ადგილობრივი წარმოება საქართველოში (თხილის ბაზრის მაგალითზე)

ავტორის სტილი დაცულია

ნიკოლოზ ძაგანიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის IV კურსის სტუდენტი
Mr.dzaganishvili@gmail.com

ანოტაცია
თითოეული ქვეყნის მიზანი უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების წახალისება. ადგილობრივი წარმოება ქმნის მეტ დოვლათს მთლიანი ეროვნული შემოსავლის სახით, რაც მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ბევრად სწრაფად ისახება ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე. განვითარებულ ადგილობრივ წარმოებას ბევრი დადებითი მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის, რაც გამოიხატება: ეკონომიკურ სტაბილურობაში, ეკონომიკა ხდება ნაკლებად მყიფე საგარეო ფაქტორების მიმართ, მცირდება უარყოფითი სავაჭრო სალდო და სტაბილურდება ინფლაცია და ეროვნული ვალუტის კურსი. სტატიაში განხილულია ადგილობრივი წარმოების წახალისების მეთოდები. აგრეთვე, საქართველოს თხილის ბაზრის მაგალითზე აღნიშნულია ადგილობრივი წარმოების უპირატესობები და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა.

Annotation
The goal of each country should be to encourage local production. Local production generates more wealth in the form of gross national income, which affects the well-being of the people living in the country much faster than GDP. Developed local production brings many positives to the country’s economy, which manifests itself: in economic stability, the economy becomes less vulnerable to external factors, the negative trade balance decreases, and inflation with exchange rate of the national currency stabilize. The article discusses local incentive methods. Also, the example of the Georgian hazelnut market mentions the advantages of local production and its strategic importance.

ადგილობრივი წარმოების წახალისების მეთოდები

მთავრობას წახალისება შეუძლია მოახდინოს სხვადასხვა გზებით მაგალითად: სუბსიდირებით, გადასახადების შემცირებით, ქვოტებისა და გადასახადების დაწესებით უცხოურ იმპორტზე. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ გადასახადების შემცირებაზე, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ადგილობრივი წარმოებისთვის,

1) გადასახადის შემცირება – კომპანიას მისცემს დამატებით შემოსავალს, რომელიც გამოყენებული იქნება წარმოების ხარჯების შემცირებაში, ადგილობრივ კომპანიებს შეუმსუბუქდებათ ის ხარჯები, რასაც პროდუქტის წარმოებაში ხარჯავდნენ, რაც ადგილობრივ ბაზარზე ფასებს შეამცირებს.

2) სუბსიდირება – სახელმწიფოს შეუძლია ადგილობრივი წარმოების სუბსიდირება, ისევ და ისევ წარმოების ხარჯების შესამცირებლად, როდესაც კომპანია აწარმოებს ისეთ პროდუქტს, რომელიც პერსპექტიულია და შეუძლია მომავალში იმპორტულ საქონელს გაუწიოს კონკურენცია, მთავრობა ვალდებულია ასეთი კომპანიები წაახალისოს ფულადი სახით.

3) ქვოტების და გადასახადების დაწესება – მოცემული ქმედება იწვევს იმპორტული საქონლის რაოდენობის შეზღუდვას, რაც ისევ და ისევ მიზანმიმართულია ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისთვის, როდესაც ქვეყანაში იმპორტულ საქონელს ანიჭებენ უპირატესობას დაბალი ფასების გამო, ადგილობრივი წარმოება იჩრდილება, ადგილობრივ კომპანიებს გაუქრებათ სტიმული რაიმეს საწარმოებლად, სწორედ ამიტომ ქვეყანა ვალდებულია აკონტროლოს იმპორტული საქონლის რაოდენობა ქვეყანაში და ეცადოს ისევ და ისევ ადგილობრივი კომპანიების წახალისება, რათა მომავალში არ აღმოჩნდეს იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. [3]

