გლობალიზაცია და ეკონომიკური კრიზისი, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გამოწვევები

ავტორის სტილი დავულია

თამუნა მაზანიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Tamuna.mazanishvili363@eab.tsu.edu.ge

მსოფლიო ეკონომიკისთვის მეოცე საუკუნე ასოცირებულია პროცესების მთელ რიგთან, რომელიც ფართო მასშტაბებს მოიცავს. დღის წესრიგში დგას მნიშვნელოვანი საკითხი და იმავდროულად ინტერნაციონალიზაციის ეტაპი – ანუ გლობალიზაცია. ის განიხილავს მსოფლიოს განვითარების აუცილებელ პროცესებს სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში. ზუსტად გლობალიზაცია გვევლინება ეკონომიკური ზრდის დამაჩქარებელ ფაქტორად და ამას გარდა ხელს უწყობს მოდერნიზაციასაც.

ნაშრომი ეხება ეკონომიკურ გლობალიზაციას. და ამისათვის ჩართული იქნება სტატისტიკური მაჩვენებლები იმისათვის, რომ თვალსაჩინო გახდეს ეკონომიკური გლობალიზაციის ტენდენციები ოცდამეერთე საუკუნის ჩათვლით. აგრეთვე, ნაშრომში განხილულია მსოფლიოს განვითარების ტენდენციები. ასევე ჩართულია საქართველოს ფაქტორი ამ პროცესებში. გლობალიზაციის პროცესების დაჩქარება 80-იანი წლებიდან იწყება. ის შეუქცევადი და ისტორიული პროცესია, რომელიც კომპლექსურად ეხება ბევრ სფეროს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა ეკონომიკა.

Annotation

Twentieth century for the world economy is associated with a range of processes that involve a broader scope. The important issue in the order is at stake and at the same time the internationalization stage – Globalization. It discusses the developmental processes of the world in the socio-economic context. We are globalized as an accelerating factor In addition to the destruction, it also contributes to modernization. The article deals with economic globalization. To do this, the article contains statistic indicators, to highlight the trends of economic globalization through the twenty-first century. Also the paper discusses world development trends. Georgian factor also participates in these processes. The acceleration of globalization processes begins in the 80s. It is an irreversible and historic process that is complex in many areas. Among them the most important field is economics.

ეკონომიკური გლობალიზაციის შინაარსი

სიტყვა „გლობალიზაცია“ ინტენსიურად გვესმის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კონტექსტითაც. დადებითი მნიშვნელობით გლობალიზაცია შემდეგნაირად გვესმის, რომ მან შეიძლება გაათანაბროს ეკონომიკური მდგომარეობა და განათლებულობის დონე ხალხებისა. გვესმის აგრეთვე ძალიან უარყოფითი მნიშვნელობითაც. ბევრს მიაჩნია, რომ გლობალიზაცია მდიდრებს კიდევ უფრო მეტად გაამდიდრებს, და ღარიბებს კიდევ უფრო მეტად გააღატაკებს.

ტერმინი გლობალიზაცია საკმაოდ ახალია. 1988 წელს გამოშვებულ კულტურული მემკვიდრეობის ამერიკულ ლექსიკონში სიტყვა „გლობალიზაცია“ ჯერ კიდევ არ წერია. ეს არის ლექსიკონი, სადაც ავტორები შეეცადნენ, რომ ჩაედოთ ყველაფერი, რაც განათლებულმა ამერიკელმა უნდა იცოდეს. ეს, თავისთავად, საინტერესო იდეაა ვინაიდან სოციალურ კვლევას საჭიროებს.

შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაცია არის მიმდინარე პროცესი, რომელსაც პლანეტა თანდათან მიჰყავს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ჰომოგენიზაციისაკე, ქვეყნებს შორის მზარდი ურთიერთქმედების საშუალებით, რომელსაც მინიმალურად აფერხებს მანძილი და სახელმწიფო საზღვრები. იმისათვის, რომ არსებობდეს გლობალიზაციის პროცესი სწორედ ეს ორი რამ – მანძილები და სახელმწიფო საზღვრები უნდა იყოს დაძლეული. [1]

