ინვესტიციების არსი და მათი როლი ეკონომიკის განვითარებაში

ავტორის სტილი დაცულია

მარიამ პაიკიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
Paikidzemari2000@gmail.com

ანოტაცია

ქვეყნის ეკონომიკასა და მის განვითარებაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციების მოზიდვასა და შემდგომ მისგან გამოწვეულ ეკონომიკურ ეფექტიანობას. კარგი საინვესტიციო გარემო ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. როგორც წესი,  საინვესტიციო გარემო უზრუნველყოფს მეტი და ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვას. ჩემი ნაშრომის თემაც სწორედ ინვესტიციებსა და საინვესტიციო გარემოს ეხება. ვისაუბრებ ინვესტიციების ცნებასა და პრიორიტეტულ ინვესტირებებზე, ასევე განვიხილავ საინვესტიციო დანახარჯების ტიპებს და მიმოვიხილავ საქართველოს საინვესტიციო გარემოს.

Annotation

Attracting investments and then monitoring the following economical consequence hold great importance for country’s economy and it’s development. Good investment environment is a part of country’s economic growth strategy. Usually investment environment provides more and better quality of investment attraction. My article’s topic  is about investments and investment environment. I’m going to talk about concept of investing and essential investments, also I will discuss the types of investment costs and talk about Georgian investment environment.

ინვესტიციების ცნება და პრიორიტეტული ინვესტირებები

ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება,რომელიც დაბანდდება და გამოიყენება შესაძლო მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში. ასეთი ფასეულობა ან უფლება შეიძლება იყოს როგორც ფულადი სახსრები, აქციები და ფასიანი ქაღალდები, ასევე, უძრავი და მოძრავი ქონება: მიწა, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები და სხვა მატერიალური ფასეულობა; მიწით ან სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება და კანონით აღიარებული სხვა ქონებრივი ან ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება.

ინვესტიცია ეწოდება კაპიტალის დაბანდებას ეკონომიკურ საქმიანობაში მოგებისა და სოციალური ეფექტის მიღების მიზნით. ინვესტიციები ხელს უწყობენ საწარმოო, ინოვაციური და სოციალური პროექტების რეალიზაციას, მონაწილეობენ წარმოების მოცულობის ზრდისა და საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის შემდგომი ამაღლების საქმეში. სახელმწიფოს კრიზისის პირობებში ინვესტიციები წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას სოციალური და საწარმოო პოტენციალის სტრუქტურულ გარდაქმნასა და მისი ბაზრისადმი დაქვემდებარებაში.[1]

ეკონომიკურ ლიტერატურაში ცნება-,,ინვესტიციები” სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება: სამომხმარებლო ინვესტიციები; ინვესტიციები ბიზნესში (ეკონომიკური ინვესტიციები); ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში (საფინანსო ინვესტიციები).

სამომხმარებლო ინვესტიციები- მკაცრად რომ ვთვათ, პირდაპირი მნიშვნელობით არ წარმოადგენს ინვესტიციებს. იგი ნიშნავს ხანგრძლივი მოხმარების საქონლის ან უძრავი ქონების შეძენას. ასეთი გაგება აღმოცენდა თვით მომხმარებლებს შორის. ფინანსური თვალსაზრისით ამ შემთხვევაში არ არსებობს შემოსავალი დაბანდებულ კაპიტალზე და ბუნებრივია არც ეს უკანასკნელი იზრდება. დაბანდებული სახსრები თავისი არსით წარმოადგენს ფულად დანაზოგებს და არა მათ ინვესტირებას.

ინვესტიციები ბიზნესში – თავის უმთავრეს მიზნად ისახავს მოგების მიღებას, რისთვისაც ხდება საწარმოო აქტივების შეძენა და გამოყენება. მაშასადამე, ინვესტიციების ასეთი ფორმის დროს იქმნება რეალური საწარმოო სიმძლავრეები. ეკონომიკური ინვესტირება ნიშნავს საწარმოო პროცესების ორგანიზებას მოგების მიღების მიზნით. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ეკონომიკური ინვესტირება რეალურ აქტივებში სახსრების დაბანდებაა მოგების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან ,,ნორმალური რისკის პირობებში”.

