სადაზღვევო ბაზრის მნიშვნელობა საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია
მარიამ შეყლაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
mariami.sheklashvili654@eab.tsu.ge 

ანოტაცია

დაზღვევას დიდი როლი და მნიშვნელობა გააჩნია საზოგადოებრივი კვლავწარმოებითი პროცესის განვითარებაში. დაზღვევის მნიშვნელობა გამოიხატება ე.წ. სადაზღვევო მომსახურების არსებობაში, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკური სუბიექტების კვლავწარმოებითი პროცესის გაფართოებას.სადაზღვევო ურთიერთობებმა განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა შეიძინა საბაზრო ურთიერთობის პირობებში, როდესაც იგი განვითარებული საქონელწარმოებისა და საქონელმიმოქცევის სფეროში რისკის ხარისხის შემცირების ძირითად მეთოდად მოგვევლინა.დაზღვევას, როგორც საფინანსო ურთიერთობების ქვესახეობას განსაკუთრებული როლი აკისრია ბიზნესის განვითარებაში და როგორც ეკონომიკური კატეგორია, ის წარმოადგენს ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემას.

Insurance has a great role and importance in the development of the public reproduction process. The importance of insurance is expressed in the so-called existence of insurance services, which contribute to the expansion of the reproductive process of economic entities. Insurance relations acquired a special role and importance in the conditions of market relations when it became the main method of reducing the level of risk in the field of developed goods production and goods circulation. Insurance, as a subspecies of financial relations, has a special role in the development of business and As an economic category, it represents a system of economic relations.

დაზღვევის არსი

დაზღვევა არის რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება და სადაზღვევო საზოგადოებაზე გადაცემა. სადაზღვევო კომპანია, სადაზღვევო რისკების შემთხვევაში მომხმარებლის წინაშე თავისთავზე იღებს პასუხისგებლობას სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე ,რომელიც დაიდო დამზღვევსა და მზღვეველს შორის. ამ ხელშეკრულებით სადაზღვევო კომპანია ცდილობს დააბრუნოს მომხმარებელი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ის ზარალამდე.საქართველოში სადაზღვევო საქმის განვითარება 1916 წლიდან დაიწყო ქ. ბაქოში შეიქმნა კავკასიის მასშტაბით ფუნქციონირებადი სადაზღვევო სტრუქტურა დაზღვევის ამხანაგობა. სახელმწიფო დაზღვევის ფონდი იქმნებოდა იმ შენატანებისაგან, რომელსაც ახორციელებდა იურიდიული და ფიზიკური პირები და იგი ძირითადად გამოიყენებოდა სტიქიური მოვლენებისა და უბედური შემთხვევების დროს ზარალის ასანაზღაურებლად.საქართველოში სადაზღვევო საქმის ორგანიზება ძირითადად რამდენიმე ეტაპის გავლით ხორციელდება, აღნიშნული მოვლენები ერთმანეთთან უწყვეტი ჯაჭვის პრინციპითაა დაკავშირებული. ორგანიზების პირველ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიის ანდერრაიტერთა გუნდი ქმნის სოციუმზე მორგებულ სადაზღვევო პოლისს,შემდეგი ეტაპია ანდერრაიტინგის მიერ ჩამოყალიბებული სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლისათვის. ამ პროცესში ერთვება გაყიდვების გუნდი, რომელსაც წინასწარ აქვს შემუშავებული მოქმედების სტრატეგია,სადაზღვევო საქმიანობის ორგანიზების უწყვეტი ჯაჭვის მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტია მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება მომხმარებლისთვის.დღეისათვის საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არსებული დაზღვევის სახეობებია: ∙ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა; ∙ ქონების დაზღვევა; ∙ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა; ∙ სიცოცხლის დაზღვევა;∙ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა; ∙ ვალდებულებათა შესრულების დაზღვევა; ∙ სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა; ∙ ტვირთების დაზღვევა; და სხვა  [1]

