კინოინდუსტრია და ეკონომიკა
ავტორის სტილი დაცულია
თორნიკე კოხრეიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
III კურსის სტუდენტი
tornike.kokhreidze598@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
1895 წლის 28 დეკემბერს, პარიზის გრან კაფეს ინდურ სალონში, ჩატარდა პირველი ფასიანი საზოგადო კინოჩვენება. 1916 წელს შეიქმნა პირველი მუნჯური ფილმი „მოუთმენლობა“. გამოჩენისთანავე კინემატოგრაფიამ მიიქცია საზოგადოების ყურადღება და ინტერესი, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღესდღეობით იგი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ეკონომიკაში. მოცემულ ნაშრომში განვიხილავ კინოინდუსტრიის ეკონომიკურ ასპექტებს, კერძოდ, ხაზს გავუსვამ კინოიდუსტრიის, როგორც ექსპორტის დარგის მნიშვნელობაზე, ვისაუბრებ კინოინდუსტრიის სიახლეებზე და აღვნიშნავ კორონავირუსის გავლენას ამ სფეროზე.
Annotation
On December 28, 1895, the first paid public film screening took place in the Indian Salon of the Grand Café in Paris. In 1916, the first silent film “Impatience” was made. Since its appearance, cinematography has attracted the attention and interest of the public, so we should not be surprised that today it occupies an important place in the economy. In this article I discuss the economic aspects of the film industry, in particular, I will emphasize the importance of the film industry as an export sector, I will talk about the inovations in the film industry and note the impact of the coronavirus in this area.
ძრავა ეკონომიკისთვის
კინო და სატელევიზიო ინდუსტრია მხარს უჭერს დინამიურ შემოქმედებით ეკონომიკას. მაგალითად, ამერიკის ყველა შტატში დასაქმებულია სხვადასხვა უნარების ხალხი. მათი რიცხოვნობა 2.5 მილიონს შეადგენს – სპეციალური ეფექტების ტექნიკოსიდან დაწყებული, სცენარისტებით დამთავრებული. ყოველწლიურად ასეთ სამუშაოებში დაახლოებით 188 მლრდ დოლარი გამოიყოფა.
როდესაც კინოს ან სატელევიზიო შოუს გადაღება მიმდინარეობს მას მოაქვს სამუშაო ადგილები, შემოსავალი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც დაუყოვნებლივ ზრდის ადგილობრივ ეკონომიკას. ასე, ზოგი ინდუსტრია წელიწადში 44 მილიარდ აშშ დოლარს იხდის 320 000-ზე მეტ ბიზნესზე. ზოგიერთ შემთხვევაში პოპულარულ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებს შეუძლიათ ტურიზმის განვითარება.
მაგალითად, კინოსტუდიის “Marvel” მიერ გადაღებული ფილმი შავი პანტერა (“Black Panther”) შტატ ჯორჯიის 3100-ზე მეტი ადგილობრივი მუშაკი ჩართო და მათი ხელფასი საშუალოდ 26.5 მილიონი დოლარი შეადგინა. [1]
ტურიზმის გარდა, ფილმები ხელს უწყობენ ექსპორტს. ამერიკული ფილმები მთელ მსოფლიოში სარგებლობს აუდიტორიით, რაც ყოველწლიურად 17,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს ექსპორტში და დადებით სავაჭრო ბალანსს აღრიცხავს. ამ მოვლენას პოლ კრუგმანი აღნიშნავს, როგორც „ჰოლივუდის ეკონომიკას“.
ჰოლივუდის ეკონომიკა
რომელია შეერთებული შტატების ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტის დარგი? ამის შესახებ არსებობს ბევრი მოსაზრება, რომელიც გარკვეულწილად დამოკიდებულია განმარტებებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია, აშშ-ის ექსპორტიორთა შორის ერთ – ერთი ყველაზე დიდია გასართობი ინდუსტრია, კერძოდ, ფილმები. 2011 წელს გაქირავების მოსაკრებელი ფილმებისა და ფირების ექსპორტით 14.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო სამამულო კინოთეატრების სალაროებიდან – 10.2 მლრდ. ამერიკულ ფილმებზე გაყიდული ბილეთების დაახლოებით ორი მესამედი მოდის.