საფინანსო ინვესტიციები – ნიშნავს აქტივების შეძენას ფასიანი ქაღალდების სახით მოგების მიღების მიზნით, ამ სახის ინვესტიციებისთვის ,,ნორმალური” რისკის პირობებში. ეკონომიკური ინვესტიციებისაგან განსხვავებით საფინანსო ინვესტიციები არ საჭიროებს ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნას და მათი გამოყენების კონტროლს.[2]

საქართველოს დღეს განსაკუთრებით სჭირდება ინვესტიციების მოზიდვა, რაც განაპირობებს ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა დასაქმება და შემოსავლების ზრდა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, საექსპორტო პოტენციალისა და ქვეყანაში სავალუტო შემოსავლების ზრდა, საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაცია და ა.შ.

საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის, ექსპორტის ხელშეწყობა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, საქართველოს მთავრობამ უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა უკვე არსებულ პარტნიორებთან და ამავდროულად მოიზიდოს პოტენციური სავაჭრო მოკავშირეებიც.

  • პრიორიტეტი1-ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა

 თითქმის ყველა ტიპის ინფრასტრუქტურის უწყვეტი განვითარება უმნიშვნელოვანეს საჭიროებად რჩება საქართველოში, განსკუთრებით კი სოფლად. შესაბამისად, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში. გარდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროებისა, გამოიკვეთა ისეთი საჭიროებებიც, როგორებიცაა ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირება.

  • პრიორიტეტი 2-სოფლის მეურნეობის განვითარება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის სექტორის განვითარებისათვის ბევრ სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, რომელთა  აბსოლუტური უმრავლესობა კონცენტრირებულია რეგიონზე ქალაქ თბილისის გარეთ. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამები, ცალსახად, განიხილებიან რეგიონული დატვირთვის მატარებლად. ეს პრიორიტეტი მთლიანად სოფლად ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და ეკონომიკის დივერსიფიკაციის წახალისებაზეა ორიენტირებული. პრიორიტეტი კი ასევე მოიცავს სატყეო დარგის მდგრადი განვითარების საკითხს, რომელიც პოტენციურად, გარემოს დაცვითი და ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთ მთავარ აქტივად განიხილება. [2]

დიაგრამა1: სოფლის მეურნეობის სექტორის ზოგადი სტატისტიკა (2011-2019 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba

როგოც ვხედავთ დიაგრამაზე სოფლის მეურნეობის პროცენტული წილი 2011-2014 წლებში თითქმის ერთნაირი იყო, ხოლო 2014-2019 წლებში იწყო კლება.

  • პრიორიტეტი 3-ტურიზმის განვითარება

ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია. მას გააჩნია რეგიონული და სოფლის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობანი ხელშეწყობის პოტენციალი. ტურიზმი ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის, ტურიზმთან დაკავშირებული დარგების და სოფლის მეურნეობის, მათ შორის, პირველადი წარმოების განვითარებას. სექტორს განვითარების მაღალი პოტეციალი აქვს და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება დადებით ზეგავლენას მოახდენს რეგიონების განვითარებაზე. აღნიშნული, თავის მხრივ, მოითხოვს ტურიზმის ინფრასტრუქტურის კიდებ უფრო გაზრდას, ტურიზმთან დაქავშირებული მომსახირებების ხარისხის გაუმჯობესებას და მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების და ახალი ტურისტული განვითარების ხელშეწყობას.