როგორც ზემოთ აღვნიშნე გლობალიზაციის აუცილებელი პირველი პირობა არის მანძილების დაძლევა, ხოლო რაც შეეხება მეორე აუცილებელ პირობას – სახელმწიფო საზღვრების დაძლევას, აქ ცოტა უფრო მეტი სირთულე იჩენს თავს. რადგან შეუფერხებელი მოძრაობა (ინფორმაციის, კაპიტალის, ადამიანების და ა. შ. ) შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ქვეყნებს შორის, რომლებიც იზიარებენ ლიბერალურ ფილოსოფიას. ამის კარგი მაგალითია ევროკავშირი. ევროკავშირში ეს შეიძლება ხდებოდეს და ასეც არის. ევროკავშირის ქვეყნებს შორის არის ოთხი თავისუფლება – თავისუფალი მოძრაობა: საქონლის ; მომსახურების ; კაპიტალის ; ხალხის  [2]

გლობალიზაციის 4 სახე არსებობს, რომელთა არსის გაგება მნიშვნელოვანია, იქედან გამომდინარე, რომ არსებობს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გლობალიზაციის ბუნებას. მათ მოაქვთ საკმაოდ მყარი არგუმენტები, რომელთა შორის ალბათ ყველაზე მეტად შეიძლება გამოვარჩიოთ ქვეყნებს შორის არათანაბარი განაწილების პრობლემა. რომელიც რა თქმა უნდა საზიანოა ქვეყნების დიდ ნაწილზე და შესაბამისად – მთელს მსოფლიოზე. გლობალიზაციის სახეებია: ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული.   [2]

როდესაც ვსაუბრობთ გლობალიზაციაზე არ შეიძლება არ ვახსენოთ კავშირები, რომლებიც არის უპირველესი ინსტრუმენტი ამ პროცესის ჯანსაღი განვითარებისა. ის სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება. ყველაზე მარტივი ფორმა საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციებია, რომლებიც ყოველდღიურად ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებსა და კომპანიებს შორის. თუმცა, თუ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებზეა საუბარი, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებით. მის მიღმა დგას მრავალი ეკონომიკური სუბიექტის ინტერესები და სტრატებიული ხედვები. [3]

რომ შევაჯამოთ გლობალიზაციის დადებითი და ნეგატიური მხარე შემდეგ სურათს მივიღებთ:

  • დადებითი მხარე: ინტეგრაციის გზით გლობალიზაცია ხელს უწყობს სხვადასხვა ერებსა და სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა კავშირების გაღრმავებასა და განმტკიცებას.
  • ნეგატიური მხარე: ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის შესუსტება და გაერთსახოვნება.

ეკონომიკური გლობალიზაციის თანამედროვე გამოწვევები

გლობალიზაციაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ახალი ტექნოლოგიების განვითარებას. ტექნოლოგიური პროგრესი ყოველთვის ეკონომიკური ზრდის გარანტია. ახალი ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვრცელდება და ქვეყნები, რომლებიც ამ ტექნოლოგიების დახმარებით აწარმოებენ საქონელს იმარჯვებენ კონკურენციულ ბრძოლაში და ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს იკავებენ. უამრავი პოზიტიური მხარე აქვს გლობალიზაციას, მათ შორის შრომის საერთაშორისო დანაწილება, მასშტაბის ეკონომია, თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთსარგებელი. შრომის მწარმოებულურობის ამაღლება, ტექნოლოგიური პროგრესის წახალისება, ფინანსური რესურების მობილიზება, საერთო საკაცობრიო პრობლემების კოორდინირებულად გადაწყვეტა დადებითი ეფექტის მომტანი პროცესია ყველა განვითარებადი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. [4]

ბაზრის გაფართოვება გადამწყვეტ როლს თამაშობს ინვესტიციების მოცულობის ზრდაში. საბაზრო ეკონომიკის მიხედვით ინვესტიციების ზრდა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს საქონლის გასაღების ბაზარი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ბაზარი გლობალიზაციის შედეგად გაფართოვდება ეს მისცემს უცხოელ ინვესტორებს სტიმულს ჩამოვიდნენ და გააკეთონ დაბანდებები და შემოიტანონ ახალი ტექნოლოგიები. ამას მოსდევს ადგილობრივი მუშახელის დასაქმების ზრდა და საქართველოს ბუნებრივი რესურსების გამოყენება ახალი პროდუქციის საწარმოებლად. წარმოებული პროდუქცია შემდგომ გატანილი იქნება რეგიონულ და მსოფლიო ბაზრებზე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან შემოსავლებს მოუტანს საქართველოს. გლობალიზაციით შექმნილი ხელსაყრელი პირობები მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანას ინვესტიციური რესურსების ეფექტიან მიმოქცევას. [4]