თხილის წარმოება საქართველოში და მისი უპირატესობები

თხილის წარმოება საქართველოში ერთ ერთი წამყვანი დარგია საქართველოში ბუნებრივი უპირატესობებით საქართველოს შეუძლია კონკურენტუნარიანი თხილის წარმოება. ქართული თხილის კონკურენტული უპირატესობები შემდეგი გარემოებებით არის განპირობებული:

  • საქართველოში თხილის წარმოება ტრადიციულია და ამ სფეროში დაგროვილია პროდუქტის მოვლა-მოყვანის გამოცდილება;
  • ქვეყნის ბუნებრივი პირობები იძლევა თხილის კულტურის მოყვანის შესაძლებლობებს ზღვის დონიდან 1500-1800 მეტრამდე, რასაც წარმოების გაფართოებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა;
  • მიკროზონების მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები განსაზღვრავენ პროდუქტის ორიგინალურ კვებით, სამკურნალო, საპარფიუმერიო და სხვა ღირებულებებს;
  • ქართული თხილი ეკოლოგიურად სუფთაა, გააჩნია მდგრადობა დაავადებებისადმი, რაც ზრდის მასზე მოთხოვნას.
  • პროდუქტის წარმოებით მიიღწევა ბუნებრივი და სხვა რესურსების, ასევე საექსპორტო შესაძლებლობათა ეფექტიანი გამოყენება;
  • თხილის პროდუქტის რეალიზაცია არსებითად არ არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. ამასთან, ევროპისა და აზიის ბაზრებზე ამ პროდუქტზე დეფიციტი აღინიშნება. ეს კი საქართველოში თხილის ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის;
  • მსოფლიოში თხილის ბაზარს თურქეთი აკონტროლებს და შესაბამისად იგი ახდენს გავლენას თხილის ფასზე, ასევე სხვა ბაზრებზე. ამ ქვეყანასთან ტერიტორიული სიახლოვე განაპირობებს ნაკლები სატრანსპორტო დანახარჯებით პროდუქტის მიწოდებას თურქეთის, ასევე ევროპისა და აზიის დანარჩენ ბაზრებზე;
  • მრავალფეროვანი ენდემური და ახალი ჯიშები პროდუქტის განსხვავებული სახეობების დამზადებისა და მომხმარებლებზე მიწოდების საშუალებას იძლევა (მოხალული თხილი, თხილის გრანულები, თხილის პასტა, თხილის ფქვილი, დაშაქრული თხილი, თხილის ზეთი). დიფერენცირებული პროდუქტების მიწოდება, თავის მხირვ, განსხვავებული ფასების დაწესებისა და მწარმოებელთა შემოსავლების გაზრდის საშუალებაა. [1]

თხილის ბაზარი და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა

თხილის პროდუქტის სტრატეგიული მნიშვნელობა მისი ექსპორტის მოცულობის მიხედვითაც უნდა შეფასდეს თხილის ყველაზე მეტი რაოდენობის ექსპორტი 2009 წელს დაფიქსირდა – კერძოდ 69,3 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი სასურსათო ექსპორტის 24,3%-ია. 2010 წლის I კვარტლის მონაცემებით თხილის ექსპორტის მოცულობა ევროპის ბაზარზე კონტროლის გამკაცრების გამო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით შემცირდა

თხილის ბაზრის სტრუქტურის ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ ქვეყანაში წარმოებული თხილის უმეტესი ნაწილი (90%-ზე მეტი) საექსპორტო პროდუქტია, შიდა მოხმარებას მხოლოდ 10% უჭირავს. [4]

პერსპექტივაში მოსალოდნელია მსოფლიო ბაზრის მაქსიმუმ 10%-იანი ნიშის ათვისება. ექსპერტული შეფასებით მიმდინარე პერიოდში საქართველოს წილი მსოფლიო თხილის ბაზარზე 2-3%-ია.

