ჩინური მენეჯმენტის უპირატესობების გათვალისწინების შესაძლებლობები დასავლეთის ქვეყნების მართვის სისტემებში

ავტორის სტილი დაცულია

მარია მაქსუტიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
maksutyan07@gmail.com  

ანოტაცია
მენეჯმენტი არის საქმიანობის განსაკუთრებული სახე, რომელიც ადამიანების  არაორგანიზებულ მასას გადააქცევს მიზანმიმართულ, პროდუქტიულ სისტემად. მენეჯმენტი არის დაგეგმვის, ორგანიზების, ლიდერობისა და კონტროლის პროცესი მიზნების მისაღწევად. მოცემულ ნაშრომში განხილულია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის, ჩინეთის, მენეჯმენტის კულტურა და ფილოსოფია, რომლებსაც საფუძველი ჩაეყარა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ასევე აღწერილია ჩინური მართვის ძირითადი მახასიათებლები, თავისებურებები, პრინციპები და მართვის ის ძირითადი უპირატესობები რომლის გამოყენება შესაძლებელია დასავლეთის ქვეყნების მართვის სისტემებში.

Annotation
Management is a special kind of activity that turns a disorganized mass of people into purposeful, productive system. Management is a process of planning, organizing, motivating and controlling to achieve aims. This article discusses world’s leading country, Chinese management’s culture and philosophical foundation. It also describes management’s main features, characteristics, principles and advantages of Chinese management which can be used in the management systems of Western countries.


ეროვნული კულტურების თავისებურებების შესწავლა და ეფექტური გამოყენება ხალხსა და სახელმწიფოებს აძლევს საკუთარი ეკონომიკის მყარი საფუძველის შექმნის საშუალებას. დღეს წარმოების გლობალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია სულ უფრო ფართოვდება. ამ მხრივ, საწარმოების ოპტიმალური მართვისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხები კვლავ ძალზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია მენეჯმენტისათვის.

მენეჯმენტის საუკეთესო სტრატეგიები უმეტეს შემთხვევაში ერწყმის ქვეყნის კულტურულ ტრადიციებსა და ეროვნულ მახასიათებლებს, ვინაიდან მართვის ფილოსოფია მათი განუყოფელი ნაწილია. თითოეულ ერს აქვს საკუთარი ღირებულებები და სტანდარტები, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ ტრადიციებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მენეჯმენტში.[5]

ჩინეთმა თავისი მდიდარი წარსულით შექმნა უნიკალური კულტურა. ხოლო ჩინური მართვის კულტურას, ე.წ. ჩინური სასწაულს, საფუძვლად არა მხოლოდ ეკონომიკური მექანიზმები უდევს საფუძვლად, არამედ ეროვნული კულტურა თავისი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, ფილოსოფიაც და ფსიქოლოგიაც.

დღეს ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, და თავდაჯერებულად გარდაიქმნება ეკონომიკურ ზესახელმწიფოში, რაც აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებში: მშპ – 14,4 ტრლნ $, ექსპორტი – 2,499 ტრლნ $, იმპორტი – 2,069 ტრლ $ [17]. ჩინური ფირმები, როგორებიცაა: Haier, Huawei, Lenovo, SinoChem და სხვ. აფართოებენ თავის საერთაშორისო ექსპანსიას, და ცდილობენ გაუტოლდნენ მსოფლიოს წამყვან მულტინაციონალურ კორპორაციებს. ჩინეთი არის მსოფლიოს უდიდესი ბაზარი, და, ალბათ, აზიის ყველაზე მიმზიდველ ბაზარს წარმოადგენს, რაც აისახება პირდაპირი უცხოური ინვესტიციათა უზარმაზარ მოცულობაში, კერძოდ 533,14 მლრდ იუანი, და ძალიან მალე შესაძლებელი იქნება, ჩინეთის მენეჯმნეტის ეფექტურ მოდელზე საუბარი, როგორც, მაგალითად, ჩვეულებრივად საუბრობენ იაპონურ მოდელზე. უკვე, ტაივანის, სინგაპურისა და სხვა ქვეყნების ფირმების სახით ბიზნეს სტრატეგიებისა და სტრუქტურების მრავალი მაგალითი, რომლებიც დაარსებულია და მათ ხელმძღვანელობენ ეთნიკური ჩინელები, შეიძლება წარმოადგენდეს ჩინეთის წარმატებული მენეჯმენტის ერთგვარ მაგალითს.[1]