გლობალიზაციას უარყოფითი შედეგების მოტანაც შეუძლია. ეკონომისტები საუბრობენ რამდენიმე ნეგატიურ შედეგზე, რომელიც შეიძლება მოიტანოს გლობალიზაციამ. ესენია: ქვეყნებს შორის არათანაბარი განაწილება; სახელმწიფო როლის შემცირება სოციალურ სფეროში; სოციალური დაძაბულის ზრდა; დასავლური ღირებულებების თავს მოხვევა; ეროვნული ტრადიციების უგულებელყოფა;

მის ყველაზე მტკივნეულ და ნეგატიურ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს რომელიმე ერთი მსხვილი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის სწრაფად გავრცელება მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს მსოფლიო ეკონომიკაში. თუნდაც, ჯერ კიდევ ბოლომდე დაუძლეველი გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელსაც საფუძველი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაეყარა და სწრაფად გავრცელდა და მოედო მთელს მსოფლიოს. [6]

ასევე გლობალიზაციის ყველაზე მწვავე პრობლემად საქართველოსთვის და სხვა განვითარებად ქვეყნებზე არის ის ფაქტი, რომ გლობალიზაციის პროცესში ჩართვა გულისხმობს საბაჟო გადასახადის შემცირებას. რატომ არის ეს პრობლემა?! ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. სავაჭრო შეზღუდვებისა და ბარიერების შემცირება ხელს უწყობს და უმარტივებს უცხოურ კომპანიებს შემოიტანონ თავიანთი, ანუ უცხოური პროდუქცია. ეს გამოიწვევს საქართველოს ბაზრების გავსებას ამ უცხოური საქონლით და შედეგად მივიღებთ ქართული ეროვნული ბაზრის, საწარმოების და სამეურნეო საქმიანობის ჩახშობას. ეს მოხდება იმიტომ, რომ ქართული ადგილობრივი საწარმოები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ არიან აღჭურვილნი თანამედროვე ტექნიკითა და ახალი ტექნოლოგიებით, რის გამოც დაბალია შრომის ნაყოფიერება. აქედან გამომდინარე, შესაბამისად, დაბალია პროდუქციის ხარისხიც და მაღალია თვითღირებულება. ეს ყველაფერი ართულებს უცხოურ პროდუქციასთან კონკურენციას და ალბათ შეუძლებელსაც ხდის. [1]

ამას გარდა გლობალიზაციის ერთ-ერთი უარყოფითი მხარეა ისიც, რომ გარდა პროგრესული ეკონომიკური ძალებისა გლობალიზაციის პროცესში იმავდროულად ერთვებიან ჩრდილოვანი ეკონომიკის წარმომადგენლები, მაფიოზური და ტერორისტული ორგანიზაციები. ეს ქსელები ვრცელდება მთელს მსოფლიოზე, ამიტომ დაზღვეული არცერთი ქვეყანა არ არის. [6]

პირველი ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გადადგა გლობალიზაციის კუთხით იყო მაშინ, როდესაც გაიხსნა საქონლისა და მომსახურების ბაზრები, დაიწყო ინვესტორთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, როდესაც საქართველო გაწევრიანდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ეკონომიკური გლობალიზაციის მიხედვით საქართველოს მსოფლიო რეიტინგში, 178 ქვეყანას შორის, ამჟამად მე-18 ადგილი უკავია, ხოლო უბრალოდ გლობალიზაციის მიხედვით 45-ე ადგილზეა. [12]

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 2019 წლის უკანასკნელი მონაცემებით არის 75.9 , რაც უზრუნველყოფს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მე-16 ადგილს. გასულ წელთან შედარებით ქვეყნის ქულა 0,3 პუნქტით შემცირდა, რაც გამოწვეულია სასამართლო ეფექტურობის მკვეთრი ვარდნით, სახელმწიფო მთლიანობისა და ფულადი თავისუფლების შემცირებული ქულებით. საქართველოს ევროპის 44 ქვეყანას შორის მე-8 ადგილი უჭირავს. მისი საერთო ქულა რეგიონუალურ და მსოფლიო საშუალო ქულას აღემატება.  [7]

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტ

საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ დადებითი შეფასება აქვს მსოფლიო ბანკის და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად. გაკეთებული შეფასებების მიხედვით საქართველოს ეკონომიკამ საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია ლიბერალიზაციის თვალსაზრისით. კერძოდ : ლიბერალური საგარეო ვაჭრობა ; ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობები ;

ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართევლოც ცდილობს იყოს მიმზიდველი მსოფლიოს ქვეყნებისთვის. გლობალიზაციაც სწორედაც რომ ემსახურება იმას, რომ ეკონომიკა არ იყოს ჩაკეტილი 70 ათას კილომეტრის ფართობზე და მისაწვდომი იყოს არა მხოლოდ 3,7 მილიონი ადამიანისთვის.