დარგში ამერიკის დომინირების მნიშვნელოვანი ნაწილი საგარეო ეკონომიაზე მოდის, რომელიც ჰოლივუდში გასართობი ინდუსტრიის ფირმების უზარმაზარი კონცენტრაციით წარმოიქმნება. ჰოლივუდი წარმოშობს ორი ტიპის საგარეო ეკონომიას: სპეციალეზებული მიმწოდებელი და შრომის ბაზრის კონცენრაცია. როცა ფილმის სტუდიები და სატელევიზიო ქსელები საბოლოო პროდუქტს ამუშავებენ, ეს, თავის მხრივ, დამოუკიდებელი პროდიუსერების, იურიდიული ფირმების და ა.შ. კომპლექსური ქსელის ჩართვასაც მოითხოვს. შრომის ბაზრის კონცენტრაციის საჭიროებაც აშკარაა, ვინაიდან თითოეული პროდუქტი ექსპერტების უზარმაზარ, მაგრამ დროებით „არმიას“ (მუსიკოსები, ოპირატორები, დუბლიორები და ა.შ.) მოითხოვს. [2]
ჰოლივუდი საგარეო ეკონომიის ძალის დადასტურებაა მისი მყარი შესაძლებლობა, მოიზიდოს ტალანტები შეერთებული შტატების გარედან. მაგრამ არის ჰოლივუდი ერთადერთი და განუმეორებელი? არა, არსებობს ბევრი სხვა გასართობი კომპლექსი. მაგალითად, ინდოეთი, სადაც კინოს ბაზარი დაცულია ამერიკული დომინირებისგან ნაწილობრივ კულტურული და ნაწილობრივ პოლიტიკური განსხვავებებით. „ბოლივუდად“ ცნობილი კინომწარმოებლების კლასტერი გაჩნდა ბომბეიში. ბოლო წლებში ბოლივუდის ფილმები ინდოეთის გარეთაც ვითარდება და ხდება ინდოეთის ექსპორტის მნიშვნელოვანი დარგი. კარაკასაში, ვენესუელაში გამოჩნდა სპეციალური ინდუსტრია, რომელიც მთელი ლათინური ამერიკისთვის ესპანურენოვან სატელევიზიო პროგრამებს ამზადებს, ასევე ჰონგ-კონგში წარმოიშვა ჩინურად მოლაპარაკეთათვის მნიშვნელოვანი კერა, ნიგერიაში აღმოცენდა „ნოლივუდი“. [2]
კინოთეატრის ალტერნატივა
დღესდღეობით კინოფილმების ყურება შესაძლებელია არამხოლოდ კინოთეატრში, არამედ სთრიმ სერვისებსა და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე. მათგან გამოირჩევა “Netflix”-ი.
“Netflix”, ეს არის კომპანია, რომელმაც თავის დროზე კინოინდუსტრიას ახალი მნიშვნელობა მიანიჭა და განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. ის გამომწერებზე დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც აწვდის მომხმარებლებს ფილმებს, სერიალებს, ტელეგადაცემებს და სხვა. შესაბამისად, მათი მთავარი მიზანია მოიზიდონ კლიენტურა, რომელიც მათ მიერ მიწოდებულ პროდუქტს სხვა გზებით იღებს, ამიტომ იგი უპირისპირდება უდიდეს ინდუსტრიას, კაბელურ ტელევიზიასა და კინოთეატრებს. იმისთვის, რომ “Netflix”-მა მათ კონკურენცია გაუწიოს, იგი მომხმარებელს სთავაზობს ულიმიტო რაოდენობის ფილმებსა თუ გადაცემებს ნებისმიერ დროს.
ეკონომიკა უდიდეს გავლენას ახდენს გაყიდვებზე იმ ქვეყანაში,სადაც ეს კონკრეტული პროდუქტი იყიდება. ეკონომიკური თვალსაზრისით “Netflix”-ის გამოყენების ფასი შედარებით იაფია ვიდრე სხვები, რაც მას უპირატესობას ანიჭებს და მეტად მიმზიდველია მომხმარებლებისთვის. 2020 წლის მდგომარეობით, ამჟამად “Netflix”– ს ჰყავს 195.15 მილიონზე მეტი გამომწერი, მისთვის მთავარი შემოსავალი გამომწერთა სისტემაა, თუმცა კონკურენციას დიდი როლი უჭირავს მათ ფინანსურ მდგომარეობაში, რადგან ის არაა ერთადერთი კომპანია ბაზარზე.
კომპანიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია მოხერხებულობა, მომხმარებელზე მორგებულობა, მომენტალური წვდომა და დიდი არჩევანი დაბალ ფასად.საშუალებას იძლევა ნებისმიერ დროს ნებისმიერი რამ ნახო და გადასახადიც არ განსხვავდება პრინციპულად ტელევიზიის მოხმარებისა “Netflix”-ის გამოწერის საფასურისგან. გარდა უკვე შექმნილი ფილმებისა და სერიალებისა “Netflix” საკუთარსაც იღებს. მან 2018 წელს 13 მილიარდი დოლარი დახარჯა ორიგინალი კონტენტის შესაქმნელად. ყველა სხვა პროდუქტი, რასაც ის გვთავაზობს სხვაგანაც შეიძლება ვნახოთ, მაგრამ ორიგინალ პროდუქციაზე მხოლოდ “Netflix”-ზე მიგვიწვდება ხელი. ასეთი ფილმია “Bird box”. გამოშვებისთანავე პირველ კვირაში 45-მა მილიონმა მომხმარებელმა ნახა და იმაზე მეტი შემოსავალი ჰქონდა ვიდრე დღეს ნებისმიერ ფილმს კინოთეატრებში. მსგავი ქმედებებით იგი მაყურებლებს აიძულებს მიეჯაჭვონ ეკრანებს დამოკიდებულებას იწვევს მათში, რაც გამოიხატება ცნობილ ფრაზებში როგორიცაა: “Binge watching”, “Netflix” and chill”.
”Netflix” არ არის ერთადერთი, რომელიც ციფრული ნაკადის საშუალებით უზრუნველყოფს მომსახურებას მთელ მსოფლიოში. მისი კონკურენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება .მაგალითად : “HBO” , “AMAZON” , “Hulu” , “AT&T” და “YOUTUBE” დიდ კონკურენციას უწევს “Netflix”- ს. [4]
კორონავირუსის გავლენა კინოინდუსტრიაზე
როგორც აღვნიშნე, კინოთეატრის ალტერნატივას წარმოადგენს ე.წ „Svod” (Subscription video on demand) კომპანიები, როგორიცაა ნეტფლიქსი, ჰულუ, ამაზონ პრაიმი, დისნეი პლუსი და ა.შ. ამის მიხუედავად, კინოთეატრები მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. თუმცა, პანდემიამ კინოთეატრები ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახადა.
კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაიხურა კინოთეატრები, გადაიდო ფილმების გამოსვლის თარიღი, გაიწელა გადაღებების პერიოდი, რაც ზედმეტი დანახარჯების მიზეზი გახდა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დამოუკიდებლად დაფინანსებული ფილმების უმრავლესობა სესხით იქმნება. სესხის აღებისას კი ბიზნესმენისთვის მნიშვნელოვანია მომავალი პროგნოზირებადი იყოს. იმის გამო, რომ ვირუსმა შექმნა არასტაბილურობის განცდა, ინვესტორებს გარისკვის ნაკლები მოტივაცია ჰქონდათ. ამასთანავე, როგორც აღვნიშნე, გაიზარდა ფილმის შექმნისთვის საჭირო ხარჯები.
კოვიდ 19-ის პერიოდში მწირი ინფორმაციისა და გლობალური შიშის გამო, ყველა სფეროს მსგავსად, კინოინდუსტრიაც ,,დაპაუზდა“. მარტისთვის ჩინეთის ფილმის ინდუსტრიას უკვე დაკარგული ჰქონდა 2 ტრილიონი დოლარი, რადგან ჩინური ახალი წლისთვის არც ერთი კინოთეატრი არ იყო ღიაა. ბრიტანული კინო და სატელევიზიო ბაზარი ყოველდღიურად 60 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს. ჰოლივუდი 2 მილიონ სამუშაო ადგილსა და 400,000 ამერიკულ ბიზნეს-კომპანიას მოიცავს. გასულ წელს მსოფლიოში კინოინდუსტრიამ 136 ტრილიონი დოლარი გამოიმუშავა. შესაბამისად, მაყურებლის ძლიერი ინტერესიც რომ უგულებელვყოთ, პანდემიის გავლენა კინო და ტელე ინდუსტრიებზე, მილიონობით დასაქმებული ადამიანი დააზარალა. [5]
2020 წლის იანვარ-მარტში კინოთეატრების დახურვის დანაკარგები 70-75% შეადგინეს იტალიაში, ჩრდილო კორეაში 35%, ჰონგ-კონგში, ფილიფინებსა და სინგაპურში – 30%. 2020 წლის აპრილში ლოს-ანჯელში 20%-იანი ვარდნა აღინიშნა.