სადაზღვევო ბაზრის განვითარების ტენდენციები

საქართველოში სადაზღვევო ურთიერთობების განვითარება საშუალებას იძლევა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდეს საერთაშორისო სტანდარტების დონის სადაზღვევო პროდუქტის ბაზარი, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს სადაზღვევო კომპანიების კაპიტალიზაციის და პროფესიული დონის სწრაფმა ზრდამ. დღეს საქართველოში სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაზღვევის თითქმის ყველა სახეობაში.საზოგადოდ,სიცოცხლის დაზღვევის გარდა, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სამოგზაურო დაზღვევის სახის განვითარება. ამ სფეროში საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ლიდერობს ,,ალდაგი ბისიაი~. სტანდარტული დაფარვების გარდა, რომელშიც დაზღვეულის მიერ, საზღვარგარეთ, გადაუდებელი სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება მოიაზრება, ქართულ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტში გვხვდება ახალი დაფარვები, კერძოდ ბარგის დაგვიანების, რეისის გადადების, ბარგის დაკარგვის რისკები. ამ სფეროში არსებობს მოთხოვნა შიდა სამოგზაურო დაზღვევაზე, რაც გულისხმობს უცხოელების მიერ საქართველოში სამოგზაურო დაზღვევის შეძენას, რომელიც გავრცელდება საქართველოზე. სამწუხაროდ აღნიშნულ პროდუქტს არცერთი სადაზღვევო კომპანია არ სთავაზობს მომხმარებლებს, სასურველია თუ მოხდება ამ კუთხით პროდუქტის დახვეწა და განვითარება.სადაზღვევო პროდუქტებს შორის ქართულ სადაზღვევო ბაზარზე მაღალი მოთხოვნით სარგებლობს ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა, რადგან იგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის.საზღვარგარეთის გამოცდილების შედარებითი ანალიზის საფუძველზე შევადგინეთ ახალი პროდუქტი- კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, რომელიც გაიტესტა დაზღვევის ექსპერტებთან.არავინ არის დაზღვეული მძიმე დაავადებებისგან. დღესდღეობით დაავადებათა უმეტესობა განკურნებადია. სამედიცინო დაზღვევა მეტნაკლებად ფარავს მკურნალობის ხარჯებს, მაგრამ მძიმე კრიტიკული დაავადების დიაგნოზის დასმას სხვა ზიანი და ხარჯები ახლავს თან, რომელიც ცუდად აისახება საერთო გარემოზე, თქვენსა და თქვენი ოჯახის მომავალზე.დღეს მისაღები სადაზღვევო პაკეტის შეძენა მინიმუმ 70-150 ლარს საჭიროებს ყოველთვიურად.Gგარდა ამისა, კომპანიებმა დაიწყეს შეთავაზებული პაკეტებიდან სადაზღვევო რისკების მაქსიმალურად ამოღება და ხშირად სადაზღვევო პოლისი გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელი სადაზღვევო შემთხვევის დროს. ამ პროცესის ერთგვარ ახსნას ვპოულობთ ,,იაფი დაზღვევის ანუ სახალხო სამედიცინო დაზღვევის პროდუქტის ანალიზისას. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით კი შეიძლება ითქვას, რომ მთვარობის და სადაზღვევო კომპანიების მოლოდინები ნაწილობრივ არ გამართლდა. [2]

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიები

საქართველოში სადაზღევო ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია , 2022 წლისმდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.2022 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 704,5 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 157,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 34,9 მილიონი ლარი.სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 152,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 341,5 მილიონ ლარს[3]

დიაგრამა 1: სულ მოზიდული პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 


წყარო: https://www.insurance.gov.ge/ka/Statistics/GetFile/625?type=3

გრაფიკის მეშვეობით შეგვიძლია ვთქვათ რომ სადაზღვევო კომპანიებს შორის ჯიპიაი ჰოლდინგი ლიდერობს კომპანიამ 2022წლის 9თვის განმავლობაში 132,5 მლნ ლარი მოიზიდა და თავისივე წინა წლის მაჩვენებელი გააუმჯობესა. კომპანებს შორის 2021 წელთან შედარებით ყველაზე დიდი ზრდა თიბისიმ განიცადა 31.2 მლნ ლარით.

