პანდემიის გავლენა დისტანციური დასაქმებასთან მიმართებაში საქართველოს შრომის ბაზარზე

ავტორის სტილი დაცულია

ლუქუნიძე სალომე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის  III კურსის სტუდენტი
Salome.Lukunidze104@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია:

მსოფლიოში მიმდინარე პრპცესებმა, covid 19-ის არსებობამ თანამედროვე სამყაროში წინ წამოწია დისტანციური დასაქმების საკითხი, რაც დღესდღეობით ეკონომიკის ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. ცხადია, ეს თემა საქართველოს შრომის ბაზრისთვისაც აქტუალურია. ადამიანების ცხოვრების ხარისხვი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მათ შრომით საქმიანობასთან. ნაშრომში განხილულია რა გავლენა მოახდინა პანდემიამ საქართველოს შრომის ბაზარზე დისტანციური დასაქმების განვითარებაში, როგორ მოახერხეს სხვადასხვა სახის კომპანიებმა ამ პროცესებთან ინტეგრაცია. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ბავშვებისა და ქალების ეკონომიკურ ცხოვრებაზე ამ პროცესებით შექმნილ წინააღმდეგობების განხილვას.

Annotation

Current processes in the world The existence of covid 19 in the modern world has raised the issue of remote employment, which is one of the important levers of the functioning of the economy today. Obviously, this topic is also relevant for the Georgian labor market. The quality of life of people is significantly dependent on their labor activities. In this work  I discuss the impact of the pandemic on the development of remote employment in the Georgian labor market, how different companies managed to integrate into these processes. Significant attention is also paid to the discussion of the contradictions created by these processes in the economic lives of children and women.

 პანდემიის როლი დისტანციური დასაქმების ფორმირებაში საქართველოს შრომის ბაზარზე

სანამ ადამიანთა ცხოვრებაში covid-19 გამოჩნდებოდა დისტანციური დასაქმება და სამუშაოს მოქნილი გრაფიკი დასაქმებულებისათვის გარკვეული ბენეფიტი იყო. დამსაქმებლებისთვისაც და დასაქმებულებისთვისაც დისტანციური დასაქმება გარკვეულ ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას მოითხოვდა სწორედ ამ მიზეზით დამსაქმებლებისათვის ბევრად უფრო მიმზიდველი საქართველოს შრომის ბაზარზე ტრადიციული დასაქმების ფორმები იყო. კომპანიები ამ მიდგომას იშვიათად იყენებდნენ ისეთი მიზნებისათვის როგორიცაა მოტივაციის გაზრდა, ნიჭიერი მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა და შემდგომ მათი შენარჩუნება. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დისტანციური დასაქმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია. ამ ვითარებამ თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა შემცირდა ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა უმუშევრობის რიცხვი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით პანდემიის გამო ყველაზე კარგ შემთხვევაში 5.3 მილიონი სამუშაო ადგილი, ხოლო ყველაზე უარესში კი 24.7 მილიონი ადგილი დაიკარგება, [1]ამის ფონზე  სახლიდან მუშაობა როგორც უსაფრთხოებისთვის ასევე ეკონომიკურად აუცილებელია.  ისეთმა ქვეყნებმა, სადაც ინტერნეტზე წვდომის მაღალი დონე, დასაქმებაზე ორიენტირებული პოლიტიკა და განათლების მაღალი დონეა, ეს ყველაფერი შედარებით მარტივად და ოპტიმალურად შეძლეს. საქართველოშიც მრავალი პლათფორმა ჩამოყალიბდა რომელიც სამუშაოს მაძიებლებს საშუალებას აძლევს სამსახური იპოვოს დისტანციურად, განსაკუთრებით კი განვითარდა ფრილანსინგი, რაც დისტანციური დასაქმერბის კულტურის ჩამოყუალიბებასა და დანეტრგვას უწყობს ხელს.