პანდემიის დროს დაფიქსირდა ყველაზე მცირე ფილმიდან მიღებული შემოსავალი აშშ-ს ისტორიაში (1998 წლის 30 ოქტომბრიდან მოყოლებული), ის შეადგინა 10,5 მილიონი დოლარი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის 13 დეკემბერს გამოსული ფილმი “Spider man: No way home” მსოფლიოში ყველაზე მაღალბიუჯეტიან ფილმებში მე-6 ადგილი დაიკავა, ამჟამად მან 1 694 986 280 დოლარი შეაგროვა.[7]
საქართველო შედის ევროკავშირის საბჭოს მიერ შედგენილ ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში. კრიზისის შემდეგ საერთაშორისო მწარმოებლებისთვის აქ გადაღება, შესაძლოა, ფინანსურად მიმზიდველიც კი გახდეს. საჭიროა კინოინდუსტრიის დახმარება და შესაძლებლობებისთვის მზადყოფნა.
ქვეყანაში ფუნქციონირებს პროგრამა გადაიღე საქართველოში, რომლის ფარგლებშიც უკვე 28 უცხოური პროექტი განხორციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში გადაღების შემთხვევაში, უკან დაიბრუნონ კვალიფიციური ხარჯების 20-25%.
ამჟამად, საქართველოში, როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში, კვლავ გაიხსნა კინოთეატრები და მოსალოდნელი, რომ კინოინდუსტრია კვლავ აღმავლობას დაიწყებს.
გრაფიკ 1-ზე მოცუმულია აშშ-ის კინოკომპანიების შემოსავლების ფლუქტუაცია (რყევა) 1990-2020 წლებში.
გრაფიკი 1: აშშ-ის კინოკომპანიების შემოსავლები (1990-2020 წლებში)
წყარო: https://www.statista.com/chart/21425/annual-box-office-earnings-in-north-america/
ვხედავთ, რომ 1990-2019 წლებში კინოკომპანიების შემოსავლებს ძირითადად ზრდის ტენდეცია ახასიათებს. თუმცა 2020 წელს, ანუ პანდემიის პერიოდში, მკვეთრი ვარდნა შეინიშნა. შემოსავლები რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე ჩავარდა და ჯამში დაახლოებით 2 მილიარდი შეადგინა. [6]
დასკვნა
ამრიგად, ვნახეთ კინოინდუსტრიის როლი ეკონომიკაში, განვიხილეთ მისი სხვადასხვა ეკონომიკური ასპექტი. როგორც გაირკვა, კინოფილმი არის პროდუქტი, რომელიც გარკვეული ქვეყნებისთვის (აშშ, ინდოეთი) ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასევე, სახელმწიფოს შეუძლია ფინანსური სახსრები ჩადოს ფილმში (მაგლითად, სუბსიდირებით) ან გარკვეული სახის შეღავათი მისცეს გადასაღებ ჯგუფს, რაც, ცხადია სახელმწიფო ბიუჯეტს აზარალებს.
წარმატებული ფილმი შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთგვარ რეკლამადაც, რომელიც ტურიზმის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.
პანდემიის მიუხედავად, კინოიდუსტრიამ შეძლო წელში გამართება და კვლავაც რჩება გასართობი ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წამყვან წარმომადგენლად, რასაც 2021 წელს გამოსული ფილმების კინოგაქირავებიდან მიღებული შემოსავლები ადასტურებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://www.motionpictures.org/what-we-do/driving-economic-growth/
- „საერთაშორისო ეკონომიკა – თეორია და პოლიტიკა“ (პ.კრუგმანი, თსუ, 2017)
- „ეკონომიკის პრინციპები“ (გ.მენქიუ, თსუ, 2008)
- https://about.netflix.com/en
- https://www.forbeswoman.ge/post/covid19_tv_movie_industries
- https://www.statista.com/chart/21425/annual-box-office-earnings-in-north-america/
- https://en.wikipedia.org/wiki/Impact_of_the_COVID-19_pandemic_on_cinema