ზემოთ მოყვანილი კომპანიები უმეტესად ახორციელებენ სამედიცინო დაზღვევას რომლის მოზიდული პრემია 295,3 მლნ შეადგენს ,შემდეგ მოსდევს სახმელეთო სატრანსპორტო დაზღვევა,ქონების დაზღვევა ,სიცოცხლის დაზღვევა და ა.შ. საქართველოს ბაზარზე თითქმის არ მოიხმარეს იურიდიული ხარჯების დაზღვევასა და საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევას 

ყველაზე პოპულარული სადაზღვევო მომსახურება 

სამედიცინო დაზღვევა ითვალისწინებს დაზღვეული პიროვნებისათვის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. ტიპური დაფარული სერვისები როგორც ცნობილია, სერიოზული ავადმყოფობის შემთხვევაში საკმაოდ დიდი თანხაა გადასახდელი მკურნალობაში, რაც მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასა და მის ოჯახს. მთელ მსოფლიოში ამ რისკის მართვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება სამედიცინო დაზღვევა, 22 რომელიც ითვალისწინებს დაზღვეული პიროვნებისათვის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევისას ანდერაიტერმა უნდა შეაფასოს თითოეული დასაზღვევი ადამიანის ავადმყოფობის რისკი, რომელზეც ზეგავლენას ახდენენ შემდეგი ფაქტორები:ასაკი,ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობა.სქესი,პროფესია,სამუშაო ისტორია,სპორტი,ჩვევები და ცხოვრების სტილი.[2]

საქართველოში სამედიცინო დაზღვევის 672 934 ათასი პოლისი მოქმედებდა,რაც სახმელეთო სატრანსპორტო დაზღვევის პოლისს ბევრად აღემატება

დიაგრამა 2: სამედუცუნო დაზღვევა 2020,2021,2022 წლის მონაცემები 

წყარო: https://www.insurance.gov.ge/ka/Statistics/GetFile/625?type=3

გრაფიკის საშუალებით შეგვიძლია ვთქვათ რომ წლიდან წლამდე სამედიცინო დაზღვევა უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება სოციუმში და სადაზღვევო პრემიების უმეტეს ნაწილს წარმოადგენს.

სადაზღვევო ბროკერები

ბროკერი, როგორც ინდივიდუალური შუამავალი დგას დამზღვევის მხარეს. მისი დავალებაა დაზღვევისთვის რისკების შეფასება, ანალიზის საფუძველზე სათანადო მოცულობის განსაზღვრა, მზღვეველის მოძებნა, რომელთანაც შესაძლებელი დაზღვევის გაფორმდება დამზღვევისთვის ყველაზე ხელსაყრელი და საიმედო ფორმით.მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი ბროკერის მიერ დაზღვევის მიმართ ჩადენილ მცდარ ქმედებებეზე, ასევე ხელშეკრულების დადებისას და მისივე საქმიანობაში დაშვებული შეცდომებისთვის, თანაც როცა, ბროკერი დამზღვევის ნდობით აღჭურვილი პირის როლში გვევლინება. ასევე თვალსაჩინოა, რომ საერთაშორისო დაზღვევის სამოგზაურო პოლისების გაყიდვაში აქტიურად ჩართულები არიან ტურისტული კომპანიები. იგი არის მნიშვნელოვანი რისკის მატარებელი მომხმარებელთა კუთვნილი თანხების და რისკების განთავსების ხარისხის ნაწილში. სწორედ ამის გათვალისწინებით, განხორციელდა დაზღვევის შუამავლების მარეგულირებელი საზედამხედველო ჩარჩოს გაძლიერება, რაც მომავალში უფრო მეტად უზრუნველყოფს ბროკერების საქმიანობის მაღალ ხარისხს, პროფესიონალიზმსა და საიმედოობას.2022 წლის განმავლობაში სადაზღვევო ბროკერის საკომისიოების ოდენობამ 6,6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 20%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.სადაზღვევო ბროკერებს საშუამავლო საქმიანობის განხორციელების უფლებას აქვთ ერთდროულად როგორც დაზღვევის ისე გადაზღვევის მიმართულებით,მათი საკომისიო შემოსავლების 68% გამომდინაორებს დაზღვევის საშუამავლო საქმიანობიდან ,ხოლო დანარჩენი 32% გადაზღვევის საშუამავლო საქმიანობიდან