2020 წლის გაზაფხულიდან საქართველოს შრომის ბაზარი აქტიურად გადაეწყო დისტანციურ დასაქმებაზე და საკმაოდ წარმატებულად. დასაქმებულთა უმეტესობა დღემდე თავის სამუშაოს დისტანციურად ასრულებს. პანდემიის დაწყების შემდეგ  ვირუსის გავრცელების შესამცირებლად და ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოდად  საქართველოს მთავრობამ გასცა რეკომენდაცია, იქ სადაც შესაძლებელია, გადავიდნენ დისტანციურად მუშაობაზე. დისტანციური სამუშაო და მოქნილი სამუშაო გრაფიკი სამუშაოს კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, სათათბირო ოთახები ვიდეო ზარებით ჩანაცვლდა. საქართველოში  2020 წელს ასევე გაიზარდა იმ პოზიციების ვაკანტური რაოდენობაც რომელიც დისტანციურად სრულდება. გარდა დასაქმებისა ხშირ შემთხვევებში გასაუბრებაც კი დისტანციურად ტარდება სხვადასხვა პლათფორმების გამოყენებით როგორიცაა zoom,  google Meets და სხვა.  ამის მაგალითია თუნცად TBC ბანკი სადაც გასაუბრების პროცესი ონლაინ სივრცეში მიმდინარეობს, ამასთანავე დასაქმება გარკვეულ პოზიციებზე ასევე დისტანციურადაა შესაძლებელი პროექტის „იმუშავე საიდანაც გინდა – აქ.ახლა“ ფარგლებში.  ეს არის TBC ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, გუნდის ყველა წევრს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს თუ სად შეასრულებს მასზე დაკისრებულ შრომით ვალდებულებას ოფისსში თუ დისტანციურად. ბანკმა გამოწვევების დასაწყისშივე თანამშრომლების 95% დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა და თანამშრომლების სურვილის შემთხვევაში მომავალშიც ექნებათ დისტანციურად დასაქმების შესაშლებლობა.[2]

საქართველოში ინვესტორთა საბჭოსა და EBRD-ის მხარდაჭერით ჩატარდა კვლევა,  „ქართული კომპანიები covid-19-ის პანდემიის წინაშე“ კველავში მონაწილეობა მიიღო 774 კომპანიამ გამოკითხული მცირე, საშუალო და დიდი კომპანიების უმეტესობა აღნიშნავს რომ მათი თანამშრომლები დისტანციურად მუშაობენ, დიდი ზომის კომპანიების გარდა ყველა მათგანი იძულებული გახდა შეემცირებინა წარმოების მოცულობა. ამ ეტაპისთვის კი მხოლოდ დიდ კომპანიებში დასაქმებულმა ადამიანებმა შეძლეს სახლიდან მუშაობა. დისტანციურად მუშაობის მაჩვენებელი შემცირებულია ყველა სხვა გამოკითხულ კომპანიაში : მიკრო 19%-დან 15%-მდე, მცირე 33%-დან 24%-მდე,  საშუალო ზომის კომპანიებში 57%-დან 25%მდე, სულ 2020 წლის აპრილის თვეში სახლიდან მუშაობდა დასაქმებულთა 24% ხოლო სექტემბრის თვეში ეს მონაცემები 22%მდე შემცირდა. 

გრაფიკი # 1 დისტანციურად მუშაობის  პროცენტული მაჩვენებლები კომპანიების ზომის მიხედვით 2020 წლის აპრილისა და სექტემბრის თვეში.

წყარო:https://www.pwc.com/ge/en/assets/pdf/november-2020/COVID-19_OCTOBER_SURVEY_GEO.pdf

ეს შესაძლოა განპირობებული იყოს იმით რომ დიდ კომპანიებს აქვთ იმისი ფინანსური რესურსი რომ საქმიანობა ონლაინ რეჟიმში წარმართონ .

 თუ საქართველოში დასაქმებულთა  განაწილება საქმიანობის სახეების მიხედვით შევხედავთ, დღესდღეობით მხოლოდ 35%-ს აქვს იმის შესაძლებლობა რომ დისტანციურად იმუშავოს,  რაც საკმარისი არაა ეკონომიკის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის პანდემიის პირობებში.

