გენდერული როლი – ქალთა დასაქმების მასტიმულირებელი თუ შემზღუდველი ფაქტორი
ავტორის სტილი დაცულია
ცერცვაძე თამარი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
tamari.tsertsvadze109@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
ახალი არ არის, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და დაუშვებელია დისკრიმინაცია კანის ფერის, სქესის, წარმომავლობის თუ სხვა ნიშნის მიხედვით. თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანთა დისკრიმინაცია მაინც ხშირი მოვლენაა. ნაშრომში ვსაუბრობ გენდერულ როლზე ქალთა დასაქმებაში რომელიც დღემდე საკმაოდ აქტუალური საკითხია. საინტერესოდ ჩავთვალე ამ თემასთან დაკავშირებით განმეხილა ქალთა დასაქმება, ქალბატონთა როლი მეწარმეობაში, ასევე, ის სირთულეები რასაც ქალბატონები დასაქმებისას აწყდებიან და მესაუბრა რელიგიის გავლენაზე ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე. უნდა ითქვას, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ცენტრალური ფაქტორია ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის გაზრდისათვის, ის მოიცავს შესაძლებლობებს რომ მათი მონაწილეობა არსებულ ბაზრებზე თანაბარი იყოს.
Annotation
We know that all people are equal and it is inadmissible to discriminate on the basis of skin color, gender, origin or other mark. However, unfortunately, discrimination against people is still a common occurrence. In the article, I talk about the gender role in the employment of women which is still quite a topical issue. I found it interesting to discuss women’s employment, the role of women in entrepreneurship, also, the challenges and the difficulties that women face in employment, and to discuss the impact of religion on women’s economic activity. It should be noted that women’s economic empowerment is central to realizing women’s rights and gender equality, Women’s economic empowerment includes women’s ability to participate equally in existing markets.
ქალთა დასაქმება
ქალთა დასაქმების მაჩვენებელი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ძალიან უმნიშვნელოდ იზრდებოდა. 1950 წლების დასაწყისში კი ეკონომიკური აღმავლობის შესაბამისად ქალთა დასაქმების მაჩვენებელიც გაიზარდა, თანაც ყველა სფეროში, თუკი ეს მაჩვენებელი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მხოლოდ 20%-დან 25%-მდე გაიზარდა, 2012 წლისთვის მან აშშ-ის სამუშაო ძალის 46% შეადგინა, ასევე, არსებობს პროგნოზი რომ 2025 წლისთვის 50% იქნება.
ქალთა უდიდესი ნაწილი დასაქმებულია მენეჯმენტის და პროფესიულ საქმიანობაში – 38%, ვაჭრობასა და ოფისის თანამდებობებზე – 35%, მომსახურების სფეროში – 20%, წარმოებასა და ტრანსპორტში კი – 6%. ესპანოიდური წარმოშობის და შავკანიანი ქალბატონები დასაქმებულნი არიან ძირითადად ვაჭრობისა და ოფისის თანამდებობებზე, ხოლო აზიელი და თეთრკანიანი ქალბატონები-მენეჯმენტისა და პროფესირულ სფეროში.
რაც შეეხება უმუშევრობას, ის ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის 5.1%-ს შეადგენს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა შემოსავალი ბევრად დაბალია მამაკაცის შემოსავალზე ყველა რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფში. გრაფიკზე მოცემული უმუშევრობის დონე სქესობრივ ჭრილში, ჩვენი ქვეყნის მონაცემებს ასახავს 2010-2020 წლების მიხედვით, (იხილეთ გრაფიკი 1) როგორც ჩანს, ორივე სქესის შემთხვევაში უმუშევრობა 10 წლის განმავლობაში შემცირდა.
გრაფიკი 1 – სამუშაო ძალის მაჩვენებლები სქესის მიხედვით. უმუშევრობის დონე სქესობრივ ჭრილში, (%).