ჩინური ბიზნეს-ორგანიზაციების წარმატებები მსოფლიო ბაზარზე უდავოა, უმოკლეს დროში, უმცირესი დანახარჯებით მასობრივი პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით უკონკურენტოა გლობალური მასშტაბით. შესაბამისად, მენეჯმენტის და ასევ ოპერაციათა მენეჯმენტის ჩინური მეთოდები დიდ ყურადღებას იქცევს, მათი შესწავლა და გაზიარება ერთ-ერთი აქტუალური მიმართულებაა დასავლეთის კომპანიებისა თუ მეცნიერ-მკვლევარებისათვის. [2]

თემის მიზანია აღწეროს ის ძირითადი კონცეფციები, რომლებიც დამახასიათებელია ჩინური მენეჯმენტისთვის და მას განსაკუთრებულს ხდის. ნაშრომში განხილულია ორი ძირითადი მიმართულება: 1. ჩინური მართვის ფილოსოფიური საფუძვლები  და 2. ჩინური მენეჯმენტის მახასიათებლები და ფასეულობები.

1.მართვის ჩინური ფილოსოფია – იმსახურებს დიდ ყურადრებას და საკითხის შესწავლას, ბიზნესის მართვის გამოცდილებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით. ბოლო პერიოდში, მისდამი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით კი რთული სისტემების მენეჯმენტის სინერგიული  მიდგომის განვითარების დროს, რადგან თავისი არსით ჩინეთის ფილოსოფია სინერგიულია.

ძველ ჩინელებს სჯეროდათ, რომ სამყარო ცვლილებათა კანონს ემორჩილება: არაფერი არაა მუდმივი, ყველაფერს გააჩნია წინააღმდეგობა, ყველგან შესაძლებელია ორგვარობის პოვნა დაო დე ცზინის მიხედვით, „როდესაც ჩინეთში იგებენ, რომ მშვენიერება მშვენიერებას წარმოადგენს, ჩნდება სიმახინჯეც. როდესაც ყველა იგებს, რომ სიკეთე სიკეთეა, ჩნდება ბოროტებაც. მაშასადამე, არსებობა არარსებობას წარმოშობს, სიმარტივე და სიძნელემ შექმნეს ერთმანეთი, სიგრძე და სიმოკლე ერთმანეთს უკავშირდებიან, ბგერები შერწყმისას ქმნიან ჰარმონიას და წინა და შემდგომი ერთმანეთს მიჰყვებიან.“[12] ამდენად, სამყაროს ქანქარა მოძრაობს ორ წინააღმდეგობას, უდიდეს საწყისს ინს (ქალის) და იანს (კაცის) შორის. ინისა და იანის შეცვლა გარდაუვალია – ეს არის „გზა“ . ჩინელ ფილოსოფოსებს სჯეროდათ, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისი უმაღლესი მიზანი, მისია და როდესაც ის მიზნისკენ მიემართება ის საკუთარ თავთან ჰარმონიულად თანაცხოვრობს, და მისიიდან ნებისმიერი გადახრა იწვევს დისჰარმონიასა და ბედის გართულებას. სწორი გზის პოვნისათვის ჩინელები იყენებდნენ სტრატეგიას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩინური ფილოსოფიაც -„ვინც ფეხის წვერებზე დადგა, ის დიდხანს ვერ იდგება. ვინც დიდ ნაბიჯებს დგამს, ის დიდხანს ვერ ივლის. ვინც თავს იჩენს სინათლეზე, ის თვითონ ვერ ანათებს. ვინც თავს აქებს, დიდებას ვერ მოიპოვებს. ვინც თავს იმაღლებს, ვერ გახდება უხუცესი“ (Laozi, 2006). მნიშვნელოვანია დროის აღქმის ჩინური მიდგომა, სტრატეგი აქცევს ყურადღებას მოცემულ სიტუაციას, უნდა ვიყოთ და ვიცხოვროთ აწმყოში, კონკრეტულ ადგილას და დროს. თითოეულ სიტუაციას გააჩნია საკუთარი განსაკუთრებულობა, როგორც ნივთს ფორმა. გარდა ამისა, ჩინური სტრატეგიული კანონის მიხედვით არ არის საჭირო მომავლის პროგნოზირება, რადგან მომავალი, როგორც მოსალოდნელი შედეგი არ არსებობს, არსებობს მოვლენათა ბუნებრივი მსვლელობა. [11]