  • პრიორიტეტი 4-ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა

სხვადასხვა გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ საქართველო სამუშაო ადგილების ნაკლებობას განიცდის. განსაკუთრებით მცირეა სამუსაო ადგილები ე.წ. ,,დიდი თბილისის“ საზღვრებს გარეთ. სწორედ ამიტომ ინვესტირებები მიმართული უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნისაკენ.[2]

საინვესტიციო დანახარჯების ტიპები

საინვესტიციო ხარჯების სამი ტიპს გამოყოფენ: ინვესტიციები საწარმოთა ძირითად კაპიტალში, ინვესტიციები ბინათმშენებლობაში და ინვესტიციები მარაგებში.

ინვესტიციები საბინაო მშენებლობაში მოიცავს, როგორც ახალი სახლების ყიდვას იმ ადამიანების მიერ, რომლებიც აპირებენ მასში ცხოვრებას, ისე ბინათმშენებლების მიერ მათ ყიდვას შემდგომში იჯარით გაცემის მიზნით.

როდესაც ვსაუბრობთ ინვესტიციებზე ბინათმშენებლობაში უნდა გავითვალისწინოთ ბინებზე არსებულ მოთხოვნაში ცვლილებები.ბინებზე მოთხოვნის ცვლილების შემთხვევაში იცვლება ბინების ფასების წონასწორული მნიშვნელობა, რაც, თავის მხრივ, აისახება საბინაო მშენებლობაში ინვესტიციებზე. ბინებზე მოთხოვნის მრუდი შეიძლება გადაადგილდეს მრავალი მიზეზის გამო. ეკონომიკური ბუმი ზრდის ეროვნულ შემოსავალს და შესაბამისად, ბინებზე მოთხოვნას. მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ გადაადგილება ამაღლებს ფასების წონასწორულ მნიშვნელობას. ბინებზე ფასები აფართოებს ინვესტიციებს საბინაო მშენებლობაში.[3]

ინვესტიციები მარაგებში-დანახარჯებს  ერთ-ერთი ყველაზე მცირე კომპონენტია. რეცესიის დროს დანახარჯების შემცირების ნახევარზე მეტი, ჩვეულებისამებრ, დაკავშირებულია ინვესტიციებთან მარაგებში. მარაგები მრავალი მიზნით გამოიყენება.

მარაგების შექმნის ერთ-ერთი მიზეზია წარმოების მოცულობის რყევების შთანთქმა. მარაგების შექმნის მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მან შეიძლება საშუალება მისცეს ფირმას უფრო ეფექტიანად იფუნქციონიროს. მაგალითად, საცალო მაღაზიები შეძლებენ საქონლის უფრო ეფექტიანად გაყიდვას, როდესაც იცინი უშუალოდ ფლობენ მის ნაირსახეობას და წარუდგენენ მომხმარებლებს.

მარაგების წარმოქმნის მესამე მიზეზია საქონლის უკმარისობისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა მოულოდნელად დიდი მოცულობის გაყიდვების შემთხვევაში. ფირმებს ხშირად უწევთ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც ეხება წარმოებას ისე, რომ არ იციან რა მოცულობის იქნება მოთხოვნა.

მარაგების შექმნის მეოთხე მოტივი ნაკარნახევია წარმოების პროცესით. მრავალი საქონელი გაივლის წარმოების რამდენიმე ეტაპ,  ამიტომ მათ დამზადებაზე გადის გარკვეული დრო. როდესაც საქონლის წარმოება არ დასრულებულა, მისი კომპონენტები გაითვალისწინება, როგორც ფირმის მარაგების ნაწილი. მარაგების ამ სახემ მიიღო დაუმთავრებელი წარმოების სახელწოდება.