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
დროის სვლასთან ერთად სულ უფრო მეტად იზრდება ქალთა მონაწილეობა სამუშაო ძალაში, დღეს-დღეისობით ქალთა დიდი ნაწილი ოჯახს ადრეულ ასაკში აღარ ქმნის, რადგან სურს მიიღოს განათლება და საკუთარი თავი დაიმკვიდროს სამუშაო ძალაში, მაგრამ ოჯახის შექმნის შემდეგ, განათლებულ ქალთა ნაწილი მაინც ახერხებს ოჯახის ვალდებულებების მიუხედავად საკუთარ სფეროში მუშაობის გაგრძელებას, მაგალითად ჩვენს ქვეყანაში ქალთა დასაქმების დონე 2020 წლის მონაცემებით 32,4% იყო. (იხილეთ ცხრილი)
ცხრილი 1 – ქალთა სამუშაო ძალის მაჩვენებლებლები საქართველოში, 2018, 2019, 2020 წლის მონაცემების მიხედვით, %
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
მნიშვნელოვანი კითხვაა თუ რა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ქალი მამაკაცზე ბევრად ნაკლებს გამოიმუშავებს, თანაც მაშინ, როდესაც ორივე სქესის წარმომადგენელი მუშაობას ერთსა და მიავე დროს უთმობს. ამისათვის განიხილება 2 ძირითადი თეორია. აქედან ერთი ქალთა მიერ გაკეთებულ არჩევანს ემყარება ( ნეოკლასიკური ადამიანური კაპიტალის თეორია), მეორე კი ქალის წინაშე არსებული ბარიერებიდან გამომდინარეობს (შეზღუდულობის თეორია). თუმცა, შემოსავალში გენდერული განსხვავება ძირითადად ნეოკლასიკური ადამიანური კაპიტალის ტრადიციით არის განპირობებული.
როგორც ადამიანური კაპიტალის თეორეტიკოსები აღნიშნავენ, ინდივიდები საკუთარ თავში ახდენენ კაპიტალდაბანდებას, რისი მიზანიც შრომის ნაყოფიერებისა და გამომუშავებული თანხის ზრდაა, ყოველი ადამიანი არის განათლებაში, კვალიფიკაციაში და ა.შ. ჩადებული ინვესიტიციის შედეგი. სწორედ განათლებაში კაპიტალდაბანდება არის მთავარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ განსხვავდება ადამიანთა შრომის ნაყოფიერება და მათ მიერ მიღებული ანაზღაურება. ამ განმარტების თანახმად, ქალები განათლებასა და შრომის ბაზრის კვალიფიკაციის შეძენაში ნაკლებს აბანდებენ, და თვით დამსაქმებლებმაც შესაძლოა ნაკლები დააბანდოს ქალებში, რადგან მათი აზრით, ქალი დასაქმებაში იმდენ ხანს არ დარჩევა, რამდენ ხანსაც დაქირავებული მამაკაცი და ქალბატონებისგან ისეთ უკუგებას ვერ მიიღებს, როგორც მამაკაცებისგან.
შეზღუდული თეორია ქალთა დისკრიმინაციას გულისხმობს შრომის ბაზარზე, ქალები არ არინ დაშვებულნი ყველა იმ სახის სამუშაოზე, სადაც მამაკაცები ბატონობენ, აქვე შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ თეთრკანიანი მამაკაცებისთვის უფრო არის შესაძლებელი ხელისუფლებაში თანამდებობის დაკავება ვიდრე უმცირესობის წარმომადგენელი მამაკაცებისათვის, ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ დამსაქმებლების მიერ, კანდიდატთა გადარჩევა ხდება.
სამუშაოს შოვნის შესაძლებლობა ვაკანტური ადგილების შესახებ ცოდნით არის განპირობებული, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ქალები სამუშაოს შესახებ ინფორმაციას უმეტესად ქალებისაგან იგებენ, მამაკაცები კი მამაკაცებისაგან.
ქალთა შრომის დაბალი ანაზღაურება დამოკიდებულია მათ არჩევანზე განათლების, სამუშაოს სახეობისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ, რის გამოც ისინი ადამიანურ კაპიტალში უფრო ნაკლებს აბანდებენ და, ამასთანავე, ისინი განიცდიან მეტ შეზღუდვებს იმ სფეროებში, სადაც ჯერ კიდევ მამაკაცები დომინირებენ.