მსოფლიოს თანამედროვე ფინანსური კრიზისები და მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

როგორც ვიცით კრიზისი, რომელიც დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მთელ მსოფლიოს შეეხო. ეს შედეგი სრულიად მოსალოდნელი იყო, რადგან ბაზრები იმდენად არიან ურთიერთდაკავშირებულნი, რომ ცვლილებები პრაქტიკულად მომენტალურად მოქმედებს ამ გაერთიანებულ სისტემაზე. გასაკვირი არ არის, რომ ამ კრიზისმა თავისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა. ამ შემთხვევაში კრიზისის შედეგების დადგენა რამდენიმე სირთულესთან არის დაკავშირებული. ეს იმიტომ, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომმა, ბუნებრივია, გადაფარა ყოველგვარი სირთულეები. ამდენად, კრიზისის შედეგების და ომით მიყენებული ზარალის ერთმანეთისგან გამიჯვნა საკმაოდ რთულია. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის შედარებით დაბალი განვითარების გამო გავლენა კრიზისის საკმაოდ სუსტი იყო.

ფინანსური სექტორის კრიზისმა გაგრძელება იპოვა რეალური სექტორში, რაც საკმაოდ მტკივნეული მომენტი იყო საქართველოსთვის, იქედან გამომდნარე რომ საქართველო მცირე ღია ეკონომიკაა. ეს ძირითადად შეეხო საერთაშორისო ვაჭრობას. გლობალურმა კრიზისმა გავლენა იქონია ლითონისა და მადნების ფასზე. საკმაოდ დაეცა მათზე ფასი. ეს უარყოფითი შედეგის მომტანი იყო საქართველოსთვის, ვინაიდან იმ დროინდელი საქართველოსთვის ლითონის ჯართი, მადნები და ლითონშენადნობები ძირითადი საექსპორტო საქონელი იყო. ეს იყო პირდაპირი მიზეზი საექსპორტო შემოსავლის დარტყმისა საქართველოში. [8]

არანაკლებ მძიმე ვითარება შეიქმნა საგადასახდელო ბალანსსაც. დიდი რეგრესი, იმავე წლებში, განიცადა ფულადი გზავნილების შემოსაბლებმაც და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამაც. ამ მოვლენას მეორე მხარეც აქვს, რადგან შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა დადებითი როლი ითამაშა საწვავსა და სურსათზე ფასებთან მიმართებაში. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია საქართველოს მიმდინარე დეფიციტზე დადებითი გავლენა. 

ეს ორი შოკი ერთდროულად უარყოფითი ხასიათის მატარებელი აღმოჩნდა საქართველოს საბანკო სექტორზეც. კერძოდ ეს გამოიხატა როგორც აქტივების კლებით, ასევე ვალდებულებების კლებითაც. [9]

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს იმ პერიოდის დროინდელი პრობლემა უფრო მძაფრი იყო, ფინანსური კრიზისისა და ომის პირობებში, უნდა ხაზგასმით ითქვას, რომ ასეთ რთულ ვითარებაშიც კი, საბანკო სისტემამ ბევრად უფრო გაუძლო კრიზისს ვიდრე მეზობელი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო სისტემებმა.

მშვიდობიანი სახელმწიფოებრივი მშენებლობა და ეკონომიკის ტრანსფორმაცია საქართველოში ყველაზე გვიან, 1995 წელს იწყება. ამ წლის ინსტიტუციურმა გარდაქმნებმა ხელი შეუწყო საქართველოს კრიზისული მდგომარეობის დაძლევაში. 1997 წელს საქართველოში დაფიქსირდა ეკონომიკის ზრდის პიკი. მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის ტემპმა 10,7%-ს მიაღწია. ინფლაციამ გამოიწვია უცხოური ვალუტის (დოლარის) მნიშვნელობის ზრდა საქართველოში. ფაქტობრივად, საქართველოში ჩამოყალიბდა ორვალუტიანი ზონა, სადაც სამომხმარებლო ხარჯებს, მცირე სამეწარმეო გარიგებებსა და მიმდინარე გადასახდელებს ემსახურებოდა ეროვნული ვალუტა, ხოლო მსხვილ გარიგებებს, საინვესტიციო მიზნებსა და სამომხმარებლო ხარჯებს – დოლარი. [2] [12]