ჩინური ფილოსოფიით ბიზნესის დიდი გზის სტრუქტურა ვლინდება კოსმოლოგიურ მოდელში, რომელიც „ცვლილებათა წიგნში“  არის წარმოდგენილი:  უსაზღვრობა, ხელშეუხებელი არადიფერენცირებული მთლიანობა, ყველაფრის საწყისს წარმოადგენს. უსაზღვრობიდან გამომდინარეობს დიდი ზღვარი, სადაც მთლიანობას ვერ გაარჩევ ცალკეულ მომენტთა არსებობისგან. დიდი ზღვარი წარმოშობს სამყაროს ორ საწყისს, ინსა და იანს. სამყაროს ორი საწყისიდან გამომდინარეობს 4 გამოსახულება, რომლებიც ასოცირდება ოთხ მიმართულებასთან, წლის დროებთან და სხვ. თავის მხრივ, ოთხი გამოსახულება წარმოშობს რვა ტრიგრამას – მსოფლიოს რვა ძირითად გრაფიკულ სიმბოლოს, ხოლო ტრიგრამების ყველანაირი კომბინაცია (64 ჰექსაგრამი) მსოფლიოს მრავალფეროვან მოვლენებს წარმოადგენს. ნებისმიერ დროს ადამიანი იმყოფება ისეთ სიტუაციაში, რომლის განვითარება აღწერილია ჰექსაგრამში ხაზების წესრიგისა და ტიპების მიხედვით. [9]

„ცვლილებათა წიგნი“ მოიცავს ტრადიციული ჩინური კოსმოლოგიის ძირითად დებულებებს, რომლებშიც ჩართულია ხუთი ძირითადი ელემენტისა, ან უფრო სწორედ, მსოფლიოს 5 ციკლის სწავლებას. ხე, ცეცხლი, მიწა, მეტალი და წყალი, ეს ხუთი ელემენტის ჩამონათვალი წარმოადგენს „ურთიერთწარმოშობის“ პროცესს. ჩჟენ ჩჟუინმა, ჩინელმა ფილოსოფოსმა, ამ ელემენტებს და მართვის სხვადასხვა ასპექტს შორის ნახა კავშირი, და ჩამოაყალიბა მართვის ყოვლისმომცველი კონცეფცია, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება :

ხის თვისება – წარმოშობა და ზრდა, და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ის შეეფერება წარმოებასა და ნოვატორობას.

ცეცხლის თვისება – საგნების ერთმანეთთან გალღობა, და მენეჯმენტის პრაქტიკაში ის შეეფერება ადამიანურ ურთიერთობებს, თანხმობას კოლექტივში.

მიწის თვისება – სინთეზი, გაერთიანება და მენეჯმენტშიც მიწა შეეფერება დაგეგმვას და სტრატეგიის შემუშავებას.

მეტალის თვისება – სიმყარე, სიძლიერე და მენეჯმენტში მეტალი შეეფერება კონტროლს.

წყლის თვისება – ცვლილება და თავისუფალი დინება, ამდენად მენეჯმენტის პრაქტიკაში წყალი შეეფერება გეზის შეცვლას და ახალი შესაძლებლობების ძებნას.