აქვე, ვფიქრობ საინტერესო იქნება თუკი განვიხილავთ რამდენიმე ფაქტს ამერიკაში ქალების დასაქმების შესახებ:
1. 2000 წლიდან ქალთა შრომითი ძალების სტაგნაცია მოხდა და შეიცვალა – გასული საუკუნის განმავლობაში ქალებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს შრომით ბაზარზე. 1962-2000 წლებში ქალთა სამუშაო ძალაში მონაწილეობა მკვეთრად გაიზარდა, გაიზარდა 16 წელზე უფროსი ასაკის ქალების მუშაობის ან სამუშაოს ძებნის პროცენტული მაჩვენებელი 37%-იდან 61%-მდე, რასაც დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარის ეკონომიკური მოგება მოჰყვა, თუმცა, ქალთა ამ კუთხით ჩართულობა 2016 წელს 57,2%-მდე შემცირდა.
2. ქალების 60% მეტს გამოიმუშავებდა, თუკი მათი ანაზღაურება მამაკაცების ანაზღაურების მსგავსი იქნებოდა, პროცენტულობა გულისხმობს სამუშაო დროისა და განათლების თანაბარ დონეს ორივე სქესს შორის.
3. ჯეისონ ბრაუნისა და კარენ დინანის თანახმად, ქალბატონები სიცოცხლის განმავლობაში ნაკლებ თანხას გამოიმუშავებენ, თუმცა მამაკაცებთან შედარებით დიდხანს ცოცხლობენ. სინამდვილეში, 65 და მეტი წლის ქალები ბევრად უფრო ღარიბები არიან ვიდრე ამავე ასაკის მამაკაცები, მაგრამ არსებობს კონკრეტული ფაქტები, მაგალითად მეუღლის გარდაცვალება, რაც განაპირობებს მათზე ფინანსურად დამოკიდებული ქალების ეკონომიკურ დაუცველობას.
4. ქალები უფრო ხშირად წყვეტენ მუშაობას იმ მეზეზით, რომ მათ უწევთ ოჯახის მოხუც წევრებზე ზრუნვა. 2030 წლისათვის, ყოველი მეხუთე ამერიკელი 65 წლის ან მეტის იქნება. ასაკის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი ამერიკელი განიცდის ჯანმრთელობის პრობლემას და დამატებით მოვლას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დახმარების გარკვეული ნაწილი შეიძლება დაწესებულებებმა უზრუნველყონ, უმეტესი წილი მაინც ოჯახის წევრებზე მოდის, ამჟამად კი ქალების 60% ამ კატეგორიაში შედის. (1)(2)(3)
ქალი და მეწარმეობა
მიღებულ ჭეშმარიტებად ითვლება ფაქტი, რომ ქალები გამოიმუშავებენ ნაკლებ თანხას მამაკაცებთან შედარებით მსგავს სამუშაო ადგილებზე, იგივე სურათი გვაქვს თვითდასაქმების დროსაც. ქალთა რიცხოვნობა თვითდასაქმებულ და აქტიურ მამაკაცების რიცხვთან შედარებით ნაკლებია, თუმცა ისინი აქტიური მეწარმეები არიან მომსახურების სექტორში, მრეწველობის ზოგიერთ დარგში, რომლებიც ჯერ კიდევ მამაკაცების ხელშია, ქალ მეწარმეებს ვერ ვხვდებით მრეწველობის ისეთ დარგებში როგორიც არის მშენებლობა.
ევროპაში (დიდი ბრიტანეთი) ქალი მეწარმეების ხვედრითი წილი 20%-მდეა, ბელგიაში კი 40%-მდე.
განვითარებულ ეკონომიკურ სისტემებში ქალთა დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობა იზრდება ბევრად უფრო სწრაფი სიჩქარით, ვიდრე ეს მამაკაცთა თვითდასაქმების შემთხვევაშია.
ზოგადად, ქალთა მეწარმეობაზე ორი გარემოება ზემოქმედებს, პირველი მათგანი სამეწარმეო იდეალს მიეკუთვნება, რომელიც ქალებს ეკონომიკაში რთავს და უკავშირდება დიდი ხნის მანძილზე მათ მიერ პარტნიორის შერჩევის როლს, მეორე კი ქალთა სამეწარმეო განწყობაზე ზემოქმედებს იმ დოზით, რა დოზითაც თავად ქალები ემხრობიან მას – ჩვეულებრივი გენდერული როლით. ეს პარამეტრები განსაკუთრებით მნიშვენლობას იძენს მაშინ, როცა განიხილება განსხვავებული სოციალური და რელიგიური ფონები, ასევე აღსანიშნავია ბავშვების მოვლა და საოჯახო საქმეები რაც ქალებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ ზემოქმედებენ ქალთა სამეწარმეო შესაძლებლობებსა და ხარისხზე.
