენდაციებმა, მიუხედავად შემდგომ პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა, მნიშნელოვანი როლი შეასრულეს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო დონორები IMF-ის მეთაურობით შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის შემდგომი დახმარება 4,5 საქართელოსთვის მილიარდი დოლარი იქნებოდა სამი წლის განმავლობაში. (https://www.cepr.ne, 2009)
2018 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნის გამოქვეყნება იყო, სადაც ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა.
როგორც ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აღნიშნავს, მისიის ბოლო შეფასება საკმაოდ ადეკვატური იყო იმ შეფასების მსგავსად, რომელიც აქამდე სავალუტო ფონდის მხრიდან კეთდებოდა. «ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა – ერთი საბიუჯეტო პროცესი და მეორე ლარის კურსთან დაკავშირებული თემები. ორივე პოზიტიურად იქნა შეფასებული. ანუ ცალსახად გაცხადდა, რომ სწორი პოზიცია შემუშავდა მცურავ კურსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს რესურსი გარკვეული ხელოვნური ჩარევები განახორციელოს კურსთან მიმართებაში, ამას არ აკეთებს. ანუ სსფ-თვის ისევე, როგორც ჩვენი მთავრობისთვის, ეს არის სწორი ნაბიჯი, რომ ეკონომიკა მაქსიმალურად მოქნილი და ელასტიური იყოს იმ გამოწვევების, რა გამოწვევებიც არსებობს გარეშოკების სახით», – აღნიშნავს ლევან კალანდაძე. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მის მიერ საქართველოში ჩადებული ფულის უკან დაბრუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს წარმატებული. «აქედან გამომდინარე ამ ურთიერთობას ორმხრივი სარგებელი აქვს – ჩვენთვის ეს არის ფინანსური მდგრადობა და განვითარება, ფონდისთვის სწორად განხორციელებული ინვესტიციები», – ამბობს ლევან კალანდაძე. (https://www.kvirispalitra.ge, 2017)
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, სსფ-ის მისიის შეფასება ასევე პოზიტიური იყო ვალისა და ბიუჯეტის საკითხთან მიმართებაში. მისი თქმით, ის, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ფინანსური ვალდებულებების ზრდა არის გათვალისწინებული, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარეობს და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით გამოაცხადა.
«საერთაშორისო სავალუტო ფონდის დადებითი შეფასებები არის მისასალმებელი იმდენად, რამდენადაც საქართველომ მოახერხა იმ რეფორმების შესრულება და იმ პოზიტიური სიგნალების გაშვება, რომელმაც ეკონომიკურ ზრდასთან მიგვიყვანა. ასევე გამოვყოფდი ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით პოზიტიურ სიგნალებს. გავიხსენოთ სსფ-ის წინა წლის პროგნოზები საქართველოსთან მიმართებაში, რომ ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტი არ იქნებოდა. თუმცა ვიცით, რომ წელს გვაქვს 4%-ზე მეტი ზრდა. რასაკვირველია, ეს არის მთავრობის ეფექტური მუშაობის ხარჯზე მიღწეული შედეგები და ამდენად, ველოდი კიდეც სსფ-ის დადებით დასკვნას», – აღნიშნა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა. მისი თქმით, სსფ-ის მიერ მომზადებული დასკვნა საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მჭიდრო კოორდინაციის დამსახურებაა. (commersant.ge, 2017)
ამის შემდგომ 2019 წლის მაისის თვეში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვია. (https://1tv.ge, 2019) საქრთველოს და პრემიერ მინისტრთან მამუკა ბახტაძესტან, ქართველ ეკონომისტებთან და სტუდენტებთან ერთად განიხილა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელობანი ასპექტები საერთასორისო სავალუტო ფონდის კომპეტენციის ფარგლებში. (http://gov.ge, 2019)