ჩჟენმა ამ ელემენტების და მათი თვისებების გამოყენებით აღწერა მენეჯმენტის „ხუთი პრინციპის“ ურთიერთქმედება. ხის ფაზა, ხელოვნების სიმბოლო, გადადის ცეცხლის ფაზაში (კომუნიკაცია, ადამიანური ფაქტორი), ცეცხლი წარმოშობს მიწას (ერთიანობა, სტრატეგია), მიწა გადადის მეტალის ფაზაში (კონტროლი, მმართველობა), მეტალი წარმოშობს წყალს (ბაზრისადმი ადაპტაცია) რის შედეგადაც მენეჯმენტის ციკლი კვლავ უბრუნდება ხის ფაზას. [9]

2. ჩინური მენეჯმენტის მახასიათებლები და ფასეულობები – ჩინური მენეჯმენტი ჩინეთის ეროვნულ მახასიათებლებს მიეკუთვნება, სადაც მენეჯმენტის მეცნიერება არ არის განვითარებული, როგორც განვითარებული კაპიტალიზმის ქვეყნებში. ჩინეთის ეროვნული მენეჯმენტი საფუძვლად ფილოსოფიას იყენებს. 

ჩინური მენეჯმენტის დასახასიათებლად გამოყენებულია ჰოფსტედეს მაჩვენებლები (იხ. სქემა1), რომლებიც ზოგადად ახასიათებენ მას.

სქემა 1. ჰოფსტედეს მაჩვენებლები

 ინდივიდუალიზმიძალაუფლებრივი დისტანციაგრძელვადიანი ორიენტაციაგანუსაზღვრელობის აცილება
აშშ91%40%26%46%
ჩინეთი20%80%87%30%

წყარო: https://www.hofstede-insights.com/country/china/

დასავლეთის მენეჯმენტი ჯერ აანალიზებს პრობლემას, ანაწილებს სამუშაო ადგილებს, და შემდეგ იღებს შესაბამის კადრებს, ჩინეთის მენეჯმენტი კი ემყარება პრინციპს: „ბიზნესი დამოკიდებულია ადამიანურ ურთიერთობებზე“. ჰოფსტედეს „ინდივიდუალიზმი/ კოლექტივიზმი“ ინდექსის მნიშვნელობებიც, მიუთითებენ იმაზე, რომ ჩინეთი არის უაღრესად კოლექტივისტური კულტურის მქონე ქვეყანა, ხოლო აშშ ინდივიდუალისტური. უფრო მეტიც, ჩინელები თავის საქმიანობას იწყებენ ოჯახის გარშემო, რადგან ოჯახის წევრების გარდა ვინმეს მიმართ ნდობის ნაკლებობა ადამიანებს ხელს უშლის შეუერთდნენ ჯგუფებსა და ორგანიზაციებში. ჩინეთის მენეჯმენტი ძირითადად ემყარება ოჯახის კონცეფციას, რაც გულისხმობს თანამშრომელთა განსაკუთრებული ურთიერთობების ხასიათს. მაგრამ, თუ იაპონიაში კორპორაცია არის ოჯახი, ჩინეთში ოჯახი არის კორპორაცია. კორპორატიული ორგანიზაციის ბირთვს საოჯახო ბიზნესი წარმოადგენს, მაგალითად, ტაივანის 100 უდიდესი კომპანიიდან მხოლოდ ორი არ ეკუთვნის ერთ ოჯახს. ჰონგ კონგის კომპანიებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აღემატება 150ს, რაც აშშ-თვის იმავე მაჩვენებლის ნახევარია. ასეთ მენეჯმენტს აქვს კავშირისა და ჯგუფის მახასიათებლები. მეორე მხრივ, ამერიკის მმართველობა მხარს უჭერს სახელშეკრულებო ურთიერთობებს, რაც წარმოადგენს კომერციულად ორიენტირებული საზოგადოების და შრომის ბაზრის დომინირების შედეგს.