როდესაც ხდება ქალთა მეწარმეობის შესწავლა, თვითდასაქმებულ ქალთა რელიგიური და ფაქტიური შემთხვევების დიფერენციაცია უნდა მოხდეს. ფაქტიური ისეთ ფაქტებს ეწოდება, როდესაც მრავალ ქვეყანაში მამაკაცი პარტნიორი მართავს ბიზნესს, მაშინ, როდესაც ოფიციალური ხელშეკრულებით მფლობელი ქალია.
მიჩნეულია, რომ ქალ მეწარმეებს შემდეგი პრობლემები ხვდებათ : დისკრიმინაცია, დროის უქონლობა, პარტნიორი საოჯახო შენატანები, განათლების პოტენციალი და განათლების ბარიერები, ბაზარზე მამაკაც მომუშავეებზე მოთხოვნა და შედარებითი შემოსავალი, და ასევე, თვითდასაქმების შემთხვევაში მამაკაც ლოგერებთან შედარებით ნაკლები შემოსავალი. (4)
სირთულეები რასაც ქალბატონები დასაქმებისას აწყდებიან
ქალბატონები სამუშაო მოვალეობის შესრულებისას ხშირად აწყდებიან გარკვეულ სირთულეებს, ვიფიქრე საინტერესო იქნებოდა თუკი რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებდი:
სრულ განაკვეთზე დასაქმებული ქალების 5% სექსუალურ შევიწროებას განიცდის. თითქოს ეს რიცხვი საკმრადისად შემზარავი არ იყოს, ქალების გარკვეული ქვეჯგურეფის კიდევ უფრო მეტმა პროცენტმა აღნიშნა, რომ სექსუალურ შევიწროებას კარიარის განმავლობაში განიცდიდა, მათ შორის უფროს თანამდებობებზე დასაქმებული ქალთა 55%, ლესბოსელ ქალთა 48% და ტექნიკურ დარგებში დასაქმებულთა 45%. ზოგადად, თანამშრომელთა დიდი ნაწილი სექსუალური შევიწროების ბრალდებით არ მიმართავს გამოძიებას. მამაკაცთა 70% ფიქრობს, რომ სამართლიანია მსგავსი საქმის გამოძიება, რასაც ქალთა 52%-იც ეთანხმება, მამაკაცთა 15% კი მიიჩნევს, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადება სარისკო, გაურკვეველი და უაზროა, ამაზე აზრზეა ქალთა 30%.
ქალები გენდერს ხშირად წინაღობად მიიჩნევენ. ისინი უფრო იშვიათად არიან დაწინაურებულები ვიდრე მათი თანასწორი მამაკაცები. ქალების 29% თვლის, რომ სქესი ხელს შეუშლის სამომავლო წინსვლაში.
არ არსებობს თანასწორობა ზოგიერთი სტერეოტიპის გამო, როგორიც არის დედობა, დიასახლისობა, აქედან გამომდინარე ქალები თავს ზეწოლის ქვეშ გრძნობენ. ეს ასევე გენდერული დისკრიმინაციაა, მაგალითად ზოგიერთი კომპანია არ ასაქმებს ქალებს, რომლებიც დაოჯახებულები არიან ან აპირებენ დაოჯახებას და შვილის ყოლას.
მნიშვენლოვანია ბალასის დაცვა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ქალები სირთულეებს აწყდებიან კარიარულ და პირად ცხოვრებაში. ითვლება, რომ ქალებმა სამუშაოს შესრულების შემდეგ უნდა იზრუნონ შვილებზე, რაც სტრესულია და სწორედ ამ მიზეზის გამო, ქალთან ნაწილს ურჩევნია საქმიან ცხოვრებას ჩამოშორდეს, ან განქორწინდეს და თავისი დრო მაქსიმალურად სამსახურს დაუთმოს.
