საქართველოს ექსპორტი და იმპორტი

ავტორის სტილი დაცულია

ნოდარი შარიქაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
nodo.shariqadze@gmail.com

ანოტაცია

საქართველო მცირე ეკონომიკის მქონე, სტრატეგიულ სავაჭრო გზებზე მდებარე ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარებისთვის გახსნილობა არის აუცილებებლი პირობა. რამდენად არის ღია ქვეყანა ეკონომიკურად, პირველ რიგში, ეს საგარეო ვაჭრობის მოცულობაში გამოიხატება. დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საქართველოს აქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ანუ იმპორტი აღემატება ექსპორტს. აღსანიშნავია ისიც, რომ  ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ზრდის ტენდენცია აქვს.

Annotation

Georgia is a country with a small economy, located on strategic trade route, which means that openness is a necessary condition for it’s development. How open a country is economically is primarily reflected in the volume of foreign trade. Since regained independence, Georgia has a negative trade balance, that is, imports exceed exports. It should be noted that in recent years, Georgia has a tendency to increase foreign trade.

ექსპორტის და იმპორტის განმარტება

ექსპორტი-საერთაშორისო ვაჭრობაში არის ერთ ქვეყანაში წარმოებული საქონელი ან მომსახურება, რომელიც გაიყიდება სხვა ქვეყანაში. ასეთი საქონლისა და მომსახურების გამყიდველი არის ექსპორტიორი, უცხოელი მყიდველი კი იმპორტიორი.

საქონლის ექსპორტი ხშირად მოითხოვს მომხმარებელთა ხელისუფლების მონაწილეობას. მყიდველის თვალსაზრისით ექსპორტი არის იმპორტი.[1]

საგარეო ვაჭრობის არსი და თავისებურებები

ნელ-ნელა ღრმავდება საქართველოს ეკონომიკის მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგარეო სავაჭრო ურთიერთობების სტატისტიკურ შესწავლას, როგორც საგარეო სავაჭრო მოვლენებისა და პროცესების დონის, დინამიკის და განვითარების ტენდენციების დადგენაში, ის არსებული მდგომარეობის ანალიზისა და შეფასების საკითხებში.

ვაჭრობა არის ქუჩა ორმხრივი მოძრაობით, იმპორტის გადახდისთვის ქვეყნებს არ შეუძლიათ უსასრულოდ აიღონ სესხი ან გაყიდონ თავისი აქტივები. იმისთვის, რომ გვქონდეს იმპორტირების შესაძლებობა, ქვეყანამ უნდა განახორციელოს ექსპორტი.

მსოფლიო ეკონომიკური და საფინანსო ცხოვრების ინტერნაციონალიზაციამ, კაპიტალისა და საქონლის გადაადგილებისთვის სახელმწიფო საზღვრების გახსნამ ახალი პირობები და პერსპექტივები შექმნა მსხვილი ეროვნული საწარმოებისა და კორპორაციების პოლიტიკის დარგში, მნიშვნელოვნად გააფართოვა მათი მოქმედების სფერო და საერთაშორისო ხასიათი მიანიჭა. სწორედ ამიტომ XXI საუკუნეში უკვე თითქმის აღარ არსებობს ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად დაკავშირებული არ არის დანარჩენ მსოფლიოსთნ.[2]

კონკურენტული ბრძოლის შედეგად ქვეყნებს შორის განვითარდა შრომის საერთაშორისო დანაწილების პროცესი. მოხდა მთლი რიგი ქვეყნების სპეციალიზაცია მათთვის ეკონომიკურად მომგებიანი და მაღალხარისხოვანი პროდუქციის/მომსახურების წარმოებაზე, რომლის მნიშვნელობაც სჭარბობდა საშინაო მოთხოვნას და საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციისთვის იყო გათვლილი. ქვეყნებს შორის საქონლის/მომსახურების მოძრაობა ეროვნულ ბაზრებს ერთიანი ბაზრის სისტემაში აკავშირებს და შედეგად, და შედეგად ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ღრმავდება.

წარმოების ინტერნაციონალიზაცია, შრომის საერთაშორისო დანაწილება და ინტეგრაციულ პროცესთა გაღრმავება იწვევს იმ ტენდენციას, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითრება მხოლოდ ეროვნულ ჩარჩოცებში შეუძლებელი ხდება.