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია სამსახურის მიერ რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერების წილი სადაზღვევო სექტორის დაზღვევის და გადაზღვევის პრემიაში[4]

დიაგრამა 3: ბროკერების მონაწილეობა დაზღვევა,გადაზღვევის საქმიანობაში

წყარო:https://www.insurance.gov.ge/Files/ShowFiles?id=4aad1d2a-5a61-4513-8d0e-b4555f881766 

კონფიდენციალობის მნიშვნელობა დაზღვევაში

მხარეები ვალდებულნი არიან, მეორე მხარესთან წერილობით შეუთანხმებლად არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია მეორე მხარის შესახებ, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მოითხოვს კანონი. დამზღვევი/დაზღვეული მზღვეველს ანიჭებს უფლებას დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით: ა) განახორციელოს დამზღვევის/დაზღვეულის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების, მათ შორის ამავე კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება თავისი შეხედულებისამებ და საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე პუნქტში მითითებულ მონაცემთა გადაცემა როგორც საქართველოს, ასევე სხვა სახელმწიფოს საჯარო თუ კერძო დაწესებულებებისათვის / ორგანიზაციებისათვის; ბ) მოიპოვოს დამზღვევის/დაზღვეულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია / დოკუმენტაცია, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება კავშირი ჰქონდეს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მხარეთა ვალდებულებებთან, სადაზღვევო შეთხვევასთან ან/და ზიანის ოდენობასთან, ნებისმიერი კერძო თუ საჯარო დაწესებულებებიდან/ორგანიზაციებიდან.  დამზღვევი/დაზღვეული მზღვეველს ანიჭებს უფლებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის – ახალი სადაზღვევო პროდუქტებისა და მომსახურების შესათავაზებლად გამოიყენოს დამზღვევის / დაზღვეულის პერსონალური მონაცემი. დამზღვევს/დაზღვეულს, უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მზღვეველს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი – მზღვეველისათვის წერილობითი ან სატელეკომუნიკაიციო საშუალებებით მიმართვის გზით.[5]

დასკვნა

საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ბოლო წლებში ზრდის დინამიკით შეფასდება, სწრაფად ვითარდება , რასაც განაპირობებს ტექნოლოგიური წინსვლა და საზოგადოების დამოკიდებულების ამაღლება დაზღვევასთან მიმართებაში. ამის შესაბამისად სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ დახვეწონ არსებული სადაზღვევო პროდუქტები და მომხმარებელს შესთავაზონ მაღალი დონის მომსახურება. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განვითარების ზრდამ წამოჭრა მთელი რიგი მნიშვნელოვანი პრობლემებისა, რომელიც განხილულია ნაშრომში.პრობლემები განაპირობა, როგორც მსოფლიო კრიზისმა, ისე საქართველოში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოში არსებულ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებს, ხოლო საქართველოში სიტუაციამდაბალმა ეკონომიკურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაამძაფრა სადაზღვევო ბიზნესში არსებული მდგომარეობა.

ბიბლიოგრაფია 

  1.   https://openscience.ge/bitstream/1/79/1/Dato%20Janelidze.pdf
  2. https://openscience.ge/bitstream/1/2205/1/Beka%20Khachapuridze%20Samagistro.pdf
  3. https://www.insurance.gov.ge/ka/Statistics/GetFile/625?type=3
  4. https://www.insurance.gov.ge/Files/ShowFiles?id=4aad1d2a-5a61-4513-8d0e-b4555f881766 
https://nvi.ge/uploads/docs/dazgvevis_pirobebi.pdf