თუმცა, თითქმის ყველა დასავლური კომპანია იწყებოდა საოჯახო ბიზნესით, და მოგვიანებთ კორპორატიულ სტრუქტურის სახეს იძენდა. ამ გაგებით, საოჯახო ბიზნესი არ არის მხოლოდ ჩინური ეკონომიკისთვის, ან თვით ჩინეთის გარეთ მყოფი ჩინური საზოგადოებების ეკონომიკისთვის დამახასიათებელი. მაგრამ, ჩინური საოჯახო ბიზნესისთვის, ის გზა, რომელიც კომპანიამ უნდა გაიაროს ოჯახის მენეჯმენტიდან პროფესიულ მენეჯმენტამდე, რთული და ხშირად გადაულახავია. ფ.ფუკუიამა (Francis Fukuyarna) განასხვავებს ჩინეთის საოჯახო ბიზნესის განვითარების სამ ეტაპს. პირველ ეტაპზე ბიზნესს იწყებს მეწარმე, ოჯახის უფროსი, რომელიც ყველა ნათესავს ხელმძღვანელ თანამდებობაზე აყენებს და მმართავს კომპანიას ავტორიტარული მანერით. აქ იკვეთება ჩინური კომპანიისთვის მეორე დამახასიათებელი თვისება, როგორიცაა მაღალი ძალაუფლებრივი დისტანცია. ჩინური კომპანიის ხელმძღვანელები დისტანციას იცავენ თანამშრომლებთან, ამხანგობისა და თანასწორობის გრძნობა ხელმძღვანელისა და რიგითი თანამშრომლის შორის არ არის დამახასიათებელი მათი საქმიანი კულტურისათვის. მეორე და მესამე ეტაპები იწყება ოჯახის გარდაცვალების შემდეგ, ბიზნესი მემკვიდრეობით გადადის მის შვილებთან და შვილიშვილებთან. ამ დროს ბიზნესისთვის დამახასიათებელია არასტაბილურობა, რყევები, მაგრამ ამავდროულად კომპანია იშლება, ფართოვდება, იმატება ფილიალები და იწყება მსოფლიო ბაზრების მოცვა.[10]

დასავლელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე პირობებში, ხუთ წელიწადში ერთხელ, ფირმამ უნდა განაახლოს თავისი ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით ზედა ეშელონი, ახალი იდეებისთვის. ჩინეთის მენეჯმენტის პრაქტიკაში კი გამოიყენება საპირისპირო მიდგომა, რომლის მიხედვით ასაკი განიხილება როგორც ბიზნესის სათავეში მყოფი ადამიანების სიბრძნისა და ინტელექტის სიმბოლო.

ასევე აღსანიშნავია ჩინური ბიზნეს კულტურის ფენომენი ,,guanxi“ (,,გუ-ანსი“), რაც „კარგ ურთიერთობებს“ ნიშნავს. ტრადიციული ,,guanxi“ დამოკიდებულება გულისხმობს რესურსების განაწილებას „კარგი ურთიერთობების“ ან „პირადი კონტაქტის“ საშუალებით. ამ დროს კომპანიების მენეჯერები ამყარებენ და ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობებს მთავრობის  წარმომადგენლებთან, ასევე სხვა ფირმებთან რათა უზრუნველყონ რესურსების (როგორებიცაა წყალი, ელექტროობა და ა.შ.), ნედლეულისა და მასალების მიწოდება. პრაქტიკაში ,,guanxi“ იწვევს ნეპოტიზმს.

ამრიგად, ჩინეთის მენეჯმენტი წარმოადგენს დასავლეთის მენეჯმენტის ანტიპოდს. ჩინური კომპანიების წარმატების საიდუმლოდ შეიძლება ჩაითვალოს ასევე მართვის 12 ძირითადი პრინციპი (იხ სქემა 2).[8]

სქემა 2: ჩინური მართვის პრინციპები და მათი მნიშვნელობა

პრინციპიმნიშვნელობა
“სახელის შესწორება”ამ პრინციპის შესაბამისად, მართვის პროცესი არის საგნების და მოვლენების “არასწორი” მიმდინარეობის გამოსწორება 
ციკლურობხელმძღვანელის რეაქცია უნდა შეესაბამებოდეს დროის ციკლს
ჰარმონიკომპანიაში წონასწორობის მაღალი დონე, რომელიც მიიღწევა ლიდერის ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების უნარით
არაპირდაპირი გავლენჩინეთში ლიდერი ცდილობს პრობლემა გადაჭრას არა პირდაპირ, არამედ სისტემაში წონასწორობის შეცვლის გზით
შორსმჭვრეტელობუმნიშვნელო ნიშნების საფუძველზე შორს მიმავალი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა
მართვის მორალური საფუძვლებიჩინეთში დიდი ყურადღება ექცევა მორალურ კანონებს
რიტუალებისა და იერარქიის დაცვარიტუალი უძველესი დროიდან მნიშვნელოვან იდეოლოგიურ ინსტრუმენტს წარმოადგენს მართვაში.
ინდივიდუალური მიდგომჩინეთში დამკვიდრებულია კადრების შერჩევა შესასრულებელი ამოცანის სპეციფიკაციის მიხედვით
პირადი პასუხისმგებლობდაკავშირებულია ავტორიტეტების მაგალითების გამოყენებასთან
ოჯახობკომპანიის მართვას საფუძვლად ოჯახის მართვა უდევს
ჯილდოებისა და სასჯელების ადეკვატურობჩინეთში არის  მკაცრად განსაზღვრული ის პირობები, თუ როდის უნდა დასაჩუქრდეს ან დაისაჯოს მომუშავე
სიტუაციაზე წერტილოვანი მოქმედებეს პრინციპი იწვევს როგორც მატერიალური, ასევე მორალური დანახარჯების მინიმიზაციას