საგარეო ვაჭრობა ექსპორტ-იმპორტის წესებს შორის საქონლის ურთიერთგაცვლაა, ურთიერთხელსაყრელ პირობებში ყიდვა-გაყიდვის გზით. საგარეო ვაჭრობა სპეციფიკური სფეროა, რომლის მიმდინარეობა და განვითარების პერსპექტივები დამოკიდებულია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა ეკონომიკურ პოლიტიკაზე, არამედ მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ-ეკონომიკურ კურსზე და აქედან გამომდინარე, მიღებულ გადაწყვეტილებებზე.[2]

საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი თვისებულებებია:

  • განსხვავება მობილურობაში. ქვეყნებს შორის რესურსების გადაადგილება უფრო რთულია, ვიდრე ქვეყნის შიგნით.
  • თითოეული ქვეყანა იყენებს განსხვავებულ ვალუტას და იმისთვის, რომ სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული საქონლის ანგარიშსწორება მოახდინოს, ამ ქვეყნის ვალუტა უნდა შეიძინოს. ე.ი. თავისი ვალუტა უნდა გაცვალოს სხვა ქვეყნის ვალუტაზე;
  • საგარეო ვაჭრობა ისეთ პოლიტიკურ ჩარევასა და კონტროლს ექვემდებარება, რომელიც თავისი ხარისხით და ხასიათით მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც საშინაო ვაჭრობაში იყენებენ და სხვა.

საგარეო ვაჭრობის ანალიზის საგანი არის იმ საქონლის მოცულობა და სახეები, რომლებიც კვეთენ საზღვარს, ასევე, ვაჭრობის ზოგიერთიპირობები, მაგალითად ფასები.[2]

საზღვარზე საქონლის მოძრაობა აუცილებლად არ გულისხმობს სავაჭრო გარიგების არსებობას. საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში არ აისახება მომსახურების ყიდვა-გაყიდვა, შემოსავლები კაპიტალიდან და კაპიტალის ბრუნვა, მაგრამ მასში ჩაირთვება საქონლის უსასყიდლოდ გაცემა (მაგალითდ, გრანტები, ჰუმარიტარული და ტექნიკური დახმარება).

საგარეო ვაჭრობის შესწავლის საქმე გვაქვს საქონლის ისეთ მახასიათებლებთან, როგორებიცაა: ღირებულება, რაოდენობა, ფასი.[2]

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, კერძოდ კი, საგარეო ვაჭრობის მეცნიერული კვლევის პროცესში მრავალი მეთოდი გამოიყენება. მათ შორის ფილოსოფიის ზოგადი ანუ დიალექტური მეთოდი, რომელიც ეკონომიკურ მოვლენებს განიხილავს მუდმივ მოძრაობაში, ურთიერთაკშირისა და განუწყვეტელ განვითარებაში. გარდა ამისა, გამოიყენება შემდეგი მეთოდებიც: ინდუქცია და დედუქცია (ჰიპოთეზის), მეცნიერული აბსტრაქცია, ანალიზი და სინთზი.

საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ხასიათდებიან გარკვეული მაჩვენებელთა სისტემით, რომელთა შორის გამოიყოფა როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მახასიათებლები. მათ მიეკუთვნება: ექსპორტი, იმპორტი, ექსპორტ-იმპირტის ანუ საგარეო ვაჭრობის სალდო, საგარეო ვაჭროის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურა (ესნ), დემპინგი, გენერალური ვაჭრობა, საგარეო ვაჭრობის საქონელბრუნვის ეკონომიკური ეფექტიანობა, ეკონომიკის გახსნილობის რაოდენობრივი ინდიკატორები და სხვა.

საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის კომერციული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მატერიალურ-ნივთობრივი ფორმით საქონლის ყიდვა-გაყიდვასთან. იმის გამო, რომ ერთი ქვეყნიდან მეორეში საქონლის გადაადგილება მხედველობით აღიქმება, ზოგჯერ მათ „ხილულ“ ექსპორტს და იმპორტს უწოდებენ.[2]

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წელს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 20 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა, წინა წელთან შედარებით, 14.8%-ით შემცირდა და 11.3 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

2020 წელს, ექსპორტის მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 12.0%-ით – 3.3 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, იმპორტის მოცულობამ კი – 15.9%-ით იკლო და 8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

*- წინასწარი მონაცემები

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/35/sagareo-vachroba

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა და 718.5 მილიონი დოლარი შეადგინა. ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი – 17.2%-ით შემცირდა და 1.9 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. [3]

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 24.5%-ით შემცირდა და 1.5 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 1.8%-ით შემცირდა და 2.3 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.