საქართველო როგორც განვითარებადი ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, როგორც ქვეყნის მთავრობას ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს ყოველდღიურად ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს არსებული ვითარება, სახელმწიფო დონეზე თითქმის ყოველდრიურად ხდება ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა, ეკონომიკური სტიმულირების წახალისება და მშრომელთა საკითხების თემებთან მიმართებაში რეკომენდაციების მოდიფიცირება. ევროკავშირი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დამსაქმებლებს ურჩევენ, მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდასა და მუშებისთვის დისტანციურად დასაქმების შესაძლებლობის მიცემას გარდა აუცილებელი საჭიროებებისა როცა უკიდურესი საჭიროებაა სამსახურში ადგილზე გამოცხადების. თუმცა არსებობს გარკვეული ეკონომიკური სექტორები რომლებიც ფაქტობრივად „გაჩერდა“ განსაკუთრებით ტურიზმი, რომელზეც ქვეყნის უცხოური ვალუტის შემოდინების 35%-ია დამოკიდებული, საცალო ვაჭრობა და ტრანსპორტი ამ სფეროში დასაქმებულმა მოსახლეობამ დისტანციურ დასაქმებაზე გადასვლა ცხადია ვერ მოახერხეს და უმუშევრობის პრობლემებიც ყველაზე მეტად მათ შეეხოთ. ასევე დაზარალდა მშენებლობის სფეროც. რეგულაციებიდან გამომდინარე გარკვეული პერიოდით გაჩერება მოუხდათ სარესტორნო და გართობის ბიზნესსაც. საქასტატის მონაცემებით მშენებლობის სფეროში 2020 წელს წინა წლებთან მიმართებაში დასაქმებულთა რაოდენობა 16,6%-ით შემცირდა, გართობასა და დასვენებაში 35%-ით, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში 18%-ით და ა.შ. ამ მხრივ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს უკეთესი პირობები აქვთ, მათ კრიზისის პერიოდში ნაკლებად მოსალოდნელია რომ გათავისუფლების საფრთხე დაემუქროთ, ისინი დაცულები არიან როგორც შრომის კოდექსით ასევე უპირატესი სოციალური დაცვის პირობით რასაც არეგულირებს  „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ დასაქმებულთა 82% კერძო სექტორში მუშაობს. არაფორმალურ სექტორში საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანი დასაქმებული და სწორედ ისინი წარმოადგენენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, შესაბამისად როცა მათი შემოსავალი მათსავე დღიურ შრომაზეა დამოუკიდებული სახლში დარჩენა ნიშნავს შემოსავლის გარეშე დარჩენას. [4]

Covid-19-ის გავლენა ბავშვებისა და ქალების ეკონომიკურ ცხოვრებაზე

მნიშვნელოვანია განვიხილოთ პანდემიის გავლენა ბავშვებისა და ქალების ეკონომიკურ ცხოვრებაზე, ბავშვები ქვეყნის მომავალი სამუშაო ძალაა და მნიშვნელოვანია პანდემიის ზიანის შესწავლა მათ განვითარებაში. ისეთი სერვისების შეფერხება როგორიცაა, განათლება, ჯანდაცვა, კვება და ბავშვთა დაცვა ზიანს აყენებს მათ.  როდესაც ეკონომიკა რეცესიულ მდგომარეობაშია ბავშვების ოჯახები ღატაკდებიან რაც ასევე მოქმედებს შვილებზე ჩნდება უთანასწორობა, ხელმისაწვდომობის შემცირება სხვადასხვა მომსახურებაზე, დათრგუნვასა და გარიყულობას, შესაბამისად თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა პანდემია ბავშვების მომავალ ცხოვრებაზეც მოახდენს გავლენას, მათ შორის კარიერაზეც. საყურადღებოა დღევანდელი თინეიჯერების მდგომარეობაც, ფსიქიკური პრობლემების უმრავლესობა ამ ასაკში ვითარდება ამას დამატებული ის ფაქტი რომ სკოლები ფაქტობრივად დაიხურა, გადაიდო მათთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები განათლება ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა და შემცირდა ეკონომიკური პერსპექტივები უარყოფითად აისახება მათ მომავალ დასაქმებაზეც. იუნისეფის კვლევების მიხედვით ტელევიზიით გაზიარებული სასწავლო მასალები ბავშვების 62%-თან აღწევს ხოლო ინტერნეტ არხები გლობალურად მხოლოდ ბავშვების 24%-ისთვისაა ხელმისაწვდომი ეს კი სოციალურ-ეკონომიკურ და ციფრულ უთანასწორობას ასახავს.[5]