ზრდადი მოთხოვნის პირობებში თხილის ბაზრის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია პროდუქტზე ფასების არასტაბილურობა. პრობლემაა ისიც, რომ თხილის მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და საბაზრო ურთიერთობებში ჩართულ სხვა მონაწილეებს შორის კავშირები სუსტია და სტიქიურად ყალიბდება. 2019 წლის მონაცემებით საქართველოში თხილის საბითუმო ფასი 7,42 დოლარი იყო. რუსეთში 1 კგ თხილის ფასი 8,33 დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია ფასების კლება უკრაინასა და მოლდოვაში სადაც თხილის ღირებულება 3,76 დოლარია, რაც შეეხება ტაჯიკეთს 1 კგ თხილის ფასმა 10 დოლარს გადააჭარბა. 2018 წლის მონაცემებით თხილის ექსპორტი წინა წლებთან შედარებით 68%-ით შემცირდა. [4]

1) სახელმწიფოს შეუძლია ადგილობრივი წარმოების გაფართოების მიზნით სუბსიდირება გაუწიოს თხილის მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს, ისინი შეძლებენ შეისყიდონ მიწები, რითაც შეძლებენ საკუთარი წარმოების ზრდას, აგრეთვე სუბსიდირებით, შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც გაზრდის თხილის ხარისხს და აქედან გამომდინარე როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ მოთხოვნას.

2) სახელმწიფოს შეუძლია გადასახადების შემცირება – კერძოდ, დამატებითი ღირებულების გადასახადის მოხსნა. თუ გვსურს, რომ თხილის ექსპორტი გაუმჯობესდეს, საჭიროა დღგ-ს სრულად მოხსნა, რაც ბიზნესოპერატორებს საქმიანობას გაუადვილებს. დღესდღეობით საქართველოში გაუტეხავ თხილზე დღგ ისედაც მოხსნილია, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ გაუტეხავ თხილზე, ზოგადად დღგ-ს ქვეყნისთვის ფისკალური ეფექტი პრაქტიკულად არ მოაქვს. ეს თანხა ექსპორტიორი კომპანიების აქტივში ჯდება, მაგრამ მისი უკან დაბრუნება მთელ რიგ პროცედურებთან არის დაკავშირებული და დროში იწელება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად კომპანიები თხილის გულს ერთმანეთისგან ყიდულობენ. ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი თანხაა გადასახდელი დღგ-ში იმიტომ, რომ 1 კგ თხილის გულის ფასი 15 დოლარია. მასზე გაწეული დანახარჯები კი ძალზე მაღალია.

დიაგრამა 1: თხილის ექსპორტი საქართველოში ( ათასი აშშ დოლარი) 2014-2020 წლებში.

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/639/adgilobrivi-eksporti

დიაგრამაზე ნათლად ჩანს, რომ თხილის ექსპორტის დინამიკა საქართველოში 2017 წელს წინა წლებთან შედარებით თითქმის 2-ჯერ შემცირდა. ყველაზე დაბალი საექსპორტო დინამიკა შეინიშნება 2018 წელს, ხოლო უმაღლეს ნიშნულს 2014 წელს მიაღწია.  2020 წელს, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა, თხილის ექსპორტი გაიზარდა და 93 მილიონ დოლარს გადააჭარბა. [2]

დასკვნა

ამრიგად, განვიხილე ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა და მისი წახალისების მეთოდები. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, თხილის ბაზრის ანალიზით განვსაზღვრე ადგილობრივი ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობა და ამით, კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი იმას, რომ სახელმწიფო მუდმივად უნდა ცდილობდეს აამაღლოს ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ასპარეზზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სახელმძღვანელო „ფირმის ეკონომიკა თეორია და პრაქტიკა“
  2. https://www.geostat.ge
  3. სახელმძღვანელო „კეთილდღეობის ეკონომიკა“ შემდგ. ი. გაგნიძე.
  4. https://bm.ge/ka/