ანტიინფლაციური პოლიტიკის არსი და მისი გამოვლინება საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

ლუქუნიძე სალომე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის  III კურსის სტუდენტი
Salome.Lukunidze104@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია:

ეკონომიკურ ციკლებში საქონლისა და ფულის ნაკადების ერთდროული შემოდინება ხდება. ფულის მხარეს არსებულმა არასრულფასოვანმა განვითარებამ შესაძლოა, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზედ მოახდინოს უარყოფითი გავლენა,ინფლაციის გამო ფულის მსყიდველობითუნარიანობა მცირდება, სწორედ ამის გამო ზარალდება გაცვლითი პროცესების ეფექტიანობა ყველა ბაზარზე, წარმოიქმნება დისბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, სწორედ ამიტომ საჭიროა მის აღმოსაფხვრელად გარკვეული მიზნობრივი ღონისძიებების ჩატარება და ანტიინფლაციური პოლიტიკის შემუშავება. ნაშრომში ვისაუბრებ ინფლაციის არსზე , მისგ გამომწვევ მიზეზებსა და საბოლოო შედეგებზე, განვიხილავ იმ ბერკეტებს რომლებიც არსებობს მის წინააღმდეგ ბრძოლაში და განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას. ასევე ვისაუბრებ საქართველოს მაგალითზე თუ როგორ ხდება ინფლაციის რეგულირება.

Annotation

Simultaneous inflows of goods and money occur in economic cycles. Inadequate development on the money side may have a negative impact on the development of the real sector of the economy. As a result of inflation, the purchasing power of money decreases, which is why the efficiency of exchange processes in all markets suffers, there is an imbalance between supply and demand. That is why it is necessary to take certain targeted measures to eliminate it and develop anti-inflationary policies. In the paper, I will talk about the essence of inflation, its causes and final consequences, discuss the levers that exist in the fight against it, and pay special attention to fiscal and monetary policy. I will also talk about the example of Georgia in how inflation is regulated.

ინფლაციის არსი, მისი წარმოშობის მიზეზები და შედეგები.

ინფლაცია ეკონომიკაში ფასთა საერთო დონისა ზრდაა მსყიდველობითუნარიანობასთან შედარებით, მიმოქქცევის არხების ფულადი მასით გადატვირთვა, საქონელბრუნვის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც შემდგომ ფულის გაუფასურებას იწვევს და იზრდება ფასების დონე.  იგი როგორც ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლება ისე მოიაზრება. ზოგიერთ ეკონომიკურ მოდელში ის ფულის მიწოდების ზრდას ან მოთხოვნის შემცირებასაც გულისხმობს. ინფლაცია, როგორც ეკონომიკური მოვლენა დიდი ხანია არსებობს და ითვლება რომ მისი აღმოცენება ფულის წარმოშობასთანაა კავშირში, რომლის ფუნქციონირებაშიც ის მუდმივად მონაწილეობს. ტერმინი „ინფლაცია“ პირველად ჩრდილოეთ ამერიკაში სამოქალაქო ომის პერიოდში იქნა გამოყენებული 1861-1865 წლებში და ნიშნავდა ფულადი მომოქცევის პროცესის გაბერვას, პირდაპირ თარგმანშიც ტერმინი Inflatio – ინფლაცია „გაბერვას“ ნიშნავს.  ეკონომიკურ ლიტერატურაში ინფლაცია XX საუკუნეში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა. მან ყოვლისმომცველი ხასიათი მას შემდეგ შეიძინა რაც ოქროს ფული მიმოქცევიდან სრულიად გამოიდევნა, მისი ადგილი კი ქაღალდის ფულმა დაიკავა. თავდაპირველად ინფლაცია საგანგებო შემთხვევებში ჩნდებოდა, როგორიცაა მაგალითად, ომის პერიოდი. ხშირად ქვეყნები საომარი ხარჯების დასაფარად დიდი ოდენობით ფულს უშვებდნენ რაც შემდგომ ინფლაციურ პროცესებს იწვევდა.  ხოლო ბოლო 20-30 წლის განმავლობაში იგი მრავალი სახელმწიფოს პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს.