რაც შეეხება ქალებს პანდემიის გავლენა ცხადია უარყოფითად აიასახა მათ ეკონომიკურ ცხოვრებაზე, იმ ქალებისთვის რომლებიც დისტანციურ საქმიანობაზე გადავდიდნენ პრობლემატური საკითხია გახდა სამსახურებობრივი მოვალეობისა და საბავშვო ბაღისა და სკოლის გარეშე დარჩენილი შვილების მოვლა ერთდროულად. UN Global Compact Academy-ს მონაცემებით მსოფლიოში ჯანდაცვის მუშაკების უდიდეს ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ რომლებსაც პანდემიასთან ბრძოლა ყველაზე მეტად ეხებათ. McKinsey&company-სა და მსოფლიო საზოგადოების Lean in-ის 2020 წლის კვლევაში „Women in the workplace” წერია რომ პანდემიის გავლენით ყოველ მეოთხე ქალს აქვს სურვილი კარირული მიმართულების შეცვლის ან სამუშაოს მიტოვების. საქართველოში ეკონომიკურ ცხოვრებაში გენდერული დისბალანსი გაიზარდა, პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის „მსხვერპლი“ ადამიანების უმეტესობა ქალები არიან  2020 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით 15600 ადამიანიდან რომელიც უმუშევარი დარჩა 89% ქალია, ამავე წელს თვითდასაქმებულთა 95% იყო ქალი. აღსანიშნავია რომ ქალების უმეტესობა დასაქმებული იყო მომსახურების სფეროში სადაც დისტანციურ  დასაქმებაზე გადასვლა ვერ მოხერხდა. ბევრი კომპანია ცდილობს მომხმარებელთან ფიზიკური კონტაქტის შემცირებას, სერვისების სფეროში აქტიურად ინერგება საინფორმაციო ტექნოლოგიები რაც თავის მხრივ განაპირობებს იმ ფაქტს რომ სულ უფრო ცოტა მომსახურე პერსონალია საჭირო  კლიენტებთან ურთიერთობისას, მიმღებში და მოლარე-ოპერატორთა უმეტესობას ქალბატონები წარმოადგენენ, ასევე საბანკო და სხვა მომსახურების სექტორშიც უმეტესობა ქალია და კითხვის ნიშნის ქვეშააა მათი დასაქმების საკითხი. ყოველდღიურად უფრო მეტი კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებლებს ონლაინ შესყიდვასა და ადგილზე მიოტანის სერვისს, ეს ფაქტი იწვევს კონსულტანტების შემცირებასა და კურიერების რაოდენობის ზრდას,  ანუ მცირდება ქალების სამუშაო ადგილები და იზრდება კაცების დასაქმება მაშინ როდესაც ქალების ეკონომიკაში ჩართულობა 19%-ით ჩამორჩება კაცების ეკონომიკურ აქტიურობას.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე დისტანციურმა დასაქმებამ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის,   2020 წლიდან  აქტიურად მოხდა გადაწყობა რიგი საქმიანობებისა დისტანციურ მუშაობაზე, გარკვეულ საქმიანობების სფეროში მან შეძლო ტრადიციული დასაქმების ფორმის ჩანაცვლება რა ტენდენციაც შესაძლოა კომპანიებმა მომავალშიც შეინარჩუნონ. თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა რომ საქართველოს შრომის ბაზარზე სამუშაობის დაახლოებით 60% მოითხოს სამუშაოზე ფიზიკურ გამოცხადებას, შესაბამისად პანდემიით განსაკუთრებით დაზარალდა მსგავსი დარგები.  ასევე მნიშვნელოვანია გარკვეული უთანასწორობების აღმოფხვრაზე მუშაობა როგორიცაა  გენდერული დისბალანსის გაღრმავება, ბავშვთა განათლების ხელმისაწვდომობის გათანაბრება,  იმ ადამიანების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვა ვინც იძულებული გახდა შინ მუშაობაზე გადასულიყო და სხვა.

გამოყენებული რესურსები:

  1.  https://osgf.ge/wp-content/uploads/2020/04/Labor-and-Social-Security-during-COVID19_Policy-Brief_OSGF.pdf
  2.  https://helloblog.ge/story/TBCteamherenow
  3. https://www.pwc.com/ge/en/assets/pdf/november-2020/COVID-19_OCTOBER_SURVEY_GEO.pdf
  4. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  5. https://www.unicef.org/georgia/media/5811/file/Global%20Report%20GE.pdf