წყარო: 8.   Н.А.Попович. „Китайский менеджмент как способ управления компаниями“, 2008
ჩინეთის რეფორმის დასაწყისში ახალ იდეებსა და კონცეფციებზე გაჩნდა მოთხოვნა და ამ დროს ჩინელი მენეჯერები პირველად შეხვდნენ დასავლეთის მენეჯმენტის წიგნებს. დასავლური მენეჯმენტი კონკრეტულ გარემოებზეა დამოკიდებული, რადგან დასავლური საწარმოს პერსონალი ხშირად ცვლის სამუშო ადგილს, ხოლო ჩინეთის მენეჯმენტი ადამიანზეა დაფუძნებული. ეს ჩინური მენეჯმენტის ფასეულობებშიც თვალნათლივ ჩანს. ჩინეთის მენეჯმენტის დამახასიათებელი თვისება არის ადამიანის მაღალი შეფასება. ამერიკული მენეჯმენტი ემყარება ფორმულას „არის მოთხოვნა – იქნება იღბალი“, რომელიც განსაზღვრავს ბიზნესის მიზანს. იაპონური მენეჯმენტი ემყარება პრინციპს „ერთად ცხოვრება – ერთობლივი საწარმო“, რომლის საფუძველზეც ჩნდება საერთო მიზნები და რომელიც არ ითვალისწინებს ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს. ჩინეთის მენეჯმენტი კი ემსახურება საწარმოს გრძელვადიან განვითარებას, ხოლო კომპანიის მოგებას  აკონტროლებს ადამიანი. ყველაფერი მიმართულია ადამიანური პოტენციალის განვითრებაზე, ეს კი უკავშირდება ჯგუფში თანამშრომელთა ურთიერთქმედებას და საკითხების რაციონალურ მიდგომებს. ამდენად ჩინეთის მენეჯმენტი ემყარება პრინციპს: „გონიერება ადამიანის ღირებულებას პატივს სცემს. [14]

ჩინური მენეჯმენტის მამა, ცზენ შიციანი, თავის ნაშრომებში წერდა, რომ მენეჯმენტის მეცნიერების თვალსაზრისით, მენეჯმენტი არ შეიძლება იყოს ჩინური, ამერიკული, ევროპული ან იაპონური, რადგან ყველა ქვეყანა იყენებს მართვის ერთნაირ სისტემებს. სინამდვილეში კი, ქვეყნებს შორის კულტურული განსხვავებებია და სხვადასხვა ქვეყნის მართვის ფილოსოფია მნიშვნელოვნად განსხვავდება, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტი მეტყველებს ჩინური სპეციფიკის არსებობაზე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა უძველესი დროიდან. [6]

ჩინეთისა და დასავლეთის ბიზნეს-კულტურები ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც გამოიხატება ლოგიკაში, აზროვნებაში, საქმიან ურთიერთობებსა და ა.შ. (იხ. სქემა3)