ზოგადად, არსებობს ინფლაციის სხვადასხვა ტიპები, ფასების ზრდის ტემპის მიხედვით, ესენია:  მცოცავი ინფლაცია, გლობალური ინფლაცია და ჰიპერინფლაცია. მცოცავი ინფლაციისათვის დამახასიათებელია ფასების ზრდის დაბალი ტემპი რომელიც წელიწადში დაახლოებით 10% ის გარშემო მერყეობს, იგი განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებს ახასიათებს. გლობალური (ჭენებადი) ინფლაციის დროს ფასები იზრდება 20-200%-ით, ხოლო ჰიპერინფლაციის დროს ფასები საგანგაშოდ იზრდება, ძალიან დიდი შეუსაბამობაა ფასებსა და ხელფასებს შორის, მსგავსი შემთხვევის დროს მსხვლი კომპანიები მოგების გარეშე მუშაობენ და პრაქტიკულად წარმოუდგენელია წარმატებული ბიზნესის არსებობა.

ეკონომისტები ოტხი ტიპის ინფლაციას გამოყოფენ ესენია: მოთხოვნით გამოწვეული ინფლაცია როდესაც მთლიანი მოთხოვნა ეკონომიკაში მიწოდებას აჭარბებს იგივე მონეტარული ინფლაცია. ხარჯებით გამოწვეული ინფლაცია, რომლის დროსაც მზა პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასები ნედლ მასალებზე ფასების ზრდის გამო იმატებს. ფასწარმოქმნით გამოწვეული ინფლაცია- როდესაც რამომდენიმე ბიზნესი გადაწყვეტს, რომ საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით მოუმატოს ფასებს, რაც ასევე ოლიგოპოლიური ინფლაციის სახელითაა ცნობილი, მეოთხე ტიპს კი სექტორული ინფლაცია წარმოადგენს – ერთ დარგში ფასების ზრდა სხვა სექტორზე ახდენს გავლენას და ზრდის ფასებს.

ინფლაციის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა დავყოთ შიგა და გარე მიზეზებად, შიგა მიზეზებს მიეკუთვნება:

  • ბაზრის სტრუქტურის ცვლილება მეოცე საუკუნეში, სრულყოფილი კონკურენციული ბაზარი ჩაანაცვლა ოლიგოპოლიურმა ბაზარმა, რომელიც ხელოვნურად მაღალი ფასების დაწესებას უზრუნველყოფ და შემდგომში მის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას, ისინი დაინტერესებულნი არიან ხელოვნური დეფიციტის შექმნით რათა შეამცირონ საქონლის წარმოება და მიწოდება.
  • სახელმწიფო ხარჯების გადამეტება შემოსავლებზე, რაც სახელმწიფოს ბიუჯეტის დეფიციტში გამოიხატება, რომლის დროსაც სახელმწიფო მიმართავს შიგა სახელმწიფო ვალის გადიდებას.
  • ცენტრალური ბანკის მიერ დაშვებული ფულის გაძლიერებული ემისია სახელმწიფოს მზარდი საჭიროებების დასაფარად.
  • კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული საკრედიტო ექსპანსია, როდესაც მსესხებელზე კრედიტის გაცემა ვალის დაბრუნების შესაძლებლობის გათვალისწინების გარეშე ხდება.
  • გრძელვადიანი კაპიტალური დაბანდების მასშტაბის ზრდა, რის შედეგად ქვეყანა დიდი დროის განმავლობაში ვერ იღებს უკუგებას დახარჯული ფულიდან.
  • ინფლაციის მოლოდინი.