*-წინასწარი მონაცემები

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/35/sagareo-vachroba

2020 წელს 1.6 მილიარდი აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართელოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩბა, შემდგომ მოდის რუსეთი, ჩინეთი, მეზობელი აზერბაიჯანი და აშშ, 1.3 მილიარდი, 1.2 მილიარდი, 934.5 მილიონი, 620.9 მილიონი აშშ დოლარით.მათ მოჰყვება: სომხეთი -610 მილიონი აშშ დოლარით, უკრაინა – 607.2 მილიონი აშშ დოლარით, ბულგარეთი – 422.7 მილიონი დოლარი და იტალია – 216 აშშ დოლარით.

*-წინასწარი მონაცემები

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/35/sagareo-vachroba

476.3 მილიონი აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი და უკრაინა, 441.3 მილიონი, 441 მილიონი, 312.4 მილიონი და 217.4 მილიონი აშშ დოლარით.[3]

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი, 1.4 მილიარდი, 887.2 მილიონი, 708.7 მილიონი, 540.9 მილიონი და 493.2 მილიონი აშშ დოლარით.

2020 წელს, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 729.4 მილიონი აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 404.1 მილიონი აშშ დოლარი, ფეროშენადნობები – 247.3 მლნ აშშ დოლარი, ღვინო – 210.3 მილიონი აშშ დოლარი, სპირტიანი სასმელები – 132.2 მილიონი დოლარი, მინერალური წყლები – 116.6 მილიონი აშშ დოლარი,  სამკურნალო საშუალებები – 99.1 მილიონი აშშ დოლარი, ოქრო – 97.6 მილიონი აშშ დოლარი, თხილი – 94 მილიონი აშშ დოლარი, დანარჩენი საქონელი – 1.1 მილიარდი აშშ დოლარი.

2020 წელს მსუბუქი ავტომობილები 795.5 მილიონი აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშა. შემდეგ მოდის სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 533.5 მილიონ აშშ დოლარი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 498.5 მილიონი აშშ დოლარი, სამკურნალო საშუალებები – 327.1 მილიონი აშშ დოლარი, ნავთობის აირები – 294.6 მილიონი აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები – 164.7 მილიონი აშშ დოლარი, ხორბალი – 108.0 მილიონი აშშ დოლარი, სიგარეტი – 88.9 მილიონი დოლარი, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 77.1 მილიონი დოლარი, სატვირთო ავტომობილები – 72 მილიონი აშშ დოლარი, დანარჩენი საქონელი – 5.1 მილიარდი აშშ დოლარი.[3]

დასკვნა

რაც მეტი არის მშპ-ს მიმართ იმპორტი და ექსპორტი, მით უფრო მაღალია ქვეყნის ეკონომიკაში სპეციალიზაციის დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორად იყენებს საწარმოო რესურსს. როგორც უკვე ავღნიშნეთ საქართველოს აქვს უარყოფითი ბალანსი და ის უნდა შემცირდეს ექსპორტის ზრდით. ეს უკანასკნელი კი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ეროვნული წარმოების კონკურენტუნარიანობის ამალებაზეა დამოკიდებული. საქართველოს მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ექსპორტი აქვს: ფაქტობრივად გაგვქავს მხოლოდ ბუნებრივი რესურსები და სოფლის მეურნეობის ნაწარმი. ანუ გაგვაქ ის რაც მოიპოვება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ან რასაც ჩვენი კლიმატი განაპირობებს. საქართველოდან უმნიშვნელო რაოდენობით გადის ის არასასოფლო-სამეურნეო მზა პროდუქცია, რომელიც კონკურენციას გაუწევს სხვა ქვეყნების წარმოებას. ეს ხდება ორი მიზეზის გამო, 1) არ გვაქვს საკმარისი ცოდნა თუ როგორ ვაწარმოოთ და 2) არ გვყავს კადრები, ვისაც შეძლია, რომ აწარმოოს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://ka.wikipedia.org/wiki/ექსპორტი
  2. ლია ძებისაშვილი, საქართველოს საგარეო-სავაჭრო ურთიერთობების სტატოსტიკური შესწავლა, დისერტაცია, თბილისი 2012წ,  https://www.tsu.ge/data/file_db/library/dzebisauri_sagareo.pdf
  3. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/35/sagareo-vachroba
  4. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/35/sagareo-vachroba