მსოფლიოს მასშტაბით, ქალბატონებისთვის სამსახურის მოძებნა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცებისთვის. ეს პრობლემა გაცილებით უფრო ხშირია ჩრდილოეთ აფრიკაში და არაბულ სახელმწიფოებში, სადაც ქალთა უმუშევრობის დონე 16%-ს აღემატება. დასაქმებული ქალები ხშირად დაბალხარისხოვან თანამდებობებზე ან დაუცველ პირობებში მუშაობენ, მომავალში მდგომარეობის გაუმჯობესება კი ნაკლებად სავარაუდოა (5)(6)(7)
რელიგიის გავლენა ქალთა სამუშაო ძალაში მონაწილეობაზე
იმის მიუხედავად, რომ ქალების დასაქმებას დიდი მნიშვენლობა აქვს კეთილდღეობის და ეკონომიკური ზრდის ამაღლებისათვის, ხშირად მიიჩნევა, რომ ქალების მონაწილეობა სამუშაო ძალაში ერთ-ერთი ძირითადი საკითხია, რომელიც რელიგიურ და არარელიგიურ ინდივიდებს გამოყოფს. საინტერესოა ნამდვილად არსებობს თუ არა მნიშვნელოვანი განსხვავებები რელიგიურ და არარელიგიურ ქალბატოებს შორის სამუშაო ძალაში მონაწილეობისას, და როგორ მოქმედებს რელიგიის როლი ქალთა სამუშაო გადაწყვეტილებებზე.
აღმოჩნდა, რომ რელიგიური ქალები უფრო ნაკლებს მუშაობენ, ვიდრე მათი არარელიგიური კოლეგები. რატომ ხდება ეს, რადგან მათ ასე სურთ, თუ რადგან პატრიარქალური სოციალური ნორმები ზღუდავს მათ ამ არჩევანში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ ვაფასებთ დასაქმების პრემიას, რომელიც დასაქმებასთან დაკავშირებული კმაყოფილებით გამოიხატება, ამ შემთხვევაში ძირითადად უნდა ვიგულისხმოთ 6 რელიგიის წარმომადგენელი ქალბატონები. დასაქმების სურვილი მამაკაცებისთვის უფრო მაღალია, ვიდრე ქალებისთვის ყველა მსოფლიო რელიგიის მიკუთვნებით, და ეს განსხვავება ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია. პრეფერენციებს ვხვდებით გენდერული დასაქმების კუთხით შემდეგ რელიგიებში – ბუდიზმი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, უფრო მცირე კავშირი კი გამოვლენილია რელიგიებში – ინდუსტი, მუსლიმი, კათოლიკე და პროტესტანტი.
გამოკვლევებით დასტურდება, რომ ისლამური რელიგია მიდრეკილია საზოგადოების სფეროში ქალთა ჩართულობის შეფერხებისაკენ. არსებობს მოსაზრება, რომ ისლამური რელიგია მემკვირდეობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბარიარია გენდერული თანასწორობის ზრდისკენ. დადგენილია, რომ მუსლიმი ქალები სამუშაოს შესრულების ნაცვლად სხვა ქალებთან შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ. გამომდინარე იქიდან, რომ მათი რელიგია ხელს უშლის ქალთა დასაქმებას, ეფექტი უფრო ძლიერი უნდა იყოს ქალბატონებისთვის, რომლებიც უფრო მორწმუნენი არიან. ქალბატონები, რომლებიც რელიგიურ მსახურებას ესწრებიან გაცილებით ნაკლებად საქმდებიან, ვიდრე არარელიგიური მუსლიმი ქალბატონები, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ქალთა სამუშაო ძალაში მონაწილეობასა და რელიგიას შორის უარყოფითი კავშირი არსებობს.
ბრიტანეთში მცხოვრები მაჰმადიანი ქალბატონები საზოგადოებაში ეკონომიკურად ყველაზე დაუცველი ჯგუფია, მათი უმუშევრობის მაჩვენებელი სამჯერ ჩამორჩება სხვა რელიგიის წარმომადგენელ ქალთა დასაქმების მაჩვენებელს და ორჯერ უფრო დიდი ალბატობით არიან ეკონომიკურად არააქტიურები ვიდრე მათი კოლეგა ქალბატონები.