გარე მიზეზებს მიეკუთვნება:

  • მსოფლიოს ბაზარზე წარმოების საშუალებათა ფასების ზრდა, რაც ქვეყნის შიგნით მათი ფასების ზრდას იწვევს.
  • სახელმწიფოს მიერ თავისი საგარეო ვალის გადიდება სესხის აღების გზით
  • ბუნებრივი რესურსების შემცირებასთან დაკავშირებული სტრუქტურული კრიზისები მსოფლიო ეკონომიკაში, რაც საბოლოოდ წარმოების ფაქტორების გაძვირებას იწვევს ყველა ქვეყანაში.
  • სახელმწიფოთა შორის  წარმოებული ომები, რომლის შედეგადად ძალიან იზრდება ფულზე მოთხოვნა , რამაც შეიძლება ცალკეულ ქვეყნებში ფულად და საქონლურ მასას შორის დისბალანსი გამოიწვიოს.[1]

ინფლაციის შედეგებია: შემოსავლისა და სიმდიდრის არასწორი გადანაწილება, ეკონომიკური ინფორმაციის ასიმეტრიულობა, რეალური პროცენტის დაცემა. იგი დაკავშირებულია მთელ რიგ უარყოფით ასპექტებთან როგორიცაა:  ეროვნული ვალუტის გაუფასურება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში და მისი მსიდველობითუნარიანობის შემცირება, რეალური მოგებისა და ინვესტიციებიდან ამონაგების შემცირება, ხარჯების ზრდა რაც მთლიან საზოგადოებას ზიანს აყენებს და ასევე საპროცენტო განაკვეთის ზრდა, რაც შესაბამისად აძვირებს კრედიტებს.

ანტიინფლაციური ბერკეტები

ცხადია, ეკონომიკაში ინფლაციით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შერბილება და ამ პრობლემის აღმოფხვრა უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური განვითარებისათვის. ამისათვის საჭიროა კარგად გააზრებული და დაგეგმილი ანტიინფლაციური სტრატეგია რომელის ფუნქციონირებადი იქნება. ეკონომიკაში ერთი ხელის მოსმით ყველაფრის უკეთესობისაკენ შეცვლა ფაქტობრიბვად შეუძლებელია, შესაბამისად ინფლაციასთან ბრძოლაც შესაძლოა რთულ და ხანგრძლივ პროცესად იქცეს. ინფლაციური პროცესების დასარეგულირებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას  ინფლაციური პროცესებისადმი ადაპტირება და აშკარა ანტიინფლაციური ღინისძიებების გატარება. ზომიერი ინფლაცია ეკონომიკსათვის საშიშ მოვლენად არ ითვლება, ამ დროს შეიძლება მთავრობებმა მათი პოლიტიკა პირდაპირ ინფლაციისკენ ბრძოლისაკენ კი არა, მოსახლეობისათვის მისი უარყოფითი ეფექტების შემცირებისაკენ მიმართონ. ადაპტაციური პოლიტიკის არსი ისაა რომ საბაზრო ეკონომიკის სუბიექტები თავიანთ მოქმედებაში წინასწარვე ითვალისწინებენ ინფლაციის მიერ გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს მაგალითად ისინი ხელს კიდებენ მოკლევადიანი პროექტების რეალიზებას რომ დაბანდებული თანხები სწრაფადვე დაიბრუნონ.

აშკარა ანტიინფლაციური პოლიტიკა მოიცავს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ და გატარებულ გრძელვადიან და მოკლევადიან ღინისძიებებს.  გრძელვადიან ანტიინფლაციურ ღინისძიებებს მიეკუთვნება:  ფასებისა და შემოსავლების რეგულირება, მათი ზრდის ტემპების შესაბამისობის უზრუნველყოფა,  შემოსავლების შეცვლა ცხოვრების ცხოვრების მინიმუმის ღირებულების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის  დეფიციტის შეკვეცა  გადასახადების გადიდებით და სახელმწიფოს ხარჯების შემცირებით, ასევე მთავრობის უცხოური კრედიტების აღებასთან დაკავშირებული ფრთხილი დამოკიდებულება, ინფლაციაზე გარე ფაქტორების გავლენის შესუსტება, ფულის მიმოქცევის ეფექტიანი რეგულირება რაც გამოიხატება, ფულის მასის ყოველწლიურ მატებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით. ფულის მიმოქცევის დასარეგულირებლად სახელმწიფოები იყენებენ ფულად პოლიტიკას და რეფორმებს.