სქემა 3. ჩინური მენეჯმენტის კულტურის ელემენტები

ჩინეთიკულტურადასავლეთი
სპირალურილოგიკახაზოვანი
რთულია უარის თქმაშეუთანხმებლობაარგუმენტირებული
არაპირდაპირიკომუნიკაციაპირდაპირი
დახვეწილი, არავერბალურიპატიოსნებააშკარა
მომენტის კონტექსტიაზროვნებაკანონებსა და წესებზე დაფუძნებული
ჰარმონიის დაცვაინდივიდუალურობამიღწევების საჭიროება
გუ-ანსი, ხანგრძლივისაქმიანი ურთიერთობებიზედაპირული
თავისუფალიშეხვედრების დრომკაცრი
მოგება-მოგებაკონფლიქტის შედეგიგამარჯვებული-წაგებული

წყარო: CURB – China – US Business Development Corporation Report 2020

როგორც მართვის ნებისმიერ სპეციფიკას, ასევე ჩინურს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლის ცოდნა არა მხოლოდ ზოგადი განათლებისთვის არის საჭირო, არამედ მათი გამოყენება კომპანიას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. მაგალითად, მართვის 12 პრინციპი სადაც აღწერილია ის ძირითადი დებულებები და წესები რომლებსაც იყენებენ ჩინელი ლიდერები, შესაძლებელია გამოიყენებული იყოს დასავლეთისა და აშშ-ს კომპანიებში:

1. სიტუაციაზე წერტილოვანი მოქმედების პრინციპი მოიცავს მთლიანად სიტუაციაზე გავლენის საკვანძო წერტილების/ფაქტორების პოვნის შესაძლებლობას, შედგომ კი კომპეტენტურად და ძალიან ზუსტად მოახდინოს მათზე გავლენა, რაც თავის მხრივ, როგორც ზემოთ აღნიშნულია, ყველა სახის დანახარჯს ამცირებს.

2. ჩინური კულტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩინურ მენეჯმენტს, არის სამყაროს ხედვა და დროისადმი დამოკიდებულება. სინამდვილის ჰოლისტიკური აღქმა და დროის, მომენტის განცდა აძლევს „ათასი“ ცვლილებების გარჩევის და განჭვრეტის საშუალებას, რომელიც თავის მხრივ დადებითად ზემოქმედებს ბიზნესზე, განსაკუთრებით დინამიკური გარემოს პირობებში.

3. გადარჩენის შესაძლებლობა მუდმივ ქაოსში არის ჩინელების მსოფლმხედველობის ფაქტორი, და სტრატეგიული წარმატების ერთ-ერთი საშუალება. ამდენად, კომპანიებმა უნდა შექმნან ქაოსი, და ხელი შეუწყონ შემოქმედებითი გარემოს შექმნასა და ლიდერების „დაბადებას“, და ეტაპობრივად ქაოსი ჰარმონიად გადაიქცევა.  

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Gary Davis, The Eastern Way: How Chinese Philosophy Can Power Innovation in Bussines Today, 2020
  2. Ahsan Siraj, Zhifeng Shen, Hongbing Jiang, Yongming Zhu and Junjie Li, “Chinese-Style Innovation and Its International Repercussions in the New Economic Times” 2020
  3. CURB – China – US Business Development Corporation Report 2020
  4. Thomas Hout and David Michael. “A Chinese Approach to Management, Harvard Business Review”, 2014
  5. Drucker P.F. Management: Tasks, Responsibilities, Practices. N.-Y, 2001
  6. Zheng ShiQiang „Chinese Management“, 2005
  7. I Ching. “The Book of Changes”, 7th century BC, Эксмо 2006
  8. Н.А.Попович. „Китайский менеджмент как способ управления компаниями“, 2008
  9. В.В.Малявин. „Китай управляемый. Старый добрый менеджмент“, 2005
  10. F.Fukuyama. „Trust: The Social Virtues and The Creation of Prosperity”
  11. Э.Н.Богданова. „Китайская философия управления и синергетическое мировидение”, 2009
  12. Laozi. “Tao Te Ching”, 4th century BC, Сост. и перевод В. В. Малявина. М., Феория. 2010
  13. С.Скрипников. „Бесовство предпринимательства“(2006)
  14. Б.Кайфен. „Особенности национального менеджмента на примере Китая“, 2009
  15. Е.Н.Князева, С.П.Курдюмов. „Основания синергетики. Синергетическое мировидение“, 2005
  16. https://www.hofstede-insights.com/country/china/
  17. https://trendeconomy.ru/data/h2/China/TOTAL