ძირითად კაპიტალში ინვესტიციების სტანდარტულმა მოდელმა მიიღო ინვესტიციების ნეოკლასიკური მოდელის სახელწოდება. ნეოკლასიკურ მოდელში განიხილება ფირმების მოგება და დანახარჯები,რომლებიც ფლობენ საინვესტიციო საქონელს. მოდელებში ნაჩვენებია, თუ როგორ უკავშირდება ინვესტიციების დონე კაპიტალის მარაგებთან ერთად კაპიტალის ზღვრულ პროდუქტს, საპროცენტო განაკვეთსა და გადასახადებით დაბეგვრის წესებს.[3]

საინვესტიციო გარემო საქართველოში

საინვესტიციო გარემო არის იმ ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც ინვესტორების მიერ ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენენ გავლენას. ამ ფაქტორების ქვეშ, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრება ქვეყნის პოლიტიკური სტაბულურობა, საინვესტიციო და სახადასახადო პოლიტიკა, ქევყანაში კრიმინოგენული სიტუაცია და კორუფციის დონე, საკანონმდებლო ბაზა და თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება, ბიზნესის კეთების სიმარტივე და სხვა. აღნიშნული ფაქტორების პარალელურად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი პოლიტიკური მაჩვენებლების მდგომარეობას, როგორებიცაა: მთლიანი შიდა პროდუქტი, ინფლაცია, შიდა დანაზოგის მაჩვენებელი, დასაქმების მაჩვენეელი, საგადასახდელო ბალანსი და სხვა. თითოეული ჩამოთვლილთაგანი სხვა, ნაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად ქმნის იმ გარემოს ქვეყანაში, რომელშიც ფუნქციონირებაც უწევს როგორც მოქმედ ადგილობრივ ბიზნესს, ისე იმ რეზიდენტ და არარეზიდენტ სუბიექტებსაც, რო საქართველოში დღეს ბევრს ლაპარაკობენ ინვესტირებისათვის ხელსაყრელ გარემოზე. ხაზს უსვამენ ბიზნესის დაწყებისათვის ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივეს, რაც ძირითადად კონპანიის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის და საბანკო ანგარიშის გახსნის პროცედურების სიმარტივეში, აგრეთვე ხანგრძლივობაში (მოკლე ვადებში) გამოიხატება.[4]

იმისთვის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო შევაფასოთ საჭიროა იმის განსაზღვა თუ რომელი კომპანიები ახორციელებენ ჩვენ ქვეყანაში ინვესტიციებს. საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი 20 კომპანიის შემადგენლობა 2020 წლისათვის ასეთია:

 · შპს რეკან გრუპ ჯორჯია- საქმიანობა: სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება;

· შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია – საქმიანობა: სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება;

· აიდიეს ბორჯომი – საქმიანობა: მინერალური წყლებისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოება ;

· შპს მაგთიკომი – საქმიანობა: მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი ;

· შპს აგროჯორჯია – საქმიანობა: სოფლის მეურნეობა;

 · შპს თბილისი ენერჯი- საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული;

· ფოთის საზღვაო ნავსადგური – საქმიანობა: ნავსადგურებისა და სატრანსპორტოსაექსპედიციო სააგენტოების მომსახურება;

 · სს RMG Copper – საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული;

· შპს RMG Gold – საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული;

· შპს აჭარა ტექსტილე – საქმიანობა: ტანსაცმელი და აქსესუარები;

· შპს საქართველოს ცემენტის კომპანია – საქმიანობა:სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება;  

· შპს აჭარისწყალი ჯორჯია – საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეულიფინანსები;

· სს დარიალი ენერჯი – საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეულიფინანსები;

 · სს მეტრო ავრასია ჯორჯია – საქმიანობა: ფინანსები  ;

· სს მარუსია (საქართველო) – საქმიანობა: დისტრიბუცია  ;

 · შპს ენკა რინიუებლზ – საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეულიფინანსები;

· სს ბიჯეო ჯგუფი – საქმიანობა: ფინანსები   ;

  • სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია – საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეულიფინანსები;
  • შპს ეიჩ ენდ ემ ჰენეს ენდ მაურიც ჯორჯია- საქმიანობა: ტანსაცმელი და აქსესუარები;

· შპს ჯინო პარკი – საქმიანობა: გართობა, მედიცინა, სილამაზე, რესტორნები, ბარები, საბავშვო პროდუქცია და საქმიანობა. [6]

ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო შემდეგ ორგანიზაციაზე, რომელიც არ არის ჩამონათვალში ეს არის EBDR ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. EBDR არის უცხოური კომპანია, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ჯგუფი, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს რომ გაფართოვდნენ და მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ ეკონომიკის კატალიზატორები, ჯერ ადგილობრივად, შემდეგ კი რეგიონის მასშტაბით. ისინი მოქმედებენ სხვადასხვა ინდუსტრიაში როგორიცაა კვების პროდუქტების წარმოება, საცალო და საბითუმო დისტრიბუცია, სამშენებლო და საინჟინრო საქმიანობა. იმისთვის, რომ ეს კომპანია დაეხმაროს საწარმოს ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

· წლიური ბრუნვა უნდა იყოს 50 მილიონ ევრომდე ან 43 მილიონ ევროზე ნაკლები საბალანსო ღირებულებით. სადაც დასაქმებულ პირთა რაოდენობა არ აღემატება 250 კაცს.

 · მფლობელები უნდა იყვნენ ადგილობრივი მოქალაქეები რომლებსაც აქვთ კერძო ბიზნესი.

 · კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი ისტორია.

· ისინი თანამშომლობენ ბიზნესის თითქმის ყველა სექტორთან და ინდუსტრიასთან. მაგრამ არ მუშაობენ საწარმოებთან, რომლთა საქმიანობა არის სამხედრო მრეწველობა, თამბაქოს წარმოება და დისტრიბუცია, აზარტულ თამაშების ბიზნესი და ფინანსური მომსახურეობა.

გარდა ამ 20 საინვესტიციო კომპანიისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე უცხოურ ინვესტიციებსაც. საქართველოში დაფიქსირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გავლენას ახდენს ქართულ ეკონომიკაზე, უფრო ზუსტად კი ის კომპანიები, რომლებიც ქართულ-უცხოური წილობრივი მონაწილეობით არიან შექმნილნი. ნათელია, რომ უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიები ბაზრის სერიოზული მოთამაშეები არიან და დიდწილად სწორედ ისინი განაპირობებენ ქვეყნის ეკონომიკური აქტიურობის ძირითად ბირთვს. [5]

დიაგრამა2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2013-2020 წლები)

დიაგრამაზე ასახულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, 2013-2020 წლების  კვარტალური და ჯამური მონაცემები.

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi

დასკვნა

ამ ნაშრომიდან ასე თუ ისე გავეცანით  ინვესტიციებს, გავიგეთ მათ შესახებ მცირეოდენი ინფორმაცია. როგორც სტატიიდან დავინახეთ, ინვესტიციები საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ინვესტიციების მეშვეობით ხდება ტურიზმის ხელშეწყობა თუ სოფლის მეურნეობის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და კიდევ მრავალი ეკონომიკის განვითარებისკენ მიმართული ქმედებები. მთავარი არის ის, თუ რამდენად სწორ საინესტიციო პროექტს მოვკიდებთ ხელს.

ნაშრომიდან ასევე გავიგეთ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ, გავიგეთ რა მდგომარეობაა საქართველოში ინვესტიციების მხრივ და შედარებით უკეთ გავეცანით ამ საკითხს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://openscience.ge/bitstream/1/629/1/samagistro%20barbaqadze%20viqtoria.pdf
  2. https://openscience.ge/bitstream/1/921/1/samagistro%20kapanadze%20ana.pdf?fbclid=IwAR0q4iHY96aZH7P2R0IbRdHipKynLPpiFmOfVE8WH2XZBzNagPZ0cPbhrFI
  3. ,,ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“ (ნ.ხადური, მ.ჩიქობავა, თსუ)
  4. https://openscience.ge/bitstream/1/652/1/samagistro%20jajaia%20tia.pdf
  5. https://www.tsu.ge/data/file_db/library/Disertacia%20-%20Charaia.pdf
  6. https://business-partner.ge/ekonomika/sakartvelos-umskhvilesi-investori-kompaniebis-top-20