მოკლევადიანი ანტიინფლაციური პოლიტიკა მიმართულია ინფლაციის ტემპის დროებითი შეჩერებისაკენ, მაგალითად ერთობლივი მოთხოვნის უცვლელობისას ერთობლივი მიწოდების ზრდა, ამ მიზნის განსახორციელებლად სახელმწიფო იმ ფირმებს, რომლებიც თავის ძირითად პროდუქციასთან ერთად თანმდევ პროდუქციასაც უშვებენ უწესებს შეღავათებს, სამომხმარებლო საქონლის დიდი რაოდენობით იმპორტისათვის ქმედით ღონისძიებებს ახორციელებს, იბრძვის მონოპოლიის წინააღმდეგ, ხელს უწყობს მცირე და საშულო ბიზნესის განვითარებას, ახდენს სახელმწიფოს საკუთრების პრივატიზებას რათა მოხდეს გარკვეული სახსრების შემოდინება სახელმწიფოში რომელიც ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად იქნება გამოყენებული.

ნებისმიერ შემთხვევაში ანტიინფლაციური პოლიტიკა, იმისდამიუხედავად თუ რა მიზანს ემსახურება იგი უნდა იყოს  ფისკალური და მონეტარული მექანიზმებით ხორციელდება.

ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა

ფისკალური პოლიტიკა გვლენას ახდენს ეკონომიკაში წარმოებულ საქონლისა და მომსახურების არსებულ მოთხოვნაზე, იგი გავლენას ახხდენს ასევე  ეროვნულ დანაზოგზეც და აქედან გამომდინარე, ინვესტიციებზე და წონასწორულ საპროცენტო განაკვეთზე. იგი მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა სისტემაა რომელიც ხორციელდება სახელმწიფო დანახარჯების, გადასახადების დაბეგვრისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მდგომარეონის ცვლილებით. იგი მიმართულია სრული დასაქმებისაკენ, საგადასახადო ბალანსის წონასწორობისა და  ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად  არაინფლაციური მთლიანი შიგა პროდუქტის წარმოების პირობებში.

ფისკალური პოლიტიკა თუ მიმართულია ეკონომიკის სახელმწიფო სექტორის გაფართოვებისაკენ, მაშინ ციკლური ვარდნის დასაძლევად სახელმწიფო შესყიდვები იზრდება რაც ძლიერ მასტიმულირებელ ეფექტს იძლევა, ხოლო თუ იგი ინფლაციის შესაკავებლად  უნდა გამოვიყენოთ იზრდება გადასახადები.  თუ ფისკალური პოლიტიკა სახელმწიფო სექტორის შეზღუდვაზეა ორიენტირებული, ციკლური ვარდნის ფაზაში გადასახადები მცირდება, ციკლური აღმავლობის ფაზაში კი სახელმწიფო დანახარჯები მცირდება, რაც გვაძლევს საშუალებას შევამციროთ ინფლაციის დონე. [2]

ანტიინფლაციური პოლიტიკის მეორე უმთავრესი კომპონენტია გრძელვადიანი მონეტარული პოლიტიკა, მისი განმასხვავებელი თავსებურება ისაა რომ ფულის მასის ყოველწლიურ მატებაზე მკაცრი ლიმიტია შემოღებული. ეს მაჩვენებელი კი რალური წარმოების გრძელვადიანი ტემპისა და ინფლაციის ისეთი დონისგან ყალიბდება რომელსაც მთავრობა თვლის მისაღებად და შესაბმისად იღებს მისი გაკონტროლების ვალდებულებას. მთავრობა ამ დროს ეკონომიკას ამარაგებს ფულის მინიმალურად აუცილებელი რაოდენობით, რომლის დანიშნულებაც საბაზრო სისტემის სწრაფი განვითარების უზრუნველყოფაა.

არსებობს მონეტარული პოლიტიკის განხორციელების სამი ძირითადი ინსტრუმენტი რომლითაც ცენტრალური ბანკები თავის ინტერესებს ახორციელებენ:

  • მინიმალური რეზერვების რეგულირება, კომერციული ბანკების იძულებითი ვალდებულება ცენტრალურ ბანკში განსაზღვრული დეპოზიტის შენახვასთან დაკავშირებით
  • რეფინანსირების ოპერაციები – კომერციულ ბანკებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით ცენტრალურ ბანკთან საკუტარი ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად აწარმოონ
  • ოპერაციები ღია ბაზარზე – მათ ინიციატორად ცენტრალური ბანკი გამოდის.