ამ ყველაფერში კი საინტერესოა ის, რომ ინტერნეტშიც კი, სადაც უამრავი იფნორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, ვერ ნახავთ სტატიას ან მოხსენებას სადაც მამაკაცები რელიგიის გამო დასაქმების კუთხით იზღუდებიან. სამაგიეროდ ნახავთ სტატიებს სახელწოდებით:
Women’s employment, religion and multiculturalism – ქალთა დასაქმება, რელიგია და მულტიკულტურალიზმი
The Effects of Employment and Religion on Women’s Feminist Attitudes – დასაქმებისა და რელიგიის გავლენა ქალთა ფემინისტურ დამოკიდებულებებზე
Religiosity and Muslim Women’s Employment – რელიგიურობა და მუსლიმი ქალების დასაქმება
ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ ქალთა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია დასაქმების სფეროში გლობალური საკითხია. (8)(9)(10)(11)(12)
დასკვნა
გენდერული როლი ქალთა დასაქმების კუთხით ნამდვიალად შემზღუდველი ფაქტორია, როგორც აღმოჩნა, ზოგიერთი კომპანია არ ასაქმებს ქალბატონებს, რომლებიცდაოჯახებულები არიან ან აპირებენ დაოჯახებას და შვილის ყოლას რაც ნამდვილად გენდერულ დისკრიმინაციას მიანიშნებს, რადგან დასაქმებული მამაკაცები ხშირად არიან დაოჯახებულები და ჰყავთ შვილები.
აღმოჩნდა, რომ ქალები არ არინ დაშვებულნი ყველა იმ სახის სამუშაოზე, სადაც მამაკაცები ბატონობენ. ამის გარდა, მიჩნეულია, რომ ქალ მეწარმეებს სხვა პრობლემებიც ხვდებათ, როგორიც არის : დროის უქონლობა, განათლების პოტენციალი და განათლების ბარიერები, ბაზარზე მამაკაც მომუშავეებზე მოთხოვნა და შედარებითი შემოსავალი, და ასევე, თვითდასაქმების შემთხვევაში მამაკაც ლოგერებთან შედარებით ნაკლები შემოსავალი.
არც ჩვენი ქვეყანაა ამ კუთხით გამონაკლისი, ხშირია სტერეოტიპული შეხედულებები გოგონების მიმართ, რომლებიც ისეთ სამომავლო პროფესიას ირჩევენ სადაც უმეტესწილად მამრობითი სქესის წარმომადგენლები მუშაობენ, საინტერესოა ასევე ფაქტი, რომ ინტერნეტში სწორედ ამ სახელწოდების სტატისაც ვხვდებით : Women in majority-male workplaces report higher rates of gender discrimination რომელიც ითარგმნება როგორც – ქალები, რომლებიც მუშაობენ გარემოში სადაც უმეტესწილად მამრობითი სქესის თანამშრომლები არიან, აღნიშნავენ გენდერული დისკრიმინაციის უფრო მაღალ მაჩვენებლებს. სწორედ ამიტომ, გენდერული როლი ბარიერის სახით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქალთა თანმდევი დაბრკოლებაა და მათ ამ ყველაფრისგან არც რელიგიური მიკუთვნება არ იცავს, პირიქით, მაგალითად, გამოკვლევებით დასტურდება, რომ ისლამური რელიგია მიდრეკილია საზოგადოების სფეროში ქალთა ჩართულობის შეფერხებისაკენ.
გამოყენებული ლიტერატურა
- მოსახლეობა და მსოფლიო განვითარება – თამაზ ზუბიაშვილი (ლექციების კურსი,თბილისი, 2009.)
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
- https://www.brookings.edu/blog/brookings-now/2017/12/05/10-facts-about-american-
- მეწარმეობის თეორიული საფუძვლები – ჯოზეფ ჰალიდი, ალექსის-სტეფანოს კომსელისი (პირეუსის უნივერსიტეტი, საბერძნეთი)
- https://www.ilo.org/infostories/en-GB/Stories/Employment/barriers-women#gender-gap-matters
- https://www.themuse.com/advice/7-striking-facts-women-in-the-workplace-2018
- https://www.eliteworldhotels.com.tr/blog-en/8-difficulties-women-face-at-work.2307.aspx
- https://www.researchgate.net/publication/334220568_Preferences_or_Patriarchy_Why_Do_Religious_Women_Work_Less
- https://journals.sagepub.com/doi/10.1177/2378023117729969
- https://engageemployee.com/muslim-women-three-times-likely-unemplyed-looking-work/
- https://link.springer.com/article/10.1007/BF03031941
- http://www.aiel.it/page/old_paper/Hmadoun.pdf