პანდემიის პირობებში კი 2020 წელს საქართველო იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელმაც მიიღო სერიოზული ფულადი დახმარება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად დაახლოებით აპრილის ბოლოს/მაისის დასაწყისში ფინანსთა სამინისტრომ 200 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში. (National Bank of Georgia, 2020)
დასკვნა
IMF საერთაშორისო ასპარეზზე ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიო ბანკსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან ერთად თითქმის სრულად აკონტროლებს საერთაშორისო ეკონომიკას. ფონდმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნებს შორის სავალუტო–საანგარიშსწორებო ურთიერთობების მოწესრიგება, მასში მონაწილე ქვეყნების საგადამხდელო ბალანსების წონასწორობა და მათი ვალუტების კურსის რეგულირება; მაკროეკონომიკური სტაბილურობა; ხელი შეუწყოს ფასების რეგულირებას, სავაჭრო ლიბერალიზაციას, გასცეს სესხები და რეკომენდაციები. საერთო ჯამში კი თავის ხელთ არსებული ფინანსური რესურსებით უდიდეს გავლენას ახდენს ზოგადად მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებსა და ასევე, კერძოდ, სავალუტო, ფულადი ბაზრებისა და კაპიტალის ბაზრების ფუნქციონირებაზე, რითაც ებრძვის ზოგადად საბაზრო ჩავარდნებსა და COVID-19 პანდემიის მსგავს კრიზისულ სიტუაციებსაც.
გამოყენებული ლიტერატურა:
(2009). Retrieved from https://www.cepr.ne: https://www.cepr.net/documents/publications/imf-2009-10.pdf?&__cf_chl_jschl_tk__=8d3d5685b36c78cefc5012bb354b72ed9642b51f-1613225950-0-Aabx6V_wsi5yqVu8yhww5HT7CqNDwnSiFFLU3lp99kIQhfPTvU25QU2f1naOqkkQoK4hhRAaDu3HJzk8xSjNjMILghFT9RknGx0suidSARVTFqm6TO73a-fa
(2017). Retrieved from commersant.ge: https://commersant.ge/ge/post/gazrdili-infrastruqturuli-xardjebi-momaval-wels-ekonomikuri-zrdis-ert-erti-mnishvnelovani-faqtori-iqneba
(2017). Retrieved from https://www.kvirispalitra.ge: https://www.kvirispalitra.ge/economic/37558-qekonomikis-maghal-zrdas-gonivrulma-politikam-sheutsyo-kheliq.html?all=0&add_new=1&reply=0&rnd=1610760739.6067
(2019). Retrieved from https://1tv.ge: https://1tv.ge/news/saertashoriso-savaluto-fondis-khelmdzghvaneli-kristin-lagardi-ukve-saqartveloshia/
(2019). Retrieved from http://gov.ge: http://gov.ge/index.php?lang_id=-&sec_id=520&info_id=71913
(2020, 03 16). Retrieved from www.cnbc.com: https://www.cnbc.com/2020/03/16/imf-says-its-ready-to-mobilize-its-1-trillion-lending-capacity-to-fight-coronavirus.html
(2020). Retrieved from https://www.theguardian.com: https://www.theguardian.com/world/2020/mar/27/dozens-poorer-nations-seek-imf-help-coronavirus-crisis
(2021). Retrieved from www.imf.org: https://www.imf.org/en/About
International Monetary Fund. (2017). Retrieved from www.imf.org: https://www.imf.org/external/np/exr/faq/sdrallocfaqs.htm#q1
International Monetary Fund. (2020). Retrieved from www.imf.org: https://www.imf.org/en/News/Articles/2020/03/11/pr2084-united-kingdom-boosts-imfs-catastrophe-relief-fund-with-gbp150-million
International Monetary Fund. (2020). Retrieved from www.imf.org: https://www.imf.org/external/pubs/ft/aa/index.htm
International Monetary Fund. (2021). Retrieved from www.imf.org: https://www.imf.org/en/About
National Bank of Georgia. (2020). Retrieved from https://www.nbg.gov.ge: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3912&lng=geo
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (ვაშინგტონის კონსესუსის როლი განვითარებადი ქვეყნებისათვის). (2013). Retrieved from http://intermedia.ge/: http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/39002-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A2%