ასევე გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებებიც

  • ინვესტიციები სავალუტო ბაზარზე რაც გულისხმობს ვალუტის ყიდვას ან გაყიდვას
  • სამტავრობო ტრანზაქციები – სამტავრობო სესხები და დეპოზიტები [3]

იმისათვის რომფულადი პოლიტიკა ნამდვილად ანტიინფლაციური იყოს, აღნიშნული ლიმიტი გრძელვადიანად უნდა იყოს შენარჩუნებული და დამოკიდებული არ უნდა გახდეს ბიუჯეტის მდგომარეობაზე, უმუშევრობის დონეზე, კაპიტალდაბანდების ინტენსიურობაზე და სხვა. რაც ნიშნავს იმას რომ ეკონომიკაში ფულადმა პოლიტიკამ უნდა შეასრულოს განსაკუთრებული, გაბატონებული როლი. ფულადი ექსპანსიის ზღვარი უნდა იყოს ის ჭერი რომელიც შეზღუდავს ფულის მასის ცვლილებებთან დაკავშირებულ სახელმწიფოს ნებისმიერ საქმინობას.

თუ მსოფლიო გამოცდილებას გავითვალისწინებთ არც ამ შემთხვევაში არ არის ადვილი ანტიინფლაციური ფულადი პოლიტიკის განხორციელება. მაგალითად აშშ-ში სადაც მაღალეფექტიანი საბანკო სისტემა მოქმედებს, იყო და ახლაც არის ამისი მცდელობა განსაკუთრებით კი 2007-2009 წლების გლობალური კრიზისის შემდეგ, მაგრამ ცდები წარუმატებლად დასრულდა, ვინაიდან ბიუჯეტის უწესრიგობით, ეკონომიკური კონიუნქტურის მხარდაჭერის აუცილებლობით დამძიმებული სახელმწიფო ხშირად უხვევდა ხოლმე დასახული ანტიინფლაციური კურსიდან და ეკონომიკას „ბერავდა“ ფულის ზედმეტი რაოდენობით. ამ ყველაფერმა ცხადი გახადა რომ თუ სახელმწიფო არ არის მზად ბოლომდე მიიყვანოს თავისი ანტიინფლაციური ფულადი პოლიტიკა, ჯობს საერთოდ არ წამოიწყოს იგი.

მკაცრი შეზღუდვების რეჟიმი ეკონომიკის ძლიერმოქმედი რეგულატორია, თუმცა მისი გამოყენება საკმაოდ დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, სერიოზული ინფლაციის დროსაც კი აგრძელებენ ფუნქციონირებას წარმოების მხარდამჭერი მექანიზმები, რომლებიც მის მკვეთრ ვარდნას უწევენ წინააღმდეგობას. ეს საბაზრო მექანიზმები მოთხოვნაზე ფასების ელასტიკურობას გარკვეულ დონეზე ინარჩუნებენ და როდესაც მის ზრდას ფულადი შეზღუდვები ამუხრუჭებს მათ ზეგავლენას ფასებიც განიცდიან. შესაბამისად სახელმწიფოს მიერ ფულადი ლიმიტის შემოღებას საბოლოოდ შეუძლია ინფლაციური პროცესების სტაბილიზაცია გამოიწვიოს.[2]

ანტიინფლაციური პოლიტიკა და საქართველო

საქსტატის მონაცემებით საქართველოში 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1,1% შეადგინა ხოლო წლიურმა დონემ კი 2,8%. საბაზო ინფლაციამ კი 2021 წლის იანვარში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,8%  რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება საშუალო ინფლაციის დონეს იგი ასე გამოიყურება :

გრაფიკი # 1 საშუალო ინფლაციის დონე საქართველოში

წყარო: https://www.geostat.ge/ka/single-news/2166/inflatsia-sakartveloshi-2021-tslis-ianvari

როგორც გრაფიკზე ვხედავთ 2021 წლის იანვარში საშუალო ინფლაციის დონემ 4,9% შეადგინა.