ამ ყველა ფაქტორთან ერთად, ეკონომიკის არასტაბილურობას აძლიერებდა ინვესტირების დაბალი დონე. თავისთავად ცხადია, დევალვაციის შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებდა ეროვნულ ეკონომიკაზე და ასევე იმ ფასეულობებზე, რომლებიც საქართველოში იწარმოებოდა. იქედან გამომდინარე, რომ რეალური ცვლილებები, ფაქტობრივად, აღარ ხორციელდებოდა, ამან მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად უბიძგა სოციალური დიფერენციაციისაკენ. შედეგად გაიზარდა არალეგალური ეკონომიკის მასშტაბი. პენსიებისა და ხელფასების მოცულობის გაყინვამ გაზარდა იმ ადამიანების მცირერიცხოვანი სიმდიდრე, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ელიტას წარმოადგენდნენ. საშუალო ხელფასების მოცულობა საარსებო მინიმუმზე დაბალი იყო და შეადგენდა საარსებო მინიმუმის 60-70%-ს. პენსიები კი, საარსებო მინიმუმზე 10-ჯერ დაბალი იყო. მიუხედავად ასეთი მძიმე და რთული ვითარებისა ქვეყანაში ნაწილობრივ მიმდინარეობდა გარკვეული ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც მთლიანობაში, ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის განვითარების საწინდარი იყო. [10]

2004 წლის 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად სახელმწიფო მართვის პოლიტიკური სისტემა შეიცვალა, ჩამოყალიბდა მთავრობა და შემოღებულ იქნა პრემიერ-მინისტრის პოსტი. აქამდე არსებული მოდელი არსებითად შეიცვალა.

საგადასახადო-საბიუჯეტო სექტორში „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ გატარდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა. ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა, საბიუჯეტო სისტემა და საბიუჯეტო პროცესი ქვეყნის ეკონომიკასთან ორმხრივადაა დაკავშირებული. ერთის მხრივ ეს პროცესი წარმოადგენდა ხელისუფლების ძირითად ბერკეტს ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტიცუირი პოლიტიკის გატარების კუთხით, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა დონის ბიუჯეტებში სარკისებურად აისახა ის ტენდენციები, რომლებიც ეკონომიკაში იქნა ჩამოყალიბებული. [7]

დასკვნა

როგორც უკვე აღვნიშნეთ გლობალიზაცია შეუქცევადი პროცესია და სამყაროს განვითარებასთან ერთად მას ვერ უკუვაგდებთ, თუმცა ცალსახად იმის თქმა თუ რამდენად კარგია თუ ცუდი გლობალიზაცია არ იქნება რაციონალური. ამ პროცესის შეფასება შეიძლება იქედან გამომდინარე, თუ რა სტრატეგიას ირჩევს ქვეყანა. რასაკვირველია, თუ გამოვიყენებთ არსებულ მოცემულობას სწორად ჩვენს სასარგებლოდ, მას უზარმაზარი სიკეთის მოტანა შეუძლია. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ უნივერსალისტურები და კონკურენტულები, არ ვუგულებელვყოთ ის კულტურული ეროვნულობა რაც გაგვაჩნია, არამედ მივიღოთ მაქსიმალურად მხოლოდ დადებითი მხარეები. ასეთი მიმართულება, რასაკვირველია, ძლიერი სახელმწიფოს შენების წინაპირობაა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბრალავა ა. ეროვნული ეკონომიკა და გლობალიზაცია, თბილისი 2005;
2.რაინერ კლუმპი (2015): ეკონომიკური პოლიტიკა, მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები, თბილისი, 423 გვერდი
3.ბაქრაძე გ. 2007-2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი: მიზეზები და ინტერპრეტაციები. საქართველოს ეროვნული ბანკი, ეკონომიკა და საბანკო საქმე ტომი 2;
4.ვეშაპიძე შ. „მსოფლიო ეკონომიკა“, თბილისი 2008;
5.მენქიუ გ. „ეკონომიკის პრინციპები“ თბილისი 2008;
6.მექვაბიშვილი ე. „ეკონომიკის გლობალიზაცია: მიმართულებები, გამოწვევები, პერსპექტივები“, თბილისი 2009;
7.საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია , პროექტი, თბილისი 2013 წელი;
8. http://bpi.ge  
9. https://www.bpn.ge/article/6191-didi-depresia  
10. http://www.economy.ge  
11. http://forbes.ge  
12. http://www.geostat.ge