საქართველოში ყოველთვიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ამ ჯგუფში ფასები 2%-ით გაიზარდა, ხოლო ეს მაჩვენებელი თვის ინფლაციაზე 0,63%- ით აისახა. ფასები გაიზარდა ტრანსპორტზეც 1,4%-თ რაც მთლიან ინდექსზე აისახა 0,18 პროცენტული პუნქტით. მესამე მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი სადაც 1,9%-იანი მატება დაფიქსირდა ფასების დონეზე და საბოლოოდ 0.17%-ით აისახა იგი მთლიანი თვის ინფლაციაზე.[4]

საქართველოში 2009 წლიდან ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი ინფლაციის თარგეთირებაა, ამ რეჟიმის დროს წინასწარ ხდება  ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზრვრა, რომელიც უნდა იყოს შენარჩუნებული საშუალოვადიან პერიოდში, მას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი და ამის შემდეგ ამტკიცებს პარლამენტი. ეროვნული ბანკი  მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნოს ეს დონე.  ფასების სტაბილურობის პოლიტიკა არ ითვალისწინებს ინფლაციის 0%-მდე შემცირებას საქართველოში 2019-2021 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.[5] ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეკონომიკის მდგომარეობის გათვალისწინებით დგინდება, იგი ფასების ისეთ მაჩვენებელს უნდა ასახავდეს რომელიც ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე იქნება ოპტიმალური.

ინფლაციის თარგერთირებისას მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთია, მისი ცვლილებით ქვეყნის ცენტრალური ბანკი ცდილობს გავლენა უფრო გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთზე მოახდინოს, ასევე გასესხების განაკვეთსა და საბოლოო ჯამში ერთობლივ მოთხოვნაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებს, როგორიცაა რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერთიფიკატების აუცქციონები, ერთდღიანი სესხები და ერთ დღიანი დეპოზიტები და მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.  ამ ინსტრუმენტების გამოყენებით ეროვნული ბანკი ფინანსურ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთს არეგულირებს. ფასიანი ქარალდების გაყიდვით საბანკო რესურსები მცირდება,  შესაბამისად მცირდება ფულის მასის მიწოდება და საბანკო სისტემიდან ჭარბი ლიკვიდურობის ამოღება ხორციელდება, სადეპოზიტო სერთიფიკატები და სახაზინო ფასიანი ქაღალდები დაბალი რისკის მატარებელ აქტივთა ჯგუფს განეკუთვნება და კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევს საკრედიტო პორტფელის რისკიანიბა შეამციროს. გარდა აღნიშნული სიკეთეებისა ვითარდება ფასიანი ქაღალდების ბაზარიც. [6]

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ინფლაცია საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდებს ქვეყნების ეკონომიკაზე და თანამედროვე მსოფლიოში იგი მრავალი სახელმწიფოს პრობლემაა, სწორედ ამიტომ ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია ანტიინფლაციური პოლიტიკის შემუშავება, მისი ტიპის მიხედვით, ყურადღება უნდა მიექცეს ინფლაციის გამომწვევ ფაქტორებსაც და უნდა განისაზღვროს ის გეგმა თუ რის ფარგლებში უნდა ამოქმედოს სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ბერკეტები. ჩვენი ქვეყნის მაგალითზეც შეიზლება ითქვას რომ საქართველოსთვის საკმაოდ მწავე პრობლემაა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ეროვნული ბანკი.

გამოყენებული რესურსები:

  1. https://www.researchgate.net/publication/316736127_inplatsiis_gamomtsvevi_mizezebi_da_antiinplatsiuri_regulireba_sakartveloshi
  2. „ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“ ( ნ.კაკულია, მ.ჩიქობავა, თბილისი, თსუ)
  3. „ეკონომიკური პოლიტიკა“ (რ.კლუმპი, 2015, თბილისი)
  4. https://www.geostat.ge/ka/single-news/2166/inflatsia-sakartveloshi-2021-tslis-ianvari
  5. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=538
  6. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=517